განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003279676
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/692-19 22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ნ-----–-----
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული რ-------------------------------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–------------------------------------------------–--–--–--
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.2. ადვოკატი რ------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2019 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათისთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელ ც--––- მდებარე მ---------------ს საცხოვრებლის სახლის წინ მ---------------სთან კონფლიქტში მყოფი რ-------------ს დამშვიდების მიზნით მისულ ა-----–-----------ს რ-------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დოსაც რ-------------მ ხელთ არსებული ქვა ორი მეტრის მანძილიდან ესროლა ა-----–-----------ს წელის არეში, ასევე ორჯერ ჩაარტყა წაწვეტებული ფორმის მქონე ქვა ა-----–-----------ს მარცხენა მკლავის არეში, რაც ა-----–-----------ს ასევე მოხვდა თავის არეში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ცემა
ცემა გულისხმობს სხვა პირის მიმართ იმგვარ ძალადობას, როცა სხეულზე არაერთჯერადი დარტყმა ხორციელდება.
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ სახლში იყო, შეშას ჭრიდა, გაიგონა მ--------------- როგორ ლანძღავდა დედამისს და მას - დებილებს ეძახდა, წერა-კითხვა არ იციანო. ყველაფერში ეხმარებოდა მას და გაუკვირდა მას რომ ლანძღავდა. მივიდა მასთან. ადგილზე დახვდა ბიძა - ა-----–----------- და ბიცოლა - მ---------------. ბიძამ ხელი მოჰკიდა, გამოათრია ეზოდან და დაარტყა, რის გამოც დაეცა. როცა ადგა, ქვა დაარტყა ა-----–-----------ს რამდენჯერმე თავისა და წელის არეში. მერე ბიძამ შებოჭა და წააქცია, ახრჩობდა, თუმცა მივიდა მეზობელი და გააშველა ისინი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ჩვენებით, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების: მოწმეების - ბ----------ს, ა-----–-----------ს, მ---------------ს, ლ-------–-----ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ რ-------------მ რამდენჯერმე დაარტყა ქვა დაზარალებულს წელის, მკლავის და თავის არეში.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თავის, მკლავისა და წელის არეში ქვით დაზარალებულისათვის დარტყმების მიყენების დროს ბრალდებული ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მათ ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულის ტკივილის შეგრძნება და სურდა ასეთი შედეგის დადგომა, ე.ი. მოქმედებდა განზრახ.
2.2. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცემას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
განსახილველ საქმეში სასამართლო სხდომაზე მიცემული ბრალდებულის ჩვენებით და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების: მოწმეების - ბ----------ს, ა-----–-----------ს, მ---------------ს, რ-------------ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის თავის, მკლავის და წელის არეში ქვის დარტყმების შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა, მას სისხლიც წამოუვიდა.
სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ ქმედებას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობის იმდაგვარი დაზიანება, რაც მოცემულია სსკ-ის 120-ე მუხლში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
ბრალდებულის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის ჩვენების და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რ------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, მძიმე ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა, ქმედების განხორციელების წინაპირობები და ვითარება.
რ-------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები (სოციალურად დაუცველია), ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულებს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება,), მიზანს (დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ქვის სამჯერ ჩარტყმა მკლავის, წელის და თავის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (სოციალურად დაუცველია, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე თავად ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სახის სასჯელის განსაზღვრა, რათა მოხდეს დანაშაულის კერძო პრევენციის მიზნის მიღწევა. ამასთან გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ზომა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაულებრივი ქმედება და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს გამოსაცდელი ვადა მინიმალური ვადით და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. ამდენად, ბრალდებულის სასარგებლოდ გადახდილი გირაო უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს. საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, რის გამოც გირაოს თანხა კანონით გათვალისწინებულ ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცების სახით ქვა, რომელიც წარმოადგენს რაიმე ღირებულების არმქონე ნივთს - დანაშაულის იარაღს და ის, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას. ასევე ნივთმტკიცებად ცნობილია ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე ექვემდებარება განადგურებას. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ტანსაცმლებიც, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.
II. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2019 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ ც--––- რ-------------მ ა-----–-----------ს მიმართ განხორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, დაემუქრა მას მოკვლით, რა დროსაც ა-----–-----------ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ა-----–-----------სთან კონფლიქტის შემდეგ მას დაემუქრა, რომ უჩვენებდა სეირს, იმ საღამოს არ დააძინებდა და მოკლავდა.
განსახილველ საქმეში გამოკვლეულ იქნა ბრალდებულის ჩვენება, რომელიც უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან (დაზარალებულის ჩვენება, მოწმე მ---------------ს ჩვენება) ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებული დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.
2.2. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ის, რომ ბრალდებულის მუქარით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდებულის ჩვენებით, მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი დაზარალებულისა და მოწმე მ---------------ს ჩვენებებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ის, რომ ბრალდებული 2019 წლის 12 ოქტომბერს დაემუქრა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და აღნიშნული მუქარით დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის ჩვენებით, უდავო მტკიცებულებებით - მოწმეების: მ---------------ს, ა-----–-----------ს, რ-------------ს ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის ჩვენების და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რ------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, მძიმე ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა, ქმედების განხორციელების წინაპირობები და ვითარება.
რ-------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (შიშის განცდის გაჩენა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სიცოცხლის მოსპობის მუქარის ვერბალურად განხორციელება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), პირად და ეკონომიკურ პირობებს (სოციალურად დაუცველია, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის, თავად ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით, დანაშაულის კერძო პრევენციისთვის არ არის საკმარისი არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, უნდა განისაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაულებრივი ქმედება და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს გამოსაცდელი ვადა მინიმალური ვადით და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვინაიდან არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2019 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად რ-------------ს განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
რ-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2019 წლის 13 ოქტომბრიდან იმავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
რ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ქვა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია