განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
020100119003283004
დავის ტიპი
120
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003283004

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/696-19 29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ი-–----–------------------------------------–-------–-–------------------------–----------–--------------------------------–----–----–----------–---------------------–--------------–------------------–-------------------------------------------–----–----------------–----------–--

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 20 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------––- ი-–----------მ შვილიშვილ გ----------------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით მარცხენა წინამხრის არეში განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში მოწმე ს--------------ს, დაზარალებულ გ----------------ს და ბრალდებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ი-–---------- არის დაზარალებულის ბაბუა.

 

2.2 ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

ბრალდებული დაზარალებულს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება რომ მიაყენა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმეების: ს--------------ს, გ----------------ს, ჟ------------ს, დ----------–-----ს, ნ--------------ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ბარათებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ----------------ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

იმისათვის, რომ სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ობიექტური შემადგენლობის არსებობა დადგინდეს, აუცილებელია ი-–----------ს მიერ დანის დარტყმასა და გ----------------ს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია და საინტერესოა უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ადასტურებს ი-–----------ს მიერ დანის ჩარტყმას და გ----------------ს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მის მსუბუქ დაზიანებას შორის მიზეზობრივ კავშირს.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს დანა ჩაარტყა, რამაც გამოიწვია გ----------------ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და მისი ხანმოკლე მოშლა.

 

2.3. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს განზრახვას. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.

ის, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანის დარტყმით ჩადიოდა კანონით აკრძალულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა, რომ დანის დარტყმას შეეძლო გამოეწვია გ----------------ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და სურდა ასეთი შედეგის დადგომა. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმეების: ს--------------ს, გ----------------ს, ჟ------------ს, დ----------–-----ს, ნ--------------ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ბარათებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ი-–---------- მოქმედებდა განზრახ და სურდა გ----------------სთვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

ბრალდებულის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი-–----------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ი-–---------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ქმედების განხორციელების წინაპირობები და ვითარება.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ნასამართლობა სსკ-ის 120 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით. შესაბამისად, ი-–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება,), მიზანს (დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების სურვილი), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დანის გასმა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (გამჭოლი ჭრილობის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას, მის ხანდაზმულ ასაკს (არის 82 წლის, საჭიროებს მზრუნველობას).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ნასამართლობა სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით. ამდენად, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხედველობაში არ იქნება მიღებული სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენება.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაულებრივი ქმედება და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს გამოსაცდელი ვადა 2 წლით და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ. ამდენად, კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, ი-–----------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ----------------ს წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს რაიმე ფორმით უშუალო კონტაქტი გ----------------სთან და არ მიუახლოვდეს მას, ასევე ს--------------ს წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს რაიმე ფორმით უშუალო კონტაქტი ს--------------სთან და არ მიუახლოვდეს მას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცების სახით დანა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის იარაღს და ის, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას. ასევე ნივთმტკიცებად ცნობილია ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები, მომწვანო ფერის მდელო, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე ექვემდებარება განადგურებას. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ტანსაცმლებიც, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2019 წლის 20 ოქტომბრიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–---------- საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, ი-–----------ს დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ----------------ს წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს რაიმე ფორმით უშუალო კონტაქტი გ----------------სთან და არ მიუახლოვდეს მას, ასევე ს--------------ს წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაამყაროს რაიმე ფორმით უშუალო კონტაქტი ს--------------სთან და არ მიუახლოვდეს მას.

ი-–----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2019 წლის 20 ოქტომბრიდან იმავე წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ი-–----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; დანა, მდელო, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია