განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
050100119002813143
დავის ტიპი
151
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002813143

საქმე N 1-14-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

22. 11. 2019 წელი ქ. ოზურგეთი

 

ო-----------------------–- სასამართლო

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე

 

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე - ბოლქვაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნი-----------ე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: გო------------–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე 0-----------

 

ბრალდებული: ვა---–-----------ძე

მამის სახელი: რ-----

დაბადებული: 24.12.---- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთ, ს------–-----------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი.

 

1.1. 2----–-–------------–-–-------------- პერიოდში ვა---–-----------ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნი-------–-----თან და მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ თ------–ში, მისივე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხოებით განაწყენებულმა ვა---–-----------ძემ, ყოფილი მეუღლის - ნი-------–-----ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რა დროსაც ნი-------–-----ს გაუჩნდა ვა---–-----------ძის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა---–-----------ძე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე ვა---–-----------ძემ უარი თქვა მოწმის სახით დაკითხვაზე.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნი-------–-----მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს სე------------ძემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ო-----------------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 9 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თ------–იდან შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ნი-------–-----ი ითხოვდა დახმარებას, რადგან ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარას. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ნ----- საცხოვრებელ სახლში, სადაც ნი-------–-----მა განაცხადა, რომ მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე ვა---–-----------ძე, რომელთანაც ახლა გაშორებულია და უთხრა, რომ შერიგებულიყვნენ და გაეგრძელებინათ თანაცხოვრება. ვა---–მა ასევე უთხრა, ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოხვდებოდა. ნ--ომ თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ვა---–მა შეიძინა იარაღი და ამ ფაქტს დაუკავშირა ვა---–ის ნათქვამი, ამიტომ შეეშინდა ამ მუქარის და დარეკა პოლიციაში. ნი-------–-----ის განცხადებით, მუქარების ფაქტს ადრე ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე პა--------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მუშაობს ო-----------------------–- სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 9 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას სე------------ძესთან ერთად, მიიღეს შეტყობინება, რომ ნი-------–-----ი ითხოვდა დახმარებას მუქარის გამო. სე------------ძესთან ერთად მივიდა ნ----- მამის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ--ომ განმარტა, რომ ემუქრებოდა ვა---–-----------ძე. ვა---–ი ეუბნებოდა, რომ შერიგებულიყვნენ და მასთან დაბრუნებულიყო, რაზეც უარი მიიღო. ვა---–ს უთქვამს თუ არ შეურიგდებოდა ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოუწევდა წასვლა. ნ----- შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. ნ--ომ თქვა, რომ განიცადა შიში, რადგან იცოდა, რომ ვა---–ს იარაღი ჰქონდა შეძენილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს უჩ----------ვამ განმარტა, რომ მითითებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე, საცხოვრებელი მისამართიდან პა--------------–-ძის და სე------------ძის მიერ წარმოდგენილი იქნა შეტყობინების ინიციატორი- ნი-------–-----ი, რომელიც მის მიერ იქნა გამოკითხული. ნი-------–-----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მასთან მისული იყო მეუღლე, რომელთანაც ერთად აღარ ცხოვრობდა და სთხოვდა შერიგებას, როდესაც უარი უთხრა, ვა---–ს უთქვამს ისეთს გააკეთებდა რომ ციხეში წავიდოდა. რადგან ნ-----თვის ცნობილი იყო, რომ ვა---–ს დაახლოებით ერთი თვის უკან შეძენილი ჰქონდა იარაღი, მისი სიტყვები აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რეალურ მუქარად, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ეს გახდა მისი მხრიდან შეტყობინების გაკეთების საფუძველი. მან გამოკითხა ასევე გუ-–-------------იძე, რომელიც ადასტურებდა ნ----- მიერ განხორციელებული შეტყობინების ფაქტს და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მან გამოკითხა ასევე პა--------------–-ძე და სე------------ძე, რომლებიც იმყოფებოდნენ შეტყობინების ინიციატორთან. მათ განმარტეს, რომ ნახეს ანერვიულებული ნ--ო, რომელმაც მიუთითა შიშის და აღელვების მიზეზი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გუ-–-------------იძემ განმარტა, რომ ნი-------–-----ი მისი შვილია. 112-ში დარეკა იმიტომ, რომ შეკამათება მოხდა, თუმცა მისმა შვილმა იკითხა ძალადობის შემთხვევაში ვისთვის მიემართა. ყოფილ სიძესა და შვილს შორის იყო კამათი და აინტერესებდა სად უნდა მიემართა. რაზე იყო კამათი არ ახსოვს, კამათი ხშირი არ ყოფილა, არც ერთი ფაქტი არ ახსენდება. შვილის მიმართ მუქარას არ ჰქონია ადგილი. იყო ასე ნათქვამი „ისეთი რამე არ გამაკეთებინო, რომ ციხეში მომიწიოს წასვლაო“. არ ახსოვს უთხრა თუ არა ნ--ომ, რომ მას შეეშინდა და არც ის არ ახსოვს ამ სიტყვების გამო დარეკა თუ არა ნ--ომ 112-ში. მის შვილს მუქარის შესახებ არასდროს არ უთქვამს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, 2----–-–--------------------------- შეტყობინებით, ნი-------–-----ი დაუკავშირდა N 112-ის ოპერატორს და მიმართა კითხვით: აინტერესებდა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვისთვის უნდა მიემართა, ახსენა მუქარა და იარაღის უკანონო ტარება. ახლა დახმარება არ სჭირდება, პოლიციის მისვლა არ სურს.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.

 

ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა, ნი-------–-----მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - ვა---–-----------ძის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავის მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვა---–-----------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით ვა---–-----------ძის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებასთან არ დასტურდება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასებას შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).

 

3.6. პოლიციის თანამშრომლებმა: სე------------ძემ და პა--------------–-ძემ განაცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე ნი-------–-----ის ოჯახში მისულებს, ნ--ომ მათ განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც უარით უპასუხა ყოფილი მეუღლის - ვა---–-----------ძის თხოვნას - შერიგებოდა, ვა---–მა უთხრა ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოხვდებოდა, შეეშინდა ამ მუქარის, რადგან იცოდა, რომ ვა---–ს იარაღი ჰქონდა შეძენილი, ხოლო გამომძიებელმა უჩ----------ამ განაცხადა, რომ ნი-------–-----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეუღლე, რომელთან ერთად აღარ ცხოვრობდა, სთხოვდა შერიგებას და როდესაც უარი მიიღო, ვა---–მა უთხრა ისეთს გააკეთებდა, რომ ციხეში წავიდოდა. რადგან ნ-----თვის ცნობილი იყო, რომ ვა---–ს დაახლოებით ერთი თვის უკან შეძენილი ჰქონდა იარაღი, მისი სიტყვები აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რეალურ მუქარად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, მოწმეების: სე------------ძის, პა--------------–-ძის და უჩ----------ას ჩვენებები უნდა შეფასდეს სანდოობის და უტყუარობის მხრივ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ერთი მხრივ სე------------ძის, პა--------------–-ძის და უჩ----------ას მიერ მიცემულ ჩვენებებაზე და იმსჯელებს, რამდენად სარწმუნოა მათ მიერ მითითებული გარემოებები, მეორე მხრივ კი, სასამართლო მიუთითებს ხსენებულ პირთა ჩვენებებსა და საქმეზე დაკითხულ გუ-–-------------იძის ჩვენებას შორის არსებულ, არსებით წინააღმდეგობაზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა დაზარალებულმა ნი-------–-----მა საერთოდ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე სე------------ძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნი-------–-----ისაგან მიღებული ინფორმაციით, მას ყოფილმა მეუღლემ უთხრა, რომ შერიგებულიყვნენ, ასევე უთხრა ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოხვდებოდა. ნ--ომ თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ვა---–მა შეიძინა იარაღი და ამ ფაქტს დაუკავშირა ვა---–ის ნათქვამი, ამიტომ შეეშინდა ამ მუქარის და დარეკა პოლიციაში.

 

მოწმე პა--------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება იმის შესახებ რომ ნი-------–-----ის განმარტებით, ვა---–ი შერიგებას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო, ამაზე ვა---–მა უთხრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ ციხეში მოუწევდა წასვლა. ნ----- შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. ნ--ომ თქვა, რომ განიცადა შიში, რადგან იცოდა, რომ ვა---–ს იარაღი ჰქონდა შეძენილი.

 

მოწმე უჩ----------ას მიერ სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ გამოკითხული შეტყობინების ინიციატორის - ნი-------–-----ის ინფორმაციით, მეუღლე, რომელთანაც ერთად აღარ ცხოვროდა, სთხოვდა შერიგებას, როდესაც უარი მიიღო, ვა---–ს უთქვამს ისეთს გააკეთებდა, რომ ციხეში წავიდოდა. რადგან ნ--ომ იცოდა, რომ ვა---–ს შეძენილი ჰქონდა იარაღი, მისი სიტყვები აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რეალურ მუქარად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სე------------ძის, პა--------------–-ძის და უჩ----------ას ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მოწმის - გუ-–-------------იძის ჩვენებასთან, რადგან მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შვილს - ნი-------–-----სა და ყოფილ სიძეს შორის იყო კამათი, მაგრამ შვილის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

3.7. სასამართლო, ითვალისწინებს რა დადგენილ პრაქტიკას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები: სე------------ძე, პა--------------–-ძე და უჩ----------ა არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, ხოლო მოწმე გუ-–-------------იძე შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და უშუალოდ შეესწრო 2----–-–----------------- მომხდარ ინციდენტს.

 

იმ ვითარებაში, როცა მოწმეთა ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, დაზარალებული უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ, ვა---–-----------ძის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი სე------------ძის, პა--------------–-ძის და უჩ----------ას ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა, ხოლო ვა---–-----------ძის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ვა---–-----------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ვა---–-----------ძის მხრიდან ნი-------–-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვა---–-----------ძის მხრიდან ნი-------–-----ის მიმართ მუქარა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ ვა---–-----------ძემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა---–-----------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ვა---–-----------ძისაგან ამოღებული სასიგნალო პისტოლეტი, რომელიც ინახება შსს სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო-----------------------– სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ვა---–-----------ძეს.

 

სარ-----ლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვა---–-----------ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ვა---–-----------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გამართლებულ ვა---–-----------ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

4.1. ვა---–-----------ძისაგან ამოღებული სასიგნალო პისტოლეტი, რომელიც ინახება შსს სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო-----------------------– სამმართველოში, დაუბრუნდეს გამართლებულ ვა---–-----------ძეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო-----------------------–- სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე