გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13776-14
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - და-----–--–--------ე
წარმომადგენელი - სუ-–-----------ე
მოპასუხეები - სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ა, ალ-----–--–--–---–ი
წარმომადგენლები - რო-–----------–---–ი, ქე---------------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეების სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ისა და ალ-----–--–--–---–ისათვის მათ მიერ გახარჯული 51 გრ-----–--------–--ის (17 297 კგ) ღირებულების - 50 578,00 ლარის მოსარჩელე და-----–--–--------ისათვის ანაზღაურება.
სარჩელში განმარტებულია, რომ საქართველოს სა--------------------------–-------–----ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის (სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელის მამა, ვლ---------–--–--------ე) საქმიანობის ხელმძღვანელის ალ-----–--–--–---–ის დაკვეთით 2010 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელემ საქართველოში შემოიტანა ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქა----–--ი შეფუთული, სულ 66 გრ-----–ი, წონით 22 521 კგ. და-----–--–--------ემ განაბაჟა შემოტანილი ქა----–--ი და სრულად განათავსა ალ-----–--–--–---–ის მიერ მითითებულ მისამართზე, თბილისში, სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის საწყობში, სადაც 66 გრ-----–--------–--ის ტრანსპორტირება განხორციელდა კო-------–---–---–ისა და იუ--------------ის კუთვნილი ავტომანქანებით.
და-----–--–--------ისა და ალ-----–--–--–---–ის შეთანხმების თანახმად, სტ---აში 66 გრ-----–--------–--ის გახარჯვის შემდეგ, მოსარჩელეს აუნაზღაურდებოდა ქა----–--ის ღირებულება. ქა----–--ის სტ---აში შეტანიდან რამდენიმე დღეში და-----–--–--------ესა და ალ-----–--–--–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ვინაიდან სა---------–-----------------ოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭო და ალ-----–--–--–---–ი არ იყვნენ თანახმა მოსარჩელესთან ხელშეკრულების ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და და-----–--–--------ეს არ აძლევდნენ სტ---აში ქა----–--ის ხარჯვის პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობას.
მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, 2012 წლის 02 აგვისტოს სა---------–-----------------ოს თანხმობით შესაძლებელი გახდა და-----–--–--------ე შესულიყო სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის საწყობში და აღეწერა შეტანილი ქა----–--ი. 2012 წლის 02 აგვისტოს სტ---აში შესვლის დროს აღმოჩნდა, რომ შეტანილი 66 გრ-----–--------–--იდან (წონით 22 521 კგ) დარჩენილი იყო მხოლოდ 15 გრ-----–ი, (წონით 4 474 კგ) ხოლო 51 გრ-----–--------–--ი, რომლის ღირებულება და-----–--–--------ეს არ ანაზღაურებია, გაეხარჯათ.
2012 წლის 02 აგვისტოს სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის საწყობიდან სტ---ის საქმის წარმოების ხელმძღვანელისაგან ნი----–-------------–---–ისაგან და-----–--–--------ემ ჩაიბარა მხოლოდ დარჩენილი 15 გრ-----–--------–--ი, წონით 4 474 კგ, რასთან დაკავშირებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე სა---------–-----------------ოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ დაადასტურა 2010 წლის 18 აგვისტოდან და-----–--–--------ის მიერ ქა----–--ის სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე განთავსების ფაქტი.
2012 წლის 02 აგვისტოდან მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სა---------–-----------------ოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარესა და სტ---ის ხელმძღვანელს ალ-----–--–--–---–ს, გახარჯული 51 გრ-----–--------–--ის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა და-----–--–--------ეს თანხა არ ანაზღაურებია.
2014 წლის 29 მაისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, რულონებში შეფუთული ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის 51 გრ-----–--------–--ის (წონით 17 297 კგ) ღირებულება შეადგენს 50 578,00 ლარს (ქა----–--ის ერთი ტონის ფასი განისაზღვრა 2 924,13 ლარით), რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუმცა, და-----–--–--------ეს ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში მოყვანილ საქმის გარემოებებზე წინასწარი გამოძიება არ დაწყებულა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო ქა----–--ი, რაც წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღნიშნული წერილით დადასტურებულია არა 66 გრ-----–--------–--ის, არამედ 15 გრ-----–--------–--ის სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე განთავსების ფაქტი.
2.2. მოპასუხის ალ-----–--–--–---–ის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა. სტ---ის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მოსარჩელის მამა, ვლ---------–--–--------ე, თავად ალ-----–--–--–---–ი არ იყო უფლებამოსილი გაეფორმებინა ხელშეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2012 წლის 02 აგვისტოს ინდივიდუალურ მეწარმე და-----–--–--------ესა და “სა---------------------ის საქმის წარმოების ხელმძღვანელს“ ნი----–-------------–---–ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად და-----–--–--------ემ სა---------–---ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის ტერიტორიიდან, „სტ---ის საქმის წარმოების ხელმძღვანელისგან“ ნი----–-------------–---–ისაგან ჩაიბარა 15 გრ-----–ი ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქა----–--ი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18).
3.1.2. 2012 წლის 30 ივლისის სა---------–-----------------ოს სა----------------------------------ს №502 წერილის თანახმად, და-----–--–--------ის კუთვნილი საქონელი (ქა----–--ი) 2010 წლის 18 აგვისტოდან იმ დღემდე (2012 წლის 30 ივლისი) განთავსებული იყო სა-------–----ის ტერიტორიაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
წერილი (ს.ფ. 17).
3.1.3. სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე 2010 წლიდან ფაქტობრივად ხორციელდებოდა სტ---ის საქმიანობის წარმოება, თუმცა სტ---ა ოფიციალურად არ დაარსებულა და იგი, როგორც იურიდიული წარმონაქმნი შესაბამის ორგანოში არ დარეგისტრირებულა.
ეს გარემოებები დგინდება:
სა---------–-----------------ოს პრესცენტრის ყოველკვირეული 2010 წლის ივნისის გამოცემით „სა-----------------–-----ი“, სადაც დადასტურებულია სტ---ის საქმიანობის განხორციელება და წიგნების დაბეჭდვა;
ალ-----–--–--–---–ის ახსნა-განმარტებით თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მა-–-------------ის მიერ 2013 წლის 08 მაისს საქმეზე №P---------- შედგენილი ალ-----–--–--–---–თან გასაუბრების შესახებ 2013 წლის 08 მაისის ოქმიდან (ალ-----–--–--–---–ი განმარტავს, რომ ვლ---------–--–--------ის დახმარებით 2009-2010 წლებში შეიქმნა სა---------------------ა, რაც განთავსდა სა-------–----ის ტერიტორიაზე; ვლ---------–--–--------ე იყო სტ---აში ხელმძღვანელ თანამდებობაზე და იგი წყვეტდა საორგანიზაციო საკითხებს; სტ---აში ქა----–--ის შეტანისა და რეალიზაციის საკითხებს განაგებდა ვლ---------–--–--------ე (თავად ეს გარემოებაც არ არის მხარეებს შორის სადავო), რომლის შინაარსის სისწორე დადასტურებულია ალ-----–--–--–---–ის წარმომადგენლის მიერ (დავის ფარგლებში);
2012 წლის 02 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის თანახმად და-----–--–--------ემ სა---------–---ის ტერიტორიაზე მდებარე სა---------------------ის ტერიტორიიდან, „სტ---ის საქმის წარმოების ხელმძღვანელისგან“ ნი----–-------------–---–ისაგან ჩაიბარა 15 გრ-----–ი ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქა----–--ი;
ეს გარემოებები სადავო არ არის მხარეებს შორის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი; 15:35:32).
სა---------–-----------------ოს პრესცენტრის ყოველკვირეული 2010 წლის ივნისის გამოცემა „სა-----------------–-----ი“ (ს.ფ. 93-95).
ალ-----–--–--–---–ის ახსნა-განმარტება თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მა-–-------------ის მიერ 2013 წლის 08 მაისს საქმეზე №P---------- შედგენილი ალ-----–--–--–---–თან გასაუბრების შესახებ ოქმიდან (ს.ფ. 143-144).
3.1.4. 2014 წლის 29 მაისის ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის (შპს „აუდიტ-თა, სერტიფიკატი ზ№6/137) თანახმად, განისაზღვრა საბაზრო ღირებულება ოფსეტური ქა----–--ისა, ფინური წარმოების „Luxe cream” მარკის 51 გრ-----–ისა (ბეჟი ფერის), საერთო წონა 17 297 კგ, რომლის ღირებულება შეადგენს 50 578,00 ლარს (ქა----–--ის ერთი ტონის ფასი განისაზღვრა 2 924,13 ლარით).
თავის მხრივ 51 გრ-----–ი (17 297 კგ) ქა----–--ის ღირებულება (50 578,00 ლარი) მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 55-56).
3.1.5. სადავო არაა, რომ მხარეებს რაიმე შეთანხმებისათვის არ მიუღწევიათ, მათ შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:39:58-15:33:25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და-----–--–--------ემ საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას 2010 წლის აგვისტოში მიაწოდა 66 გრ-----–--------–--ი (წონით 22 521 კგ).
სასამართლომ სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის“ (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1163-2019, 9 ოქტომბერი, 2019 წელი).
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან)“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1159-2018, 26 მარტი, 2019 წელი).
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები)“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1215-2018; 29 მარტი, 2019 წელი).
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილება დამოკიდებულია დავის საფუძვლებზე, სუბიექტებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და სხვ. (იხ. სუსგ საქმეზე №ას-497-2019, 5 ივლისი, 2019 წელი).
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მხარეთა მიერ მისი ზიდვის შეფასებისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სა-----------ოსთან არსებული სტ---ა ოფიციალურად არ შექმნილა და ორგანიზაციული წარმონაქმნის სახით შესაბამის ორგანოში რეგისტრირებული არ ყოფილა (თუმცა სადავო არ არის, რომ სა-----------ოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა ის საქმიანობა, რაც დამახასიათებელი იყო სტ---ის დანიშნულებითი ფუნქციონირებისათვის), იმ შინაარსით, რომ სტ---ის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის სახელით ვერ გაიცემოდა რაიმე წერილობითი დოკუმენტი (რაც შეიძლებოდა დადასტურებული ყოფილიყო სუბიექტის შესაბამისი ბეჭდითა და უფლებამოსილებით), ამ შემთხვევაში რითიც დადასტურებული იქნებოდა და-----–--–--------ის მიერ ქა----–--ის გრ-----–ების გადაცემის ფაქტი. მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზების შეფასებისათვის მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. ამ მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე გარდაცვალების ფაქტი ვლ---------–--–--------ისა, რომელიც წარმოადგენდა სტ---ის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელს, კერძოდ, სტ---აში ქა----–--ის შეტანისა და რეალიზაციის საკითხების მართვაზე უფლებამოსილ პირს (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იხ. შემდგომი აბზაცები). ამგვარ ვითარებაში, სადავო გარემოების დადგენისას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა არაპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის, მოწმის ჩვენებასაც.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტების ურთიერთკავშირის დადასტურების მიზნით, მნიშვნელოვანია თუნდაც „არაპირდაპირი“ მტკიცებულებების არსებობა, რომელთა ლოგიკური ბმა, ურთიერთშეჯერება და მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში (და მიმართებით) შედარება/შეფასება, სასამართლოსათვის შექმნილი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, სავარაუდოს გახდიდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების (66 გრ-----–--------–--ის სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ისათვის მიწოდების) არსებობის ფაქტს.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მა-–-------------ის მიერ 2013 წლის 08 მაისს საქმეზე №P---------- შედგენილი ალ-----–--–--–---–თან გასაუბრების შესახებ. ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2009 წელს მას, როგორც სა-----------ოს გამომცემლობა „ალ--–ოს“ ხელმძღვანელს დაევალა სა---------------------ის შექმნა; ვინაიდან მან არ იცოდა სტ---ის შექმნის დეტალები, დახმარებისათვის მიმართა მის ნათელმირონს, ვლ---------–--–--------ეს, ვინც ალ-----–--–--–---–მა გააცნო სა-----------ოში ხელმძღვანელ პირებს და მათი ნებართვის შემდეგ ვლ---------–--–--------ის დახმარებით 2009-2010 წლებში შეიქმნა სა---------------------ა, რაც განთავსდა სა-------–----ის ტერიტორიაზე; ვლ---------–--–--------ე იყო სტ---აში ხელმძღვანელ თანამდებობაზე და იგი წყვეტდა საორგანიზაციო საკითხებს, მან სტ---აში დაასაქმა მეუღლე და შვილი - და-----–--–--------ე; ალ-----–--–--–---–ისათვის უცნობია რა რაოდენობის ქა----–--ი შემოიტანეს საქართველოში ან რა რაოდენობის ქა----–--ი დაასაწყობეს სა---------------------აში შალამბერიძეებმა; სტ---აში ქა----–--ის შეტანისა და რეალიზაციის საკითხებს განაგებდა ვლ---------–--–--------ე; 2010 წლის ოქტომბრის თვეში სტ---ა დატოვა ალ-----–--–--–---–მა და ვლ---------–--–--------ემაც. ოქმი დადასტურებულია ალ-----–--–--–---–ისა და მა-–-------------ის ხელმოწერებით. აღსანიშნავია, რომ ალ-----–--–--–---–ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ალ-----–--–--–---–ის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენების სისწორე (იხ. 2018 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:34:22-15:35:32).
თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოლიციის მაიორის მა-–-------------ის მიერ 2013 წლის 16 აპრილს შედგენილი ოქმის თანახმად, ვლ---------–--–--------ემ განმარტა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს მისმა შვილმა და-----–--–--------ემ (ინდივიდუალური მეწარმე) სა-------–----ის ტერიტორიაზე სა---------------------აში შეიტანა ქა----–--ი 66 გრ-----–ი, დაახლოებით 22-23 ტონა; ამ დროისათვის იგი მუშაობდა სამების ტერიტორიაზე მდებარე სტ---აში და უზრუნველყოფდა ტექნიკური სამუშაოების მოწესრიგებას; ვლ---------–--–--------ემ სტ---აში მუშაობა შეწყვიტა 2010 წლის ოქტომბრის თვეში; 2010 წლის 18 აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრის თვის პერიოდში სტ---ამ საცდელად დაბეჭდა წიგნი, რომელზეც დაიხარჯა 4-5 ტონა ქა----–--ი, ხოლო ქა----–--ის დანარჩენი ნაწილი დარჩა საწყობში; ვლ---------–--–--------ემ 2012 წელს, სტ---იდან კუთვნილი დაზგა-დანადგარების წამოღებისას, აღმოაჩინა, რომ საწყობში აღარ იყო იმ რაოდენობის ქა----–--ი, რამდენიც შეიტანა და-----–--–--------ემ; ვლ---------–--–--------ის განმარტებით, ქა----–--თან დაკავშირებით მას არავისთან გაუმართავს მოლაპარაკება და მისთვის ასევე უცნობი იყო ქა----–--ის გახარჯვის შესახებაც. ოქმი დადასტურებულია ვლ---------–--–--------ისა და მა-–-------------ის ხელმოწერებით.
საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის ვლ---------–--–--------ე გარდაცვლ--–ია და ეს ფაქტი არ წარმოადგენს მხარეებს შორის სადავო გარემოებას. ამასთან, ვლ---------–--–--------ის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენების ნამდვილობა არ არის სადავო. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის ალ-----–--–--–---–ის ახსნა-განმარტებით დადასტურებულია ვლ---------–--–--------ის მიერ სტ---ის საქმიანობის ხელმძღვანელობის განხორციელება, უფრო მეტიც, სტ---აში ქა----–--ის შეტანისა და რეალიზაციის საკითხებს მართვა და თავის მხრივ, ალ-----–--–--–---–ის ახსნა-განმარტება მიცემული საგამოძიებო ორგანოში დადასტურებულია მისივე წარმომადგენლის მიერ, ამასთან, მოპასუხე საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ვლ---------–--–--------ის ახსნა-განმარტება სადავო გარემოების დადგენისას უპირატესად გასათვალისწინებელია და-----–--–--------ის მიერ სა-----------ოსათვის გადაცემული ქა----–--ის რაოდენობის განსაზღვრისა და დადასტურების შინაარსით (66 გრ-----–--------–--ის მიწოდება).
სხვაგვარად მიჩნევის შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც სტ---ის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ (ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე) შეუძლებელი იყო საქონლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების გაცემა (გარდა საქმიანობის ფაქტობრივი ხელმძღვანელის, ამ შემთხვევაში ვლ---------–--–--------ის მიერ ხელმოწერით ფაქტის დადასტურებისა, მსგავსად 2012 წლის 02 აგვისტოს მიღება-ჩაბარებისა, რაც შესაბამისი, სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის ბეჭდითაც არ არის დადასტურებული, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ნი----–-------------–---–ის წარმომადგენლობა არ არის სადავო), ხოლო სადავო პერიოდში 2010 წლის აგვისტოში სტ---ის საქმიანობის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქა----–--ის შეტანაზე პასუხისმგებელი პირი ვლ---------–--–--------ე გარდაცვლილია და მისი მოწმის სახით დაკითხვა შეუძლებელია, მტკიცების ტვირთის შესრულება/რეალიზება მოსარჩელის მიერ გონივრულად შეუძლებელია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეს არ უნდა დაეკისროს გადაჭარბებული და გართულებული მტკიცების ტვირთი.
მტკიცების ტვირთის დაკისრება ისეთ გარემოებებზე, რომლის დამტკიცება და შესრულება გონივრულად შეუძლებელია, იქნებოდა მტკიცების ტვირთის არასწორად დაკისრება და შესაბამისად განაწილებაც.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 02 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და-----–--–--------ისათვის დაბრუნებული 15 გრ-----–--------–--ის მოსარჩელის მიერ სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ისათვის გადაცემის (რაც ამავე მიღება-ჩაბარებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არაა) შესახებ წერილობითი მტკიცებულებაც მოპასუხე მხარის (სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის) მიერ არ გაცემულა. ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებას, რომ სა---------–-----------------ოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს წერილით დადასტურებულია არა 66 გრ-----–ის, არამედ 15 გრ-----–--------–--ის ე--–----- მიერ მიღება, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს შემდეგ გარემოებათა გამო: თავად აღნიშნულ წერილში არ არის დაზუსტებული და დაკონკრეტებული სა-------–----ის ტერიტორიაზე შეტანილი ქა----–--ის რაოდენობა (გრ-----–ის და/ან კგ-ის რაოდენობის მიხედვით); ამასთან, აღნიშნული წერილი დათარიღებულია 2012 წლის 30 ივლისით, ხოლო სა-------–----ის ტერიტორიაზე ქა----–--ი განთავსებული იყო 2010 წლის 18 აგვისტოდან, შესაბამისად 2012 წლის 30 ივლისისათვის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სტ---ის საქმიანობა ხორციელდებოდა 2010 წლიდან და ამავე პერიოდიდან იბეჭდებოდა წიგნები, 2010 წელს გადაცემული და 2012 წელს დაბრუნებული რაოდენობას იდენტურად ვერ მიიჩნევს.
სადავო გარემოების დადგენისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გაიზიაროს მოწმეთა ჩვენებაც. მოწმის სახით დაკითხულმა იუ--------------მა, ვინც წარმოადგენდა ერთ-ერთი იმ მანქანის მძღოლს, რომლითაც განხორციელდა სა-------–----ის ტერიტორიაზე და-----–--–--------ის მიერ ქა----–--ის გრ-----–ების გადაზიდვა (რაც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, სადავოა მხოლოდ ქა----–--ის გრ-----–ების ოდენობა) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თბილისში წე------–იდან სა-------–----ის ტერიტორიაზე გადაზიდვა განხორციელდა როგორც იუ--------------ის, ასევე სხვა მძღოლების კუთვნილი მანქანებით; დაახლოებით 4 მეტრი სიგრძის, 2 მეტრი სიგანისა და 1,9 მეტრი სიმაღლის 11 გრ-----–--------–--ის განთავსებით სრულად იტვირთებოდა მანქანა, გადაზიდვა კი იუ--------------ის მანქანით განხორციელდა რამდენჯერმე; ტვირთის დაცლას ახორციელებდნენ სამების ტერიტორიაზე დასაქმებული პირები.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმის ჩვენებით არ დგინდება კონკრეტულად რა რაოდენობის ქა----–--ის გრ-----–ი იქნა გადაზიდული სა-------–----ის ტერიტორიაზე, სასამართლო მოწმეთა ჩვენებას სადავო გარემოებასთან მიმართებით დამატებით ითვალისწინებს იმ შინაარსით, რომ სა-------–----ის ტერიტორიაზე გადაზიდული ქა----–--ის გრ-----–ის რაოდენობა აღემატებოდა 15-ს (11 გრ-----–ით დატვირთული მანქანით გადაზიდვა განხორციელდა რამდენჯერმე)
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა საქმე (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1215-2018; 29 მარტი, 2019 წელი). განსახილველ შემთხვევაში სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება იყო თანმიმდევრული; მოწმე პროცესის შედეგით დაინტერესებულ პირს არ წარმოადგენდა, არ არსებობს მოწმის ჩვენების იურიდიული სანდოობის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც ობიექტურად გავლენას შეიძლება ახდენდეს მის მიერ მიუკერძოებელი ჩვენების მიცემის შესაძლებლობაზე და ამცირებდეს მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულებების, იურიდიულ სანდოობას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლ--–ი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ლოგიკური და თანმიმდევრული ვარაუდის შედეგად სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენის შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს იმის შესახებ, რომ და-----–--–--------ემ საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას 2010 წლის აგვისტოში მიაწოდა 66 გრ-----–--------–--ი (წონით 22 521 კგ).
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ და-----–--–--------ის სარჩელი მოპასუხე სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის მიმართ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
„მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1426-2018, 11 აპრილი, 2019 წელი).
მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის აგვისტოში და-----–--–--------ემ ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქა----–--ი შეფუთული, სულ 66 გრ-----–ი, წონით 22 521 კგ, მიაწოდა საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას თბილისში, სა---------–-------–----ის ტერიტორიაზე; მოსარჩელეს დაუბრუნდა 15 გრ-----–ი ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქა----–--ი; მოდავე მხარეებს შორის რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოსარჩელემ მოითხოვა 51 გრ-----–--------–--ის (წონით 17 297 კგ) ღირებულების 50 578,00 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს ... მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).
სასამართლო, ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული ხსენებული მიდგომა (იხ. №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
დადგენილია, რომ და-----–--–--------ემ საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას 2010 წლის აგვისტოში მიაწოდა 66 გრ-----–--------–--ი (წონით 22 521 კგ), საიდანაც მოსარჩელეს დაუბრუნდა 15 გრ-----–ი. მხარეებს რაიმე შეთანხმებისათვის არ მიუღწევიათ, მათ შორის არ გაფორმებულია ხელშეკრულება. ამდენად, ქა----–--ის მიწოდება მოპასუხისათვის არ განხორციელებულა სახელშეკრულებო შეთანხმებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით (976-ე მუხლი) გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის ასევე ყურადღების მიღმა რჩება ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლწინააღმდეგობა. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ მოპასუხე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გამდიდრდა მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიანია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების დამტკიცება - დადასტურებულია მოპასუხის - სა---------–---------–-----–---------------–-------------–-----------–-----–---ის გამდიდრება 50 578,00 ლარის ოდენობით მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ამდენად, არსებობს სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე, თანხის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები, რის გამოც და-----–--–--------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 578,00 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე ალ-----–--–--–---–თან დაკავშირებით აღსანიშანვია, რომ თავად მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია სახელდობრ ალ-----–--–--–---–ისათვის ქა----–--ის მიწოდების გარემოებაზე, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია ალ-----–--–--–---–ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ ქა----–--ის მიღების გარემოებაზეც, არამედ მიუთითა, ამ უკანასკნელის მიერ სტ---ის საქმიანობის ფაქტობრივ ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) უფლებამოსილებაზე. ალ-----–--–--–---–ის მიერ სტ---ის საქმიანობის ფაქტობრივ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს ალ-----–--–--–---–ის პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ და-----–--–--------ემ ქა----–--ის გრ-----–ები მიაწოდა საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას, ალ-----–--–--–---–ის მიერ ქა----–--ის მოხმარების გარემოებაზე კი მითითება არც ყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს საქართველოს სამოციქული ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1517,34 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. და-----–--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. საქართველოს სა---–-----–---------------–------------–-----------–----–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 50 578,00 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1517,34 ლარის ანაზღაურება.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე და-----–--–--------ეს 2014 წლის 14 ივლისს №1 საგადახდო დავალებით სუ-–-----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1520,00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 2,66 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე