გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
100210019003158175
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003158175

#2/259 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.11.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, პ------------- ბ----“

წარმომადგენელი: ლ---- გ--------ე

მოპასუხეები: ს---–---- ც---–--ე, მ-------- ც---–--ე, შპს „ს---“

 

დავის საგანი : მემკვიდრედ ცნობა, დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „პ------------- ბ----“-ს (ს/კ. 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ს---–---- ც---–--ის (პ.№3----------) მ-------- ც---–--ის (პ. № 3----------) და შპს „ს---“-ს (ს.ნ.4--------) მიმართ, მემკვიდრედ ცნობის, დავალიანების გადახდის დაკისრების, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

 

სარჩელში მითითებულია, რომ სს "პ------------- ბანკს“, შპს „ს---“-ს და ს---–--- ც---–--ეს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N20.915, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 17 ოქტომბერს სს „პ------------- ბანკს“ და ს---–--- ც---–--ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N20.8321, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 47 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების 1.10 პუნქტის თანახმად კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:

1. 2014 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების N670458206-021 თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მ---- შ--------ის და მ-------- ც---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, N9. დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N3-.0-.4-.0--. აღნიშნული უძრავი ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე - მ---- შ--------ე გარდაიცვალა 2018 წლის 20 აპრილს.

2. 2014 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების N670726828-021 თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თამარ შერაზადიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა N5, ბინა 23, ფართი 81.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე ამჟამად არის მ-------- ც---–--ე.

 

2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები N 670458209-044444 მ------- ც---–--ესთან და N 670625401-041 შპს „ს---“-სთან.

 

მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს ს---–--- ც---–--ე (პ.ნ.3----------) ცნობილი იქნას 2018 წლის 20 აპრილს გარდაცვლილი მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) მემკვიდრედ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში

მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის საიდენტიფიკაციო მახასიათებლებია: 1. ზონა: საჩხერე 3-; სექტორი: ქალაქი საჩხერე 0-; კვარტალი 4-; ნაკვეთი 0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა-ნაგებობების 1 სართული და N2 შენობა-ნაგებობა. მისამართი: ქალაქი საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, N9. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N3-.0-.4-.0--, აღირიცხოს ს---–--- ც---–--ის (პირადი N.3----------) სახელზე, როგორც მემკვიდრეობით მიღებული.

ასევე ს---–--- ც---–--ეს სს „პ------------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხეებს - ს---–---- ც---–--ეს, მ-------- ც---–--ეს და შპს „ს---“-ს სს „პ------------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 59 272.73 აშშ დოლარი. აქედან ძირითადი თანხა არის 39 205.99 აშშ დოლარი, პროცენტი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით - 6351.88 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი - 13 470.52 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 90 დღის - 244.34 აშშ დოლარი მათვე დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 30 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, #9. დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #3-.0-.4-.0--.

2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა #5, ბინა 23, ფართი 81.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.0--.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან ვერ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების - ს---–---- ც---–--ის, მ-------- ც---–--ის და შპს „ს---“-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.

 

მოსარჩელე მხარემ უარი თქვა მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებს შესაგებელი არ შემოუტანიათ, თუმცა მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტეს, რომ სს „პ------------- ბ----“-ს სასარჩელო მოთხოვნას ცნობენ სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დადგენილია, რომ სს "პ------------- ბანკს“, შპს „ს---“-ს და ს---–--- ც---–--ეს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N20.915, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 17 ოქტომბერს სს „პ------------- ბანკს“ და ს---–--- ც---–--ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N20.8321, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 47 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების 1.10 პუნქტის თანახმად კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ.17-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:

1. 2014 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების N670458206-021 თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მ---- შ--------ის და მ-------- ც---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, N9. დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N3-.0-.4-.0--. აღნიშნული უძრავი ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე - მ---- შ--------ე გარდაიცვალა 2018 წლის 20 აპრილს.

2. 2014 წლის 17 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების N670726828-021 თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თამარ შერაზადიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა N5, ბინა 23, ფართი 81.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე ამჟამად არის მ-------- ც---–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 32-39)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40-43)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 58)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები N 670458209-044444 მ------- ც---–--ესთან და N 670625401-041 შპს „ს---“-სთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-50)

 

3.2.4 დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ბანკის წინაშე სრულად არ შესრულებულა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო შეტყობინებებით (ს.ფ. 51-55)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2.5. დადგენილია, რომ ს---–--- ც---–--ემ (პირადი N 3----------) ფაქტობრივი ფლობით მიიღო აწ გარდაცვლილი დედის - მ---- შ--------ის (პ.ნ. 3----------, გარდაცვალების თარ: 2018 წლის 20 აპრილი) სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ.97)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 58)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, ს.ს.,, პ------------- ბ----“-ს სარჩელი ს---–--- ც---–--ის, მ------- ც---–--ის და შპს „ს---“-ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

ს---–--- ც---–--ე (პ.ნ.3----------) ცნობილი იქნას 2018 წლის 20 აპრილს გარდაცვლილი მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) მემკვიდრედ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის საიდენტიფიკაციო მახასიათებლებია: 1. ზონა: საჩხერე 3-; სექტორი: ქალაქი საჩხერე 0-; კვარტალი 4-; ნაკვეთი 0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა-ნაგებობების 1 სართული და N2 შენობა-ნაგებობა. მისამართი: ქალაქი საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, N9. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N3-.0-.4-.0--, აღირიცხოს ს---–--- ც---–--ის (პირადი N.3----------) სახელზე, როგორც მემკვიდრეობით მიღებული.

ს---–--- ც---–--ეს სს „პ------------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხეებს - ს---–---- ც---–--ეს, მ-------- ც---–--ეს და შპს „ს---“-ს სს „პ------------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 59 272.73 აშშ დოლარის გადახდა. საიდანაც ძირითადი თანხა არის 39 205.99 აშშ დოლარი, პროცენტი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით - 6351.88 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი - 13 470.52 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 90 დღის - 244.34 აშშ დოლარი.

 

დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, #9. დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #3-.0-.4-.0--.

2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა #5, ბინა 23, ფართი 81.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.0--.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან ვერ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების - ს---–---- ც---–--ის, მ-------- ც---–--ის და შპს „ს---“-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.

 

მოპასუხეებს დაეკისრა სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 30 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე 286-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნეს სარჩელი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ სს "პ------------- ბანკს“, შპს „ს---“-ს და ს---–--- ც---–--ეს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N20.915, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 17 ოქტომბერს სს „პ------------- ბანკს“ და ს---–--- ც---–--ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N20.8321, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 47 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების 1.10 პუნქტის თანახმად კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები N 670458209-044444 მ------- ც---–--ესთან და N 670625401-041 შპს „ს---“-სთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები პირებია - მ------- ც---–--ე და შპს „ს---“. შესაბამისად ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად „უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).“

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“

ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 2.8 პუნქტით გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული შემთხვევა: თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.

 

6.5.სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

დადგენილია, რომ ს---–--- ც---–--ემ (პირადი N 3----------) ფაქტობრივი ფლობით მიიღო აწ გარდაცვლილი დედის - მ---- შ--------ის (პ.ნ. 3----------, გარდაცვალების თარ: 2018 წლის 20 აპრილი) სამკვიდრო ქონება.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სრულად მოსამზადებელ სხდომაზე, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,,პ------------- ბ----“-ს (ს/ნ.2--------) სარჩელი ს---–---- ც---–--ის, მ-------- ც---–--ის და შპს „ს---“-ს მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ს---–---- ც---–--ე (პ.ნ.3----------) ცნობილი იქნას 2018 წლის 20 აპრილს გარდაცვლილი მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) მემკვიდრედ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მ---- შ--------ის (პ.ნ.3----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის საიდენტიფიკაციო მახასიათებლებია: 1. ზონა: საჩხერე 3-; სექტორი: ქალაქი საჩხერე 0-; კვარტალი 4-; ნაკვეთი 0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა-ნაგებობების 1 სართული და N2 შენობა-ნაგებობა. მისამართი: ქალაქი საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, N9. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N3-.0-.4-.0--, აღირიცხოს ს---–---- ც---–--ის (პირადი N.3----------) სახელზე, როგორც მემკვიდრეობით მიღებული.

 

1.2. მოპასუხეებს - ს---–---- ც---–--ეს, მ-------- ც---–--ეს და შპს „ს---“-ს სს „პ------------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 59 272.73 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც ძირითადი თანხა არის 39 205.99 აშშ დოლარი, პროცენტი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით - 6351.88 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი - 13 470.52 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 90 დღის - 244.34 აშშ დოლარი).

 

1.3. სს „პ------------- ბ----“-ს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს: ა) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: საჩხერე, რ---- 1 ჩიხი, #9. დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #3-.0-.4-.0--.

ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა #5, ბინა 23, ფართი 81.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1-.0-.0--.0--.0-.0--.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან ვერ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების - ს---–---- ც---–--ის, მ-------- ც---–--ის და შპს „ს---“-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.

 

1.4. მოპასუხეებს - ს---–---- ც---–--ეს, მ-------- ც---–--ეს და შპს „ს---“-ს სს „პ------------- ბ----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯის - 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე - სს. ,,პ------------- ბანკს“ (ს/ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი (საგადახდო დავალება №509360119, გადამხდელის ბ---- - სს „პ------------- ბ----“, გადახდის თარიღი 22.08.2019 წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 5000 ლარი, გადამხდელი - სს „პ------------- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

ასევე მოსარჩელე - სს. ,,პ------------- ბანკს“ (ს/ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №509360098, გადამხდელის ბანკი - სს „პ------------- ბ----“, გადახდის თარიღი 22.08.2019 წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 100 ლარი, გადამხდელი - სს „პ------------- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი