განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
010100119003149921
დავის ტიპი
180 2 ბ , 180 1
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003149921

საქმე #1-739/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–-------------------ის

ბრალდებულის _ გ------- ი-------–--ის

ადვოკატის - დ-------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170110219002 საქმე,ბრალდებულ გ------- ი-------–--ის მიმართ

მამის სახელი: ვ--------

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: საშუალო

პირადი ნომერი: 3----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრაციის მისამართი: სამტრედია, დ. კულაში, მეგობრობის ქუჩა N43

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - 20 ეპიზოდი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი - ორი ეპიზოდი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2018 წლის 15 ოქტომბერს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნ-----------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ნ-----------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ გ------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოატყუა, რომ თითქოს იყო ნ-----------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 100 (ასი) აშშ დოლარი. ვინაიდან გ------------ე, დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ნ-----------------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 263 (ორას სამოცდასამი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N508539 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ნ-----------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო გ------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით გ------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. 2018 წლის 03 ნოემბერს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ხ---------–----ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ხ---------–----ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ თ-----------–----ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოატყუა, რომ თითქოს იყო ხ---------–----ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1000 (ათასი) ლარი. ვინაიდან, თ-----------–----ე, დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ხ---------–----ეს, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით 1000 (ათასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N564186 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ხ---------–----ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო თ-----------–----ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხის ნაწილი წააგო ონლაინ ტოტალიზატორში თამაშისას, ნაწილი კი გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით თ-----------–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. 2018 წლის 07 ნოემბერს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტ------–----------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ტ------–----------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ო-–----------ს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ტ------–----------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 700 (შვიდასი) ლარი. ვინაიდან, ო-–----------, დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ტ------–----------ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 700 (შვიდასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N415065 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ტ------–----------ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო ო-–----------ს მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ო-–----------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

4. 2018 წლის 07 ნოემბერს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტ------–----------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ტ------–----------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ მ--------–-------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ტ------–----------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1000 (ათასი) ლარი. ვინაიდან, მ--------–-------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ტ------–----------ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 1000 (ათასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N412851 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ტ------–----------ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო მ--------–-------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ--------–-------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

5. 2018 წლის 17 ნოემბერს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ თ-------–-----ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა თ-------–-----ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ გ---–-----ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო თ-------–-----ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 400 (ოთხასი) ლარი. ვინაიდან, გ---–-----ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა თ-------–-----ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N115927 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა თ-------–-----ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო გ---–-----ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით გ---–-----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

6. 2018 წლის 20 იანვარს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გ-----------–--ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა გ-----------–--ის ნათესავს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ედნარ პატარიძეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო გ-----------–--ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი. ვინაიდან, ედნარ პატარიძე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა გ-----------–--ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, თავის მეუღლეს - მ-----------------ეს, 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ჩაარიცხინა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N775434 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა თ-------–-----ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო მ-----------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ-----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

7. 2018 წლის 01 დეკემბერს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გ-----------–--ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა გ-----------–--ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ვ-–----------–--ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო გ-----------–--ე სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, ვ-–----------–--ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა გ-----------–--ეს, „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა მას კუთვნილი საქართველოს ბანკის სოლო ბარათის ფოტოსურატები, საიდანაც გ------- ი-------–--ემ 1400 (ათას ოთხასი) ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ ანგარიშზე აღნიშნულის შემდეგ, გ------- ი-------–--ემ გააუქმა გ-----------–--ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ“ პროფილი, ხოლო ვ-–----------–--ის საქართველოს ბანკის ბარათიდან ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე მოხსნილი ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ვ-–----------–--ის მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

8. 2019 წლის 24 იანვარს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ე------------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ე------------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ა---------–-------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ე------------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, ავთანილ აბესაძე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ე------------------ეს, „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა მამის- შუქრი აბესაძის სახელზე არსებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის ფოტოსურათები, საიდანაც გ------- ი-------–--ემ 360 (სამას სამოცი) ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ე------------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო შუქრი აბესაძის საქართველოს ბანკის ბარათიდან მოხსნილი ფულადი თანხა ონლაინ ტოტალიზატორ „კრისტალბეთის“ ანგარიშიდან გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ა---------–-------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

9. 2019 წლის 26 იანვარს გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვ-–--------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ვ-–--------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ რ----------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ვ-–--------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 800 (რვაასი) ლარი. ვინაიდან, რ----------------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ვ-–--------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 800 (რვაასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N413714 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ვ-–--------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო რ----------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით რ----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

10. 2019 წლის 08 თებერვალს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ბ---------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ბ---------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ჯ-----------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ბ---------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 800 (რვაასი) ლარი. ვინაიდან, ჯ-----------------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ბ---------------ეს, მესენჯერის საშუალებით გადაუგზავნა მისი კუთვნილი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის ფოტოსურათები, საიდანაც გ------- ი-------–--ემ 800 (რვაასი) ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ბ---------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო ჯ-----------------ის კუთვნილი საქართველოს ბანკის ბარათიდან მოხსნილი ფულადი თანხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშიდან გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ჯ-----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

11. 2019 წლის 18 თებერვალს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ა-----–-------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ა-----–-------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ჯ------–------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ა-----–-------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, ჯ------–------------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ა-----–-------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 500 (ხუთასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N706745 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ა-----–-------ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო ჯ------–------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ჯ------–------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

12. 2019 წლის 25 თებერვალს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნ----–-–--–--ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ნ----–-–--–--ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ მ----------–--ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ნ----–-–--–--ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 800 (რვაასი) ლარი. ვინაიდან, მ----------–--ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ა-----–-------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 800 (რვაასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N699687 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ნ----–-–--–--ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო მ----------–--ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული სს „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ----------–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

13. 2019 წლის 26 თებერვალს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჯ----–----ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით ჯ----–----ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ზ-----------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ჯ----–----ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 100 (ასი) ლარი. ვინაიდან, ზ-----------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ჯ----–----ეს, "მესენჯერის" საშუალებით გაუგზავნა მისი კუთვნილი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის ფოტოსურათები, საიდანაც, გ------- ი-------–--ემ 100 (ასი) ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ჯ----–----ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო ჯ-----------------ის კუთვნილი საქართველოს ბანკის ბარათიდან მოხსნილი ფულადი თანხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშიდან თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ----------–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

14. 2019 წლის 02 მარტს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკი“ ჯ------–-–-----ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით ჯ------–-–-----ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ე-----------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ჯ------–-–-----ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1 200 (ათას ორასი) ლარი. ვინაიდან, ე-----------------ე დარწმუნებული იყო რომ ესაუბრებოდა ჯ------–-–-----ეს მესენჯერის საშუალებით გაუგზავნა მისი კუთვნილი "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათის ფოტოსურათები, საიდანაც, გ------- ი-------–--ემ 1 100 (ათას ასი) ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ჯ------–-–-----ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო ე-----------------ის კუთვნილი საქართველოს ბანკის ბარათიდან მოხსნილი ფულადი თანხა ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშიდან გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ე-----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

15. 2019 წლის 05 მარტს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ა-----------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ა-----------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ პ--------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ა-----------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 200 (ორასი) ლარი. ვინაიდან, აკაკი კამკამიძე დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ა-----------------ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 200 (ორასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N716732 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ა-----------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო პ--------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით პ--------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

16. 2019 წლის 05 მარტს, გ------- ი-------–--ემ, ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ა-----------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ა-----------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ს---–------------ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ა-----------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, ს---–------------ე დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ა-----------------ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 500 (ხუთასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N200269 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ა-----------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, ხოლო ს---–------------ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ს---–------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

17. 2019 წლის 20 მარტს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკი“ ბ----------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ბ----------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ გ------- კ----–-–---–ს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ბ----------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 100 (ასი) ლარი. ვინაიდან, გ------- კ----–-–---–ი დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ბ----------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 100 (ასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N273558 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ბ----------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო გ------- კ----–-–---–ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით გ------- კ----–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

18. 2019 წლის 29 მარტს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ზ--------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ზ--------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ზ------------–----ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ზ--------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, ზ------------–----ე დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ზ--------------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 500 (ხუთასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N688175 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ზ--------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო ზ------------–----ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ზ------------–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

19. 2019 წლის 24 მარტს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ზ-----------–--ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ზ-----------–--ის მეგობარს - მ------–----–--ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ზ-----------–--ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1000 (ათასი) ლარი. ვინაიდან, მ------–----–--ე დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ზ-----------–--ეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 400 (ოთხასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N491719 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ზ-----------–--ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო მ------–----–--ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ------–----–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

20. 2019 წლის 02 აპრილს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ბ------–--------------ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ბ------–--------------ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ მ--–----------–--ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ბ------–--------------ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 500 (ხუთასი) ლარი. ვინაიდან, მ--–----------–--ე დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ბ------–--------------ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 440 (ოთხას ორმოცი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N803077 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ბ------–--------------ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო მ--–----------–--ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით მ--–----------–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

21. 2019 წლის 12 აპრილს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დ-----------–--ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუქ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა დ-----------–--ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ გ--------–-----ეს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო დ-----------–--ე, სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 700 (შვიდასი) ლარი. ვინაიდან, გ--------–-----ე, დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა დ-----------–--ეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 700 (შვიდასი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N9877250 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა დ-----------–--ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო, გ--------–-----ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით გ--------–-----ის მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

22. 2019 წლის 09 მაისს, გ------- ი-------–--ემ ქალაქ ხონში ყოფნისას, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ლ-–------–---–ის სახელით შექმნა პროფილი, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის ატვირთა ამ უკანასკნელის ფოტოსურათები, რის შემდგომაც, „ფეისბუკ მესენჯერის“ გამოყენებით დაუკავშირდა ლ-–------–---–ის მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ი-----–--–---–---–ს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოატყუა, რომ თითქოს იყო ლ-–------–---–ი და სჭირდებოდა ფულადი თანხა. ვინაიდან, ი-----–--–---–---–ი დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ლ-–------–---–ს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარი ჩარიცხა გ------- ი-------–--ის მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" N310092 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ------- ი-------–--ემ გააუქმა ლ-–------–---–ის სახელით შექმნილი „ფეისბუკ პროფილი“, ხოლო ი-----–--–---–---–ის მიერ ონლაინ ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გაანაღდა მის სახელზე რეგისტრირებული ზერო ბარათით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ი-----–--–---–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

23. ბრალდებულმა გ------- ი-------–--ემ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

25. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ი-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

26.დაზარებულების - ი-----–--–---–---–ის, გ------- კ----–-–---–ის, ჯ-----------------ის, ა---------–-------ის, რ----------------ის, ჯ------–------------ის, ზ-----------ის, მ----------–--ის, პ--------------ის, ს---–------------ის, ე-----------------ის, მ------–----–--ის, ზ------------–----ის, მ--–----------–--ის, გ--------–-----ის, ვ-–----------–--ის, გ------------ის, თ-----------–----ის, გ---–-----ის, ო-–----------ს, მ--------–-------ისა და მ-----------------ის ჩვენებები; მოწმეების - თ------–------ის, რ---------–--ის, მ-----–----------ის, თ----–- ბ-----ის, გ-----------–--ის, ჯ----–----ის, თ---------–----ის, ა-----------------ის, ბ------–--------------ის, ზ--------------ის, ა-----–-------ის, გ-------------ის, გ------- გ--------ის, ნ---------------ის, გ------- ნ---–----------------–----------–-----------------------------–---------------------–------------------–--------------------ისა და ჯ------–-–-----ის ჩვენებები; შპს „მარსიდან“ (კრისტალბეთი) გამოთხოვილი ინფორმაცია, IP მისამართების დათვალიერების ოქმი და თანდართული დოკუმენტაცია; სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია; IP მისამართების დათვალიერების ოქმები და თანდართული დოკუმენტაცია; გ------- ი-------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები თანდართულ მასალასთან ერთად; ინტერნეტ საიტ „კრისტალბეთის“ დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, სს „თიბისი ბანკიდან“, შპს „ფასტ ფეიდან“, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან, „სილქნეტიდან“, შპს „ავიატორიდან“, შპს „ჩემპიონი 111“-დან და შპს „ლიბერთიდან", შპს "მაგთიკომიდან", შპს "მარსიდან" გამოთხოვილი ინფორმაცია, ინფორმაციის დათვალიერების ოქმები.

27. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

28. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

29. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

30. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ი-------–--ის ბრალდების დადასტურება.

 

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

34. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

35. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

36. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

37. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

39. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ი-------–--ემ ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

40. გ------- ი-------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

41. გ------- ი-------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ზიანის სრულად ანაზღაურება ყველა დაზარალებულისთვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

42. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

43. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

44. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

45. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

46. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

47. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

48. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ი-------–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია დანაშაული, დაზარალებულებს აუნაზღაურა ზიანი, ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილი - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულებთან - სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა 2 წელი. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სასჯელთა შთამნთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

49. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ი-------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

50. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - სს „თიბისი ბანკიდან“, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან, შპს „მაგთიკომიდან“,სს „თიბისი ბანკიდან“ , შპს „ბეთლაივიდან“ და შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც "დვდ" დისკებზე ინახება გამოძიების ორგანოში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო გ------- ი-------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, „თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათი და „ზერო“ ბარათი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გ------- ვ--------ს ძე იატბელიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ოცი ეპიზოდის და 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და :

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ოქტომბრის, დაზარალებულ გ------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 03 ნოემბრის, დაზარალებულ თ-----------–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 07 ნოემბრის, დაზარალებულ ო-–----------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 07 ნოემბრის, დაზარალებულ მ--------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 17 ნოემბრის, დაზარალებულ გ---–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 20 იანვრის, დაზარალებულ მ-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2018 წლის 01 დეკემბრის, დაზარალებულ ვ-–----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 24 იანვრის, დაზარალებულ ა---------–-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 26 იანვრის, დაზარალებულ რ----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 08 თებერვლის, დაზარალებულ ჯ-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 18 თებერვლის, დაზარალებულ ჯ------–------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 25 თებერვლის, დაზარალებულ მ----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 02 მარტის, დაზარალებულ ე-----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 05 მარტის, დაზარალებულ პ--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 05 მარტის, დაზარალებულ ს---–------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 29 მარტის, დაზარალებულ ზ------------–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 24 მარტის, დაზარალებულ მ------–----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 02 აპრილის, დაზარალებულ მ--–----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 12 აპრილის, დაზარალებულ გ--------–-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 09 მაისის, დაზარალებულ ი-----–--–---–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის, დაზარალებულ ზ-----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მარტის, დაზარალებულ გ------- კ----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ------- ი-------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- ი-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - თ--- ი-------–--ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (---------------------------------------------------------------------------------------------- 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ივისიდან 2019 წლის 17 ივნისამდე.

 

ნივთმტკიცებები - სს „თიბისი ბანკიდან“, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან, შპს „მაგთიკომიდან“,სს „თიბისი ბანკიდან“, შპს „ბეთლაივიდან“ და შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკებზე, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო გ------- ი-------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, „თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათი და „ზერო“ ბარათი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელ(ებ)ს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი