განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
010100119003089764
დავის ტიპი
238 (1) 2 , 151
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003089764

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ანი ბორჩაშვილი

 

ბრალდებული - ზა------------ე

ადვოკატი - ქე------------ია, თეი------------–---ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ზა------------ე

მამის სახელი: ბადრი

დაბადებული: 1--09.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ხე-–--------ი, სოფ. გა-------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

2381 მუხლის მე-2 ნაწილი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 13 ივნისი, 16:40 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ პერიოდში ზა------------ემ არასრულწლოვან შვი-–-ბთან ყოფნისას დანის გამოყენებით დაიმუქრა ყოფილი მეუღლის - სა-–------------ას მოკვლითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანი შვი-–-ბისგან, ხოლო 2019 წლის 09 ივნისს, 22:19 საათზე, სა-–------------ას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ზა------------ე, რომელმაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ზა------------ე, 2019 წლის 13 ივნისს, ქ. ბათუმში ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მუქარა

 

3. 2019 წლის 10 ივნისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფი-–-ბაში დაზარალებულის - სა-–------------ას შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება მუქარის ფაქტზე.

 

4. შეტყობინების (რეგისტრაციის N1501704) თანახმად, სა-–------------ა აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ზა------------ე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

 

5. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფი-–-ბის უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ზუ-----------–-ძის მიერ შედგენილი N019725, N019724 და N019726 შემაკავებელი ორდერების თანახმად, ასევე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფი-–-ბის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ბო-------–---იას მიერ შედგენილი N019723 შემაკავებელი ორდერის თანახმად, ზა------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის სა-–------------ას მიმართ მუქარის ფაქტს. ამავე შემაკავებელი ორდერებით, მოძალადეს - ზა------------ეს შეეზღუდა მსხვერპლთან - მილ--------------თან, მა--------------ესთან, მიშ-------------ეთან და სა-–------------ასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

6. დაზარალებულ სა-–------------ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, ყოფილი მეუღლე - ზა------------ე ემუქრებოდა. ქუჩაშიც ბევრჯერ დახვდა, დარტყმა უნდოდა. სახლშიც მიდიოდა და ემუქრებოდა. აღნიშნული გამოწვეული იყო ეჭვიანობით, მას შემდეგ, რაც გაიგო რომ სხვას ხვდებოდა, გახდა აგრესიული და ბავშვები განაწყო მის წინააღმდეგ. სა-–------------ას ჩვენების თანახმად იგი ბრალდებულს შვი-–-ბთან ურთიერთობას არ უშლიდა, კარგი მამა იყო. 2019 წლის 08 ივნისს სახლში დაბრუნებისას შვი-–-ბი ტიროდნენ, მათი განმარტებითმამა - ზა------------ე იყო მისული და უთხრა "დედიკოს ყელს გამოვჭრიო, (დანა შვი-–-ბთან გაშალა) და მის შეყვარებულს ზედ დავაყოლებო. ბავშვები შეშინებულები იყვნენ. სა-–------------ა დაუკავშირდა ზა------------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ არ აინტერესებდა, სახლში თუ ვერ მივიდოდა გარეთ მაინც ნახავდა. დაზარალებული იმდენად შეაწუხა მუქარამ, გარეთ გასვლის ეშინოდა და გადაწყვიტა განეცხადებინა პოლიციაში.

 

7. ბრალდებულის და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვი-–-ბის - მი-–-ნა, მი–--ო და მა--------------ეების ჩვენებების ანალიზის თანახმად, ნათელია რომ ბრალდებულს შვი-–-ბთან კარგი დამოკიდებულება აქვს. შემთხვევის დღეს კი მან გასაშლელი დანის გამოყენებით დაიმუქრა ბავშვების დედის - სა-–------------ას მოკვლით, რაც ბავშვებმა ამ უკანასკნელს უთხრეს.

 

8. ბრალდებულმა ზა------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების დროს მუქარის განხორციელება უარყო, მაგრამ დაადასტურა, რომ მართლაც იყო მისული ყოფილი მეუღლის - სა-–------------ას სახლში შვი-–-ბის სანახავად, ბავშვები სახლში მარტო იყვნენ, ჰკითხა სად იყო დედა, მარტო რატომ იყვნენ და სავარაუდოდ შეიგინა. რაც შეეხება დანას, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ დანას არ ატარებდა და შესაბამისად ბავშვებთანაც არ ამოუღია.

 

9. მოწმე ზე-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, ის ცხოვრობს ძმასთან ზა------------ესთან ერთად, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. მისი ძმისშვილი - მიშ-------------ე მათთან ცხოვრობს. გოგონებიც - მი-–-ნა და მა--------------ეები ხშირად მათთან არიან. შემთხვევის დღეს სა-–------------ამ დაურეკა და სთხოვა ყოფილი მეუღლესთან საუბარში დახმარება. როდესაც ზა------------ე მივიდა სახლში და დაურეკა ზე-------------ეს არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ზა------------ე გაღიზიანდა და შეაგინა. მოწმის ჩვენებით ზა------------ე ბავშვებისთვის კარგი მამაა და მათთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა.

 

ცივი იარაღი

 

10. 2019 წლის 13 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ზა------------ისგან ამოღებული იქნა გასაშლელი დანა.

 

11. ჩხრეკის ჩამტარებელმა პირმა - გამომძიებელმა ზუ-----------–-ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება სისწორე და ავთენტურობა.

 

12. ბრალდებულმა ზა------------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უარყო დანის ქონა პირადი ჩხრეკისას, მაგრამ განმარტა, რომ ეს დანა მას პროფესიული საქმიანობისთვის ჭირდებოდა და მას არასოდეს ატარებდა.

 

13. ცივი იარაღის ექსპერტიზის №ც.ი/202 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

14. ექსპერტმა ელ---------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1-- პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

20. მიუხედავად მამის და შვი-–-ბის კარგი დამოკიდებულებისა ნათელია, რომ ამ უკანასკნელებმა დაადასტურეს დედის მიმართ დამუქრების ფაქტი, რასაც სა-–------------ასთვის ამ მუქარის განხორციელების შიში რეალური გახადა, საყურადღებოა ისიც, რომ ბრალდებული შვი-–-ბთან ყოფნის დაზარალებულისადმი შესაძლო შეგინების ფაქტს არ უარყოფს.

 

21. ამდენადსასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა------------ემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

22. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცი-–-ბელია, ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს ნასამართლობა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ე” ქ/პუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

 

24. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებმა სადავოდ გახადეს, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზა------------ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის განაჩენით იყო რა ნასამართლევი განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ჩადენისათვის, 2019 წლის 13 ივნისს ატარებდა დანას.

 

25. 2019 წლის 14 ივნისის №ც.ი./202 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დანა - მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

26. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ამოღებული დანა ბრალდებულს პროფესიული საქმიანობისთვის ჭირდებოდა, რადგან აღნიშნული მიმართულია ზა------------ის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. ამ ნაწილში ბრალდებულის ქმედების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის შვი-–-ბის ჩვენების იმ ნაწილს სადაც მათ ბრალდებულის ხელში გასაშლელი დანა დაინახეს. ეს ფაქტი კი ბრალდებულის პოზიციის საწინააღმდეგოა, რომელიც განმარტავდა, რომ დანას არ ატარებდა.

 

27. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზა------------ე იყო რა ნასამართლევი პირი განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ შემადგენლობას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

28. ზა------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

29. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცი-–-ბა და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცი-–-ბისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზა------------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზა------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

31. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალსწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის სავალდებულო წესს, კერძოდ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

32. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზა------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული ზა------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზა------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზა------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 05 (ხუთი) თვე და 09 (ცხრა) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზა------------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის და 09 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზა------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ზა------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 ივნისიდან - 2019 წლის 22 ნოემბრამდე, რაც შეადგენს 05 (ხუთი) თვეს და 09 (ცხრა) დღე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელის ზომას, რის გამოც ამ ნაწილში სასჯელი ჩაითვალოს მოხდილად და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-–-ბის მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი