გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
170210019003034888
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-70210019003034888

საქმე # 2/96-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე: ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი - ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

 

მოსარჩელე - ს-----–--------------“ (ს/ნ 2--------)

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხეები - თ-----------–--ე, მ------------–--ე, მ-----–------–-ძე, თ-------------–-ძე, შ--–---------–-ძე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს თ-----------–--ეს, მ------------–--ეს, მ-----–------–-ძეს, თ-------------–-ძეს და შ--–---------–-ძეს მოსარჩელე ს-----–--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად (სოლიდარულ თავდებს თავდებობის ზღვრული ოდენობის 15 450.00 ლარის ფარგლებში) გადასახდელად დაეკისროთ 16 185.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 880.04 ლარი, პროცენტი - 3 304.97 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი;

 

1.2. მოპასუხე თ-----------–--ეს მოსარჩელე ს-----–--------------ს’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1859.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 500.00 ლარი, პროცენტი - 159.33 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი;

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, ს-----–-------------სა" და თ-----------–--ეს შორის 2016 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1------- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 15 000 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26.00%; კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 1.00% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 14 დეკემბერს მ------------–--ესთან, მ-----–------–-ძესთან, თ-------------–-ძესთან და შ--–---------–-ძესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება: #1--------0----------; #1--------5----------; #1--------2----------; #1--------5---------- და 1--------6----------, რომლითაც თავდებმა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 15 450.00 ლარის ფარგლებში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების დავალიანება 2019 წლის 17 მაისის მდგომარობით #1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 19 717.40 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 880.04 ლარი, პროცენტი - 3 304.97 ლარი, ხოლო ჯარიმა - 4 532,39 ლარი.

 

ასევე, სარჩელის თანახმად, 2016 წლის 29 დეკემბერს მოპასუხე თ-----------–--ესთნ გაფორმდა ი----------------ის ხელშეკრულება, რომლითაც ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 1500.00 ლარით. მოქმედების ვადა 12 თვე, საპროცენტო განაკვეთი 60%. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე თ-----------–--ის დავალიანება 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით, ი----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2020.74 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500.00 ლარი, პროცენტი - 159.33 ლარი, ჯარიმა - 361.41 ლარი.

 

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ასრულებენ მათზე ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ზეპირი განხილვის სხდომაზე დაკორექტირებული მოთხოვნით ითხოვს:

1. მოპასუხეებს თ-----------–--ეს, მ------------–--ეს, მ-----–------–-ძეს, თ-------------–-ძეს და შ--–---------–-ძეს მოსარჩელე ს-----–--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად (სოლიდარულ თავდებს თავდებობის ზღვრული ოდენობის 15 450.00 ლარის ფარგლებში) დაეკისროთ 16 185.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 880.04 ლარი, პროცენტი - 3 304.97 ლარი, ჯარიმა - 1000.00 ლარი;

2. მოპასუხე თ-----------–--ეს მოსარჩელე ს-----–--------------ს’’ სასარგებლოდ ი----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 1859.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 500.00 ლარი, პროცენტი - 159.33 ლარი, ჯარიმა - 200.00 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - თ-----------–--ემ წერილობით შესაგებელში და ზეპირი განხილვის სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ დავალიანების თანხის ერთდროულად გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, თვეში მცირე ოდენობის თანხაზე გადანაწილების შემთხვევაში შეძლებს დავალიანების დაფარვას. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ მოთხოვნილი ჯარიმის თანხა შეუსაბამოდ მაღალია. ითხოვს, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირებას.

 

სარჩელი სრულად ცნეს ასევე, მოპასუხე თ-------------–-ძემ და შ--–---------–-ძემ და ითხოვეს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს-----–-------------სა" და თ-----------–--ეს შორის 2016 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1-------, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 15 000.00 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 48 თვით; საპროცენტო სარგებელი შეადგენს - 26.00%-ს, პირგასამტეხლო - 1.00%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1------- (ს.ფ.19-23)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24-25 )

 

3.1.2. მოპასუხე თ------------–--ის მიერ 2018 წლის 02 მარტიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც მოსარჩელის მიერ 2019 წლის 17 მაისიდან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 39-40)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38 )

 

3.1.3 2016 წლის 29 დეკემბერს მოპასუხე თ-----------–--ესთან გაფორმდა ი----------------ის ხელშეკრულება. რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, ხოლო საპროცენტო სარგებელი შეადგენს 60%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი-----------------ის მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 36 )

 

3.1.4. ი-----------------ის სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხა 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით შეადგენს 2020.74 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500.00 ლარი, პროცენტი - 159.33 ლარი, ჯარიმა - 361.41 ლარი. აღნიშნული თანხა საბოლოოა და მასზე დარიცხვა აღარ ხორციელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2019 წლის 17 მაისის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37 )

 

3.1.5. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 41-50)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ს-----–---------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405-ე,463-ე, 867-ე, 873-ე, 895-ე, 896-ე მუხლები. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ს-----–-------------სა“ (ს/კ 2--------) და თ-----------–--ეს შორის 2016 წლის 14 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 15 000.00 ლარი, 48 თვით. სესხის სარგებელი განისაზღვრა 26 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო 1% -ით. ასევე, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული ი-----------------ის სასესხო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხე თ-----------–--ემ სესხად მიიღო 1500.00 ლარი, 12 თვით და 60%-იანი სარგებელით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გასცა მსესხებელზე შესაბამისი კრედიტი. მოპასუხის მხრიდან ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მიიღო კრედიტი, 2018 წლის 2 მარტის შემდგომ მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაშია. ასევე, ი-----------------ის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 27 მარტის შემდგომ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დამრღვევ მხარეს და განუსაზღვროს ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ს-----–--------------“-ს მხრიდან მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინების წერილები ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების - ძირითადი თანხის, პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხის მხრიდან აღნიშნულს არ მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლოდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფელობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სოლიდარული ვალდებულება შეიძლება დადგინდეს მხარეთა ნებით, როცა ეს განსაზღვრულია ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში მხარეთა ნება გამოხატულია თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის დავალიანების და ვადაგადაცილების ჯარიმის დაკისრების შესახებ, რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელის ეს მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომელიც შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების ძირითადი თანხა 11 880.04 ლარის, დარიცხული სარგებელი - 3304.97 ლარის და სესხზე დარიცხული დაკორექტირებული ჯარიმა 1000.00 ლარის ოდენობით.

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ი-----------------ის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე სარჩელის ნაწილშიც და ამ ნაწილში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების ძირითადი თანხა 1 500.00 ლარის, პროცენტი - 159.33 ლარის და კორექტირებული ჯარიმა - 200.00 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხები -592.00 ლარის და 61.00 ლარის ოდენობით,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.მოსარჩელე ს-----–--------------“-ს სარჩელი მოპასუხეების - თ-----------–--ის, მ------------–--ის, მ-----–------–-ძის, თ-------------–-ძის და შ--–---------–-ძის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოპასუხეებს - თ-----------–--ეს, მ------------–--ეს, მ-----–------–-ძეს, თ-------------–-ძეს და შ--–---------–-ძეს მოსარჩელე ს-----–---------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 185.01 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11 880.04 ლარი, პროცენტი - 3 304.97 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი.

3.მოპასუხე თ-----------–--ეს მოსარჩელე ს-----–--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1859.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 500.00 ლარი, პროცენტი - 159.33 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი;

 

4.მოსარჩელე ს-----–--------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2019 წლის 24 მაისს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხები: 592.00 ლარი (საგადახდო დავალება #-) და 592.00 ლარი (საგადახდო დავალება #5---------), სახაზინო კოდი 300083150

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა