განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
820100119003201064
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003201064

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/216-2019 წ

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი მ-------------ე

 

ბრალდებული - ზ----------–--ე (დაბადებული 1----–-–------------------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დაოჯახებული, ს-–----–----------–--ით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხულოს რაიონი, სოფელი წ---–--ა).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ზ----------–--ე 2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–--აში, მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - შვილების; გ--------–----------ა ა--–-----ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ნ---------------ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----------–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 17:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–--აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ----------–--ემ მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - შვილების გ--------–----------ა თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ნ---------------ს ზურგისა და მუცლის არეში ხელის დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ნ--------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----------–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 17:30 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–--აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ----------–--ე, მის მიერვე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ნ---------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----------–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ზ----------–--ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, რის გამოც ბრალდებული ზ----------–--ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში და ცნობილი იქნას უდანაშაულოდ.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ---------------მ უარი განაცხადა მისი მეუღლის ზ----------–--ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ნ--------------ის დედამ თ----------------მ განმარტა, რომ მას მისი შვილის და ზ----------–--ის კამათი და ჩხუბი, ცემა არ უნახავს და არ შესწრებია. მისი შვილი ცხოვრობს მათი სახლიდან 100-200 მეტრში. ეზოში ყოფნისას გაიგონა ზ----------–--ის ყვირილის ხმა და რა მოხდა არ იცოდა. მათ შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენია. მისი შვილი მოდიოდა მისი სახლისკენ, ხოლო ზ----------–--ე ილანძღებოდა და იგინებოდა ნ----- მისამართით. ნ----- მისთვის არაფერი უთქვამს თუ რა მოხდა.

 

სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის თ---------------ის 2019 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 19 აგვისტოს დღის დაახლოებით 18 საათზე მას და მის შვილს გ---------------ს შემოესმათ ნ--------------ის სახლიდან ზ----------–--ის ყვირილი და ლანძღვა-გინება ნ--------------ის მიმართ, რის გამოც მივიდნენ ზ----------–--ის ეზოსთან. გზაში გაიგონეს ასევე ნ--------------ის ტირილი და თხოვნა დამშვიდებულიყო ზ------ და აღარ გაეგრძელებინა მასზე შეურაცყოფის მიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ზ----------–--ემ დაინახა მისულები, არ შეუწყვეტია ნ--------------ის მიმართ ლანძღვა-გინება და მოუწოდებდა ნ----- წასულიყო სახლიდან, ასევე ეუბნებოდა, რომ თუ გაბედავდა სახლში დაბრუნებას მოკლავდა. ამის შემდეგ ნ---- გამოვიდა ეზოში, აღნიშნულ ფაქტს ხედავდნენ და ხდებოდა მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. გზად ნ---- თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და მომხდარზე ითხოვა პოლიციის დახმარება. ნ---------------მ მას და გ----ს მოუყვა, რომ ზ------მ მუცელში ჩაარტყა ხელი, აგინა და ამასთან დანით დაემუქრა მოკვლით. მას ადრეც მიაყენა შეურაცყოფა ოზურგეთში ყოფნისას.

 

მოწმე თ----------------მ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნაწილობრივ ადასტურებს გამოკითხვის ოქმს. მის შვილს მისთვის არ უთქვამს, რომ ზ----------–--ემ მუცელში დაარტყა, მართალია ხელი მოაწერა მისი გამოკითხვის ოქმს, მაგრამ არ წაუკითხავს, როგორც უკარნახეს ისე დაწერა.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ნ--------------ის ძმამ გ---------------მ განმარტა, რომ აპირებდა სამსახურში წასვლას და ეზოში, რომ გამოვიდა დაინახა დედამისი და მისი და მოდიოდნენ სახლისკენ და დედამისმა არ გაუშვა, რის შემდეგაც წავიდა სამსახურში.

 

სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის გ---- დავითაძის 2019 წლის 22 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მისი დისგან არასდროს მოუსმენია ჩივილი, რომ მას ზ----------–--ე აყენებდა შეურაცყოფას. 2019 წლის 19 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 18 საათისათვის აპირებდა სამუშაოზე წასვლას და იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც მისი დის სახლიდან შემოესმა ხმაური. დედასთან თ----------------სთან ერთად წავიდა მისი სახლისაკენ, საიდანაც გამოვიდა მისი და შეშინებული და აფორიაქებული, ხოლო სახლიდან ისმოდა მისი სიძის გინება და ლანძღვა მისი დის ნ--------------ის მისამართით. ზ------ აივანზეც გამოვიდა და გააგრძელა ლანძღვა გინება, რის შემდეგაც წამოვიდნენ სახლში, რა დროსაც ზ------ კიდევ ილანძღებოდა მისი დის მისამართით და ემუქრებოდა აქ არ დაგინახო მოსული თორემ მოგკლავო. მის ხელში დანა არ შეუნიშნავს. მისი დის გადმოცემით ზ----------–--ე მას დაემუქრა დანით და ამის გამო გამოიქცა სახლიდან, რადგან შეეშინდა არ დაერტყა დანა. გზაში ნ----მ დარეკა 112-ზე და აცნობა მომხდარის შესახებ. სახლში მისვლის შემდეგ ნ----მ უთხრა, რომ ზ------ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, ასევე დაემუქრა დანით მოკვლით, ნ----მ ასევე უთხრა, რომ სიტყვიერ შეურაცყოფის ფაქტს მის მიმართ ზ------ს მხრიდან, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას აქვს სისტემატიური ხასიათი. ზ------სა და ნ----- ჩხუბს ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები გ------------------ა.

მოწმე გ---------------მ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ ადასტურებს მის საუბარს ნ-----თან, რომ ზ----------–--ე დანით დაემუქრა, ასეთი რამ არ გაუგონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ნ--------------ის შვილმა არასრულწლოვანმა გ-------–---მ განმარტა, რომ მან მხოლოდ ყვირილის ხმა გაიგო, მაგრამ არ მისულა. დედამისსაც მისთვის არაფერი არ უთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე შს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემოსული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ადგილზე, სადაც ნ--------------- დახვდათ მშობლების ოჯახში, იყო შეშინებული და ტიროდა, განმარტავდა, რომ ზ----------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ემურებოდა დანით მოკვლით, რის შემდეგაც დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა დანა, ხოლო ზ----------–--ე დააკავეს.

 

სასამართლო სხდომაზე შს ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ------–-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება, რის შემდეგაც ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოკითხა მოწმეები, ამოღებული იქნა დანა.

 

2019 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრ 112-ში ნ---- ბ------მ შეატყობინა მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული შს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს---–-------–--ის და რ-----------------–--ის 2019 წლის 20 აგვისტოს გამოკითხვის ოქმების მიხედვით 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ სოფელ წ---–--აში, სადაც დედის საცხოვრებელ სახლში დახვდათ ნ---------------, რომელიც ტიროდა და იყო შეშინებული. მათთან საუბარში განაცხადა, რომ მეუღლემ ზ----------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით და ემუქრებოდა მოკვლით, რის შემდეგაც ზ----------–--ე დააკავეს და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

2019 წლის 19 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით მოძალადე ზ----------–--ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ნ--------------- ცხოვრობს.

 

2019 წლის 19 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხულოს რაიონის სოფელ წ---–--აში სასოფლო საავტომობილო გზის მარჯვენა ქვედა მხარეს. საცხოვრებელ სახლში მაგიდასთან იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა სამზარეულოს დანა, ლურჯი ფერის პლასტმასის ტარით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული ნივთმტკიცებით დანით.

 

2018 წლის 24 დეკემბრის ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ დაქორწინდნენ ზ----------–--ე და ნ---------------.

 

2010 წლის 17 მაისის დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ზ----------–--ის და ნ--------------ის შვილია 2010 წლის 13 მაისს დაბადებული გ-------–---.

 

2019 წლის 19 აგვისტოს დაკავების ოქმით ირკვევა, რომ ხულოს რაიონის სოფელ წ---–--აში მის საცხოვრებელ სახლში დაკავებული იქნა ზ----------–--ე.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 16 სექტემბრის სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნით ნ---------------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.

 

ბრალდებულმა ზ----------–--ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ არაა დამნაშავე, გაბრაზებული იგინებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება ზ----------–--ის ბრალდების დასადასტურებლად. დაზარალებულმა ნ---- ა--–---მ უარი განაცხადა მისი მეუღლის ზ----------–--ის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მტკიცებულება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომლებითაც შეუძლებელია უტყუარად დადასტურდეს ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.

 

მოწმეები თ----------------, გ--------------- და გ-------–--- არ შესწრებიან ზ----------–--ის მხრიდან ნ--------------ის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებს, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, რომ ესმოდათ ზ----------–--ის ყვირილი და ლანძღვა-გინება ნ--------------ის მიმართ არაა საკმარისი ქმედების 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისთვის. მოწმეები თ------–-----, გ------------, ს---–-------–--ე და რ-----------------–--ე გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის ცნობილი გახდა ნ--------------ის ნათქვამით, თუმცა, როგორც აღინიშნა თავდაპირველი ინფორმაციის წყარომ დაზარალებულმა ნ---------------მ უარი განაცხადა მისი მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ---------------ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. შესაბამისად არ დასტურდება ზ----------–--ის მხრიდან ნ--------------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე ძალადობის, ან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რომლის გამოც ნ---------------მ განიცადა ტანჯვა, ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან ს ხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ----------–--ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ ირიბი ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება ზ----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული დანა უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----------–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ----------–--ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ----------–--ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გაუქმდეს ზ----------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთმტკიცება დანა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულს - ზ----------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი