გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.06.2019
საქმის ნომერი
330310018002466787
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3271-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

 

მოსარჩელეები:

1. ა-------------–---–ი

2. ნ------------–---–ი

3. თ------------–---–-

4. ლ-----------–---–ი

5. მ-----------–---–ი

წარმომადგენელი - ს-------------------–ი

6. გ--------–---–---–ი

7. მ-------–---–---–ი

კანონიერი წარმომადგენელი - მ-----------–---–ი

 

მოპასუხეები:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე

2. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

წარმომადგენელი - დ------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (№-- ოქმის ამონაწერი, დათარიღებული 2----–-–-------------თ), რითაც ა-------------–---–ს, ნ------------–---–ს და თ------------–---–ს უარი ეთქვათ 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, ა-------------–---–ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, გ--------–---–---–ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, ლ-----------–---–ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, მ-------–---–---–ისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, მ-----------–---–ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, თ------------–---–--ათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.8. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

 

2. მოპასუხების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 1966 წლის 27 აპრილს გაცემული №------ დაბადების მოწმობის თანახმად, ნ------------–---–ი დაიბადა ქ. გორში, ს------–----------ში, 1----–-–------------–ს.

 

1985 წლის 10 ივლისს გაცემული №------ დიპლომის თანახმად, ნ------------–---–ი 1983 წელს შევიდა ცხინვალის ს------–--------–---–---–---------ის განყოფილებაზე და 1985 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1----–-–--------–--ის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა მედდის კვალიფიკაცია.

 

ნ------------–---–ის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, ნ------------–---–ის (სარეგისტრაციო ნომერი 0--------) მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებითი საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ნ------------–---–ის დაბადების ადგილია ქ. გორი, რეგისტრაციის ადგილი - ცხინვალი, ჩ---–------------, რეგისტრაციის თარიღი - 28.11.2---–.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 22);

- ნ------------–---–ის დიპლომის ასლი (ტ. I. ს.ფ. 23);

- ნ------------–---–ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 21);

- 2018 წლის 9 მარტის №------------- საინფორმაციო ბარათი (ტ. I. ს.ფ. 25).

3.2. სამხრეთ ოსეთის აო ცხინვალის საქალაქო აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 1979 წლის 29 დეკემბერს ა-------------–---–ის სახელზე გაიცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტი. პასპორტში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ა-------------–---–ი დაიბადა გორის რაიონის ს------–----–ში, 1955 წლის 11 აპრილს და 1977 წლის 11 აგვისტოდან მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ჩ---–------------ (ჩაეწერა მითითებულ მისამართზე).

 

1980 წლის 6 მარტს გაცემული №------ დიპლომის თანახმად, ა-------------–---–ი 1973 შევიდა ც------–-------------------------------------ში და 1980 წელს დაამთავრა ტექნიკუმი, ვ-------------- სპეციალობით. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1980 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ვ--------–--–-- კვალიფიკაცია.

 

დ-–-- თემის საკრებულოს მდივანმა 1996 წლის 9 აგვისტოს გასცა №----- ცნობა მასზედ, რომ ა--------–----------------–---–ის სახელზე დ-–-- თემის საკრებულოში არ ირიცხება არც საცხოვრებელი სახლი და არც საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 0,25 ჰა ნაკვეთი, რომელიც მიეცა პრივატიზაციის დროს, აქვს დროებით სარგებლობაში, როგორც დევნილს.

 

ა-------------–---–ის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, ა-------------–---–ის (სარეგისტრაციო ნომერი 0--------) მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ა-------------–---–ის დაბადების ადგილია ქ. გორი, რეგისტრაციის ადგილი - ცხინვალი, ჩ---–------------, რეგისტრაციის თარიღი - 11.08.1---–. ამასთან, გარკვეულ პერიოდში იგი რეგისტრირებული იყო მისამართზე: გორი, ს---------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტის ასლი (ტ. I. ს.ფ. 46-49);

- ა-------------–---–ის დიპლომის ასლი (ტ. I. ს.ფ. 43);

- დ-–-- თემის საკრებულოს მდივნის 1996 წლის 9 აგვისტოს №----- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 42);

- ა-------------–---–ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 40);

- 2018 წლის 9 მარტის №------------- საინფორმაციო ბარათი (ტ. I. ს.ფ. 51-52).

 

3.3. 1984 წლის 24 თებერვალს გაცემული №------ დაბადების მოწმობის თანახმად, თ------------–---–- დაიბადა ქ. გორში, ს------–----–ში, 1----–-–---------------–ს. მამა - ა-------------–---–ი, დედა - ნ------------–---–ი.

 

გორის რაიონის ს------–----–ის საშუალო სკოლის 1----–-–------------------- ბრძანების საფუძველზე, თ---------------------–--------–---–- ჩაირიცხა პირველ კლასში და 2001 წლის 25 ივნისის №-- ბრძანების საფუძველზე, მას მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N----------.

 

თ------------–---–-- მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, თ------------–---–-- (სარეგისტრაციო ნომერი 0--------) მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, თ------------–---–-- დაბადების ადგილია ქ. გორი, რეგისტრაციის ადგილი - ცხინვალი, ჩ---–------------, რეგისტრაციის თარიღი -19.07.2---–.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------------–---–-- დაბადების მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 33);

- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ს------–----–ის საჯარო სკოლის 2019 წლის 5 თებერვლის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 143);

- გორის რაიონის ს------–----–ის საშუალო სკოლის 1----–-–------------------- ბრძანების ასლი (ტ. II. ს.ფ. 144);

- ამონარიდი სასაწავლო ჟურნალიდან (ტ. II. ს.ფ. 145);

- გორის რაიონის ს------–----–ის საშუალო სკოლის 2001 წლის 25 ივნისის №-- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 146);

- თ------------–---–-- მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 32);

- 2018 წლის 9 მარტის №------------- საინფორმაციო ბარათი (ტ. I. ს.ფ. 35).

 

3.4. 2----–-–---------------ს გაცემული №------- ქორწინების მოწმობის თანახმად, მ-----------–---–ი (დ--------------–. ქ. გორი) და ზ-----–---–---–- (დ--------------–. ქ. გორი) დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს.

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდის სამხ. განყოფილების მიერ 2006 წლის 31 იანვარს გაცემული №------ დაბადების მოწმობის თანახმად, მ-------–---–---–ი დაიბადა ქ. თბილისში, 2----–-–--------------.

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახურის მიერ 2----–-–---------------- გაცემული №------ დაბადების მოწმობის თანახმად, გ--------–---–---–ი დაიბადა ქ. გორში, 2----–-–----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 124);

- მ-------–---–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 123);

- გ--------–---–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 122).

 

3.5. მ-----------–---–ის (დ----------------------–-) მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, მ-----------–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

მ-------–---–---–ის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2007 წლის 12 ივლისს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, მ-------–---–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

გ--------–---–---–ის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, გ--------–---–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა-ქართლი, გორი, ს------–-----–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----------–---–ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (ტ. I. ს.ფ. 111-113);

- - მ-------–---–---–ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლი (ტ. I. ს.ფ. 112);

- გ--------–---–---–ის მიმართ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (ტ. I. ს.ფ. 114).

 

3.6. საქართველოს რესპუბლიკის შიდა ქართლის რეგიონის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 1996 წლის 19 ივლისს გაცემული №--- ცნობით დაადასტურა, რომ ნ------------–---–ი არის ლტოლვილი ცხინვალიდან, ჩ---–------------ და ცნობის გაცემის დროს ცხოვრობდა გორის რაიონის ს------–----–ში, დროებით.

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს 2008 წლის 26 სექტემბერს და 2011 წლის 30 მარტს გაცემული ცნობებით დაადასტურა, რომ ა-------------–---–ი და ნ------------–---–ი ოჯახით არიან დევნილები ცხინვალიდან, ჩ---–------------. დევნილთა სარეგისტრაციო ნომერია 0--------. ისინი დროებით არიან დარეგისტრირებულები გორის რაიონის ს------–----–ში.

 

ა-------------–---–მა და ნ------------–---–მა, სარეგისტრაციო ნომრით 0--------, გაიარეს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, 2013 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რესპუბლიკის შიდა ქართლის რეგიონის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1996 წლის 19 ივლისის №--- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 58);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 4 ოქტომბრის ცნობა (ტ. I. ს.ფ. 54);

- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის №------- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 56);

- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს 2011 წლის 30 მარტის №------- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 57).

 

3.7. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა - ნ------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-), თ------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-), ა-------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-) და მოითხოვეს ცნობების გაცემა მათი მუდმივი ცხოვრების შესახებ 1991 წლამდე, შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ჩ---–------------ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარსადგენად.

 

2018 წლის 22 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით, შედგა დროებითი კომისიის სხდომა (ბრძანება №---- დროებითი კომისიის შექმნის შესახებ 20.02.2---–-).

 

კომისიის სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, დროებით კომისიაში საკითხის განხილვის მიზნით განმცხადებლებმა წარადგინეს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები. სხდომას ესწრებოდნენ ა-------------–---–ი, მისი მეუღლე - ნ------------–---–ი და მათი შვილი - თ------------–---–-.

 

ა-------------–---–ი ითხოვდა ცნობას, მისი 1977 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ შემდეგი მისამართიდან: ცხინვალი, ჩ---–----------------. წარდგენილი პირადობის მოწმობის მიხედვით, ა-------------–---–ი დაიბადა გორის რაიონის ს------–----–ში. დაამთავრა ს------–----–ის საშუალო სკოლა, ხოლო 1980 წელს - ც------–-------------------------------------ი. 1983 წელს იქორწინა ნ------------–---–ზე და მისი განცხადებით, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. განმცხადებელმა ქორწინების მოწმობა ვერ წარადგინა. ანკეტა-განცხადებაში მიუთითა, რომ 1991 წელს დატოვა ქ. ცხინვალი საომარი მოქმედებების შედეგად. საინფორმაციო ბარათის მიხედვით, განმცხადებლის იურიდიულ მისამართად 1977 წლიდან ფიქსირდება ქ. ცხინვალი, ჩ---–------------. კომისიის სხდომაზე ა-------------–---–მა განაცხადა, რომ 1977 წლიდან 1991 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალში, სადაც მოგვიანებით შეიძინა სახლის ნახევარი მოქალაქე თ--------------საგან, თუმცა მას საბინაო წიგნი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეუჩერდა დევნილის სტატუსი. მის დროებით მისამართად დაფიქსირებულია გორის რაიონი, ს---------–-. გამოკითხვის დროს იგი ცხოვრობდა ს------–----–ში.

 

ნ------------–---–ი ითხოვდა ცნობას, მისი 1983 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ შემდეგი მისამართიდან: ცხინვალი, ჩ---–------------. წარდგენილი პირადობის მოწმობის მიხედვით, ნ------------–---–ი დაიბადა გორის რაიონ ს------–----------ში. დაამთავრა ს------–----------ის საშუალო სკოლა. 1983-1985 წლებში სწავლობდა ცხინვალის ს------–--------–---–----–ში. 1983 წელს იქორწინა ა-------------–---–ზე და მისი განცხადებით, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. განმცხადებელმა ქორწინების მოწმობა ვერ წარადგინა. ანკეტა-განცხადებაში მიუთითა, რომ 1991 წელს დატოვა ქ. ცხინვალი საომარი მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრებთან ერთად. საინფორმაციო ბარათის მიხედვით, განმცხადებლის იურიდიულ მისამართად 2001 წლიდან დაფიქსირებულია ქ. ცხინვალი, ჩ---–------------. კომისიის სხდომაზე ნ------------–---–მა განაცხადა, რომ 1983 წლიდან 1991 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალში, მეუღლის მიერ მოქალაქე თ--------------საგან შეძენილი ბინის ნახევარში, თუმცა მას საბინაო წიგნი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეუჩერდა დევნილის სტატუსი. მის დროებით მისამართად დაფიქსირებულია გორის რაიონი, ს------–-----–-. გამოკითხვის დროს იგი ცხოვრობდა ს------–----–ში. ამასთან, მას ქ. ცხინვალში არ უმუშავია და 1987 წლიდან გამოკითხვის დღემდე მუშაობდა ტ-------ის საავადმყოფოში ოჯახის მედდის პოზიციაზე.

 

თ------------–---–- ითხოვდა ცნობას 1984 წლიდან 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ შემდეგი მისამართიდან: ცხინვალი, ჩ---–------------. წარდგენილი პირადობის მოწმობის მიხედვით, თ------------–---–- დაიბადა გორში 1984 წელს. მისი დაბადების მოწმობა გაიცა გორის რაიონის ს------–----–ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ, 1984 წელს. თ------------–---–მა დაამთავრა ს------–----–ის საშუალო სკოლა. მშობლების განცხადებით, იგი პირველი კლასიდანვე მიიყვანეს ს------–----–ის საშუალო სკოლაში. ვინაიდან თ------------–---–- კომისიაზე მშობლებთან ერთად იყო გამოძახებული, მის მიმართ კითხვები არ იქნა დასმული, რადგან იგი 1984-1991 წლებში სკოლამდელი ასაკის იყო.

 

მიღებული ინფორმაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ა-–--------------მა განაცხადა, რომ თავად ცხოვრობდა ჩ---–-------------ში, გაიზარდა იმავე ქუჩაზე, განმცხადებლების მიერ ხსენებული ბინის მეპატრონეს და მის ოჯახს პირადად იცნობდა; ბინა, რომელზეც საუბარი იყო, არასდროს გაყიდულა, ვინაიდან თ-------------- თავისი ოჯახით მუდმივად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე განმცხადებლებს არ იცნობდა.

 

კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლებისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის შესახებ მათ ეცნობათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 26 მარტის წერილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 20 თებერვლის №---- ბრძანება, დანართით (ს.ფ.(ტ. I. ს.ფ. 220-223);

- ნ------------–---–ის 2----–-–-------------ს №--- განცხადება-ანკეტა (ტ. I. ს.ფ. 18-20);

- თ------------–---–-- 2----–-–-------------ს №--- განცხადება-ანკეტა (ტ. I. ს.ფ. 29-31);

- ა-------------–---–ის 2----–-–-------------ს №--- განცხადება-ანკეტა (ტ. I. ს.ფ. 37-39);

- ამონაწერი 2----–-–-------------ს №-- სხდომის ოქმიდან (ტ. I. ს.ფ. 62-66);

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 26 მარტის №------ წერილობითი პასუხი (ტ. I. ს.ფ. 67);

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 26 მარტის №------ წერილობითი პასუხი (ტ. I. ს.ფ. 68);

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 26 მარტის №------ წერილობითი პასუხი (ტ. I. ს.ფ. 69).

 

3.8. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით, თ------------–---–-- მიმართ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება.

 

თ------------–---–- არის ა-------------–---–ის და ნ------------–---–ის შვილი. იმის გათვალისწინებით, რომ 1991 წლამდე (დევნილობამდე) იგი იყო არასრულწლოვანი, მშობლების: ნ------------–---–ის და ა-------------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით წერილი გაიგზავნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში. 2018 წლის 13 აპრილის №-------- საპასუხო წერილის მიხედვით, ნ------------–---–ის, თ------------–---–-- და ა-------------–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი 1991 წლამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ცხინვალი, ჩ---–------------ არ დასტურდებოდა.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 7 მარტს გასაუბრება ჩაუტარდათ ნ------------–---–ს და ა-------------–---–ს. გასაუბრების დროს ა-------------–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1955 წელს ს------–----–ში. 1961-1972 წწ. სწავლობდა ს------–----–ის საშუალო სკოლაში. 1--------––. სწავლობდა ტექნიკუმში, ქ. ცხინვალში. 1981 წლიდან ომამდე მუშაობდა ქ. ცხინვალში მძღოლად. დაოჯახდა 1983 წელს ცხინვალში. 1984 და 1985 წლებში შვილები შეეძინა ქ. ცხინვალში, ხოლო 1990 წელს მესამე შვილი შეეძინა ქ. გორში, თუმცა სამივე შვილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობაში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით) დაბადების ადგილად აღნიშნული აქვთ ქ. გორი. ცხინვალში საცხოვრებლად გადავიდა 1973 წელს, როდესაც ჩააბარა ტექნიკუმში. 1977 წელს ცხინვალში შეიძინა სახლი, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 1991 წლამდე. ს------–----–ში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. სამივე შვილმა სკოლა დაამთავრა ს------–----–ში. უფროსმა შვილმა 1991 წელს დაიწყო ს------–----–ის სკოლაში სწავლა. 1991 წლიდან გასაუბრების დღემდე ცხოვრობს ს------–----–ში საკუთარ სახლში.

 

ნ------------–---–მა გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ დაიბადა 1966 წელს გორში. 1973-1983 წწ. სწავლობდა გორის რაიონის სოფ. ტ-------ის საშუალო სკოლაში, ხოლო 1983-1985წწ. - ცხინვალის ს------–---------------ში. 1986-1990წწ. მუშაობდა ც------–------------------ში მ--------. დაოჯახდა 1983 წელს ცხინვალში. 1991 წლამდე ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ჩ---–-------------ში, მეუღლის საკუთრებაში. 1984 და 1985 წლებში შვილები შეეძინა ქ. ცხინვალში, ხოლო 1990 წელს მესამე შვილი შეეძინა ქ. გორში. სამივე შვილს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით) დაბადების ადგილად აღნიშნული აქვთ ქ. გორი. სამივე შვილმა სკოლა დაამთავრა ს------–----–ში. უფროსმა შვილმა 1991 წელს დაიწყო ს------–----–ის სკოლაში სწავლა. 1991 წლიდან გასაუბრების დღემდე ცხოვრობს ს------–----–ში.

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 2018 წლის 12 აპრილის №------ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს №------------ წერილის პასუხად აცნობა, რომ ნ------------–---–ის, ა-------------–---–ისა და თ------------–---–-- მიმართვის საფუძველზე დროებითმა კომისიამ განიხილა მათი განცხადებები თანდართული მასალებით და არ დადასტურდა მითითებული მოქალაქეების მუდმივად ცხოვრების ფაქტი 1991 წლამდე, შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ჩ---–------------ (ოქმი №--. 22.0--2---–-).

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წერილის და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ ა-------------–---–ი და ნ------------–---–ი ცხოვრობდნენ ს------–----–ში. მათ არ წარუდგენიათ ქ. ცხინვალში შრომითი საქმიანობის და საკუთრების არსებობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. დოკუმენტაციის მიხედვით, მათი შვილები დაიბადნენ ქ. გორში. საკითხის განხილვის დროს ცხოვრობდნენ ს------–----–ში. შესაბამისად, მათთან მიმართებაში არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.

 

ა-------------–---–ის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულნი იყვნენ მისი შვილები: თ------------–---–-------–------------–---–ი, რომლებსაც დევნილის სტატუსი მიენიჭათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

 

ამასთან, ა-------------–---–ს და ნ------------–---–ს ჰყავთ შვილი - მ-----------–---–ი და შვილიშვილები: გ--------–---–---–ი და მ-------–---–---–ი, რომლებსაც დევნილის სტატუსი მიენიჭათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნების თანახმად, დამუშავებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-------------–---–ისთვის, ნ------------–---–ისთვის, თ------------–---–--თვის, ლ-----------–---–ისთვის, მ-----------–---–ისთვის და მისი შვილებისთვის: გ--------–---–---–ისთვის და მ-------–---–---–ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის №----------- მოხსენებითი ბარათი (ტ. I. ს.ფ. 109-110);

- იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები (ტ. I. 83-84, 97-98, 297-298, 299-300);

- იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე ნ------------–---–თან გასაუბრების კითხვარი (ტ. I. 85-88);

- იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე ა-------------–---–თან გასაუბრების კითხვარი (ტ. I. 89-92);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის №------------ წერილი (ტ. I. ს.ფ. 218);

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 აპრილის №------ წერილი (ტ. I. ს.ფ. 93-94).

 

3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები ა-------------–---–ისთვის, ნ------------–---–ისთვის, თ------------–---–-თვის, ლ-----------–---–ისთვის, მ-----------–---–ისთვის, გ--------–---–---–ისთვის და მ-------–---–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათი (ტ. I. ს.ფ. 82).

3.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, ა-------------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, გ--------–---–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, ლ-----------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, მ-------–---–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, მ-----------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, თ------------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 77);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 72);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 79);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 71);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 73);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 75).

 

3.11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №-------- წერილობითი პასუხის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ-----------–---–ი 1996 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით დევნილად რეგისტრირებული იყო გორის რაიონში, ს------–----–ში, ხოლო 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის ჩათვლით დამისამართებული იყო ქ. გორი, ც------–-----------–--–---------------ში.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილობითი პასუხის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა-------------–---–ი, ნ------------–---–ი, თ-------------–---–- და ლ-----------–---–ი დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 1996 წლის ივლისიდან და კანონმდებლობის გათვალისწინებით ერიცხებოდათ დევნილთა შემწეობა. 2018 წლის 20 თებერვლის №------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მათ შეუჩერდათ დევნილთა შემწეობის დარიცხვა, ხოლო 2018 წლის 22 აპრილს, მინისტრის №----, №----, №----, №---- და №---- ბრძანებებისა და №------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე - ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან მოხდა მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ამასთან, მ-----------–---–ი 1996 წლის ივლისიდან, მ-------–---–---–ი - 2006 წლის მაისიდან და გ--------–---–---–ი 2011 წლის იანვრიდან დევნილად იყვნენ რეგისტრირებულნი და კანონმდებლობის გათვალისწინებით, ერიცხებოდათ დევნილის შემწეობა. მინისტრის №---- და №---- ბრძანებებისა და №------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, სტატუსის ჩამორთმევის დღიდან მოხდა დევნილის შემწეობის შეწყვეტა.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 18 ნოემბრის №---------- წერილის თანახმად, ა-------------–---–ი, ნ------------–---–ი, თ------------–---–-, ლ-----------–---–ი და მ-----------–---–ი არ ფიქსირდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გადაცემული საარჩევნო უფლების მქონე პირთა ბაზაში მათი რეგისტრაციის მისამართებია: ცხინვალი, ჩ---–------------, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული საარჩევნო უფლების მქონე პირთა ბაზაში მათი მონაცემები არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ნოემბრის №-------- წერილობითი პასუხი (ტ. II. ს.ფ. 74);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №-------- წერილობითი პასუხი (ტ. II. ს.ფ. 75);

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 18 ნოემბრის №---------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 76-77).

 

3.12. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, თ----------–-–---–მა დაადასტურა, რომ 1991 წლიდან 1998 წლამდე ა-------------–---–ი თავისი მეუღლით და შვილებით ცხოვრობდა თ----------–-–---–ის მამის - ზ------------–-–---–ის კუთვნილ სახლში, დ-––-, უსასყიდლოდ, რადგან იგი იყო ცხინვალიდან დევნილი და დ-––- მისი მშობლების სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო. კერძოდ, სახლი იყო 1 ოთახი, ამდენად, შეუძლებელი იყო იქ ოჯახით ცხოვრება და ეს ბინა ესაზღვრებოდა თ----------–-–---–ის მამის სახლს. ა-------------–---–ი, ასევე, უვლიდა მათ ნაკვეთებს ს------–----–ში იმ პერიოდში და ნაკვეთებიდან მიღებული მოსავლის ნახევარს მათ აძლევდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული თ----------–-–---–ის განცხადება (რ--------------------------–-) (ტ. II. ს.ფ. 134).

