გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210119003059505
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14833-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ილ------------–---

წარმომადგენელი ქე-------------–-–---–-

მოპასუხე შპს „კ-------------------“

წარმომადგენელი ლო--------------–---–-

დავის საგანი ნოტარიუსის მიერ გაცემული

სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა

 

1.1. ნოტარიუს მ------------ის მიერ 2019 წლის 13 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, (სანოტარო მოქმედების რეესტრის N1--------), კრედიტორის შპს „კ-------------------ს“ წინაშე შესასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 170.56 ლარით.

 

2018 წლის 21 აპრილს გამსესხებელს შპს „კ--------------------- და მსესხებლებს ილ------------–---ს, მ----------------–სა და დ---------------ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხის სახით გაეცა 2800 ლარი, 36 თვის ვადით, თვეში 5.7%-ის დარიცხვით, სესხი უნდა დაფარულიყო ანუიტეტის წესით (იფარება ძირიც და პროცენტიც), ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირი თანხის 0.219% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ვადის განმავლობაში.

 

სესხის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და სოლიდარული მოვალეები/მსესხებლები ნებაყოფილობით არ ასრულებენ გამსესხებლის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 13 მაისს ნოტარიუსმა მ------------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------), რომლის საფუძველზე სოლიდარული მოვალეების ი-–------------–--ის, მ----------------–ისა და დ---------------ის ვალდებულება კრედიტორის შპს „კ-------------------ს“ წინაშე განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა: 2772 ლარი და 79 თეთრი. სესხზე დარიცხული სარგებელი/პროცენტი:1644 ლარი და 26 თეთრი. ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის: 1705 ლარი და 67 თეთრი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 139 ლარი და 34 თეთრი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2019 წლის 20 მაისს მოვალეებს ილ------------–---ს, მ----------------–სა და დ---------------ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მისი განმარტებით, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ვადაგადაცილებული გადაუხდელი თანხებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.219%-ის ოდენობით. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს პირგასამტეხლოს შეუსაბამობას კანონთან და ხელშეკრულებასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 21 აპრილს გამსესხებელს შპს „კ--------------------- და მსესხებლებს ილ------------–---ს, მ----------------–სა და დ---------------ეს შორის გაფორმდა გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხის სახით გაეცა 2800 ლარი, 36 თვის ვადით, თვეში 5.7%-ის დარიცხვით, სესხი უნდა დაფარულიყო ანუიტეტის წესით (იფარება ძირიც და პროცენტიც), ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.2. სესხის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და სოლიდარული მოვალეები/მსესხებლები ნებაყოფლობით არ ასრულებენ გამსესხებლის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირი თანხის 0.219% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ვადის განმავლობაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება.

 

3.2.2. კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 13 მაისს ნოტარიუსმა მ------------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------), რომლის საფუძველზე სოლიდარული მოვალეების ი-–------------–--ის, მ----------------–ისა და დ---------------ის ვალდებულებაკრედიტორის შპს „კ-------------------ს“ წინაშე განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა: 2772 ლარი და 79 თეთრი. სესხზე დარიცხული სარგებელი/პროცენტი:1644 ლარი და 26 თეთრი. ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის: 1705 ლარი და 67 თეთრი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 139 ლარი და 34 თეთრი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი.

 

3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2019 წლის 20 მაისს მოვალეებს ილ------------–---ს, მ----------------–სა და დ---------------ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 427-ე, 429-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 327-ე მუხლებით.

 

”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებელმა შპს „კ--------------------- ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მას გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, რის საფუძველზეც მსესხებლებს წარმოეშვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ როგორც მსესხებელმა თანამსესხებლებთან ერთად მიიღო სესხის ძირითადი თანხა 2800 ლარის ოდენობით, საიდანაც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 2772.79 ლარი, რომელსაც ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის შესაბამისად, ერიცხებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 5.7%-ის ოდენობით, ხოლო 2.6. პუნქტის თანახმად პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.219%.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში აღსარულებელი ვალდებულების მოცულობიდან პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლების მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა, არ არის გადახდილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხიდან 2772.79 ლარი. აღნიშნული გახდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი. მოსარჩელემ (მსესხებელმა) სადავოდ გახადა სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში, მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგენილ კრედიტორის მოთხოვნას წარმოადგენს მსესხებლებისათვის პირგასამტეხლოს სახით - 1705.67 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 341.13 ლარით, შემდეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ მის ერთ-ერთ არსებით პირობაზე - პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობაზე. მაშასადამე, სახეზეა ნამდვილი სესხის ხელშეკრულება და სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ მსესხებლისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მათი დარიცხვის შესახებ. თუმცა მათი დაანგარიშება, უნდა იყოს გონივრული, უნდა შეესაბამებოდეს მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანის ოდენობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, სესხის გადაუხდელი თანხის ოდენობასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო დარიცხულ პროცენტთან მიმართებაში, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.219%-ს. კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და განისაზღვროს 341.13 ლარით. (ყოველდღიური 0.04%).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი. სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 22.22%, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 11.11 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 25 ლარს. (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილები). მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, საიდანაც უნდა დაბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ეკისრება უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

დავა იქნა განხილული არსებითად, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს და უნდა განახლდეს სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------ის 2019 წლის 13 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ნაწილში და კრედიტორის შპს „კ-------------------ს“ წინაშე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან (გ) ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვროს: 341.13 ლარით.

 

2. მოპასუხე შპს „კ-------------------“ დაეკისროს მოსარჩელე ი-–------------–--ის სასარგებლოდ 11.11 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 25 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ილ------------–---ს 2019 წლის 10 ივნისის N0 საგადასახადო დავალებით, მის სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე, თ-------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 25 ლარი.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ------------ის მიერ 2019 წლის 13 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია