განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0----------------- (N1-------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.11. 20-9 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნი-----------ე
დაცვის მხარე
დამცველი: გო------------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N0-----------
ბრალდებული: იო-----------ე
მამის სახელი: გი------
დაბადებული: 1-.0-. 1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ჭანიეთი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით იო-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, იო-----------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, იო-----------ემ კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული არაერთგზის. კერძოდ, 20-9 წლის 18, 20 და 22 აპრილს იო-----------ე, 2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მა-------–------ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადგზე სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უხამსი სიტყვებით დედის და სხვა ნათესავების მიმართ. ყოველივე აღნიშნულის გამო, მა-------–-----ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
2.1. 20-9 წლის 10 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ იო-----------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, იო-----------ემ წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.
საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია მხოლოდ ბრალდებულ იო-----------ის და მოწმეების: არ---–----------–---ს და კა----------–------ს გამოკითხვის ოქმები. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სადავო არ იყო, მათ შორის სადავოს არ წარმოადგენს დაზარალებულ მა-------–------ის, მოწმეების: გ----------------ს და შა----------------ს გამოკითხვის ოქმები და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე, გარდა შემდეგი მტკიცებულებებისა: ბრალდებულ იო-----------ის და მოწმეების: არ---–----------–---ს და კა----------–------ს გამოკითხვის ოქმებისა, სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, დაზარალებულ მა-------–------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის იო-----------ის მეუღლე. 20-9 წლის 18 აპრილს იო-----------ემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და დაბრუნდა საცხოვრებელ სახლში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, იმავე დღეს, დაათვალიერა საკარმიდამო ნაკვეთი და ვერ ნახა რა გოჭები, (რომლებიც მშიერი შვილების გამოსაკვებად გაყიდა მა-------–------მა), დაუწყო ხმამაღალი ტონით ყვირილი უცენზურო სიტყვებით და აუგად მოიხსენია, სთხოვდა გოჭების სახლში მიყვანეს, ან მათი გაყიდვის შედეგად აღებული თანხის მიცემას. ამის გამო, მან თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა. ასევე, 20-9 წლის 20 აპრილს იო-----------ემ, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, სასტუმრო ოთახში ისევ დაუწყო საუბარი მასზედ, რომ გაყიდული გოჭები მიეყვანა სახლში. მან აუხსნა, რომ შვილების გამოსაკვებად გაყიდა გოჭები, ისევ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, თითქოსდა მისი ციხეში ყოფნისას სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და უხამსი სიტყვა უწოდა, რაც მისთვის დამამცირებელი იყო და განიცადა სულიერი ტანჯვა, ასევე 20-9 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე სახლში მივიდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი იო-----------ე, რომელმაც ხმამაღლა უთხრა, რომ გაემზადებინა საჭმელი, ამ დროს სახლში იყო მარტო მეუღლესთან ერთად. გავიდა სამზარეულო ოთახში, სადაც იო---იც შევიდა და გაუმზადა საჭმელი, თუმცა უარი, ხელით ვერ აჭმევდა, ამის თქმაზე გაღიზიანდა იო-----------ემ, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართავდა დამამცირებელი სიტყებით ,,მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ეძახდა“, რის გამოც დამცირებულად, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და განიცადა სულიერი ტანჯვა, დაიწყო ტირილი და ეზოში გამოვიდა. იმის გამო, რომ იო-----------ე ისევ აგრძელებდა მის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფას, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს არ---–----------–---ს და სთხოვა პოლიციის დახმარება. არ---–----------–---სთან საუბრიდან დაახლოებით 15-20 წუთში, მის საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც უთხრა, რომ იო-----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რის გამოც იტანჯებოდა და ითხოვა მისი დაკავება. განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მისი მეუღლე მოძალადეა, რომელთანაც 2002 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრობენ და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 20-9 წლის 18, 20 და 22 აპრილს იო-----------ის მხრიდან სისტემატიური ხასიათი აქვს მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, თავს გრძნობდა დამცირებულად, როცა მეუღლე უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. იო-----------ე ძალადობის განხორციელების დროს ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. ითხოვს მეუღლის მკაცად დასჯას, რადგანაც 20-9 წლის 18 აპრილს სასამართლოში მისცა ჩვენება, რომლითაც შანსი მისცემდა იო-----------ეს, რომ გამოსწორებულიყო და აღარ ეძალადა მასზე, თუმცა გათავისუფლების დღესვე დაიწყო მასზე ძალადობა, ასევე არსებობს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ იო---მა ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ განახორციელოს მის მიმართ ძალადობა.
მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილი, მოწმე გ----------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 20-9 წლის 22 აპრილს შსს ოზურგეთის რიონულმა სამმართველომ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ ჭანიეთში მა-------–------ს მეუღლე - იო-----------ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. ამ შეტყობინების საფუძველზე, შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსს ინსპექტორ-გამომძიებელთან შა----------------სთან ერთად გამოცხადდა სოფელ ჭანიეთში, მა-------–------ის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც მა-------–------ი იმყოფებოდა საკარმიდამო ნაკვეთში. ამ დროს სახლიდან ეზოში გამოვიდა მა-------–------ის მეუღლე - იო-----------ე, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მა-------–------ს. ეს უკანასკნელი ტიროდა და განერვიულებული იყო. მა-------–------ის განმარტებით იო-----------ე, რამოდენიმე დღეა რაც გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფატზე და კვლავ აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა და აგრძელებდა მის ტანჯვას, ამიტომ ითხოვდა მის დაკავებას. 20-9 წლის 22 აპრილს სოფელ ჭანიეთში დაკავებული იქნა იო-----------ე.
მოწმე შა----------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც ასევე უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ, დასტურდება, რომ მუშაობს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსს ინსპექტორ-გამომძიებელად. 20-9 წლის 22 აპრილს შსს ოზურგეთის რიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ სოფელ ჭანიეთში, მა-------–------ს მეუღლე - იო-----------ე აყენებდა სიტყვიერ შეურცხყოფას, რის გამოც ითხოვდა პოლიციის დახმარებას, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან - გი-------------------ნ ერთად მივიდა სოფელ ჭანიეთში, მა-------–------ის საცხოვრებელ მისამართზე. ამ დროს მა-------–------ი იმყოფებოდა საკარმიდამო ნაკვეთში. სახლიდან ეზოში გამოვიდა მა-------–------ის მეუღლე - იო-----------ე, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და უცენზურო სიტყვებს ეძახდა მეუღლეს, ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ეზოში მყოფი მა-------–------ი კი, ტიროდა და იყო განერვიულებული, შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული იო-----------ე კვლავ აგრძელებდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას, უხამსი და დამამცირებელი სიტყვებით მის მოხსენიებას და აგრძელებდა ძალადობას, ამიტომ ითხოვდა მის დაკავებას. 20-9 წლის 22 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, მის მიერ დაკავებული იქნა იო-----------ე.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს არ---–----------–---მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 20-9 წლის 22 აპრილს იყო ოპერატიული მორიგე და იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სოფელ ჭანიეთში მცხოვრები მა-------–------ი, რომელმაც შეატყობინა, რომ მეუღლე - იო-----------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგი იყო ემოციურ მდგომარეობაში, ტიროდა და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მა-------–------ი აღნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემატიური ხასიათის სიტყვიერ შეურაცხყოფას და იმყოფებოდა გაუსაძლის მდგომარეობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან, როგორც ოპერატიულმა მორიგემ, გააფორმა ოპერატიული შეტყობინება. დარეკვის დროს მა-------–------მა უთხრა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პროცესში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. დაახლოებით სამი დღის განმავლობაში აღნიშნულს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და აღარ შეეძლო მეტის გაძლება.
მოწმე კა----------–------მ სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მუშაობს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. ამ/წლის 23 აპრილს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან - არ---–-----------ან ერთად მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. მა-------–------ისაგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე წერილობითი დასტურის მიღების შემდეგ, სამსახურებრივი ავტომობილით წავიდნენ სოფელ ჭანიეთის მიმართულებით. მა-------–------მა მიუთითა მის საცხოვრებელ სახლზე, სადაც გააჩერეს ავტომანქანა და ჩავიდნენ ეზოში. მა-------–------მა განმარტა, რომ 20-9 წლის 18 აპრილს, მას შემდეგ, რაც მეუღლეს შეკითხვაზე უპასუხა, რომ გოჭები გაყიდული იყო, იო-----------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოიხსენია უხამსი სიტყვებით. მა-------–------მა ასევე მიუთითა, რომ 20-9 წლის 20 აპრილს მეუღლემ განმეორებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამამცირებელი სიტყვებით მიმართა. მა-------–------ის განმარტებით, 20-9 წლის 22 აპრილს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს გაუმზადა საჭმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა კვლავ უხამსი სიტყვით მოიხსენია იგი. მა-------–------მა განმარტა, რომ სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მან განიცადა სულიერი ტანჯვა.
ბრალდებულმა იო-----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ალკოჰოლის ხშირად მომხმარებლია, 20-9 წლის 22 აპრილს დაკავების დროს ნასვამი იყო. ნასამართლევია ოჯახურ ძალადობაზე, გათავისუფლდა 20-9 წლის 18 აპრილს და 22 აპრილს ისევ დააკავეს. კონფლიქტის მიზეზი იყო, მეუღლის სურვილი ბავშვის მოცილების თაობაზე, აღნიშნულის გამო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მართალია მეუღელს გაჭირვებიდან გამომდინარე უნდოდა ბავშვის მოცილება, თუმცა თავად არ იყო თანახმა, დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეიგინა, სამი დღის განმავლობაში მას მეუღლისთვის ღირსების დამამცირებელი სიტყვებით არ მიუმართავს.
2.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, იო-----------ის მიერ მა-------–------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20-3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1-88, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).
2.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის სუბიექტია ოჯახის წევრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქორწინების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ მა-------–------ი არის ბრალდებულ - იო-----------ის მეუღლე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით კერძოდ: დაზარალებულ მა-------–------ის და მოწმეების: გ----------------ს და შა----------------ს ჩვენებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული იო-----------ე ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, რომლით განიცდა ტანჯვას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იო-----------ე დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოჯახში განხორციელებული ძალადობისათვის ნასამართლობის მქონე იო-----------ემ 20-9 წლის 18, 20 და 22 აპრილს მა-------–------ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.7. რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულ - იო-----------ის მიერ, დაზარალებულის, მეუღლის - მა-------–------ის სისტემატურმა შეურაცხყოფამ შედეგად დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2.8. ჩადენილი არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით, იო-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, იო-----------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. იო-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იო-----------ე, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.9. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-5 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
2.11. მოწმე არ---–----------–---მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას, როგორც ოპერატიულ მორიგეს, 20-9 წლის 22 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში ტელეფონით პირადად შეატყობინა დაზარალებულმა იო-----------ის მხრიდან განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისა და მისი გაუსაძლისი მდგომარეობის თაობაზე, ხოლო მოწმე კა----------–------მ აღნიშნა, რომ მა-------–------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაზარალებულმა დაადასტურა 20-9 წლის 18, 20 და 22 აპრილს იო-----------ის მიერ, უხამსი, დამამცირებელი სიტყვებით მისი არაერთხელ მოხსენიების ფაქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნია წარდგენილ ბრალდებაში იო-----------ის მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ მა-------–------ის, ასევე მოწმეების: გ----------------ს და შა----------------ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ იო-----------ის მხრიდან მა-------–------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის - სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ იო-----------ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მას მეუღლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მით უფრო, აღნიშნულს არ ჰქონია სისტემატიური ხასიათი, რადგან დაზარალებულ მა-------–------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება სრულიად საწინააღმდეგო, კერძოდ იო-----------ის მიერ, დაზარალებულის მიმართ 20-9 წლის 18 , 20 და 22 აპრილს განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, რის თაობაზეც მა-------–------მა შეატყობინა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს და დახმარება ითხოვა.
დაცვის მხარის მიერ ასევე უდავოდ ცნობილი მოწმეების: გ----------------ს და შა----------------ს ჩვენებებით დასტურდება, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 20-9 წლის 22 აპრილს, მა-------–------ის მიერ შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, ისინი მივიდნენ სოფელ ჭანიეთში, იო-----------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც პირადად შეესწრნენ როგორ უყვიროდა და უხამსი სიტყვებით მიმართავდა იო-----------ე მეუღლეს - მა-------–----------------–-–-------------
მოწმეები: გი--------------ე და შა---------------- ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ მა-------–------ის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა იო-----------ემ, 20-9 წლის 22 აპრილის გარდა, სხვა დროსაც, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა, აგრძელებდა ძალადობას.
2.12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/0-/20-5; №1------, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებელების შა----------------სა და გ----------------ს ჩვენება ვერ განიხილავს როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებას, რადგან ისინი ადასტურებენ გარემოებას მასზედ, რომ თავად შეესწრნენ დაზარალებულზე ბალდებულის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტს, დაზარალებულმა ითხოვა დახმარება, იყო ემოციურ მდგომარეობაში, ტიროდა.
სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 20-1 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სასამართლო, ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 20-2 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ დაზარალებულის კონფლიქტის შემდეგ მდგომარეობას, იმას, თუ რას აცხადებდა დაზარალებული, ასევე თავად დაზარალებულის მიერ გაკეთებულ შეტყობინებას და მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომელთა შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.
2.13. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებები, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.
საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ იო-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არაერთგზის;
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ იო-----------ემ მეუღლეს - მა-------–------ს, არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მა-------–------მა განიცადა ტანჯვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი. ამასთან, იო-----------ის მიერ ოჯახური ძალადობა ჩადენილია არაერთგზის, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც იო-----------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
იო-----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად, ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და ძალადობისათვის იო-----------ის მიმართ სასამართლოს მიერ 20-9 წლის 18 აპრილს გამოყენებული შეღავათისა, რაც გამოიხატა დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლასა და სხდომის დარბაზიდან მის გათავისუფლებაში, გათავისუფლების დღესვე - 20-9 წლის 18 აპრილს, ასევე მომდევნო დღეებშიც - 20 და 22 აპრილს, პირობითი მსჯავრისათვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში მყოფმა იო-----------ემ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის, ახალი განზრახი დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, იო-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით, იო-----------ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ,’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. დღეის მდგომარეობით, იო-----------ე იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველები. სასამართლოს მიაჩნია, რომ იო-----------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 24 ოქტომბრის №1/----- გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბე---–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია იო-----------ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით - თავისუფლების აღკვეთით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
მითითებული ნორმების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს იო-----------ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით. იო-----------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და იო-----------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იო-----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს იო-----------ის მიმართ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, იო-----------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, იო-----------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ იო-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ, 20-9 წლის 22 აპრილის 1-:30 საათიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო როხვაძე