გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002-57414
N 3/71-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.10.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე: ლი-------------აძე
წარმომადგენელი: კა-------–-–--ლი
მოპასუხე: სსიპ ს-------------------------------–--------ტო,სსიპ ს-------------------------------–--------ტ------------------------–------ისი,წარმომადგენელი: გი--------------–აძე
მოპასუხე: ჩო-----------------–----–-------------ია
წარმომადგენელი: მა-----------–-ძე
მოპასუხე: ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ი.
წარმომადგენელი: გუ----------–--–--ძე,დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2-.04.2--- წლის N1 ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. ს-------------------------------–--------ტოს, გ-------------------–-------სის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე ლი-------------აძის წარმომადგენლის კა-------–-–--ლის განმარტებით მისმა მარწმუნებელმა 2----–-–----------------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონალურ ოფისს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების დროს ჩო-----------------–----–------ისაგან რეგიონალურმა ოფისმა მოითხოვა უფლების დამადასტურებლი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმით ეცნობა, რომ ნაკვეთი წარმოდგენილ ნახაზთან იდენტური იყო. საჯარო რეესტრის სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2--- წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ლი-------------აძის საკუთრებაში რეგისტრაცია გაიარა უძრავმა ქონებამ და მიენიჭა ს/კ 2-.11.23.2--. ამის შემდგომ 2--- წლის 9 აპრილს საჯარო რეესტრმა წერილით მიმართა ჩო-----------------–----–-------------იას და ფაქტიურად მოითხოვა მერიის მიერ გაცემული ცნობების ბათილობა, რაც დაკმაყოფილებულ იქნა და ბათილად იქნა ცნობილი ადგილზე დათვალიერების N----- ოქმი (06.02.2---). საჯარო რეესტრის 2--- წლის 18 მაისის N--------------- გადაწყვეტილებით ლი-------------აძეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ-ჩო-----------------–----–------მა გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, არ უზრუნველყო ლი-------------აძის ცართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ფაქტობრივად აქტის გამოცემის მწერე დაიწყეს გამოკვლევა კა-------–-–--ლი ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე, სსიპ ს-------------------------------–--------ტ------------------------–------ისის წარმომადგენელმა, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხეებმა, ჩო-----------------–----–-------------იის და ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ჩო-----------------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იდენტურობის ოქმს ადგენს მერიის წარმომადგენელი. თავდაპირველად არასწორად იქნა დადგენილი ლი-------------აძის მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შემდგომ კომისიის წევრების მიერ სანოტარო აქტით იქნა დადასტურებული, რომ ლი-------------აძის ნაკვეთი იყო სხვა ადგილზე და არა იქ, სადაც პირველად მოხდა დადასტურება. აღნიშნული ასევე დადასტურებულ იქნა გო--------–-----–-ს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2----–-–----------------- ლი-------------აძემ (პირადი ნომერი 0----------) ს-------------------------------–--------ტოს გურიის რეგიონულ ოფისში წარადგინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ჩო-----------------–----–------ში, სოფელ გო--------–-----–ში მდებარე 2508 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2017 წლის 22 დეკემბერს გ-------------------–-------სის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან №5----- მიმართვით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩო-----------------–----–------ის სოფელ გო--------–-----–ში ლი--------–--------–-------------ის კომლის შემადგენლობის/სხვა კომლში წევრად არსებობის, მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
2--- წლის 15 იანვარს დაინტერესებული პირის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დამატებით წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №2--. იხ: გვ.20-21. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2--- წლის 9------------------ წერილის თანახმად, ს-------------------------------–--------ტოს №5----- მიმართვით მოთხოვნილი ინფორმაცია ლი--------–--------–-------------ის შესახებ გურიის რეგიონულ არქივში დაცული არ აღმოჩნდა.
2--- წლის 1 თებერვალს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა; შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ს-------------------------------–--------ტოს №5---- მიმართვით გამოთხოვილ იქნა ჩო-----------------–----–-------------იიდან.
ჩო-----------------–----–-------------იის 2--- წლის 7 თებერვლის №4-- წერილისა და №0---- ოქმის თანახმად, დადასტურებულ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტ------------------------–------ისის 13.02.2--- წლის №8------------09 გადაწყვეტილებით ლი-------------აძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება და მიენიჭა საკადასტრო კოდი 2-.11.23.2-- (სასოფლო-სამეურნეო მიწა; დაზუსტებული ფართობი 2508 კვ/მ; მის.: ჩო-----------------–----–------ი, სოფელი გო--------–-----–-);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჩო-----------------–----–-------------იის 07.02.2--- წლის №4-- წერილი
- ჩო-----------------–----–-------------იის 06.02.2--- წლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0----
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 8------------09 (13.02.2---) გადაწყვეტილება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 2-.11.23.2--
- საკადასტრო რუკა ს/კ 2-.11.23.2--
3.2. ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2--- წლის 2 აპრილის N09 წერილის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ჩო-----------------–----–-------------იის 2--- წლის 7 თებერვლის №4-- წერილით გამოგზავნილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმში მითითებული გადაწყვეტილება არ ასახავდა რეალურად არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას; კერძოდ, სოფელ გო--------–-----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 13 თებერვალს ლი-------------აძის (პირადი ნომერი 0----------) სახელზე გაცემული №2-- მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები არ იყო იდენტური.
09.04.2--- წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგნეტომ №1----- წერილით მიმართა ჩო-----------------–----–-------------იას, რომლითაც მოითხოვა მუნიციპალიტეტის მერიისაგან ინფორმაცია იმის თაობაზე განხორციელდა თუ არა ჩო----------------–----–-------ს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამდგენი ოქმის N----- (დამოწმების თარიღი: 06.02.2--- ჩო-----------------–----–-------------ია) და წერილი N4-- (დამოწმების თარიღი 07.02.2--- ჩო-----------------–----–------ი) ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 09.04.2--- წლის №1----- წერილი
3.3. ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2-.04.2--- წლის №1 ბრძანების თანახმად, სოფელ გო--------–-----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 13 თებერვალს ლი-------------აძის (პირადი ნომერი 0----------) სახელზე გაცემული №2-- მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართულ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №0---- (დამოწმების თარიღი 06.02.2---) ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჩო----------------–----–-------ს მერიის 26/04/2--- წლის №2051 წერილი
- ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2-.04.2--- წლის №1 ბრძანება.
3.4. 2--- წლის 2 მაისს გ-------------------–-------სის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №892---304214-07 გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №8------------09 (13.02.2--- წ.) გადაწყვეტილება.
2--- წლის 2 მაისს ს-------------------------------–--------ტოს გურიის რეგიონულ ოფისის მიერ მიღებულ იქნა №892---3722-6 პირობითი განცხადება, ჩო-----------------–----–------ში, სოფელ გო--------–-----–ში მდებარე 2508 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლი-------------აძის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2--- წლის 8 მაისს გ-------------------–-------სის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892---3722-6-04 გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში ს-------------------------------–--------ტოს №------ მიმართვით ჩო-----------------–----–-------------იიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე.
საჯარო რეესტრის გ-------------------–-------სის 18.05.2--- წლის №892---3722-6-06 გადაწყვეტილებით,დაინტერესებულ პირს - ლი-------------აძეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------–--------ტოს, გ-------------------–-------სის გადაწყვე-ტილება 892---304214-07 (02.05.2---)
- ს-------------------------------–--------ტოს, გ-------------------–-------სის გადაწყვე-ტილება 892---3722-6-06 (18.05.2---)
3.5 2--- წლის 21 მაისს ლი-------------აძის წარმომადგენელმა, კა-------–-–--ლმა (პირადი ნომერი 33001017758) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №2-8------ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №892---3722-6-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №892---3722-6 სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. ს-------------------------------–--------ტოს (22.06.2---) №2----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგნეტოს 22.06.2--- წლის №2----- გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ.. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებითი ხასიათის საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე სასამართლო კონტროლის გავრცელება ემსახურება ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზანს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის ნორმებთან.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა.
6.6. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ 2----–-–----------------- ლი-------------აძემ (პირადი ნომერი 0----------) ს-------------------------------–--------ტოს გურიის რეგიონულ ოფისში წარადგინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა ჩო-----------------–----–------ში, სოფელ გო--------–-----–ში მდებარე 2508 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2017 წლის 22 დეკემბერს გ-------------------–-------სის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან №5----- მიმართვით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩო-----------------–----–------ის სოფელ გო--------–-----–ში ლი--------–--------–-------------ის კომლის შემადგენლობის/სხვა კომლში წევრად არსებობის, მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2--- წლის 9------------------ წერილის თანახმად, ს-------------------------------–--------ტოს №5----- მიმართვით მოთხოვნილი ინფორმაცია ლი--------–--------–-------------ის შესახებ გურიის რეგიონულ არქივში დაცული არ აღმოჩნდა. 2--- წლის 15 იანვარს გ-------------------–-------სის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა ინფორმაციის წარდგენა, წარმოადგენდა თუ არა ჩო-----------------–----–------ში, სოფელ გო--------–-----–ში მდებარე, ლი-------------აძის სახელზე სისტემურად რეგისტრირებული, 2380 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 2-.11.01.0--) დაინტერესებული პირის საკუთრებას და შეესაბამებოდა თუ არა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციას. 2--- წლის 26 იანვარს დაინტერესებული პირის მიერ დადასტურებულ იქნა აღნიშნული უძრავი ნივთის ლი-------------აძისადმი კუთვნილებისა და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზთან შესაბამისობის ფაქტი.
გ-------------------–-------სის მიერ 2--- წლის 13 თებერვალს, მას შემდეგ რაც ჩო-----------------–----–-------------იის მიერ 2--- წლის 7 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა №4-- წერილი და №0---- ოქმი, რომლებითაც დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №8------------09 გადაწყვეტილება, რომლითაც ჩო-----------------–----–------ში, სოფელ გო--------–-----–ში მდებარე 2508 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ლი-------------აძის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრების უფლება.
რის შემდეგაც 2--- წლის 2 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩო-----------------–----–-------------იის მიერ გადაგზავნილი იქნა წერილი №09, რომელში მითითებული იყო, რომ ჩო-----------------–----–-------------იის 2--- წლის 7 თებერვლის №4-- წერილით გამოგზავნილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0---- ოქმში მითითებული გადაწყვეტილება არ ასახავდა რეალურად არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას; კერძოდ, სოფელ გო--------–-----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 13 თებერვალს ლი-------------აძის (პირადი ნომერი 0----------) სახელზე გაცემული №2-- მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები არ იყო იდენტური, რაც გახდა საბოლოო ჯამში ლი-------------აცის სახელზე უზრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ დავასკვნათ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა სრულყოფილად.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა გამოეკვლია, სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო ვინმეს სარგებლობაში, ადმინისტრაციული წარმოების დროს მიწვია მოსარჩელეები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-2-6-2-3 ).
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნას ცნობილი: ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2-.04.2--- წლის N1 ბრძანება, ს-------------------------------–--------ტოს, გ-------------------–-------სის N--------------- გადაწყვეტილება, ასევე ს-------------------------------–--------ტოს 22.06.2--- წლის N2----- გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ჩო-----------------–----–-------------იას, ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ს, ს-------------------------------–--------ტოს და ს-------------------------------–--------ტოს გურიის რეგიონულ ოფისს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე ლი-------------აძის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 2-4-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. ლი-------------აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ის 2-.04.2--- წლის N1 ბრძანება.
- ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–--------ტოს, გ-------------------–-------სის გადაწყვეტილება 892---3722-6-06.
2. მოპასუხეებს- ჩო-----------------–----–-------------იას, ჩო-----------------–----–--------------------–-----–----------------–----–-----------–ს, ს-------------------------------–--------ტოს და ს-------------------------------–--------ტოს გურიის რეგიონულ ოფისს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ლი-------------აძის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარინა კიკნაძე