 

3.13. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით გ---------–---–მა და თ------------–---–მა დაადასტურეს, რომ ა-------------–---–ი ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ჩ---–-------------ში, 1977 წლიდან 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით, ხოლო მისი მეუღლე ნ------------–---–ი - 1983 წლიდან 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით. ასევე, შვილი - თ------------–---–- ქ. ცხინვალში ცხოვრობდა 1984 წლიდან 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით და ლ-----------–---–ი - 1990 წლიდან 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული გ---------–---–ის და თ-----------–---–ის განცხადება (რ-------------------------–-) (ტ. I. ს.ფ. 28).

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გ---------–---–მა განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს ს------–----–ში. გ---------–---–ის დედა იყო დ-–-დან, ხოლო თავად ცხოვრობდა ცხინვალში. ცხინვალში მისი სახლის წინ ცხოვრობდა ა-------------–---–ის დეიდა, სადაც ა-------------–---–ი სტუმრად ხშირად მიდიოდა. შემდეგ მან სახლი იყიდა ჩ---–-----------ზე. გ---------–---–ის განმარტებით, ა-------------–---–ის სახლში დაახლოებით ორჯერ იყო სტუმრად (პერიოდი ზუსტად არ ახსოვს) და არ ახსოვს ჰყავდა თუ არა მეუღლე, სახლში არავინ უნახავს. სახლის პირველ სართულზე იყო სარდაფები, ხოლო მეორე სართულზე - ორი ოთახი. ცხინვალში ა-------------–---–ს იცნობდნენ როგორც ცხინვალის მაცხოვრებელს, ხოლო თავად იცნობდა ს------–----–იდან. ა-------------–---–ი დაიბადა და გაიზარდა ს------–----–ში, მისი მშობლები იქ ცხოვრობდნენ, მას დედმამიშვილი არ ჰყავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ-----------–---–მა განმარტა, რომ ცხინვალში მდებარე საცხოვრებლის დატოვება მოუწია იქ არსებული მდგომარეობის გამო, 1991 წლის დასაწყისში, ახალი წლის დღეებში. მან ა-------------–---–ი გაიცნო იმ დროს, როდესაც ოჯახს ცხინვალიდან აცილებდა. ა-------------–---–ი იქ დარჩა, ხოლო თავად თ-----------–---–მა დატოვა ცხინვალი. მან იცის, რომ ა-------------–---–მა ტექნიკუმი დაამთავრა ცხინვალში, ცხოვრობდა 33 ნომერ სახლში, თუმცა ქუჩის სახელი არ ახსოვს, ვინაიდან თვითონ სხვა დასახლებაში ცხოვრობდა. მისი ინფორმაციით, სახლი იყო ორსართულიანი და იქ ა-------------–---–ი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. ცხინვალის დატოვების შემდეგ, ა-------------–---–ი და თ-----------–---–ი შეხვდნენ ს------–----–ში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ე-----------------მ განმარტა, რომ ა-------------–---–ი გაიცნო სასწავლებელში. შემდეგ 7 წელი მუშაობდა ჭარხლის საწარმოში, გარკვეულ პერიოდში იყო დირექტორის მოადგილე. მან ა-------------–---–ი თავისთან წაიყვანა სამუშაოდ და დაახლოებით 1977-78 წლებში, ერთად მუშაობდნენ. მოწმის განმარტებით, იგი ცხინვალში ა-------------–---–ის სახლში ერთხელ იყო სტუმრად, როდესაც სახლი შეიძინა. სახლი მდებარეობდა ჩ---–-----------ზე. ის იყო ძველი, ორსართულიანი სახლი. ე-----------------მ განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ა-------------–---–ი იყო თუ არა ცხინვალში მუდმივი მაცხოვრებელი ანდა ვისთან ერთად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ სახლში, ვინაიდან იმ დროს მეუღლე და შვილები არ ჰყავდა. ე----------------ის განცხადებით, ცხინვალი ყველამ 1991 წელს დატოვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ა-–--------------მა განმარტა, რომ არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სამსახურის უფროსი. იგი ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ჩ---–-------------ში და მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაზე დაახლოებით 80 სახლი იყო და ყველას იცნობდა, მას ა-------------–---–ი არასდროს უნახავს, რომელიც მისივე განცხადებით, ჩ---–----------- №33-ში ცხოვრობდა. ამასთან, განმცხადებელმა ვერ წარადგინა რაიმე დოკუმენტი, რომ ეს ბინა იყიდა ან მას ეკუთვნოდა. შესაბამისად, კომისიამ და ა-–--------------მა, როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ჩათვალეს, რომ მტკიცებულებებით სადავო ფაქტი არ დგინდებოდა. ა-–--------------მა ასევე აღნიშნა, რომ თავად დაიბადა ქ. ცხინვალში, 1951 წელს. საშუალო განათლება მიიღო ცხინვალში, ხოლო უმაღლესი განათლება - ვლადიკავკაზში, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა 1972 წელს. პირველი კურსის დასრულების შემდეგ, იგი გაიწვიეს ჯარში და როდესაც გააგრძელა სწავლა მეორე კურსზე, მისი თანაკურსელი იყო თ--------------, პირი, რომელიც რეალურად ცხოვრობდა მოსარჩელეების მიერ დასახელებულ სახლში. ა-–--------------ი და თ-------------- ერთად სწავლობდნენ ვლადიკავკაზში. ვინაიდან სწავლების ფორმა იყო დაუსწრებელი, სემინარებზე დაახლოებით 1 თვით უწევდათ წასვლა. ა-–--------------ი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1----–-–-----------–-–--დე ცხინვალში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. მან ცხინვალი დატოვა 2008 წელს, აგვისტოს მოვლენების დროს. ა-–--------------ის განცხადებით, თ-------------- ძირითადად ცხოვრობდა მითითებულ სახლში და არასდროს სმენია, მის მიერ სახლის ნაწილი გაყიდვის ან გაქირავების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ახსნა-განმარტებები (17.01.2019წ. და 23.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმები) (ტ. II. ს.ფ. 83-98, 200-215).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ მიღებული ბრძანებები, რომლითაც მათ ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ დავაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქ. ცხინვალში ა-------------–---–ის, ნ------------–---–ის და თ------------–---–-- მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (№-- ოქმის ამონაწერი, დათარიღებული 2----–-–-------------თ), ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №----, №----, №----, №----, №---- და №---- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

 

მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

 

ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.

 

აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელეები - ა-------------–---–ი, ნ------------–---–ი, თ------------–---–-, ლ-----------–---–ი, მ-----------–---–ი, მ-------–---–---–ი და გ--------–---–---–ი რეგისტრირებულნი იყვნენ იძულებით გადაადგილებულ პირებად - დევნილებად. კერძოდ, ა-------------–---–ი, ნ------------–---–ი, თ-------------–---–-, ლ-----------–---–ი და მ-----------–---–ი დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 1996 წლის ივლისიდან, მ-------–---–---–ი - 2006 წლიდან და გ--------–---–---–ი - 2011 წლიდან.

 

ასევე, დადგენილია, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში 0-------- სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებულნი იყვნენ ა-------------–---–ი, მისი მეუღლე - ნ------------–---–ი, შვილები: თ------------–---–-, ლ-----------–---–ი, მ-----------–---–ი, შვილიშვილები (მ-----------–---–ის შვილები): მ-------–---–---–ი და გ--------–---–---–ი. მონაცემთა ბაზის მიხედვით, მათ მისამართს წარმოადგენდა: გორის რაიონი, ს------–-----–-, ხოლო მ-----------–---–ი 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის ჩათვლით რეგისტრირებული იყო ქ. გორი, ც------–-----------–--–-----------------ში.

 

ამასთან, თ------------–---–ს, ლ-----------–---–ს, მ-----------–---–ს და მის შვილებს: მ-------–---–---–ს და გ--------–---–---–ს დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოში დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით, მოსარჩელეთა მიმართ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. ამავე დროს მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით წერილი გაიგზავნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში.

 

საქმეში არსებული მასალების თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას განცხადებებით ასევე მიმართეს მოქალაქეებმა - ნ------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-), თ------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-), ა-------------–---–მა (განცხადება №---, 22.0--2---–-) და მოითხოვეს ცნობების გაცემა მათი მუდმივი ცხოვრების შესახებ 1991 წლამდე, შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ჩ---–------------. 2018 წლის 22 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით, შედგა დროებითი კომისიის სხდომა (ბრძანება №---- დროებითი კომისიის შექმნის შესახებ 20.02.2---–-). საოქმო ჩანაწერის მიხედვით, სხდომას ესწრებოდნენ ა-------------–---–ი, მისი მეუღლე - ნ------------–---–ი და მათი შვილი - თ------------–---–-. განმცხადებლებმა წარადგინეს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები.

 

დადგენილია, რომ კომისიის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (დასკვნით) არ დადასტურდა განმცხადებლების 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ჩ---–------------ (ოქმი №--, 22.0--2---–-). აღნიშნულის შესახებ ეცნობათ როგორც განმცხადებლებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 22 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დასკვნის, ნ------------–---–თან და ა-------------–---–თან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ ა-------------–---–ი და მისი ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს.

 

მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა დასკვნები, რომლითაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-------------–---–ისთვის, ნ------------–---–ისთვის, თ------------–---–--თვის, ლ-----------–---–ისთვის, მ-----------–---–ისთვის და მისი შვილებისთვის: გ--------–---–---–ისთვის და მ-------–---–---–ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. აღნიშნული დასკვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 19 აპრილის №------------- მოხსენებითი ბარათით წარედგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ა-------------–---–ს, 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით - გ--------–---–---–ს, 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით - ლ-----------–---–ს, 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით - მ-------–---–---–ს, 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით - მ-----------–---–ს და 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით - თ------------–---–ს.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ა-------------–---–ის და ნ------------–---–ის შვილებთან ერთად 1991 წლამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიის - ქ. ცხინვალის არჩევის თაობაზე უტყუარად არ დგინდება. საქმის მასალებით არ დადასტურდა მათი არც იძულებით გადაადგილების, არც საკუთრების ფლობის და არც მუდმივად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული არ დგინდება არც მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებით. სასამართლოს შეფასებით მათ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი - ა-------------–---–ი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, ჩ---–-------------ში, თუმცა სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში ზუსტად უთითებდნენ თითოეული მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდს. სასამართლო სხდომაზე მათ (გ---------–---–მა, თ-----------–---–მა და ე-----------------მ) დაადასტურეს ა-------------–---–ის ცხინვალში განათლების მიღებისა და მუშაობის ფაქტი, ასევე, მისი პერიოდულად იქ ცხოვრების ფაქტი, თუმცა სახლის შეძენის და მუდმივად ცხინვალში ცხოვრების ფაქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ასევე არ ფლობდნენ ინფორმაციას ა-------------–---–ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებითაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა-------------–---–ისა და ნ------------–---–ის სამივე შვილი ქ. გორში დაიბადა, ხოლო გორის რაიონის ს------–----–ის საშუალო სკოლის 1----–-–------------------- ბრძანების თანახმად, თ------------–---–- ჩაირიცხა ს------–----–ის საშუალო სკოლის პირველ კლასში და 2001 წლის 25 ივნისის №-- ბრძანების საფუძველზე, მას მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N----------. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით არ დასტურდება ა-------------–---–ის მიერ ოჯახთან ერთად სადავო პერიოდში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქ. ცხინვალის არჩევისა და გორის რაიონის ს------–----–იდან ქ. ცხინვალში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ დაოჯახების შემდეგ, ის და მისი მეუღლე - ნ------------–---–ი დასაქმებულები იყვნენ ქ. ცხინვალში. ამასთან, როგორც თავად ნ------------–---–მა ერთ-ერთი გამოკითხვისას განმარტა, 1987 წლიდან მუშაობს ტ-------ის საავადმყოფოში, მ--------.

 

ამდენად, მოსარჩელეების განმარტებები იმის შესახებ, რომ 1991 წლამდე ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ არ ეფუძნება არავითარ მტკიცებულებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, ნ------------–---–ი, ა-------------–---–ი და თ------------–---–- 1991 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქალაქ ცხინვალში, ჩ---–-------------ში, როგორც ამას მოსარჩელე მხარე განმარტავს.

 

სასამართლოს შეფასებით, ადგილობრივ ორგანოსთან შექმნილი დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის მიერ ინფორმაციის გაცემა ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე პირის მუდმივად ცხოვრების თაობაზე უნდა იქნეს მიჩნეული შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო წარმოებისა თუ საქმიანობის შედეგად მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტად, ვინაიდან ყოველი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საცხოვრებელ ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ასეთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს კი 1991 წლის მოვლენებამდე მოსარჩელე მხარისათვის დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია არ წარმოადგენდა, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტითა და საქმის მასალებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი ან/და მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, საფუძველს არის მოკლებული იმ გარემოებაზე აპელირება, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ზეპირსიტყვიერ განაცხადს.

 

მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლო ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელეთა განმარტებას სადავო პერიოდში მოსარჩელეების მიერ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ცხინვალის არჩევის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია არ ეფუძნება რაიმე კონკრეტულ, უტყუარ მტკიცებულებას და ურთიერთშეუსაბამოა.

 

ამდენად, ვინაიდან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეები დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდნენ 1991 წლის მოვლენებამდე, ისინი არ წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის შეწყვეტამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, სადავო აქტებით მოსარჩელე მხარისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით, რაც არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

ამდენად, მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინიი ამყარებდნენ თავიაანთ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ა-------------–---–ის, ნ------------–---–ის, თ-------------–---–-ს, ლ-----------–---–ის, მ-----------–---–ის, გ--------–---–---–ის და მ-------–---–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

საქმის მასალების თანახმად, ლ-----------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეთ ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 24 მაისს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------------–---–ის, ნ------------–---–ის, თ-------------–---–-ს, ლ-----------–---–ის, მ-----------–---–ის, გ--------–---–---–ის და მ-------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ ლ-----------–---–ს მიერ 2018 წლის 24 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე