განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
010100119003229980
დავის ტიპი
126 1
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003229980

საქმე N 1-1012/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ად--–----–--------ა

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ჯუ-------------–-ძე

მამის სახელი: შ----ა

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, დ. სვ-–----------–---------

ფაქტობრივი მისამართი- ოზურგეთი სოფელი ხვ-------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2019 წლის 19 სექტემბერს, 22:00 საათის შემდგომ, ქალაქ ბათუმში სვ-–-----ს პირველი ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯუ-------------–-ძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედინაცვალს მე-------–----–-–--ლს, კერძოდ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოითხოვა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, შემდეგ კი ტანსაცმლის კარადის კარი განზრახ მიარტყა მე-------–----–-–--ლს, ჰკრა ხელი და მიანარცხა საწოლს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1 ჯუ-------------–-ძემ აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს, ქ. ბათუმში, სვ-–-----ს პირველი ჩიხი ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედინაცვალს მე-------–----–-–--ლს.

 

2.2 ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ჯუ-------------–-ძე დაკავებული იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს დაკავების ზუსტი დრო: 01:20სთ; დაკავების ადგილი: ქ, ბათუმი, დ. სვ-–-----ს 1-ჩიხი, N9; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე; (იხ ოქმი ს.ფ. 4-8)

 

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №007110419; 09.1--2019 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით მე-------–----–-–--ლს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა წინამხრის არეში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ ს.ფ 26-29)

 

2.4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით მე-------–----–-–--ლის, შ----ა ჯო---–----------------------ის გამოკითხვის ოქმები, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბრალდებულის დაკავების ოქმი და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯუ-------------–-ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯუ-------------–-ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მე-------–----–-–--ლის მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ჯუ-------------–-ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;

 

გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ჯუ-------------–-ძის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ჯუ-------------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული თანხის რაოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ჯუ-------------–-ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ჯუ-------------–-ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს ჯარიმა, სანქციით გათვალისწინებული ზომით.

 

ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობა, ჯუ-------------–-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯუ-------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ჯუ-------------–-ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდს - 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2019 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ჯუ-------------–-ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს სუ-–------------–--ეს (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N4-------), დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე