გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2019
საქმის ნომერი
040210019003005861
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040210019003005861

საქმე N 2/28-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

25 ოქტომბერი,2019 წელი ქ. ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე

 

მოსარჩელე - ს--------------–---------------------

წარმომადგენელი - მ------ ი-----–---–-

 

მოპასუხე - ი/მ ,,გ------- მ-–---–----”

წარმომადგენელი- ნ---- მ-------–---–-, ხ------- მ-–---–----

 

დავის საგანი - ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი/მ ,,გ------- მ-–---–----“-ს ს--------------–---------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს- 21 486.93 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ს--- ე---------– ს------- ს----------- და ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ შორის 2--- წლის 29 აგვისტოს დაიდო N--- ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა რ-----–---------------------------------–---------–------------------------ ს------- სამსახურის ლ-------- ს------- უბანში, ხ--–----- ს-------ში, 32-ე კვარტლის მე-7 ლიტერში (ტყეკაფის ნომერი 0-------------) სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 1954.61 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი, წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად, მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 28 აგვისტოდან 2--- წლის 10 ოქტომბრამდე, საიდანაც 977,30 კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, ხოლო დანარჩენი- 977,431 კუბური მეტრისა კი- 2--- წლის 10 ოქტომბრამდე. სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 117198.41ლარით.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ -ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა: კერძოდ, ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2--- წლის 10 ოქტომბრამდე, საიდანაც 977,30 კუბური მეტრი მერქნული რესურსის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, რაც შესრულებული არ არის. 1954.61 კუბური მეტრი მერქნული რესურსიდან მან დაამზადა და ს------- სააგენტოს 2--- წლის 2- დეკემბრის მდგომარეობით ჩააბარა 1300,26 კუბური მერქნული რესურსი. გამოყოფილი ტყეკაფი არ იყო სრულიად ათვისებული, დარჩენილი რესურსის ნაშთმა შეადგინა 654.35 კუბური მეტრი. ბაქანზე გამოზიდული ხე-ტყის საორიენტაციო მოცულობაა 130-150 კუბური მეტრი, ტყეკაფი გაუწმენდავია. დარღვეული იქნა მომსახურების განხორციელების ვადები, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 328 დღე.

ს--- ე---------–მა ს------- ს---------- მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 19142.97 ლარი, ხოლო ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის 2343.97 ლარი, სულ დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობაა- 21486.93 ლარი.

აღნიშნულის თაობაზე, ს------- ს----------, 2019 წლის 04 იანვრის N----- და 2019 წლის N------- წერილებით აცნობა მოპასუხეს და მას განესაზღვრა ვადა გადახდის ქვითრის წარსადგენად შემსყიდველ ორგანიზაციაში, არაუგვიანეს 2--- წლის 18 იანვრისა, დამატებით განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2--- წლის 13 მარტისა. მიუხედავად წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა, მოპასუხეს მითითებული პირგსამტეხლოს გადახდა არ განუხორციელებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ წარმომადგენელმა 2019 წლის 06 ივნისს წარმოადგინა შესაგებელი, რომლის მიხედვითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად შესრულება არ არის ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ ბრალით გამოწვეული, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. 2--- წლის სექტემბრის დასაწყისში, მდინარე მ---------- ადიდების შედეგად მისასვლელი გზის დამეწყვრის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა დაუყონებლივ ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ მიერ. ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად გამოცხადდნენ ს------- სააგენტოს ლ-------- ს-------ს თანამშრომლები და ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ მისცეს სიტყვიერი მითითება იმის თაობაზე, რომ რადგან მას უკვე აყვანილი ჰყავდა ტექნიკა ხე-ტყის ჭრის განხორციელებისათვის, გაეწმინდა გზაც, რომელიც მათი ვარაუდით არ იქნებოდა დიდ ხარჯთან დაკავშირებული. ტყეკაფში მისასვლელი გზის გაწმენდა ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ დაიწყო დაუყონებლივ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, გზა ისევ ხელახლა დაიმეწყრა. სტიქიის აღმოფხვრა არარეალური გახდა. დეკემბრის თვეში, ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ წერილობით მიმართა ს--- ე---------– ს------- სააგენტოს, მოახსენა შექმნილი მდგომარეობის შესახებ, წარუდგინა მათ შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ პასუხისმგებლობა გამორიცხულია და ხელშეკრულება ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, რადგან შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. მართალია, სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით, მაგრამ მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოება, ხოლო ასეთ შემთხვევაში 2--- წლის 29 აგვისტოს N--- ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული მდგომარების გამო არ ეკუთვნის არც ჯარიმისა და არც პირგასამტეხლოს გადახდა.

1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.2.1. 2--- წლის 29 აგვისტოს ი/მ ,,გ------- მ-–---–----ა“ და ს--- ე---------– ს------- სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულება N----ით გათვალისწინებული ვალდებულება ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ მხრიდან ჩაითვალოს შესრულებულად და ს--- ე---------– ს------- სააგენტოს ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 3365.55 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2--- წლის სექტემბრის დასაწყისში, მდინარე მ---------- ადიდების შედეგად მისასვლელი გზის დამეწყვრის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა დაუყონებლივ ი/მ გ------- მ-–---–----ს მიერ. ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად გამოცხადდნენ ს------- სააგენტოს ლ-------- ს-------ს თანამშრომლები და ი/მ გ------- მ-–---–---- მისცეს სიტყვიერი მითითება იმის თაობაზე, რომ რადგან მას უკვე აყვანილი ჰყავდა ტექნიკა ხე-ტყის ჭრის განხორციელებისათვის, გაეწმინდა გზა, რომელიც მათი ვარაუდით არ იქნებოდა დიდ ხარჯთან დაკავშირებული. ტყეკაფში მისასვლელი გზის გაწმენდა ი/მ გ------- მ-–---–----- დაიწყო დაუყონებლივ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, გზა ისევ ხელახლა დაიმეწყრა. სტიქიის აღმოფხვრა არარეალური გახდა. დეკემბრის თვეში, ი/მ გ------- მ-–---–----- წერილობით მიმართა ე---------– ს------- სააგენტოს,მოახსენა აღნიშნული მდგომარეობის შესახებ, წარუდგინა მათ შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ი/მ გ------- მ-–---–----ს პასუხისმგებლობა გამორიცხულია და ხელშეკრულება ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, რადგან შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. მართალია, სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით, მაგრამ მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოება,2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

ს--------------–--------------------- არ ეთანხმება სარჩელს, რადგან ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულა არაჯეროვნად, კერძოდ, ვალდებულება მას უნდა შეესრულებინა 2--- წლის 10 ოქტომბრამდე, საიდანაც 977.30 კუბური მეტრი მერქნული რესურსის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, რაც არ არის შესრულებული. 1954.61 კუბური მეტრი მერქნული რესურსიდან ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ დაამზადა და ს------- სააგენტოს 2--- წლის 2- დეკემბრის მდგომარეობით ჩააბარა 1300.26 კუბური მეტრი მერქნული რესურსი. დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 654.35 კუბური მეტრი. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ კი შეადგინა 328 დღე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ს--- ე---------– ს------- ს----------- და ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ შორის 2--- წლის 29 აგვისტოს დაიდო N--- ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა რ-----–------------------------ რეგიონში, რ-----–------------------------ ს------- სამსახურის ლ-------- ს------- უბანში, ხ--–----- ს-------ში, 32-ე კვარტლის მე-7 ლიტერში (ტყეკაფის ნომერი 0-------------) სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 1954.61 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი, წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად, მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 28 აგვისტოდან 2--- წლის 10 ოქტომბრამდე, საიდანაც 977,30 კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, ხოლო დანარჩენი- 977,431 კუბური მეტრისა კი 2--- წლის 10 ოქტომბრამდე. სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 117198.41ლარით.

 

3.1.2.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ხორციელდებოდა ვადაგადაცილებით, რასაც ადასტურებს ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნები(ს.ფ.31,33,35,)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

-სარჩელი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათიდან და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - რ-----–------------------------ რეგიონში, რ-----–------------------------ ს------- სამსახურის ლ-------- ს------- უბანში, ხ--–----- ს-------ში, 32-ე კვარტლის მე-7 ლიტერში (ტყეკაფის ნომერი 0-------------) სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 1954.61 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი, წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად, ი.მ ,,გ------- მ-–---–----“ უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 10 ოქტომბრამდე, საიდანაც 977,30 მ3 ხე-ტყის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, ხოლო 977,30 მ3 ხე-ტყის დამზადება კი-2--- წლის 10 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას, სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, უამინდობის შედეგად იყო გამოწვეული და ასეთ შემთხვევაში 2--- წლის 29 აგვისტოს №--- ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული მდგომარების გამო მოპასუხე მხარეს არ ეკუთვნის არც ჯარიმისა და არც პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ უამინდობის გამო სამუშაოების წარმოების შეფერხება ცნობილი იყო სამუშაოზე ზედამხედველი ინსპექტირების ჯგუფისთვისაც.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე---------–ი ს------- სააგენტოს ლ-------- ს------- უბნის უფროსმა-რაულ ბენდელიანმა დაადასტურა, რომ ლ-------- ს------- უბნის ხ--–----- ს-------ს კვარტალ 31-ში, 2--- წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში წვიმების შედეგად დაიმეწყრა და ადიდებულმა მდინარე მანანურმა წაიღო მისასვლელი გზის მონაკვეთები, რომლის აღდგენა რეაბილიტაციას ახორციელებდა ტენდერში გამარჯვებული ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ (იხილეთ სხდომის ოქმი, 2--- წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ.75) მოპასუხემ ასევე წარმოადგინა გარემოს ე---------–ი სააგენტოს N12/1-29 წერილი იმის თაობაზე, რომ 2--- წლის 2- სექტემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ლ-------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექი აღინიშნა. შ----------------–----------“-ის 2--- წლის 16 იანვრის წერილის თანახმად, საავტომობილო გზის ლ--------ბ------- 0.2- კმ-ზე , 2--- წლის 01 სექტემბრიდან 2--- წლის 31 დეკემბრამდე უამინდობის შედეგად გამოწვეული სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მეწყრული ჩამონატანები, ღვარცოფები)გამო, ხდებოდა საავტომობილო გზის ჩაკეტვა და აღნიშნულ მონაკვეთზე ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა.(ს.ფ.82)

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ მართალია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა დათქმულ დროს, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ სამუშაოების ვადაგადაცილება განპირობებული იყო გარემო-მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 20 აგვისტოს N 1-- ხელშეკრულება;

- 2--- წლის 16 იანვრის მოხსენებითი ბარათი,- შ----------------–----------“-ის წერილი

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ს--------------–---------------------ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ს--- ე---------– ს------- ს----------- და ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ შორის 2--- წლის 20 აგვისტოს დაიდო N--- ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა - რ-----–------------------------ რეგიონში , რ-----–------------------------ ს------- სამსახურის ლ-------- ს------- უბანში, ხ--–----- ს-------ში, 32-ე კვარტლის მე-7 ლიტერში (ტყეკაფის ნომერი 0-------------) სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 1954.61 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის მერქნული რესურსის (სოჭი, ნაძვი, წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 117198.41ლარით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. პირგასამტეხლო ეს არის სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ხელშეკრულების მხარეს ეკისრება კანონით განსაზღვრულ მხოლოდ ორ შემთხვევაში - 1. ვალდებულების შეუსრულებლობის და 2. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების დროს. ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ითვლება ასევე როდესაც ვალდებულება არ სრულდება ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში.

მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, ,,მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით“. 2--- წლის 29 აგვისტოს N--- ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად-,, ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.“ ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად-,,ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ“. სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, უამინდობის შედეგად იყო გამოწვეული და ასეთ შემთხვევაში 2--- წლის 29 აგვისტოს №--- ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული მდგომარების გამო მოპასუხე მხარეს არ ეკუთვნის არც ჯარიმისა და არც პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ უამინდობის გამო სამუშაოების წარმოების შეფერხება ცნობილი იყო სამუშაოზე ზედამხედველი ინსპექტირების ჯგუფისთვისაც, ასევე ი/მ ,,გ------- მ-–---–-----“ წერილობით აცნობა ფორსმაჟორული მდგომარეობის შესახებ და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გადაწევა. (ს.ფ.79, ს.ფ.84)

წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა-ახსნა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურებულია სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულების ფაქტი. ამასთან, ისიც დასტურდება, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება განპირობებული იყო გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე- კერძოდ უამინდობის შედეგად. ამას ადასტურებს 2--- წლის 12 იანვრის N------- მომართვა გარემოს ე---------–ი სააგენტოდან ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ სახელზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გარემოს ე---------– ს----------- და ი/მ ,,გ------- მ-–---–----“ შორის 2--- წლის 09 იანვრის გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ Nფმ-1/13 ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი მესტიის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2--- წლის 2- სექტემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა 2-,28,29 სექტემბერს. 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით და 06 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით( ს.ფ.78) .

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52.1. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 644.61 ლარი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ს--------------–---------------------ს სასარჩელო მოთხოვნა ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

2.არ დაკმაყოფილდეს ი/მ ,,გ------- მ-–---–----ს“ შეგებებული სარჩელი.

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი