გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
231210019003078246
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN231210019003078246-2/154-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,17” ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბორჯომი

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე

მოსარჩელე - სს ,,-----------–---------“

წარმომადგენელი - და---- გი-------ე

მოპასუხეები - ნი-- ქე----

ოთ--- ხვ-----–--ე

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3 228,55 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2480 ლარი, პროცენტი - 284,82 ლარი, საკომისიო - 39,57 ლარი და პირგასამტეხლო - 424,16 ლარი.

 

1.2 ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 01,06 (ერთი ლარი და 06 თეთრი) ლარი.

 

1.3 ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოს 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 00,49 (ნული ლარი და 49 თეთრი) ლარი.

 

1.4. ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 148,19 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 3---------ს, სს ,,ს----------–--------ს“ და ნი-- ქე----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N7------, რომლის თანახმადაც ნი-- ქ------ სასარგებლოდ გაიცა სესხი 2 480 (ორი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, წლიური 15,7% სარგებელის დარიცხვით, 36 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით და სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო თვეში - 05 (ხუთი) ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------ს“ და ოთ--- ხვ-----–--ეს შორის 2018 წლის 3---------ს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4960 ლარით.

 

სს ,,-----------–---------ს“ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოდ. მათ მეირ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

ფულადი ვალდებულების არაფეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეებს ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,-----------–---------ს“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მდგომარეობით სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 3 228,55 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 480 ლარი, პროცენტი - 284,82 ლარი, საკომისიო - 39,57 ლარი და პირგასამტეხლო - 424,16 ლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის წლიური 15,7% და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო (საბანკო) ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი. ამდენად მიუღებელ შემოსავალს ითხოვენ წლიურ 15,7 %. მოცემულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) დაანგარიშებულია შემდეგი სახით, ძირი თანხა 2 480 X წლიურ 15,7% და გაყოფილია 365 დღეზე. ხოლო პირგასამტეხლო დღიური 0,02%-ზე. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ნი-- ქე----მ და ოთ--- ხვ-----–--ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად სცნეს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 17.10.2019წ.)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 3---------ს, სს ,,ს----------–--------სა“ და ნი-- ქე----ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #7------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 2 480 ლარი, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 15,7 %, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიო 5 (ხუთი) ლარი, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადა - 12 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 3---------- N 7------ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.2. 2018 წლის 3---------ს, N7------ ძირითად ხელშეკრულებაზე სს ,,ს----------–--------სა“ და ოთ--- ხვ-----–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის N7-------01 ხელშეკრულება. რომლის საფუძვეზეც ოთ--- ხვ-----–--ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 4 960 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 3---------- N7-------01 ხელშეკრულება (ს.ფ. 28-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.4. ნი-- ქე----სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო სამსახურების ხელშეკრულებ(ებ)დან გამომდინარე 0----------ის მდგომარეობით შეადგენს: შესაბამისი ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა - 2 480,00 ლარი, დარიცხული პროცენტის ოდენობა 284,82 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 424,16 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო (სხვა გადასახდელი) ოდენობა - 39,57 ლარი, ვალდებულების სრული მოცულობაა 3 228,55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 35);

-ინფორმაცია სს ,,-----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების შესახებ (ს.ფ 36)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.5. #7------ სესხზე დავალიანება შეადგენს ჯამში 3228,55 ლარს (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2480 ლარი, პროცენტი - 284.82 ლარი, საკომისიო - 39.57 ლარი და პირგასამტეხლო - 424,16 ლარი).

 

სს ,,-----------–---------ს“ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად შეადგენს 01,06 (ერთი ლარი და 06 თეთრი) ლარს.

 

სს ,,-----------–---------ს“ პირგასამტეხლო დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად შეადგენს 00,49 (ნული ლარი და 49 თეთრი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია სს ,,-----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების შესახებ (ს.ფ 36)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სს ,,-----------–---------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

 

მოსამზადებლ სხდომაზე მოსარჩის წარმომადგენელმა უარი განაცხადა შუამდგომლობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, სს ,,-----------–---------“-ს სარჩელი ნი-- ქ------ და ოთ--- ხვ-----–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია კრედიტის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნი-- ქ------ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და ნი-- ქე----ს) შორის გაფორმებული 2018 წლის 3---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ნი-- ქ------ მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც #7------ სესხზე იმყოფება ვადაგადაცილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირითად თანხას ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე #7------ სესხზე წარმოადგენს - 3228,55 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. #7------ სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს - 284.82 ლარს. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად, მათ ასევე უნდა დაეკისროთ პროცენტის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და ოთ---ი ხვ-----–--ეს შორის 2018 წლის 3---------ს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ოთ---ი ხვ-----–--ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ოთ---ი ხვ-----–--ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 4 960 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 3---------- სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვადლებულება. ამასთან მისი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს თავდებობით დადგენილი ზღვრული თანხის - 4 960 ლარის ფარგლებში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

418-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო #7------ სესხზე 424.16 ლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აგრეთვე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამადე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, რის გათვალისწინებითაც მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 148,19 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,-----------–---------“-ს სარჩელი მოპასუხეების - ნი-- ქ------ და ოთ--- ხვ-----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნი-- ქე----ს (პ/ნ-1----------) და ოთ--- ხვ-----–--ეს (პ/ნ-1----------) სს ,,ს----------–--------ს“ (ს/კ-2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ #7------ სესხზე არსებული დავალიანება 3 228,55 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 480 ლარი, პროცენტი - 284,82, საკომისიო - 39,57 ლარი და პირგასამტეხლო - 424,16 ლარი.

 

3. ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს" სასარგებლოდ 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 01.06 (ერთი ლარი და 06 თეთრი) ლარი.

 

4.ნი-- ქე----ს და ოთ--- ხვ-----–--ეს სს ,,-----------–---------ს" სასარგებლოდ 2018 წლის 3---------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირაგასამტეხლო დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2019 წლის 01 ივლისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 00.49 (ნული ლარი და 49 თეთრი) ლარი.

 

5. ოთ--- ხვ-----–--ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობით დადგენილი ზღვრული თანხის - 4 960 ლარის ფარგლებში.

 

6. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ (ს/ნ-2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 148,19 ლარი (საგადასახადო დავალება #--; თ---იღი - 0---------წ).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა