გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/903-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე
მოსარჩელე - სს ”ლ--------------”;
წარმომადგენელი - ნ--------------;
მოპასუხეები - მ-----–----–--–--–---–ი, პ---–------------, ზ--------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ-----–----–--–--–---–ს, პ---–------------ს და ზ--------------ეს, მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0-------------- სესხზე არსებული დავალიანების 5377.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5088.53 ლარი, პროცენტი - 122.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 166.25 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 14 თებერვალს მ-----–----–--–--–---–სა და სს ,,ლ-------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი 8099 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა სხვა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით, 84 თვის ვადით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 19% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 14 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0---------------1 სს ,,ლ-------------სა“ და პ---–------------ს შორის და N0---------------2 სს ,,ლ-------------სა“ და ზ--------------ეს შორის. თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 14866.28 ლარი. სს ,,ლ-------------მა“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გასცა კრედიტი, მ-----–----–--–--–---–მა კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დღეის მდგომარეობით მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში 2017 წლის 27 ნოემბრიდან და სს ,,ლ--------------“-ს მიმართ ერიცხება დავალიანება სესხზე 5377.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5088.53 ლარი, პროცენტი - 122.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 166.25 ლარი. მოსარჩელის მითითებით, მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებული იქნა დავალიანების შესახებ, თუმცა მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა სს „ლ-------------მა“ მიზანშეწონილად მიიჩნია დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მომართოს სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა მ-----–----–--–--–---–მა, პ---–------------მ და ზ--------------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ხოლო და სასამართლო სხდომაზე სრულად ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 14 თებერვალს მ-----–----–--–--–---–სა და სს ,,ლ-------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი 8099 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა სხვა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით, 84 თვის ვადით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 19% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22 )
3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 14 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0---------------1 სს ,,ლ-------------სა“ და პ---–------------ს შორის და N0---------------2 სს ,,ლ-------------სა“ და ზ--------------ეს შორის. თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 14866.28 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი);
- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-26 )
3.1.3. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20-22 )
_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი)
3.1.3 მოპასუხის მიერ ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 27 ნოემბრიდან არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს2019 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი)
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლ--------------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის 2014 წლის 14 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, მ-----–----–--–--–---–მა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ--------------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 5088.55 ლარის ანაზღაურება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 122.77 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს 166.25 ლარის დაკისრების ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 14 თებერვალს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებთან პ---–------------სთან და ზ--------------ესთან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხე მ-----–----–--–--–---–ის ფულად ვალდებულებებზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ მოვალეებს უნდა დაეკისროთ.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელის სცნეს სრულად.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
შესაბამისად, მოპასუხეებს მ-----–----–--–--–---–ს, პ---–------------ს და ზ--------------ეს, მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0-------------- სესხზე არსებული დავალიანების 5377.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5088.53 ლარი, პროცენტი - 122.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 166.25 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმნენ სრულად და შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 161.33 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს მ-----–----–--–--–---–ს, პ---–------------ს და ზ--------------ეს, მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების 5088.53 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს მ-----–----–--–--–---–ს, პ---–------------ს და ზ--------------ეს, მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით 122.77 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს მ-----–----–--–--–---–ს, პ---–------------ს და ზ--------------ეს, მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 166.25 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 161.33 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 16 ოქტომბერს, სს ,,ლ-------------ში“, საგადახდო დავალება N1, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი T-------; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა