განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
040100119003280160
დავის ტიპი
287
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003280160

საქმე N1/55-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ბექა ვირსალაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- დ------

მამის სახელი: ა-----–-;

დაბადებული: 1-.1-.1----–--–--

დაბადების ადგილი: საქართველო, ა-------–------;

პირადი ნომერი:0-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- საქართველო, მუნიციპალიტეტი –ა-------–------, სოფელი – თ-–-----;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- საქართველო, მუნიციპალიტეტი – ა-------–------, სოფელი – თ-–-----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. სახერხი საამქროს მფლობელმა, დ----- დ------მ, ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- თ-–----–-, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე (. gov.ge). დ----- დ------- დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გ-----------–--------------------–-------------------------------–-----------------–---------------–--- მუშაკების მიერ 2019 წლის 01 სექტემბერს.

 

2. ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, დ----- დ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3-3-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3-00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ56-59 ). ცნობით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან ირკვევა, რომ დ----- დ------ს განაჩენით დაკისრებული ჯარიმიდან გადახდილი აქვს 500 (ხუთასი) ლარი და მოცემული მომენტისთვის მისი დავალიანება შეადგენს 2-00 (ორიათას ხუთასი) ლარს, რაზედაც მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება A-------- (ს. ფ 60-61)

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

1.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 19 ნოემბრის არსებითი სხდომის ოქმი. ( ს. ფ. 143-150).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.დ----- დ------მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

4.საქმეში არსებული 2019 წლის 01 სექტემბრის აქტით (ს.ფ 5), 2019 წლის 02 სექტემბრის მოხსენებითი ბარათითა (ს.ფ4) და ფოტომასალით (ს.ფ 1--19) დასტურდება, რომ ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- თ-–----–-, დ----- დ------ს მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დამონტაჟებული ჰქონდა დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

 

5.მოწმეთა სახით დაკითხული ი-----–- ლ--------–---–--, ნ--- დ---–---- და მ------ ა---–-------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და არსებით სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 01 სექტემბერს ისინი ამოწმებდნენ ა-------–------ს მუნიციპალიტეტში არსებულ სახერხ საამქროებს, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად შევიდნენ ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- თ-–----–- ინდ. მეწარმე დ----- დ------- კუთვნის სახერხ საამქროში. დ----- დ------ს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული აქვს ერთი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, ერთი ერთეული ცირკული ტიპის დანადგარი, ერთი ერთეული ჩარჩო ხერხი, ერთი ერთეული სალესი დანადგარი და ერთი ერთეული ტერფერი ( მორის ამწევი მოწყობილობა). აღნიშნულ დანადგარებთან ერთად მათ მიერ სახერხი საამქროს გადამოწმების დროს ნაპოვნი იქნა მრგვალი ხე-მორის გადამამუშავებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელიც კანონი გათვალისწინებული წესით არ ქონდა რეგისტრირებული მართვის ელექტრონულ ბაზაში. სახერხი დანადგარის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ სახერხ მოწყობილობაზე მიყვანილი იყო ელექტრო ენერგია, ეგო ხერხი და მის ქვეშ ეყარა ნახერხი, რაც მიუთითებდა მის მუშა მდგომარეობაზე. (ს.ფ.20-22, ს.ფ 23-2-, ს.ფ 26-28).

 

6.2019 წლის 3- ს----------- დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ----- დ------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ს.ფ.99-101);

 

7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2- სექტემბრის N--------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ.ამბროლაურში, ვ-–----–----–----------------------------------–--------------------–-------------------------------–----------------–--------------–------------------–-------------–--------------–-------------------------------------–--ის შენობაში მდებარე ხის გადამამუშავებელი დანადგარი წარმოადგენს მრგვალი ხე–ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს (სახერხ საამქროს, რომელიც მუშა მდგომარეობაშია და ვარგისია შემდგომი ექსპელოატაციისათვის (ს.ფ.48–53)

 

8. ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, დ----- დ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3-3-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3-00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ56-59 ). ცნობით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან ირკვევა, რომ დ----- დ------ს განაჩენით დაკისრებული ჯარიმიდან გადახდილი აქვს 500 (ხუთასი) ლარი და მოცემული მომენტისთვის მისი დავალიანება შეადგენს 2-00 (ორიათას ხუთასი) ლარს, რაზედაც მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება A-------- (ს. ფ 60-61)

 

9. დ----- დ------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ი-----–- ლ--------–---–--, ნ--- დ---–----, მ------ ა---–-------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ დ----- დ------- 2019 წლის 3- სექტემბრის გამოკითხვის ოქმით, შუამდგომლობით ამოღების ჩატარების შესახებ, მოსამართლის განჩინებით და ამოღების შესახებ ოქმით, დადგენილებით ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, კორექტირებული დადგენილებით ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N----------- დასკვნით, ცნობით ს--–---–----- მ-------------- ს-------------, ცნობით შპს „---------- ფ---------- ჯ---------–----- ც-----------“, დ----- დ------- ნასამართლეობის ცნობით, დ----- დ------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, დ----- დ------- 2----–-–------------------ განაჩენით, დ----- დ------- 2011 წლის 0- ი--–---- განაჩენით და მასზე თანდართული საარქივო მასალებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, მიმართვით შპს „---------- ფ---------- ჯ---------–----- ც-------------, მიმართით პრობაციის ბიუროსადმი, მიმართვით სასამართლოსადმი, მიმართვით სააღსრულებლო ბიუროსადმი, პასუხით სააღსრულებლო ბიუროდან, პასუხით პრობაციის ბიუროდან, დადგენილებით დ----- დ------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, მოსამართლის შესაბამისი განჩინებით და სხვა

 

1-.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ----- დ------მ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- დ------ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის)და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

12. დ----- დ------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. დ----- დ------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ----- დ------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ----- დ------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დ----- დ------- მიმართ, ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დადგენილი სასჯელის ზომა, ჯარიმა 3-00 (სამი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დ----- დ------- მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით სამართალდარღვევის საგნის, ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული დ----- დ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს დანაშაულის საგნის, ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის

 

დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, 500 ლარი და საბოლოოდ დ----- დ------ს მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დანაშაულის საგნის, ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ დ----- დ------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ დ----- დ------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მეორე განყოფილებაში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი