გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
120210019002952209
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2952209-2/225-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’;

წარმომადგენელი - ზ---–----------ე;

მოპასუხე - ჯ------- ა-–------ე, ბ------ ა-–------ე, ც-–---- ა-–------ე, გ--–- გ--–-–---–ი;

წარმომადგენელი - ჯ------- ა-–------ე, ი--------------–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ჯ------- ა-–------ეს, ბ------ ა-–------ეს, ც-–---- ა-–------ესა და გ--–- გ--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 24138.48 ლარის გადახდა, საიდანაც 13656.96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5589.92 ლარი არის პროცენტი, (790.29 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 4799.63 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი-მიუღებელი შემოსავალი), 692.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 4199,52 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

1.2. მოპასუხე ჯ------- ა-–------ეს დაეკისროს 6309.72 ლარის გადახდა, საიდანაც 2904.83 ლარი არის სესხის ძირიადი თანხა, 2017.17 ლარი არის პროცენტი, (653.05 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 1364.12 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი-მიუღებელი შემოსავალი), 149,1 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 1238,62 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

1.3. მოპასუხეებს ჯ------- ა-–------ეს, ბ------ ა-–------ეს, ც-–---- ა-–------ესა და გ--–- გ--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 838.2 ლარის გადახდა, საიდანაც 50 ლარი წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილ სახ. ბაჟს, 724.2 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი, 22 ლარი არის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების განახლების საფასური, 42 ლარი არის საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთან, მოპასუხე ჯ------- ა-–------ეს ინდივიდუალური მოთხოვნის ნაწილში დაეკისროს საქმის განხილვისთვის გადახდილი ბაჟის 189.3 ლარის გადახდა.

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2----–-–----------ს მოსარჩელესა და მოპასუხე ჯ------- ა-–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1-------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 15000 ლარი 48 თვით, სესხის წლიური საპრცენტო განაკვეთი განისაძღვრა 21.7 %-ის ოდენობით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები (იხ. დანართი- სესხის გადახდის გრაფიკი). სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).

N1-------------- ხელშეკრულების შესაბამისად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: სესხის ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად „გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, ხოლო 7.4. მუხლის განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელსეკრულების დარღვევის შემთხვევაში „გამსესხებელს“ უფლება აქვს დაყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვიოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროვცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის), ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზიანი (მიუღებელი შემოსავალი), კერძოდ ის შემოსავალი რაც მოსარჩელეს არ მიუღია და უნდა მიეღო ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (მათ შორის, მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის სარგებელი (პროცენტი)).

2----–-–----------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან ბ------ ა-–------ესთან, ც-–---- ა-–------ესთან და გ--–- გ--–-–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ ბ------ ა-–------ესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 18 მაისს, ც-–---- ა-–------ესთან 2018 წლის 11 მაისს, ხოლო გ--–- გ--–-–---–თან 2----–-–----------ს. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავლიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 30566 ლარს.

2----–-–---------------ს მოსარჩელესა და ჯ------- ა-–------ეს შორის, გაფორმდა სესხის ხელშეკრულების N1--------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 3100 ლარის 24 თვით, სესხის ხელშეკრულების 3.7 მუხლის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე). სესხის ხელსეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების, მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

მსესხებლის და თავდებების მხრიდან სახეზეა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადების ხშირი დარღვევა, ხდება ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხეებს 2019 წლის იანვრის თვის შემდეგ არ განუხორციელებიათ ხელშეკრულებების სესხის გრაფიკით გათავლისწინებული გადასახდელები. შესაბამისად, როგორც მსესხებლის, ასევე, თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.

2019 წლის 17 აპრილის მდგომარეობით სოლიდარული მოპასუხეების: ჯ------- ა-–------ის, ბ------ ა-–------ის, ც-–---- ა-–------ის და გ--–- გ--–-–---–ის სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება N1-------------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს: 24138.48 ლარს, საიდანაც 13656.96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5589.92 ლარი არის პროცენტი, (790.29 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 4799.63 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 692.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 4199.52 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

2019 წლის 17 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე: ჯ------- ა-–------ის სახელზე არსებული დავალიანება N1--------------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს : 6309.72 ლარს, საიდანაც 2904.83 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 2017.17 ლარი არის პროცენტი, (653.05 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 1364.12 ლარი არის ხელსეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი) 149.1 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 1238.62 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ჯ------- ა-–------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს მას არ ეთანხმება.

მოპასუხის აზრით უსაფუძვლოა მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე, ვინაიდან კრედიტორს არ აქვს უფლება ერთდროულად მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის გადახდა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაც, რადგან ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო კრედიტორს წარმოეშობა იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის მოთხოვნის უოუფლება, რაც ნაგულისხმევია ხელშეკრულებაში მითითებულ ,,მიყენებულ ზარალში", ხოლო ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

მოპასუხის განმარტებით 2----–-–---------------ს მოსარჩელემ ფაქტობრივად აიძულა გაეფორმებინა მასთან ახალი სესხის ხელშეკრულება რათა დაფარულიყო 2----–-–----------ს მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხა. აღნიშნული ხელშეკრულება არის ბათილი/ამორალური გარიგება რადგან სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 65%-ით, რაც წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას ვინაიდან რამდენჯერმე აღემატება ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო პროცენტის განაკვეთებს (14,5%). სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპრეცენტო სარგებლის განისაზღვრა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის Nას-1146-2018 განჩინება), ამის გამო 2----–-–---------------ს ხელშეკრულებას ეთანხმება მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, სხვა თანხის (პროცენტი, ჯარიმა) გადახდის ვალდებულება არ ეკისრება ვინაიდან ამორალურ გარიგებასთან აქვს საქმე, - მოსარჩელემ გამოიყენა მისი გამოუვალი ფინანსური მდგომარეობა და აიძულა 65%-იან სესხის ხელშეკრულებაზე მომეწერა ხელი, რამაც უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა და საბოლოოდ ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა გრაფიკის შესაბამისად.

2.2. მოპასუხეების ბ------ ა-–------ის, ც-–---- გ--–-–---–ის და გ--–- გ--–-–---–ის წარმომადგენელს ი--------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია მანაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს მას არ ეთანხმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2----–-–----------ს მოსარჩელესა და მოპასუხე ჯ------- ა-–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1-------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 15000 ლარი 48 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21.7 %-ის ოდენობით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები (იხ. დანართი- სესხის გადახდის გრაფიკი). სესხის ხელშეკრულების 3.15. მუხლის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

2----–-–----------ის N1-------------- სესხის ხელშეკრულება,გადახდის გრაფიკი, დაზღვევის ბროშურა.

 

3.1.2. N1-------------- ხელშეკრულების შესაბამისად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: სესხის ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად „გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, ხოლო 7.4. მუხლის განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში „გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროვცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის), ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზიანი (მიუღებელი შემოსავალი), კერძოდ ის შემოსავალი რაც მოსარჩელეს არ მიუღია და უნდა მიეღო ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (მათ შორის, მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის სარგებელი (პროცენტი)).

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

2----–-–----------ის N1-------------- სესხის ხელშეკრულება,გადახდის გრაფიკი, დაზღვევის ბროშურა.

 

3.1.3. 2----–-–----------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან ბ------ ა-–------ესთან, ც-–---- ა-–------ესთან და გ--–- გ--–-–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ, ბ------ ა-–------ესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 18 მაისს, ც-–---- ა-–------ესთან 2018 წლის 11 მაისს, ხოლო გ--–- გ--–-–---–თან 2----–-–----------ს. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 30566 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

N1-------------- სესხთან დაკავშირებული თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები: 2018 წლის 18 მაისის; 2018 წლის 11 მაისის; 2----–-–----------ის;

 

3.1.4. 2----–-–---------------ს მოსარჩელესა და ჯ------- ა-–------ეს შორის, გაფორმდა სესხის ხელშეკრულების N1--------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 3100 ლარის 24 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 65%. სესხის ხელშეკრულების 3.7. მუხლის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებული ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე). სესხის ხელსეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების, მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

2----–-–---------------ს N1-------------- სესხის ხელშეკრულება,გადახდის გრაფიკი, დაზღვევის ბროშურა.

 

3.1.5. მოპასუხეებს 2019 წლის იანვრის თვის შემდეგ არ განუხორციელებიათ ხელშეკრულებების სესხის გრაფიკით გათავლისწინებული გადასახდელები. შესაბამისად, როგორც მსესხებლის, ასევე, თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მსესხებელსა და თავდებზე ჩაბარებული წერილები და უკუგზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. 2019 წლის 17 აპრილის მდგომარეობით სოლიდარული მოპასუხეების: ჯ------- ა-–------ის, ბ------ ა-–------ის, ც-–---- ა-–------ის და გ--–- გ--–-–---–ის სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება N1-------------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს: 24138.48 ლარს, საიდანაც 13656.96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5589.92 ლარი არის პროცენტი, (790.29 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 4799.63 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 692.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 4199.52 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

17.04.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;

გადახდის ისტორიები;

 

3.2.2. 2019 წლის 17 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე: ჯ------- ა-–------ის სახელზე არსებული დავალიანება N1--------------- ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს : 6309.72 ლარს, საიდანაც 2904.83 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 2017.17 ლარი არის პროცენტი, (653.05 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 1364.12 ლარი არის ხელსეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი) 149.1 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 1238.62 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

17.04.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;

გადახდის ისტორიები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 54-ე, 316-317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

აღნიშნული მუხლი თავისი არსით ზოგადი ხასიათის ნორმაა და გარიგების ბათილობის სამ განსხვავებულ, ასევე ზოგად საფუძველზე უთითებს, კერძოდ გარიგება ბათილია, თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია კონკრეტული წინაპირობა გარიგების ბათილად მისაჩნევად, დასახელებული ნორმის თანახმად, გარიგების ბათილად მისაჩნევად, აუცილებელია, რომ გარიგება დადებული იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონრტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით.

საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.

დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, იმისთვის, რომ გარიგება ამორალურად (არაკეთილსინდისიერად) იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი პირობა: პირველი - ერთი მხარე უნდა იყენებდეს მეორე მხარის უმწეო მდგომარეობაში ყოფნას, გამოუცდელობას, გონივრული განსჯის უუნარობას ან უყურადღებობას (ანუ სარგებლის მიმღები უნდა მოქმედებდეს გასაკიცხი მოტივაციით) და მეორე - სახეზე უნდა იყო აშკარა შეუსაბამობა შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართოს 2018 წლის 12 ნოემბრის Nას-1146-2018 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლიც, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რასაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის დადებული 2012 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპრეცენტო სარგებელი განისაზღვრა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა...."

,, ... მხარეთა მიერ სარგებელზე ამგვარი შეთანხმება მთლიანად ბათილია და არ შეიძლება ნამდვილად იქნეს მიჩნეული სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რადგან გარიგების ეს პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან აშკარად შეუსაბამოა; ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად - საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს."

შესაბამისად, უცილოდ ბათილი გარიგების საფუძველზე მოპასუხე მხარეს ვალდებულება ვერ წარმოეშობა და 2----–-–---------------ს ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მოპასუხე მხარისათვის სარგებლის დაკისრების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს 2----–-–---------------ს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე მხარისათვის სარგებლის 2017,17 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულება გულისხმობდა როგორც ძირი თანხის ასევე სარგებლის გადახდას. მართალია სასამართლომ შეუსაბამოდ მარალ სარგებელთან დაკავშირებით 2----–-–---------------ს შეთანხმება მიიჩნია ბათილ გარიგებად, მაგრამ ძირი თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხე მხარეს მაინც ეკისრება.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–----------ის და 2----–-–---------------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მათ ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანება 2----–-–----------ი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს 24138.48 ლარს, საიდანაც 13656.96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5589.92 ლარი არის პროცენტი, (790.29 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 4799.63 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 692.08 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 4199.52 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

ასევე, 2----–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს 4292,55 ლარს, საიდანაც 2904.83 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 149.1 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 1238.62 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, კერძოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2----–-–----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 790.29 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისეთათვის სს ,,კ------------ის'' სასარგებლოდ 2----–-–----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდას ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 4799,63 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 2----–-–----------ის წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის 4799,63 ლარის გადახდა.

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და 2----–-–----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 500 ლარით, 2----–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 200 ლარით.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–----------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან ბ------ ა-–------ესთან, ც-–---- ა-–------ესთან და გ--–- გ--–-–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ ბ------ ა-–------ესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 18 მაისს, ც-–---- ა-–------ესთან 2018 წლის 11 მაისს, ხოლო გ--–- გ--–-–---–თან 2----–-–----------ს. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავლიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 30566 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

ხოლო, ამავე კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2----–-–----------ი და 3-----------ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

საქმის მასალებითა და თავად მოსარჩელის განმარტებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები შეწყდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ვერ დაეკისრება სადაზღვევო შესატანის გადახდა იმ პერიოდისათვის, როდესაც ხელშეკრულება აღარ მოქმედებდა იმის გამო, რომ მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარეს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოპასუხე მხარის შესასრულებელი ვალდებულება სადაზღვევო შესატანის ნაწილში წარმოადგენდა 2----–-–----------ის სესხთან დაკავშირებით 50,64 ლარს (3 თვის შესატანი), ხოლო 2----–-–---------------ს სესხთან დაკავშირებით 21,3 ლარს (3 თვის შესატანი). რისი დაკისრებაც უნდა მოხდეს მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ.

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში, სესხის ორივე ხელშეკრულების 10.3. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს გამსესხებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს ჯ------- ა-–------ეს, ბ------ ა-–------ეს, ც-–---- ა-–------ეს და გ--–- გ--–-–---–ს 2----–-–----------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (გადახდილი ბაჟი 724,2 ლარი), სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 185 ლარის გადახდა. 408 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს ხაზინიდან, 131,2 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, 40 ლარი საჯარო რეესტრის საფასური და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟი.

2----–-–---------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (გადახდილი ბაჟი 189,3 ლარი) ჯ------- ა-–------ეს უნდა დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ 7 ლარი, 95,51 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 86,79 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს ხაზინიდან.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,კ------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ჯ------- ა-–------ეს, ბ------ ა-–------ეს, ც-–---- ა-–------ეს და გ--–- გ--–-–---–ს სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ 2----–-–----------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 19 797,52 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 656,96 ლარი, პროცენტი – 5589,92 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 50,64 ლარი.

1.2. ჯ------- ა-–------ეს სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ 2----–-–---------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 3126,13 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2904,83 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 21,3 ლარი.

2. მოპასუხე ჯ------- ა-–------ეს, ბ------ ა-–------ეს, ც-–---- ა-–------ეს და გ--–- გ--–-–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 275 ლარის გადახდა (185 ლარი ბაჟი, 40 ლარი საჯარო რეესტრის საფასური და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟი).

- დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად 130,27 ლარი.

- დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,კ------------ს" ხაზინიდან 408 ლარი.

მოპასუხეს ჯ------- ა-–------ეს, მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 7 ლარის გადახდა.

- დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად 95,51 ლარი.

- დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,კ------------ს" ხაზინიდან 86,79 ლარი.

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი