განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
190100117002048557
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-376-17

(N021170617002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

05.03.2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი,ბრალდების მხარე: პროკურორი - თინათინ სტურუა

 

დაცვის მხარე: ადვოკატი - ლალი ჩხაიძე

 

ბრალდებულები:

 

1. ბ--------------ი

მამის სახელი: ჯ----–---ი

დაბადებული: 01.01.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: გარდაბნის რ-ნი, სოფ. ჯ-------ა

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, ძალადობით, ჯგუფურად.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

2. ჯ----–--------------ი

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 01.01.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: გარდაბნის რ-ნი, სოფ. ჯ-------ა

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, ძალადობით, ჯგუფურად.

 

თარჯიმნები: თალე ალიევა და ეკატერინე ჩუბინიძე,სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2016 წლის ოქტომბრის თვეში ე-------------------მა თ-----------------–--ისგან შეიძინა გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში მიწის ნაკვეთი (ს/კ 81.19.06.1--) და დაირეგისტრირა თავის სახელზე. ასევე 2017 წლის 05 მაისს ს----------------მა აუქციონის წესით შეიძინა და საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში მიწის ნაკვეთი (ს/კ 81.19.06.0--). აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარსულში ეკუთვნოდა მათივე თანასოფლელ ჯ----–-------------ს. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები გახდნენ ს----- და ე-------------------ები, ჯ----–--- და ბ--------------ებმა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, ძალადობით, ჯგუფურად დაარღვიეს ს----- და ე-------------------ების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხელშეუხებლობა:

 

2017 წლის 17 ივნისის დილით, დაახლოებით 08:30 სთ-ზე, გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში ს----------------მა და მისი ოჯახის წევრებმა უფლება არ მისცეს ჯ----–--- და ბ--------------ებს შეერეკათ მსხვილფეხა საქონელი საბალახოდ ს----------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 81.19.06.0--), რის გამოც ჯ----–-------------მა ს----------------ს სახის და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ხოლო ბ--------------მა მ--------------------ს ჩაარტყა მუშტები თავის არეში და წიხლები - ზურგის არეში. აღნიშნულის შემდეგ მ--------ების საქონელი ს----------------ის ნების საწინააღმდეგოდ შერეკილი იქნა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

 

2017 წლის 20 ივნისს, ე-------------------ი ოჯახის წევრებთან ერთად ტრაქტორით ამუშავებდა კუთვნილ გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში მიწის ნაკვეთს (ს/კ 81.19.06.1--). დაახლოებით 12:30 სთ-ზე დაინახეს ჯ----–--- და ბ--------------ებმა, სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მივიდნენ გ---------ებთან, რა დროსაც ჯ----–-------------მა ე-------------------ს 2-ჯერ ჩაარტყა მუშტი მარცხენა გულმკერდის არეში და მოქაჩა თმა და ს----------------ს 2-3-ჯერ ჩაარტყა მუშტი კეფის არეში, ხოლო ბ--------------მა 2-ჯერ ჩაარტყა წიხლი მუცლის არეში წაქცეულ ს----------------ს, ხოლო ე---–------------ს სახესა და გულმკერდის არეში მუშტებითა და წიხლით მიაყენა დაზიანებები. ე-------------------ის ნების საწინააღმდეგოდ შეაწყვეტინეს სამუშაოები დაქირავებულ ტრაქტორისტს და ხელის კვრით გაყარეს მიწის ნაკვეთიდან ადგილზე მყოფი პირები.

 

2012 წლის 12 ივლისს, 12:00 სთ-ზე, გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში, ბ--------------მა თავისი ოჯახის კუთვნილი 17 სული საქონელი ს----------------ის ნების საწინააღმდეგოდ შერეკა და აბალახა ამ უკანასკნელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე, გარდაბნის რ-ნი, სოფ. ჯ-------ა(ს/კ 81.19.06.0--).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 17 ივნისის დილით, დაახლოებით 08:30 სთ-ზე, გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში, მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ძალადობით, ჯგუფურად ჯ----–-------------მა ს----------------ს სახის და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ხოლო ბ--------------მა მ--------------------ს ჩაარტყა მუშტები თავის არეში და წიხლები - ზურგის არეში.

 

2017 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 12:30 სთ-ზე გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში, მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ძალადობით, ჯგუფურად ჯ----–-------------მა ე-------------------ს 2-ჯერ ჩაარტყა მუშტი მარცხენა გულმკერდის არეში და მოქაჩა თმა და ს----------------ს 2-3-ჯერ ჩაარტყა მუშტი კეფის არეში, ხოლო ბ--------------მა 2-ჯერ ჩაარტყა წიხლი მუცლის არეში წაქცეულ ს----------------ს, ხოლო ე---–------------ს სახესა და გულმკერდის არეში მუშტებითა და წიხლით მიაყენა დაზიანებები.

 

ბ--------------ის მიმართ 2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მისი დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად - ბ--------------ი 2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ს----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. 2017 წლის აპრილში აუქციონზე იყიდა 11 ჰა. მიწის ნაკვეთი გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------ასთან. მისთვის ცნობილია, რომ ადრე ეს ნაკვეთი ეკუთვნოდა ჯ----–-------------ს. აღნიშნულ ნაკვეთს ორ მხარეს არხი აქვს, მესამე მხარე შეღობილია, მეოთხე მხარეს სხვა ნაკვეთი ესაზღვრება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში მ--------ები დილაობით რკინის ჭიშკარს აღებდნენ და უშვებდნენ მათ კუთვნილ საქონელს. მის მიერ ნაკვეთის ყიდვის შემდეგ ჯ----–---ი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ საქონელი არ შეეშვა აღნიშნულ ნაკვეთში, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, გაყალბებული იყო დოკუმენტები და ნაკვეთი ისევ მას ეკუთვნოდა. 2017 წლის 17 ივნისს დილით, ჯ----–-------------ის ვაჟს, ბ--------------ს კვლავ მიჰყავდა საქონელი ნაკვეთში შესარეკად. ამის გამო თვითონ, მისი მეუღლე რ----------------ა, მისი ძმა და რძალი დადგნენ ნაკვეთის შესასვლელთან იმ მიზნით, რომ ბ----ის მიერ საქონლის მათ ნაკვეთში შერეკვა არ დაეშვათ. მისი თხოვნით ასევე ნაკვეთთან მივიდნენ ა-–--------------ი და ა-----------------ი, რომ ე---–------------ს ტელეფონით გადაეღო ყველაფერი. ბ----ს ნაკვეთთან მიახლოვებისთანავე სთხოვა, საქონელი არ შეეყვანა. ბ----მა მამას, ჯ----–-------------ს დაურეკა. ჯ----–---ი რომ მივიდა, ჭიშკარი გააღო საქონლის შესაყვანად, რაზეც მან წინააღმდეგობა გაუწია, ამის გამო ჯ----–---მა მუშტი დაარტა სახის, მხრის და ზურგის მიდამოში. ასევე ბ--------------მა მის ძმას, მ--------------------ს დაარტა სამი-ოთხჯერ მუშტი. მეზობლებმა გააშველეს. მის ძმა ცუდად გახდა. მან გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია. აღნიშნული კონფლიქტი ხდებოდა ჭიშკრის შიგნით. მათი მხრიდან მამედვებისთვის არავის დაურტყავს და ბ----მა და ჯ----–---მა დაზიანება საიდან მიიღეს არ იცის. ადგილზე დაზიანება არ ჰქონიათ. მისივე განმარტებით, ინციდენტი მოხდა მისი ნაკვეთის შესასვლელ კართან.

 

მისივე განმარტებით, ე-------------------ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც ასევე ადრე ჯ----–-------------ს ეკუთვნოდა, არის სოფ. ჯ-------ასთან. ნაკვეთი არის შეუღობავი. 2017 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 11-12 საათზე აღნიშნული ნაკვეთში ტრაქტორი უნდა შეეყვანათ. შესასვლელთან იმყოფებოდნენ თვითონ, ე-------------------ი, ა-–--------------ი, ე---–------------ი, კ-----------------ი და ა----------------ი. დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა ჯ----–-------------ი შვილებთან, რ---- და ბ----თან და ძმასთან, ი-----------------თან ერთად მანქანით. მ--------ები მანქანიდან გადმოვიდნენ ყვირილით და ჩხუბით. ჯ----–-------------მა ე-------------------ს დაარტყა მუშტი, მოქაჩა თმა. ასევე მას დაარტყა კისრის არეში მუშტი 3-4-ჯერ, რაზედ დაეცა, რა დროსაც ბ----მა კი წიხლი ჩაარტყა. ამ ყველაფერ იღებდა ე---–------------ი. ბ----ს და ჯ----–---ს უნდოდათ ტელეფონის წართმევა ე---–ისთვის, წინააღმდეგობის გაწევის გამო ისიც სცემეს. მათი მხრიდან მ--------ებისთვის არავისთვის დაურტყამს. პატარა ხეებია და შეიძლება იქ მიიღეს დაზიანება. ბ--------------ი ცდილობდა საქონლის ნაკვეთში შეყვანას, მისი წინააღმდეგობის გამო ბ----მა სცემა და ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია. აღნიშნულ ნაკვეთზე დავა თუ მიმდინარეობდა სასამართლოში არ იცოდა ნაკვეთი აუქციონზე იყიდა, საჩივარი აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე რომ იყო შეტანილი სასამართლოში, გაიგო ბ----ის დაპატიმრების შემდეგ.

 

2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაახლოებით 12:00 სთ-ზე, ჯ----–-------------ის საქონელი იმყოფებოდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მან გააღო ჭიშკარი და გარეკა ჭიშკრის მხრიდან, თუმცა ბ--------------მა კვლავ შერეკა. მის მიერ საქონლის განმეორებით გამორეკვის მცდელობისას, ბ--------------მა დაიჭირა და სცემა, რის გამოც გამოიძახა პოლიცია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული მ--------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. 2016 წელს აუქციონზე იყიდა 19 ჰა და 11 ჰა მიწის ნაკვეთი გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------ასთან, რომელიც დარეგისტრირებულია მისი მეუღლის ე-------------------ას სახელზე; ნაკვეთის ყიდვის შემდეგ ჯ----–-------------მა შეუთვალა, რომ აღნიშნული ნაკვეთი მას ეკუთვნოდა. მან არ იცოდა, რომ აღნიშნულ ნაკვეთს ყადაღა ჰქონდა დადებული. 2017 წლის 17 ივნისს დილით, დაახლოებით 07 საათზე, ჯ----–-------------ის ვაჟმა, ბ----მა მიიყვანა მათი ოჯახის კუთვნილი საქონელი საქონელი მათ მიწის ფართობში შერეკვის მიზნით. მისმა ძმამ, ს----- გ---------მა უთხრა, რომ ნაკვეთი მათ ეკუთვნოდათ და მათ საქონელს არ შეუშვებდა. ბ----მა დაურეკა მამას, ჯ----–-------------ს. ჯ----–---ი მივიდა ძმასთან - ი-----------------თან და შვილთან ერთად. მისი ძმის, ს----------------ის წინააღმდეგობის მიუხედავად, რკინის ჭიშკრის გახსნა დაიწყო. წინააღმდეგობის გაწევისას ჯ----–---მა და მისმა შვილმა ბ----მა დაარტყეს ს----------------ს სახეზე და ზურგზე ხელით - 3-4-ჯერ. იგი გაშველებას შეეცადა, რა დროსაც მასაც დაარტყა ბ----მა ცხვირზე და ზურგზე. მისივე განმარტებით, ჩხუბი მოხდა ჭიშკართან. მისი განმარტებითვე, 2017 წლის 20 ივნისს, მეორე ნაკვეთზე მომხდარ ინციდენტს ის არ შესწრებია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში, არის დაზარალებული ს----------------ის მეუღლე. 2017 წლის აპრილში მისმა მეუღლემ აუქციონზე იყიდა 11 ჰა. მიწის ნაკვეთი სოფ. ჯ-------აში. მისთვის ცნობილია, რომ ადრე ეს ნაკვეთი ეკუთვნოდა ჯ----–-------------ს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში მ--------ები დილაობით რკინის ჭიშკარს აღებდნენ და უშვებდნენ მათ კუთვნილ საქონელს. მის მიერ ნაკვეთის ყიდვის შემდეგ ჯ----–---ი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ საქონელი არ შეეშვა აღნიშნულ ნაკვეთში, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობდნენ ამ ნაკვეთით სარგებლობას. 2017 წლის 17 ივნისს, დილით, იყვნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რა დროსაც ბ--------------მა დაახლოებით 16-17 სული საქონელი მიიყვანა მათ მიწის ნაკვეთში შესასვლელ ჭიშკართან და სურდა საქონლის შერეკვა. მათ ჭიშკრის გახსნის საშუალება არ მისცეს, რის გამოც ბ----მა აცნობა ტელეფონით მამას, ჯ----–-------------ს. დაახლოებით 10-15 წუთში მანქანით მივიდნენ ჯ----–-------------ი მეორე შვილთან, რ----თან ერთად. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჯ----–---ი სირბილით მივიდა და დაარტყა ს----------------ს თავში მუშტი და ზურგის არეში 2-3-ჯერ ფეხი. მ--------------------ს უნდოდა გაშველება, რა დროსაც ბ----მა მაგარამს დაარტყა მუშტი სახის არეში და ზურგში 3-4-ჯერ. ამ ჩხუბზე მეზობლები არ გამოსულან. მისივე განმარტებით, ბ----მა საქონელი ნაკვეთში რომ შეუშვა, ს-----ი დაიჭირა უკნიდან, ბ----მა და ჯ----–---მა კი დაარტყეს, ეს მოხდა ნაკვეთის შიგნით. მისივე განმარტებითვე, 2017 წლის 20 ივნისს, მეორე ნაკვეთზე მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-------------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში, არის დაზარალებული მ--------------------ის მეუღლე. 2016 წელს აუქციონზე იყიდეს 19 ჰა. მიწის ნაკვეთი სოფ. ჯ-------აში. მისთვის და მისი მეუღლისთვის ცნობილია, რომ ადრე ეს ნაკვეთი ეკუთვნოდა ჯ----–-------------ს, რომელიც კვლავ აგრძელებდა ამ ნაკვეთით სარგებლობას. 2017 წ. 17 ივნისს დილის 8-ის ნახევარზე იყვენენ ნაკვეთში მისულები, რომ აღეკვეთათ ჯ----–-------------ისთვის ამ ნაკვეთით სარგებლობა. ამავე დროს ჯ----–-------------ის შვილმა ბ--------------მა საქონელი მიიყვანა ნაკვეთში შერეკვის მიზნით, მაგრამ მათ არ მისცეს ამის უფლება, რის გამოც ბ----მა ტელეფონით აცნობა ჯ----–---ს. დაახლოებით 15 წთ-ში მანქანით მივიდა ჯ----–-------------ი მეორე შვილთან, რ--------------თან და ძმასთან, ი-----------------თან ერთად. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯ----–---მა გააღო ჭიშკარი და შეიყვანა საქონელი ნაკვეთში. წინააღმდეგობის გაწევისას ჯ----–---მა და ბ----მა ს----- და მ--------------------ებს დაარტყეს ხელი. მისივე განმარტებით, ჩხუბი ნაკვეთში ხდებოდა, მათი მხრიდან მ--------ები არავის უცემია.

 

2017 წლის 20 ივნისს, ოჯახის წევრებთან ერთად ტრაქტორის მეშვეობით ამუშავებდა მის კუთვნილ ნაკვეთს და სურდათ იჯარით გაცემა. დაახლოებით 12:30 სთ-ზე, მივიდნენ ჯ----–-------------ი შვილებით და მისი ძმა ი-------ი და მოსთხოვეს სამუშაოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ ეს ნაკვეთი მათ ეკუთვნოდათ. წინააღმდეგობის გაწევისას ჯ----–-------------მა 2-ჯერ ჩაარტყა მუშტი გულმკერდის არეში და მოქაჩა თმა, ხოლო ს----------------ს ჩაარტყა მუშტი კეფის არეში, წაქცეულ ს-----ს ბ--------------მა 2-ჯერ ჩაარტყა წიხლი მუცლის არეში. ე---–------------ი ტელეფონით იღებდა ყველაფერს, ტელეფონის წართმევის დროს ბ--------------მა ე---–------------ს სახესა და გულმკერდის არეში მუშტებითა და წიხლით მიაყენა დაზიანებები. მათ ასევე მიწის ნაკვეთიდან გააგდეს ტრაქტორისტი. მისივე განმარტებით, ჯ----–---ის მხარეს დაზიანება არ მიუღია. არაფერი იცოდა სამოქალაქო დავაზე, რომელიც ამ მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლოში(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. ჯ----–-------------თან არ აქვს კარგი ურთიერთობა. 2017 წლის 20 ივნისს იჯარით უნდა აეღო ე-------------------ას მიწის ნაკვეთი. შეატყობინეს, რომ ტრაქტორი მიდიოდა ნაკვეთის დასამუშავებლად, რის გამოც დაახლოებით დღის 12 საათზე ყ-----------------თან ერთად მანქანით მივიდა მითითებულ ნაკვეთთან. დაახლოებით 10-15 წუთში ჯ----–-------------იც მივიდა თავის შვილებთან და ძმასთან ერთად. მ--------ები ჩხუბით და გინებით გადავიდნენ მანქანიდან და ყვიროდნენ რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. ჯ----–-------------ის შვილმა, რ--------------მა ტრაქტორისტს უთხრა, არ ემუშავა. ჩხუბის დროს ჯ----–---მა ე-------------------ას დაარტყა გულმკერდის არეში, ბ----მა და ჯ----–---მა - ს----------------ს დაარტყეს. ე---–------------ი ტელეფონით იღებდა ყველაფერს, რის გამოც ჯ----–---ი და ბ----ი ეცადნენ ტელეფონის წართმევას. ჩხუბის დროს დანარჩენები მხოლოდ თავს იცავდნენ, მ--------ებისთვის არავის დაურტყამს, ჯ----–---ს და მისი ოჯახის წევრებს ხელში არაფერი სჭერიათ. კონფლიქტი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა მიწის ნაკვეთის შიგნით. ჯ----–---ს და ბ----ს დაზიანებები არ მიუღიათ. მისივე განმარტებით, ჯ----–---თან ადრე ჰქონდა კომფლიქტი, საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ, ერთად გამოაყოფინეს 50 ჰა ფართობი სოფლისთვის, შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფიდან ამორიცხა ჯ----–---მა და მიისაკუთრა მიწის ნაკვეთები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. ბრალდებულებთან და დაზარალებულებთან აქვს ნორმალური ურთიერთობა. ა----------------თან ერთად მას იჯარით უნდოდა იმ ნაკვეთის აღება, რომელიც ადრე ჯ----–-------------ს ეკუთვნოდა; 2017 წლის 20 ივნისს დაახლოებით 11 საათზე, ე-------------------მა დაურეკა, რომ მისულიყო აღნიშნულ ნაკვეთში, რადგან ტრაქტორი იყო მისული მოსახნავად. იმავე დღეს, დაახლოებით 12 საათისკენ სადავო მიწის ნაკვეთზე მივიდა ა----------------თან ერთად; ადგილზე, ხის ქვეშ, ჩრდილში დახვდა ხალხი ტრაქტორისტთან ერთად. დაახლოებით 05 წუთში ჯ----–-------------ი მივიდა ძმასთან და შვილებთან ერთად და ხმამაღლა უსაყვედურა ე-------------------ას, რომ გაფრთხილების მიუხედავად, არ შესულიყო მიწის ნაკვეთში, აგრძელებდა იგივეს, გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში და დალოდებოდა გადაწყვეტილებას. ე-------------------ის მხარე ამბობდა, რეესტრით მას ეკუთვნოდა და როგორც უნდა გამოიყენებდა. ორივე ხმამაღლა ყვიროდა, გადავიდნენ უცენზურო სიტყვებით ჩხუბზე, რა დროსაც ჯ----–---მა ორჯერ დაარტყა ხელი ე-------------------ას გულზე, ასევე თმა მოქაჩა; ჯ----–---ი და ე--------ი პირადად მან გაშველა. ს----------------ი მუცელზე ხელს იჭერდა და იძახდა, რომ ჯ----–---მა დაარტყა, პირადად მას არ დაუნახავს. ყველაფერს ა-----------------ის შვილიშვილი ტელეფონით იღებდა, რაზეც ჯ----–---ი და ბ----ი ეჩხუბებოდნენ. ს----------------მა დარეკა და 10-15 წუთში პოლიცია მივიდა. ჯ----–---ს სისხლი სდიოდა ყურთან, დაზიანება როგორ მიიღო არ დაუნახავს, ჩხუბი მიწის ნაკვეთის საზღვარზე მდებარე ხის ქვეშ მოხდა და დაახლოებით 20-30 წუთით გაგრძელდა. პოლიციის მისვლამდე ჩხუბის დროს ი-------ი და რ--------------ები აწყნარებდნენ ორივე მხარეს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. კარგი ურთიერთობა აქვს ს----- მ--------თან, ჯ----–-------------თან - ცუდი. 2017 წ. 17 ივნისს მიდიოდა სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, საიდანაც გაიგონა ხმაური. ბ--------------ს სურდა თავისი 10-15 სული საქონლის შეყვანა, ს----------------მა არ გაუღო ნაკვეთის კარი. ბ----მა დარეკა და მალევე ჯ----–-------------ი მივიდა შვილებთან ერთად. ჯ----–---მა არც აცადა ს-----ს დალაპარაკება, მან და ბ----მა დაარტყეს, პირადად არ უნახავს მ---------ზე დარტყმა. ეს უკანასკნელი ცუდად რომ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. მისივე განმარტებით, ჯ----–--- და ბ--------------ებმა ს-----ს დაარტყეს ჭიშკრის შიგნით. ამის შემდეგ ჯ----–---მა ჭიშკარს დაარტყა ფეხი, გააღო და შეყარა საქონელი. ჩხუბი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. გ---------ების მხირდან ჯ----–---ის მხარესთვის არავის დაურტყავს. არ იცის მ--------ებმა დაზიანებები როგორ მიიღეს.

 

2017 წ. 20 ივნისს, დაახლოებით 12:30 სთ-ზე ასევე იმყოფებოდა ე-------------------ას მიწის ნაკვეთთან, მასაც სხვებთან ერთად სურდა იჯარით აეღო ნაკვეთის ნაწილი. ადგილზე იყო მისული ტრაქტორი. შეკრებილები იყვნენ ე---–------------ი, ა-–--------------ი, ა----------------ი, ს----------------ი და მისი ცოლი ე-------------------ა, მ--------------------ი და მისი ცოლი რ----------------ა. ამ დროს მანქანით მივიდა ჯ----–---ი შვილებთან და ძმასთან ერთად. ნაკვეთის კარი ღია იყო, ჯ----–---მა დაარტყა ს-----ს, ეს უკანასკნელი დავარდა, რის შემდეგაც წიხლებით სცემეს ჯ----–---მა და ბ----მა. კ-----------------ი აშველებდათ, ბ----ის მითითებით ტრაქტორისტი წავიდა. ე---–------------ი მობილურით იღებდა ჩხუბს, რის გამოც ჯ----–---მა დაარტყა ე---–ს და სურდა ტელეფონი წაერთმია. გ---------ების მხარეს მ--------ებისათვის ხელი არ შეუბრუნებიათ. ჩხუბი მოხდა ხის ქვეშ, ნაკვეთის შესასვლელთან. ჯ----–-------------ი ხის ქვეშ დადიოდა და შეიძლება დაზიანება ისე მიიღო, ანდა ფული გადაიხადა ექსპერტიზაში და გააყალბა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----–------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის შპს ,,მ--------------ის“ ტრაქტორისტი. არცერთ მხარესთან არ აქვს ურთიერთობა, 2017 წ. 20 ივნისს, მ--------------------მა დაიქირავა ნაკვეთის მოსახნავად. მითითებულ დღეს ნაკვეთთან მისვლისას, დახვდა შვიდი კაცი, ჯ----–-------------მა გააფრთხილა, რომ ნაკვეთი მას ეკუთვნოდა და არ მოეხნა მისი ნებართვის გარეშე. მისივე განმარტებით, რაიმე ჩხუბს არ შესწრებია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში. ჯ----–--- და ბ--------------ებთან აქვს ცუდი ურთიერთობა, ს----------------თან - ნორმალური. 2017 წლის 17 ივნისს საქონელი გარეკა მინდორში, ა-----------------ი და ს----------------ი შეხვდნენ და სთხოვეს, რომ გაჩერებულიყო, რადგან ჯ----–---ს სურდა საქონლის ს----------------ის ნაკვეთში შეყვანა და დახმარებოდა, რომ არ შეეშვათ. ადგილზე ასევე იყვნენ ს----------------ის ცოლი, ე-------------------ა, მ--------------------ა და ე---–------------ი. დაახლოებით დღის 12 საათისთვის ბ--------------მა 10-15 სული საქონელი მიიყვანა ნაკვეთში შერეკვის მიზნით. იმის გამო, რომ ს-----მა არ შეუშვა, ბ----მა დარეკა მამასთან. 10-15 წუთში მანქანით ადგილზე მივიდა ჯ----–---ი მის მეორე ვაჟთან და ძმასთან ერთად. მ--------ებსა და გ---------ებს შორის იყო ხმამაღალი საუბარი და ჩხუბი, რა დროსაც ს-----ს დაარტყეს ჯ----–---მა და ბ----მა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინციდენტი მოხდა ნაკვეთის შესასვლელ კართან, რომელმაც გახსნა ბ----მა. ასევე მ---------საც დაარტყა ბ----მა, მ--------ებისთვის არავის დაურტყამს.

 

2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ე-------------------ას ნაკვეთში დაახლოებით 12 სთ-ზე მივიდა ა-----------------თან ერთად, რადგან უნდოდა იჯარით 02 ჰა ფართობის აღება. ნაკვეთი შემოღობილი არ არის. ადგილზე მისულს თუთის ქვეშ დახვდნენ ს----------------ი, ა----------------ი, კ-----------------ი. ტრაქტორი მუშაობდა მიწაზე. მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში მანქანით მივიდა ჯ----–-------------ი შვილებთან ბ---- და რ--------------ებთან ერთად. ჯ----–---მა მისვლისთანავე ე--------ს გულზე დაარტყა, თმაში მოჰკიდა ხელი და წაიქცა. ბ----მა დაარტყა ს----------------ს ფეხი ზურგში. მ--------ებმა ტრაქტორისტი გააფრთხილეს, რომ მათი მიწა იყო და არ შეესრულებინა ს----- და ე-------------------ების მითითებები. ე---–------------ი ტელეფონით იღებდა ამას. ბ----მა სცადა ტელეფონის წართმევა, რა დროსაც დაარტყა ხელი გულმკერდის და სახის არეში. ამ ინციდენტის დროს ბ----მა მასაც ჩაარტყა და უთხრა, რომ ამათთან ერთად მეორედ არ დაენახა. ეს ყველაფერი მოხდა თუთის ქვეშ, რომელიც ნაკვეთის და გზის საზღვარზეა. ინციდენტის დროს ჯ----–---ს ყურიდან სისხლი მოსდიოდა, ფიქრობს, რომ თუთის ხის ტოტზე დაიზიანა, რადგან ჯ----–---ის, მისი შვილების და ძმისთვის არავის დაურტყამს.

 

2017 წლის 12 ივლისს შ--–----ნ მ--------თან ერთად მივიდა ს----------------ის ნაკვეთზე, სადაც ნახა, რომ ჯ----–---ის საქონელი შერეკილი იყო ნაკვეთში. ს-----მა გაიყვანა საქონელი ნაკვეთის უკანა, შეუღობავი მხრიდან. ს-----ის ნაკვეთი შეღობილია წინიდან, უკანა მხრიდან შესაძლებელია შესვლა. საქონლის გარეკვის შემდეგ ს----------------ის ნაკვეთში აღარავინ დაბრუნებულა საქონელთან ერთად(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.10. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003684417 დასკვნის თანახმად ს----------------ს 17.06.17 ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურისა და გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის(საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ცალცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად(იხ. ტ.1, ს.ფ.15-16).

 

3.11. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003582817დასკვნის თანახმად შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2779-ის მონაცემებით, მ--------------------ს 17.06.17წ. აღენიშნებოდა ესკორაციები მარცხენა მაჯის და მტევნის არეში, ნევროლოგიურად დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით, ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა(იხ. ტ.1, ს.ფ.95-97).

 

3.12. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003536717 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით ჯ----–-------------ს (20.06.17წ.) აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა ყურის ბიბილოზე, ზედა ტუჩზე მარცხნივ და სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (იხ. ტ.1, ს.ფ.154-156).

 

3.13. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003684817 დასკვნის თანახმად ობიექტური შემოწმებით ბ--------------ს (17.06.17წ.) აღენიშნება ნაჭდევები მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. (იხ. ტ.1, ს.ფ.60-62).

 

3.14. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003684717 დასკვნის თანახმად ობიექტური შემოწმებით რ--------------ს (17.06.17წ.) აღენიშნება ნაჭდევები გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (იხ. ტ.1, ს.ფ.69-71).

 

3.15. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად(იხ. ტ.3, ს.ფ.7-14):

 

1). გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში გარდაბნის რ-ნული სამმართველოს ლემშვენიერას განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ვ-–-------–---–ის მიერ მითითებული 2017 წლის 17 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტის შემთხვევის ადგილი მდებარეობს N81.19.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, ცემის ფაქტი ხსენებული მიწის ნაკვეთიდან დაშორებულია დაახლოებით 8,72 მ-ით(იხ.დანართი N1 და ფოტო N1).

 

2). საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N81.19.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 110000 მიწის ნაკვეთი, აღნიშნული პერიოდისათვის ს----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებას წარმოადგენს.

 

3). გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში გარდაბნის რ-ნული სამმართველოს ლემშვენიერას განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ვ-–-------–---–ის მიერ მითითებული 2017 წლის 20 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტის შემთხვევის ადგილი მდებარეობს N81.19.06.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. (იხ.დანართი N2 და ფოტო N2).

 

4). საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით N81.19.06.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 190717 მიწის ნაკვეთი, აღნიშნული პერიოდისათვის ე-------------------ას (პ/ნ 1----------) საკუთრებას წარმოადგენს.

 

5). გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში გარდაბნის რ-ნული სამმართველოს ლემშვენიერას განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ვ-–-------–---–ის მიერ მითითებული 2017 წლის 17 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტის შემთხვევის ადგილი მდებარეობს მიწის ნაკვეთში შესასვლელი ლითონის ჭიშკრის მიმდებარედ, ქუჩის მხარეს(იხ. ფოტო-1) ხოლო აღნიშნული ჭიშკრის შიდა ნაწილში, მიწის ნაკვეთის შუაგულისკენ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მდებარეობს N81.19.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის ს----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებას წარმოადგენს.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა გ---------------–--ემ, დ-------------–---მა, თ----------------მა, ვ-–-------–---–მა, ლ-–----------–--ემ, შ----------–--–-–---–მა, ს-----------–--ემ, ასევე დაკითხული იქნენ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექპერტები ლ-–---------ე, ა-–-----------–-–---–ი და მ-–--------–----ე, ამზომველები ზ-----–--–------ე და გ-------–------ი, თარჯიმანი აიგუნ მ--------ა; აღნიშნულმა პირებმა აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები და დაადასტურეს მათი ავთენტურობა; დაკითხული იქნენ მოწმეები შ--–-------------ი და ე---–------------ი, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა ვაგიფ ჯაფაროვის ჩვენება (ტ.1, ს.ფ. 182-183), ასევე გამოქვეყნდა CD-R დისკი და წერილობითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ჯ----–--- და ბ--------------ებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად არავის აქვს უფლება შევიდეს სხვის მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.

 

კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს და პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიც არის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლას.

 

მფლობელობის ცნებაში იგულისხმება არა მარტო საცხოვრებელი სახლი ან ბინა, ასევე სხვა მფლობელობა.

 

უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა ან ყოფნა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა არასასურველი ყოფნის შესახებ.

აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება. დანაშაულის ჩადენის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.

 

დანაშაულის დარღვევის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი.

 

ამ კოდექსის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ქმედების ჩადენა ძალადობით, ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ძალადობა გულისხმობს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებას ან ცემას. აღნიშნული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა უფრო მძიმდება, თუ ჩადენილია ჯგუფურად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ასევე პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

განსახილველი მუხლის 11-ლი ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და ჯგუფურად.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს და რომელი ჩვენებებიც სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

5.1. 2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით:

 

5.1.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული, საქმის შედეგით დაინტერესებული პირების, ს----------------ის, მ--------------------ის, რ----------------ას, ე-------------------ას, ა-----------------ის და ა----------------ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს;

 

სასამართლო სხდომაზე ს----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში მას და ჯ----–--- და ბ--------------ებს შორის ინციდენტი მოხდა მისი ნაკვეთის შესასვლელ კართან, მ--------ებს ნაკვეთში საქონელი შერეკილი არ ჰყავდათ, რაც ეწინააღმდეგება ასევე საქმის შედეგით დაინტერესებული პირის, რ----------------ას ჩვენებას, რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ინციდენტი მოხდა ნაკვეთის შიგნით.

 

5.1.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოწმის სახით დაკითხული ე-------------------ის განმარტებას, რომ ჯ----–--------------მა ჯერ შეყარა საქონელი ნაკვეთში, რის შემდეგაც დაიწყო კონფლიქტი; აღნიშნული წინააღმდეგობაშისა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----------------ის ჩვენებასთან, რომელიც არ უარყოფს, რომ მტრული ურთიერთობა აქვს ჯ----–-------------თან, თუმცა ადასტურებს, რომ კონფლიქტამდე და შემდეგაც, ს----------------ის მიწის ნაკვეთზე, საქონელი შერეკილი არ ჰყავდათ. სრულიად განსხვავებული განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ა-----------------მა, რომლის ჩვენებითაც, მას, მართალია, არ უნახავს მ--------------------ზე დარტყმა, მაგრამ დაინახა, რომ მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჯ----–---მა დაარტყა ს-----ს; ყველაფერი მოხდა ჭიშკრის შიგნით. აღსანიშნავია, რომ ა-----------------მა, რომელიც ს----------------ის მეგობარია, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯ----–---მა ჭიშკარს დაარტყა ფეხი, გააღო და შეყარა საქონელი. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება თვით ს----------------ის, ა-–--------------ის და მ--------------------ების ჩვენებებს, რომლებიც განმარტავდნენ, რომ მათი აქტიური ჩარევის გამო არ მისცეს ჯ----–--- და ბ--------------ებს საქონლის ნაკვეთში შერეკვის საშუალება.

 

გარდა აღნიშნული პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებისა, თუ სად მოხდა ინციდენტი, მიწის ნაკვეთის შიგნით თუ გარეთ, საქონლის შერეკვა და ხელშეშლა მოხდა თუ არა, სადავო ნაკვეთის საზღვარი სად იწყება და სად არის მოცემული ნაკვეთის გზიდან გამყოფი ზოლი, სასამართლოს სხდომაზე მათი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით და მიწის ამზომი პირების ზ-----–--–------ის და გ-------–------ის ჩვენებებით არ იქნა დადასტურებული.

 

5.1.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დამატებითი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში 2017 წლის 17 ივნისს მომხდარი შემთხვევის ადგილი(ს----------------ის) მდებარეობს N81.19.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ხსენებული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 8,72 მ-ის დაშორებით. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლო იზიარებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ა-–--------------ის ჩვენებას, რომლითაც დადასტურებულია, 2017 წლის 17 ივნისს, მხარეთა შორის ინციდენტი მოხდა სადავო ნაკვეთის შესასვლელ კართან, გზაზე. აღნიშნული ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეზე ჩატარებულ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს.

 

5.2. 2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით:

 

5.2.1. საქმეში არსებული საჯაროს რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ ე-------------------ის სახელზე რეგისტრირებულია გარდაბნის რ-ნის სოფ. ჯ-------აში მიწის ნაკვეთი (ს/კ N81.19.06.1--). სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრება კონსტიტუციური გარანტიაა, თუმცა მაგრამ აღნიშნული უფლება შესაძლებელია შეზღუდული იქნეს გარკვეული საფუძვლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საქმეში არსებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის N3-264-17 განჩინებით დადასტურებულია, რომ რომ საკუთრების უფლების ჩანაწერთან დაკავშირებით ჯ----–-------------ის მიერ საკუთრების რეგისტრაციაზე შეტანილი იქნა საჩივარი ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჩივრის არსებობის შემთხვევაში ჩერდება მესაკუთრის უფლებამოსილება საჯარო რეესტრში, საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დადასტურებულია, რომ ჯ----–-------------ის მიერ ე-------------------ას საკუთრების უფლების ჩანაწერთან დაკავშირებით საკუთრების რეგისტრაციაზე შეტანილი საჩივრის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებამოსილება ჩერდება დავის საბოლოოო გადაწყვეტილებამდე.

 

5.2.2. ზემოაღნიშნულის გარდა, საქმეზე წარმოდგენილ სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრისა და შეფასებისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული, საქმის შედეგით დაინტერესებული პირების, ს----------------ის, ე-------------------ის, ა----------------ის ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2017 წლის 20 ივნისის ინციდენტი ბრალდებულებსა და მათ შორის მოხდა ე-------------------ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში. აღნიშნულის საპირისპიროს ადასტურებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული კ----------------ი, ა-----------------ი და ა-–--------------ი; მათი განმარტებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 20 ივნისს, მხარეთა შორის ჩხუბი მოხდა ე-------------------ის მიწის ნაკვეთის შესასვლელთან, თუთის ხის ქვეშ. აღნიშნული პირების განმარტება სრულ თანხვედრაშია საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 20 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტის შემთხვევის ადგილი მდებარეობს ე-------------------ის სახელზე რეგისტრირებულ(ს/კ N81.19.06.1--) მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

5.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც წინა ეპიზოდში, ასევე მოცემულ ეპიზოდში, არ არის დარღვეული მეპატრონის ნება მასში სხვა არასასურველი ყოფნის შესახებ, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რადგან როგორც 2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში, ასევე ამ ეპიზოდშიც სადავო მიწის ფართობებზე ბრალდებულთა მიერ დაზარალებულთა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო შესვლა რეალურად არ განხორციელებულა. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა არასასურველი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის შესახებ. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლას, რაც ბრალდებულთა მხრიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, არ მომხდარა.

 

5.2.4.ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 და 20 ივნისის ეპიზოდებში ბ---- და ჯ----–-------------ების მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, ძალადობით, ჯგუფურად არ არის ჩადენილი. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადსტურებული იქნა, რომ მათ, 2017 წლის 17 და 20 ივნისს, ჯგუფურად, ძალადობრივი ქმედებით დაზიანება მიაყენეს დაზარალებულებს, რაც სურდათ და შეგნებულად უშვებდნენ, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სამედიცინო ექსპერტიზის N003536717 და N003582817 დასკვნებით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და რაც როგორც დაზარალებულების ს----------------ის, მ--------------------ის, რ----------------ას ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეების, ა-–--------------ის, ე-------------------ის, ა----------------ის და სრულიად დაუინტერესებელი მოწმის კ-----------------ის ჩვენებებთან სრულ თანხვედრაშია.

 

5.3. ბ--------------ის 2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით:

 

5.3.1. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებული პირის, საქმის შედეგით დაინტერესებული ს----------------ის და მოწმის სახით დაკითხული, ა-–--------------ის ჩვენების გარდა, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადასტურებდა, რომ მტრული დამოკიდებულება აქვს ჯ----–-------------ის ოჯახთან და რომელთა ჩვენებებიც 2017 წლის 17 და 20 ივნისის ეპიზოდებში არ იქნა გაზიარებული ზემოთ მითითებული გარემოებების გამო; სხვა მტკიცებულება, რომ 2017 წლის 12 ივლისს ჯ----–-------------ის საქონელი იმყოფებოდა ს----------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ბ--------------მა თუ სხვამ შერეკა საქონელი, ან თავისით შევიდა თუ არა, არ წარმოდგენილა, ანუ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო ქმედება ჩაიდინა ბ--------------მა და დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, არ იქნა დადასტურებული.

 

5.3.2. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მხოლოდ ორი მტკიცებულება, ა-–--------------ის და ს----------------ის ჩვენება, წინაღმდეგობრივია: ს----------------ის განმარტებით, საქონელი გარეკა ჭიშკრის მხრიდან; საქონლის გამორეკვის შემდეგ ბ--------------მა ხელახლა შეიყვანა საქონელი მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და წინააღმდეგობის გამო სცემა. ა-–--------------ის ჩვენებით კი - ს----------------მა საქონელი ნაკვეთიდან გარეკა ნაკვეთის მეორე, შეუღობავი მხრიდან. აღნიშნულ ეპიზოდში ასევე ცემის და ბ--------------ის მიერ საქონლის განმეორებით შერეკვის ფაქტი არ დაადასტურა ა-–--------------მა. აღნიშნული განმარტებების წინააღმდეგობრიობა ავალდებულებდა ბრალდების მხარეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას წარმოედგინა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს ბ--------------ის მიერ მის მიმართ 2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდების ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდა ბ--------------ის ბრალეულობა მის მიმართ 2017 წლის 12 ივლისის ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ მან ჩაიდინა მოცემულ ეპიზოდში ბრალად შერაცხული ქმედება, არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”).

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის 17 და 20 ივნისის ეპიზოდებში ჯ----–--- და ბ--------------ების მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე. ამ ეპიზოდებში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, ბრალდებულების ბ---- და ჯ----–-------------ების მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

7.1. ბ--------------ის და ჯ----–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

7.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე დართული CD-R დისკი შენახულ უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე.

 

ბ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდში) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე.

 

ბ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბ--------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით(2017 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე) შემცირებული იქნეს ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ბ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ჯ----–-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ----–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 17 ივნისის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯ----–-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდში) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ----–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 20 ივნისის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და ჯ----–-------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ჯ----–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე დართული CD-R დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი