გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2019
საქმის ნომერი
010210018002586431
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002586431

№2/3378-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ალ---------------ნი

წარმომადგენელი - მი----–-------ძე

მოპასუხე - ნი-----------ძე

წარმომადგენელი - სუ-–--------–--–----ძე

არასრულწლოვა-- ნი----–--ზი ენ--------ს წარმომადგენელი - გუ-–-------–------ძე

დავის საგა-- - ალიმენტის ოდენობის შემცირება და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შემცირდეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის (საქმე №2-2---/14) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალ---------------ნზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს ალ---------------ნს თავისი არასრულწლოვანი შვილის ნი----–--ზ ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 10 აგვისტოდან) ყოველთვიურად;

1.1. ალ---------------ნს განესაზღვროს შვილთან ნი----–--ზი ენ---------ან ურთიერთობის წესი: ყოველი კვირის შაბათ და კვირას, ნახვის საათები მხარეთა შეთანხმებით.

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის (საქმე №2-2---/14) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ალ---------------ნს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2014 წლის 28 ნოემბრიდან, დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილის ნი----–--ზ ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს, პ/ნ 6----------) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა, თვეში 300 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე (ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე). მასვე დაეკისრა წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდა 3000 ლარის ოდენობით. იმ პერიოდისათვის, მოსარჩელე დასაქმებული იყო მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე (მიმტანად) სეზონურად რესტორანში. შემდეგ ხელფასი შეუმცირდა და მიმდინარე წელს კი საერთოდ უმუშევარია და თავს ირჩენს კერძო სამუშაოებით, რაც არასტაბილურია და საშუალოდ თვეში მისი შემოსავალია 200 - 300 ლარი. შესაბამისად, მატერიალური მდგომარეობის შეცვლის გამო, მოითხოვს შეუმცირდეს სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა 100 ლარამდე. ასევე, მიუთითებს, რომ შექმნა ახალი ოჯახი, ჰყავს მეუღლე, შვილი (გერი), რომლებიც მხოლოდ მის კმაყოფაზე არიან.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე არ აძლევს უფლებას ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან რის გამოც ალ---------------ნს სურს განისაზღვროს შვილთან ურთიერთობის დღეები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოპასუხე წინააღმდეგია მხოლოდ ნი----–--ზი ენ-------- მამას შეხვდეს სხვა პირებთან ერთად, რადგან, ეს იწვევს ბავშვის უარყოფიდ განწობას, სხვა შემთხვევაში მოპასუხე თანახმაა მამას ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა.

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში, მოპასუხე ნი-----------ძემ სარჩელი არ ცნო. მისი წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელე ალიმენტის შემცირებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტა--ს შემდგომ, გაუარესდა და დღეის მდგომარეობით არ აქვს სამსახური, შექმნა ახალი ოჯახი და მის კმაყოფაზეა მეუღლე და ერთი შვილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ არცერთი გარემოება არ შეცვლილა. 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შემდგომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესებულა და ის დღეის მდგომარეობით კვლავ მუშაობს მიმტანის პოზიციაზე მაღალანაზღაურებად რესტორანში, მისი ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს თვეში 450 ლარს, თუმცა, მას აქვს ყოველდღიური შემოსავალი ე.წ. „ჩაის“ სახით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, 2019 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შემოსავლების არარსებობის შესახებ. მოპასუხე, ასევე, მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მეორე ოჯახი შექმნა მანამდე, სანამ დაიწყებოდა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება და ასევე, მისი მხრიდან არ ხდება ალიმენტის თანხის სრულყოფილი გადახდა. ყველა ხარჯს ბავშვის რჩენისათვის, აღზრდის და განითარებისთვის წევს დედა - ნი-----------ძე. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2-2---/14).

მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

ალ---------------ნის ოჯახში ვიზიტის დროს, სოციალური მუშაკის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს და მის მეუღლეს (მეორე ქორწინებიდან) სურვილი აქვთ ნი----–--ზი ენ-------- და ალ---------------ნის გერი დაახლოვდნენ. თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვები კვირაში 2-3 დღე, რამოდენიმე საათი გაატარებენ ერთად, მათი მეთვალყურეობით.

 

ნი-----------ძის ოჯახში ვიზიტის დროს, სოციალური მუშაკის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ნი----–--ზი ენდინიანს ფაქტობრივად ზრდის ბებია ნა-- ას----ა--, მას ნი-----------ძის მიერ გაცემული მინდობილობით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება აღზარდოს, იზრუნოს ნი----–--ზის ჯანმრთელობის დაცვაზე, ასევე, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ნი----–--ზი არის სასულიერო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, დაკავეულია სპორტით: დადის ტანვარჯიშზე და კალათბურთზე, სპორტში მიღწეული წარმატებებში მიღებულია აქვს მედლები, სწავლობს გიტარაზე დაკვრას. დედა ნი-----------ძე არ იმყოფება საქართველოში, რადგან ის დასაქმებულია თავისი პროფესიით ტურისტულ გემზე. ნი----–--ზის ბებიის, ნა-- ას----ა--ს განმარტებით მისი პირადი და მისი შვილის ნი-----------ძის პოზიციაა ნი----–--ზს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან. ისინი ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ მამა-შვილის დაახლოებას. ბებიას თავად დაჰყავს ბავშვი ალ---------------ნის დედის ოჯახში.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ბა-----ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის თა---------–--ის რეკომენდაციაა, ხელი შეეწყოს მამასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, მიზანმიმართულად და გონივრულად იურთიერთობას შვილთან, რათა ალ---------------ნმა შეძლოს არსებული სირთულეების დაძლევა. წარმომადგენელს მიაჩია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნი----–--ზის ინტერესები მესამე პირებთან მიმართებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1.ნი-----------ძე და ალ---------------ნი განქორწინდნენ 2013 წლის 22 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განქორწინების მოწმობა N77152000841;

 

3.1.2. ნი-----------ძეს და ალ---------------ნს ჰყავთ არასრულწლოვა-- შვილი, ნი----–--ზ ენ-------- (დაბადებული 09/03/2010 წელს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნი----–--ზი ენ--------ს დაბადების მოწმობის ასლი;

 

3.1.3. ნი-----------ძე და ალ---------------ნი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვა-- შვილის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბა-----ი, გრ-----------ს ქუჩა N 2 ა, ბინა N37. ნი----–--ზ ენდინიანს ფაქტობრივად ზრდის ბებია ნა-- ას----ა--, დედა ნი-----------ძე დასაქმებულია საზღვაო კომპა--ა „GL------------------y Ltd“-ში მიმტა--ს თანამდებობაზე და პერიოდულად იმყოფება გემზე, საქართველოს საზღვრების ფარგლებს გარეთ. ხარჯებს ბავშვის რჩენისათვის, აღზრდის და გა--თარებისთვის წევს დედა - ნი-----------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა- განმარტება. ( სხდომის ოქმი 16/09/2019წ);

-„GL------------------y Ltd“-ის ცნობა 21/12/2018წ;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბა-----ის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3979 დასკვნა 03/06/2019წ;

 

3.1.4. ნი----–--ზ ენ-------- არის სასულიერო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, დაკავებულია სპორტით, დადის ტანვარჯიშზე და კალათბურთზე, სწავლობს გიტარაზე დაკვრას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა- განმარტება. ( სხდომის ოქმი 16/09/2019წ);

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბა-----ის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3979 დასკვნა 03/06/2019წ;

 

3.1.5. ალ---------------ნი ცხოვრობს მეუღლესთან (მეორე ქორწინებით) და გერთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება ( სხდომის ოქმი 16/09/2019წ);

-დაბადების მოწმობის ასლი 1-ЕД №194764;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების, მხარეთა, სპეციალისტთა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მტკიცების თვალსაზრისით, ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელს აღძვრისას, გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება. ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს მისი ოდენობის საკითხი (სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი). შესაბამისად, ალიმეტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირება. მოსარჩელის პოზიციით სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არსებითად შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე კი განმარტავს, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა და მას აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.3. ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის საქმე №2-2---/14 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ალ---------------ნს სარჩელის აღძვრის მომენტიდან ანუ 2014 წლის 28 ნოემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნი----–--ზი ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს, პ/№6----------) რჩენისათვის, სრულწლოვანების მიღწევამდე (ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე), დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, მასევე დაეკისრა წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდა 3000 ლარის ოდენობით და 2015 წლის 14 აპრილს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებოფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის საქმე №2-2---/14 დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

-ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის სააღსრულებო ფურცელი;

 

3.2.4. შემოსავლების სამსახურის ცნობის 12.04.2018 წლის მდომარეობით, ალ---------------ნის (პ/ნ 6----------) დასაბეგრი შემოსავალი 01.01.2010 წლიდან - 28.02.2018 წლის ჩათვლით შეადგენდა - 28 642.04 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შემოსავლების სამსახურის 12.04.2018 წლის ცნობა, თანდართული ინფორმაცია მიღებული შემოსავლის შესახებ;

 

3.2.5. შპს „ხიდი -2006“-ის ცნობის თანახმად, ალ---------------ნი (პ/ნ 6----------) ნამდვილად მუშაობს რესტორან „სანრემოში“ მიმტანის პოზიციაზე, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე და მისი ანაზღაურება შეადგენს 450 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს „ხიდი-2006“-ის 11.04.2019 წლის ცნობა;

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

3.2.6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამოიკვლია და შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ალიმენტის დაკისრების შემდეგ (2015 წლის 16 თებერვლის შემდეგ) წარმოიშვა და რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, კანონიერ ძალაშია და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 16 თებერვლის შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელემ, თავისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მას წარმოეშვა ისეთი ფინანსური პრობლემები, რის გამოც აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვისდაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

3.2.7. ასევე, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადაო არაა.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალ---------------ნის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალ---------------ნზე, არასრულწლოვა-- შვილის ნი----–--ზი ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს) სასარგებლოდ, დაკისრებული ალიმენტი, 300 ლარის ოდენობით, შემცირდეს და ალ---------------ნს არასრულწლოვა-- შვილის ნი----–--ზ ენ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ალ---------------ნს თავის არასრულწლოვან შვილთან ნი----–--ზი ენ---------ან (დაბადებული 09/03/2010 წელს) ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები: ყოველი კვირის შაბათი და კვირა, 12 საათიდან 18 საათამდე.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი, ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა ცვლილებები ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ნი-----------ძე და ალ---------------ნი განქორწინდნენ 2013 წლის 22 ივლისს. ნი-----------ძეს და ალ---------------ნს ჰყავთ არასრულწლოვა-- შვილი, ნი----–--ზი ენ-------- (დაბადებული 09/03/2010 წელს). ნი-----------ძე და ალ---------------ნი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის საქმე №2-2---/14 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ალ---------------ნს სარჩელის აღძვრის მომენტიდან ანუ 2014 წლის 28 ნოემბრიდან თავისი არასრულწლოვა-- შვილის - ნი----–--ზი ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს, პ/ნ 6----------) რჩენისათვის სრულწლოვანების მიღწევამდე (ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე) დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, მასევე დაეკისრა წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით (იხ. სარჩელი), 2015 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაყვეტილების მიღების დროისათვის, უფიქსირდებოდა უფრო მაღალი შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი და მის კმაყოფაზეა ოჯახი-მეუღლე და გერი, რაც ალიმენტის შემცირების საფუძველია.

6.2. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე.

ალ---------------ნის მოთხოვნაა ალიმენტის ოდენობის შემცირება 100 ლარამდე. სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის შემცირების საფუძველია მნიშვნელოვანი, რადიკალური ცვლილებები, რომლის გამოც არსებითად მცირდება, არა მარტო მოსარჩელის ფაქტობრივი შემოსავალი, არამედ პირის ფიზიკური, გონებრივი ან სხვაგვარი შესაძლებლობა შემოსავლის მიღებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობა ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული შემოსავლის ოდენობაზე, მით უფრო ისეთი პროფესიების მქონე პირების მიმართ, რომელთა შემოსავალი ხშირად არ აღირიცხება საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის. იგულისხმება მომსახურების სფერო, სადაც ხელზე ანაზღაურებამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუსწროს ფიქსირებულ ხელფასს. ალიმენტის ოდენობის შემცირება დაუშვებელია, თუ სახეზე არაა ჯანმრთელობის, სოციალური ან/და საყოფაცხოვრებო და ოჯახური პირობების მკვეთრი გაუარესება (მაგ. სარჩენი პირების მომატება, საცხოვრებელი ადგილის დაკარგვა...).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე არ ირიცხება სოციალური შემწეობის მიმღებ პირად, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს ნორმალური სოციალური და საყოფაცხოვრებო გარემო. მოსარჩელეს აქვს სამსახური და მისი შემოსავალი, ფიქსირებული ხელფასის სახით, არის თვეში 450 ლარი. დადგენილია, რომ მიახლოებით იგივე ფიქსირებულ ხელფასს იღებდა მოსარჩელე ალიმენტის დაკისრების მომენტისათვის. დადგენილია, რომ მოსარჩელე იგივე პროფესიით მუშაობს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომ ის გერის სარჩენად თვეში ხარჯავს დაახლოებით 300-400 ლარს. მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ ადასტურებს მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მხარის გადახდისუნარიანობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ალიმენტის დაკისრების მომენტისათვის მოსარჩელე უკვე იყო დაქორწინებული. ამდენად, მისი მდგომარეობა ამ მხრივაც არ შეცვლილა.

თუმცა, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი გერი. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ალიმენტის თანხა 300 ლარიდან უნდა შემცირდეს 250 ლარამდე. თუმცა, მისი კიდევ უფრო შემცირების წინაპირობები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

ნი----–--ზ ენ-------- არის მოზარდი. დადის სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში. რაც მისი აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ალიმენტის ოდენობის ერთ-ერთ განმსაზღვრელი კომპონენტია. სასამართლოს არ მიაჩნია გონივრულად მოსარჩელის მიერ მითითებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარი, ვინაიდან, აღნიშნული თანხა ქვეყანაში ნორმატიულად დადგენილი საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს. არასრულწლოვანი ნი----–--ზი ენ--------ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 250 ლარით.

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-.1 მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

სამოქალაქო კოდექსის 1202 ე- მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).

 

6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ ნი----–--ზი ენდინიანს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან, მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.

 

ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.

 

მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით ალ---------------ნი მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს მამასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას.

 

ნი----–--ზი ენ-------- არის სასულიერო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, დაკავებულია სპორტით, დადის ტანვარჯიშზე და კალათბურთზე, სწავლობს გიტარაზე დაკვრას. სასწავლო დღეებში იგი დაკავებულია. ამდენად, მიზანშეწონილია მამასთან მისი ურთიერთობა კვირის არასასწავლო დღეებში-შაბათს და კვირას. ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია, ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოველდღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას მისაღები/ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ოპტიმალური დროა.

შესაბამისად, შექმნილ მდგომარეობაში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ბავშვის ნახვა, კერძოდ, ალ---------------ნს თავის არასრულწლოვან შვილთან ნი----–--ზ ენ---------ან (დაბადებული 09/03/2010 წელს) ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები: ყოველი შაბათს და კვირას 12 საათიდან 18 საათამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის ნაწილში, საალიმენტო დანაკისრი შემცირდა 50 ლარით. ასევე, სარჩელი დაკმაყოფილდა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე ნი-----------ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო ალ---------------ნს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 36 ლარი, ხოლო 50 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 55-ე, 46-ე, 47-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ალ---------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის (საქმე №2-2---/14) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალ---------------ნისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ალ---------------ნს არასრულწლოვანი შვილის ნი----–--ზ ენ--------ს (დაბადებული 09/03/2010 წელს, პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

3. ალ---------------ნს თავის არასრულწლოვან შვილთან -ნი----–--ზ ენ---------ან (დაბადებული 09/03/2010 წელს, პ/ნ 6----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები იმგვარად, რომ ალ---------------ნს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი ნი----–--ზი ენ-------- ნახოს კვირაში 2 დღე: შაბათს და კვირას, 12-დან 18 საათამდე;

4. მოპასუხე ნი-----------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

5. ალ---------------ნის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ალ---------------ნს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 36 ლარი;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე