გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN(2/64–19)090210019003038868
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.10. 2019 წელი
ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე (ძირითად სარჩელში)– შ---------------
წარმომადგენელი (დირექტორი) – ირ---–--–----–-----
წარმომადგენელი – ნ--------–-----
მოპასუხე (ძირითად სარჩელში) – ო---------–----–---------------
წარმომადგენელი – მა--------------–---–ი
დავის საგანი – (ძირითად სარჩელში)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) ო---------–----–---------------
წარმომადგენელი – მა--------------–---–ი
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) – შ---------------
წარმომადგენელი (დირექტორი) – ირ---–--–----–-----
წარმომადგენელი– ნ-------–-----
დავის საგანი – (შეგებებულ სარჩელში) პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა(ძირითადი სარჩელით) ო----------–----–-----------------თვის , სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 20---–-–---------------------------ელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს-----------ს’’ სასარგებლოდ, 11210 ლარის დაკისრების გადახდა. სარჩელი (ძირითადი სარჩელი) ეფუძნება, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–----- დეკემბერს, ო---------–----–---ეტსა და შპს-----------ს’’ შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0---- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,ჰი------მ’’ აიღო ვალდებულება, მოემზადებინა საპროექტო –სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა 2018–2019 წელს განსახორციელებელი, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციას. მომსახურების გაწევისათვის, შპს ,,ჰი------ს’’ უნდა მიეღო ანაზღაურება –11210 ლარი. ხელშეკრულებას თან ერთვოდა დანართი N1 და დანართი N6. დანართი N1 –ით, განისაზღვრა გასაწევი მომსახურების ფასი, ხოლო დანართი N6 –ით, განისაზღვრა გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი, საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადებით, თვეების მიხედვით. შპს ,, ჰი------მ’’ ხელშეკრულების მიხედვით, მ----–----–----ტის მიერ გაცემული ტექნიკური დავალების და მათ მიერ წარდგენილი უბნების წყალმომარაგების სქემის საფუძველზე, დაიწყო ო---------–----–---ეტის სოფელ უწ----ში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პროექტის საორიენტაციო ღირებულება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული. პრაქტიკულად საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულება გაიზარდა ორჯერ, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული თანაფარდობის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება უნდა გაზრდილიყო ორჯერ, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული დანართი N6–ით, ხოლო ჯამური საორიენტაციო ღირებულებით გათვალისწინებული საპროექტო ღირებულების ვადის ამომწურვამდე, დამუშავებული იქნა ორჯერ გაზრდილი, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების თანხის გაუზრდელად. აღნიშნული პროექტი მიწოდებული იქნა – 7 მაისს, ხოლო დანართი N6–ის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულების საპროექტო სამუშაოების ვადა სრულდებოდა – 31 მაისს. 2019 წლის 14 მაისს, ო---------–----–---ეტის მიერ გაგზავნილი წე---ლით, შპს ,,ჰი------ს’’ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შეწყვეტის მიზეზად იყო მითითებული შემდეგი გარემოებები: დაირღვა მიწოდების ვადები, მიწოდებული პროექტი არ იყო სრულყოფილი და გაცილებით მეტი ღირებულების აღმოჩნდა. პროექტში არ იყო გათვალისწინებული მდინარე ბ----–----ის სათავე ნაგებობაზე, დამატებითი სამუშაოების წარმოება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა. რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისა იყო ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული პროექტით სამუშაოების წარმოება მეტი ღირებულების იყო, ვიდრე ეს მე---ას წარმოედგინა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ო---------–----–---ეტის მე---ას ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება ვალდებულება, მიმწოდებლისათვის წარედგინა დეტალური ტექნიკური დავალება, რაც მას არ განუხორციელებია საერთოდ და შპს ,,ჰი------’’ ხელმღვანელობდა ზოგადი ტექნიკური დავალებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევაა, ხელშეკრულების შემსყიდველის მხრიდან.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ონ---------–----–------ის მე---ის წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ონ---------–----–------ის მე---ის მიერ, 2----–-–-------------რს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, აუქციონის გარეშე, გაიმარჯვა შპს ,,ჰი------მ’’, რის შემდგომ – 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0---- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, შპს ,,ჰი------მ’’ იკისრა ვალდებულება 2018 –2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – ხუთი (პი---–--------–---–-----–-----------------ი) სოფლისათვის. გასაწევი მომსახურების ვადები და ფასები განსაზღვრული იყო დანართი N1 და N6 – ით და მოქმედებს, თუ სხვა ტექნიკური დავალება არ გასცა შემსყიდველმა. ო---------–----–---ეტის მე---ისათვის, მისაღები იყო შეთანხმებული დანართებით გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადები – თვეების მიხედვით, რომელიც განუყოფელი ნაწილი არის ხელშეკრულების და არც შპს-----------ს’’ გამოუთქვამს პრეტენზია. აღნიშნულთან დაკავშირებით, არ მოუთხოვია რომელიმე გარემოების დაზუსტება, მთელი ამ პე---ოდის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მე---ას ჰქონდა მოლოდინი, რომ შპს ,,ჰი------’’ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რადგან მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ყველა არსებით პირობაზე. სამუშაოები, რომელიც უნდა შეესრულებინა შპს ,, ჰი------ს’’ იყო მ----–----–----ტის სოფლების, კერძოდ: პი---–---------–---–------–------------------------ს წყლის სისტემის სათავე– ნაგებობისა და შიდა სისტემის რეაბილიტაციის მომსახურება. ასევე, შეთანხმებულნი იყვნენ ვადაზე, სოფლების – პი---–---ის და უწე---ს წყლის სისტემის სამუშაოები მარტის თვეში უნდა წარედგინა, გლ---–-------------ს – აპრილში, ხოლო მაისის ბოლომდე, უნდა წარედგინა სოფელ ბა--–- წყლის სისტემის სათავე – ნაგებობის მშენებლობის, ცენტრალური და შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მხარეები ასევე შეთანხმებულნი იყვნენ, საპროექტო მომსახურების ღირებულებაზეც, რომელიც შეადგენდა –11210 ლარს, ხოლო საპროექტო მომსახურების პროცენტი – 3.9472%. ამდენად, მხარეებისათვის ყველაფე--- ნათლად იყო გაწე---ლი ხელშეკრულებაში. შპს-----------მ ‘’ ყველა პირობა დაარღვია, კერძოდ: საერთოდ არ წარადგინა მარტის და აპრილის თვეში, უწე---ს, პი---–---ის გლ---–-------------ს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისი ვალდებულებაც იკისრა, მხოლოდ დაგვიანებით – 7 მაისს, წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უწე---ს წყლის, ხოლო ღირებულება წარდგენილი პროექტისა საერთოდ არ შეესაბამებიდა შეთანხმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას და მთლიანად მოიცავდა დაკვეთილი ხუთი პროექტის საპროექტო მომსახურების ღირებულებას. ტენდერში მონაწილეობის მიღებისას, მომწოდებელმა კარგად იცოდა სატენდერო პირობები და ისიც იცოდა, რომ მათი ცვლილება დაუშვებელი იყო. თუ ობიექტური მიზეზები არსებობდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ, მეწარმეს წე---ლობით უნდა ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. იმავდროულად აღნიშნა, რომ მ----–----–----ტს ყველა ფულადი სახსარი გაწე---ლი აქვს და მათი მიზნობრიობა განსაზღვრული აქვს ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, ხუთი პროექტის საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის, მ----–----–----ტს – 11210 ლარი აქვს დაგეგმილი და მომწოდებელი მხოლოდ ერთ პროექტს წარმოადგენს – 533847 ლარის ღირებულების, შესაბამისად, სახეზე არის ვალდებულების შეუსრულებლობა და მ----–----–----ტმა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. 3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში): ო---------–----–--------------- შეგებებული სარჩელით ითხოვს, შპს ,,ჰი------ს’’ დაეკისროს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–----------------ს #0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო – 1121 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, ონ---------–----–------ის მე---ის მიერ, 2----–-–-------------რს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, აუქციონის გარეშე, გაიმარჯვა შპს ,,ჰი------მ’’ და 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0---- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018 – 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება ხუთი სოფლისათვის. ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გასაწევი მომსახურების ვადები და ფასები განსაზღვრული იყო დანართი N1 და N6 – ით და მოქმედებს, თუ სხვა ტექნიკური დავალება არ გასცა შემსყიდველმა. კონკრეტულ შემთხვევაში, მათთვის მისაღები იყო შეთანხმებული დანართებით გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი, საორიენტაციო სამშენებლო ღირებულებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადები, თვეების მიხედვით, რომელიც განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულების და შპს ,,ჰი------ს’’ არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით, არ მოუთხოვია რომელიმე გარემოების დაზუსტება, მთელი ამ პე---ოდის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მე---ას ჰქონდა მოლოდინი, რომ შპს ,,ჰი------’’ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რადგან მხარეები ყველა არსებით პირობაზე იყვნენ შეთანხმებულნი, სამუშაოები, რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს იყო მ----–----–----ტის სოფლების: პი---–---------–---–------–------------------------ს წყლის სისტემის სათავე – ნაგებობისა და შიდა სისტემის რეაბილიტაციის მომსახურება, ასევე, შეთანხმებულნი იყვნენ ვადებზე, კერძოდ: სოფელ პი---–---ის და უწე---ს წყლის სისტემის სამუშაოები, მარტის თვეში უნდა წარედგინა, გლ---–-------------ს – აპრილში, ხოლო მაისის ბოლომდე უნდა წარედგინა, სოფელ ბა--–- წყლის სისტემის სათავე – ნაგებობის მშენებლობის, ცენტრალური და შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, საპროექტო მომსახურების ღირებულებაზე, რომელიც შეადგენდა –11210 ლარს, ხოლო საპროექტო მომსახურების პროცენტი – 3.9472%. ამდენად, მხარეებისათვის ყველაფე--- ნათლად იყო გაწე---ლი ხელშეკრულებაში. შპს-----------მ ‘’ ყველა პირობა დაარღვია. კერძოდ: საერთოდ არ წარადგინა მარტის და აპრილის თვეში უწე---ს, პი---–---ის გლ---–-------------ს საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისი ვალდებულებაც იკისრა. მხოლოდ დაგვიანებით, ვადადარღვევით წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უწე---ს წყლის სისტემის სამუშაოებისა –– 7 მაისს , ხოლო ღირებულება წარდგენილი პროექტისა, საერთოდ არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას და მთლიანად მოიცავდა დაკვეთილი – 5 პროექტის საპროექტო მომსახურების ღირებულებას. ტენდერში მონაწილეობის მიღებისას, მომწოდებელმა კარგად იცოდა სატენდერო პირობები და ისიც იცოდა, რომ მათი ცვლილება დაუშვებელი იყო. თუ ობიექტური მიზეზები არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ, მეწარმეს წე---ლობით უნდა ეცნობებია შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, ამ შემთხვევაში, ო---------–----–---ეტის მე---ისათვის. სასამართლო სხდომაზე ონ---------–----–------ის მე---ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეგებებულ სარჩელს და მოითხოვა შპს-----------ს’’ მიმართ, პირგასამტეხლოს – 1121 ლარის დაკისრება. 4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში) შპს ,,ჰი------ს’’დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით, შეგებებული სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, თუმცა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ და გამოკვლეულ უნდა იქნეს ის გარემოება, თუ ვისი ბრალეული ქმედებით მოხდა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება. მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის რეალურ მიზეზს წარმოადგენდა, პროექტის ის საორიენტაციო ღირებულება, რაც არ მოეწონა ო---------–----–---ეტის მე---ას და არა წე---ლში მითითებული მიზეზები. საქმის სასამართლო განხილვის დროს, შპს ,,ჰი------ს’’დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს, რომ არცერთი გარემოება არ იყო შპს ,,ჰი------ს’’ ბრალით, რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტის იყო ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული პროექტით, სამუშაოების წარმოება გაცილებით მეტი ღირებულების იყო, ვიდრე ეს მ----–----–----ტის მე---ას წარმოედგინა. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2----–-–----- დეკემბერს ო---------–----–---------------სა და შპს ,,ჰი------ს’’ შორის, გაფორმდა სახელწიფო შესყიდვების შესახებ #0---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შპს ,,ჰი------მ’’ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან –2019 წლის 30 სექტემბრამდე, განეხორციელებინა ო---------–----–---ეტის ხუთ სოფელში 2018 –2019 წელს განსახორციელებელი, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო –სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს – 11210 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა – 2019 წლის 30 სექტემბრამდე. მომსახურების გაწევის ვადები და ღირებულებები შეთანხმებული იყო ხელშეკრულების დანართი N6–ში, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ხელშეკრულების მეთორმეტე მუხლის მეექვსე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 10%–ი ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –2----–-–----------------ს N0---- ხელშეკრულება –დანართი N1 გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი –დანართი N6, გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი, საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულებებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადებით, თვეების მიხედვით
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 დადგენილია, რომ ონ---------–----–------ის მე---ის მიერ, 2----–-–-------------რს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, აუქციონის გარეშე, გაიმარჯვა შპს-----------მ’’. 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0---- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018 –2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – 5 (პი---–---ის,გლ---–ის, უწე---ს, გო----------ს) სოფლისათვის. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა –11210 ლარით. ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გასაწევი მომსახურების ვადები და ფასები განსაზღვრული იყო დანართი N1 და N6 –ში და მოქმედებს, თუ სხვა ტექნიკური დავალება არ გასცა შემსყიდველმა. ხელშეკრულების დანართი N6 – ის შესაბამისად დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ვალდებულება შესრულებული ვერ იქნა, შპს ,,ჰი------ს’’ მიერ, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ყველა არსებით პირობაზე იყვნენ შეთანხმებულნი, სამუშაოები, რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს იყო მ----–----–----ტის სოფლებში – პი---–---------–---–------–------------------------ს წყლის სისტემის სათავე ნაგებობისა და შიდა სისტემის რეაბილიტაციის მომსახურება. ასევე, ო---------–----–--------------- შეთანხმებული იყო შპს ,, ჰი------სთან’’ ვადაზე, კერძოდ: სოფლების – პი---–---ის და უწე---ს წყლის სისტემის სამუშაოები მარტის თვეში უნდა წარედგინა, გლ---–-------------ს – აპრილში, ხოლო მაისის ბოლომდე, უნდა წარედგინა სოფელ ბა--–- წყლის სისტემის სათავე ნაგებობის მშენებლობის, ცენტრალური და შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შპს ,, ჰი------მ’’ მხოლოდ წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უწე---ს წყლის – 7 მაისს, ისიც დაგვიანებით, ვადადარღვევით. ხოლო ღირებულება წარდგენილი პროექტი საერთოდ არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას და მთლიანად მოიცავდა დაკვეთილი – 5 პროექტის საპროექტო მომსახურების ღირებულებას. თუ კი რაიმე ობიექტური მიზეზები არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა, შპს ,,ჰი------ს’’ წე---ლობით უნდა ეცნობებინა ო---------–----–---ეტის მე---ისათვის, რის თაობაზეც, მას არ მიუმართავს. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, სრულად შეუსრულებლობის მიზეზად, შპს ,, ჰი------’’ მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: შპს ,,ჰი------მ’’ ხელშეკრულების მიხედვით, მ----–----–----ტის მიერ გაცემული ტექნიკური დავალებისა და მათ მიერ წარდგენილი უბნების წყალმომარაგების სქემის საფუძველზე, დაიწყო ო---------–----–---ეტის სოფელ უწ----ში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რა დროსაც, აღნიშნული პროექტის საორიენტაციო ღირებულება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული, პრაქტიკულად საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულება გაიზარდა 2–ჯერ, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული თანაფარდობის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება უნდა გაზრდილიყო 2–ჯერ, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული დანართ N6–ით, ხოლო ჯამური საორიენტაციო ღირებულებით გათვალისწინებული საპროექტო – ღირებულების ვადის ამოწურვამდე, დამუშავებული იქნა 2–ჯერ გაზრდილი, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების თანხის გაუზრდელად. 2019 წლის 14 მაისს ო---------–----–---ეტის წე---ლით, შპს ,, ჰი------ს’’ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და შეწყვეტის მიზეზად იყო მითითებული: რომ დაირღვა მიწოდების ვადები, მიწოდებული პროექტი არ იყო სრულყოფილი და გაცილებით მეტი ღირებულების აღმოჩნდა. პროექტში არ იყო გათვალისწინებული მდინარე ბ----–----ის სათავე ნაგებობაზე დამატებითი სამუშაოების წარმოება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა. რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისა, იყო ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული პროექტით, სამუშაოების წარმოება მეტი ღირებულების იყო, ვიდრე ეს მე---ას წარმოედგინა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან შპს ,, ჰი------ს’’ მიერ, არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მხოლოდ წარადგენილი იქნა ერთი არასრულყოფილი პროექტი – ხუთი პროექტის ნაცვლად, ისიც დაგვიანებით, ვადადარღვევით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –2----–-–----------------ს N0---- ხელშეკრულება –მხარეთა ახსნა – განმარტებები 3.2.2 ო---------–----–---ეტის მე---ს 2019 წლის 14 მაისის N0------ წე---ლით, შპს ,, ჰი------ს’’ დირექტორს ეცნობა ის, 2018 წლის 3 დეკემბრის N0---- ხელშეკრულების მეორე და მესამე მუხლის თანახმად, რომ იკისრეს რა ვალდებულება –11210 ლარად, რის საფუძველზეც, უნდა შეესრულებინა ხუთი ობიექტის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ასევე, მომსახურების გაწევის ვადები და ღირებულებები შეთანხმებული იყო ხელშეკრულების დანართის N6 –ის შესაბამისად, რომლითაც შპს ,, ჰი------ს’’ უნდა ეხელმძღვანელა, რაც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. დღეის მდგომარეობით, დარღვეული იყო ხუთივე პროექტის მიწოდების ვადები, წარდგენილი იყო ვადაგადაცილებით, ონ---------–----–------ის სოფელ უწ----ში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მე---ის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ არ იყო სრულყოფილი, წარდგენილია მხოლოდ ელექტრონული ვერსია, არ არის გათვალისწინებული მდინარე ბ----–----ის წყალსადენის სათავე– ნაგებობებზე დამატებითი სამუშაოების განხორციელება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა, ხოლო ღირებულება სამუშაოებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. შპს-----------ს’’ მხრიდან, სახეზეა ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გულისხმობს, როგორც, ვადების დარღვევას, ასევე, არასრულყოფილი პოროექტის წარდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტათ მე–12 მუხლის მე – 5 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გამო. ასევე, შპს ,, ჰი------ზე’’ გავრცელდა ამავე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და დაე---ცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 10% –ის ოდენობით –1121 ლარი, რომელიც უნდა შეეტანა სახაზინო კოდზე 3-------- მიმდინარე წლის 30 მაისამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –ო---------–----–---ეტის მე---ს 2019 წლის 14 მაისის N0------ წე---ლი 3.2.3 ო---------–----–---ეტის მე---ს 2----–-–------------------- ბრძანებით დადგენილია, რომ ცალმხრივად შეწყდა ო---------–----–---ეტის მე---ასა და შპს ,,ჰი------ს’’ შორის, 2----–-–----- დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შემდეგ გარემოებათა გამო:1) მიმწოდებელმა არ განახორციელა N0---- ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მომსახურება, როგორც ძირითად ასევე, შემსყიდველის მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადებში. მეწარმის მხრიდან, სახეზეა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გულისხმობს, როგორც ვადების დარღვევას, ასევე, არასრულყოფილი პროექტის წარმოდგენას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთი ობიექტის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ნაცვლად, შპს-----------ს’’ წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთი – ონ---------–----–------ის სოფელ უწ----ში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინეს ვადაგადაცილებით და არასრულყოფილი. დამატებითი ვადის მიცემას, მეწარმისათვის აზრი არ აქვს. 2) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების ღირებულების 10% –ის ოდენობით –1121 ლარი, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს სახაზინო კოდზე 3-------- მიმდინარე წლის 30 მაისამდე. 3) ო---------–----–---ეტის მე---ის შესყიდვებისა და მატე---ალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. 4) ბრძანება ძალაშია ხელმოწე---სთანავე. 5) ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –ო---------–----–---ეტის მე---ს 2----–-–------------------- ბრძანება სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჰი------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ო---------–----–---ეტის მე---ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ჰი------ს’’, ონ---------–----–------ის მე---ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს, 2----–-–----------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო –1121 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გამოვლენილი ნება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს და ბოჭავს მის გამომვლენს. ხელშეკრულების მხარეთა ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება სავალდებულოა შესასრულებლად მათთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელად მიაჩნიათ ის მათ. შეთანხმებული პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ კანონით, ან ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6.2 სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად, რომ ჩაითვალოს აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. 6.3საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დადგენილია, რომ ონ---------–----–------ის მე---ის მიერ, 2----–-–-------------რს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, აუქციონის გარეშე, გაიმარჯვა შპს-----------მ’’. 2----–-–----- დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0---- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018 –2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – 5 (პი---–---ის,გლ---–ის, უწე---ს, გო----------ს) სოფლისათვის. შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა – 11210 ლარით. ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გასაწევი მომსახურების ვადები და ფასები განსაზღვრულია დანართი N1 და N6 –ში და მოქმედებს აღნიშნული, თუ სხვა ტექნიკური დავალება, არ გასცა შემსყიდველმა. ხელშეკრულების დანართი N6 –ის შესაბამისად დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ვალდებულება შესრულებული ვერ იქნა, შპს ,,ჰი------ს’’ მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, ო---------–----–---ეტის მე---ისათვის მისაღები იყო შეთანხმებული დანართებით გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი, საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადები, თვეების მიხედვით, რომელიც განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულების და არც მიმწოდებელს გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით, არ მოუთხოვია რომელიმე გარემოების დაზუსტება, მთელი ამ პე---ოდის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მე---ას ჰქონდა მოლოდინი, რომ შპს ,, ჰი------’’ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რადგან მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ: სამუშაოები რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს იყო მ----–----–----ტის სოფლების: პი---–---------–---–------–------------------------ს წყლის სისტემის სათავე ნაგებობისა და შიდა სისტემის რეაბილიტაციის მომსახურება. იმავდროულად, შპს ,, ჰი------სთან’’ ო---------–----–--------------- შეთანხმებული იყო ვადაზე, კერძოდ: სოფლების – პი---–---ის და უწე---ს წყლის სისტემის სამუშაოები მარტის თვეში, უნდა წარედგინა, გლ---–-------------ს – აპრილში, ხოლო მაისის ბოლომდე, უნდა წარედგინა სოფელ ბა--–- წყლის სისტემის სათავე – ნაგებობის მშენებლობის, ცენტრალური და შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. დადგენილია, რომ ასევე, მხარეები შეთანხმდნენ საპროექტო მომსახურების ღირებულებაზე, რომელიც შეადგენდა 11210 ლარს, ხოლო საპროექტო მომსახურების პროცენტი – 3.9472%. ამდენად, მხარეებისათვის ყველაფე--- ნათლად იყო გაწე---ლი ხელშეკრულებაში. შპს ,, ჰი------მ ‘’ ყველა პირობა დაარღვია. კერძოდ: საერთოდ არ წარადგინა მარტის და აპრილის თვეში, უწე---ს, პი---–---ის გლ---–-------------ს საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისი ვალდებულებაც მან იკისრა. დადგენილია, რომ შპს ,, ჰი------მ’’ მხოლოდ წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უწე---ს წყლის სისტემის – 7 მაისს, ისიც დაგვიანებით(ვადადარღვევით) და ღირებულება წარდგენილი პროექტის, საერთოდ არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას და მთლიანად მოიცავდა დაკვეთილი – 5 პროექტის საპროექტო მომსახურების ღირებულებას. უფრო მეტიც, ტენდერში მონაწილეობის მიღებისას, მომწოდებელმა კარგად იცოდა სატენდერო პირობები და ისიც იცოდა, რომ მათი ცვლილება დაუშვებელი იყო. თუ ობიექტური მიზეზები არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა მეწარმეს წე---ლობით უნდა ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში, ო---------–----–---ეტის მე---ისათვის. 6.4 სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება, ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო – 2019 წლის 30 სექტემბრამდე. შპს ,, ჰი------ს’’ მიერ, ვალდებულება არ იყო შესრულებული. შპს ,, ჰი------ს’’ მიერ, წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი პროექტი ხუთის ნაცვლად, ისიც ვადადარღვევით, რითაც სახეზე იყო ვალდებულების შეუსრულებლობა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე და ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეხუთე პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ო---------–----–--------------- უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, სრულად შეუსრულებლობის მიზეზად, მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: შპს ,,ჰი------მ’’ ხელშეკრულების მიხედვით, მ----–----–----ტის მიერ გაცემული ტექნიკური დავალებისა და მათ მიერ წარდგენილი უბნების წყალმომარაგების სქემის საფუძველზე, დაიწყო ო---------–----–---ეტის სოფელ უწ----ში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რა დროსაც, აღნიშნული პროექტის საორიენტაციო ღირებულება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული, პრაქტიკულად, საორიენტაციო – სამშენებლო ღირებულება გაიზარდა 2–ჯერ, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული თანაფარდობის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება უნდა გაზრდილიყო 2–ჯერ, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული დანართ N6–ით, ხოლო ჯამური საორიენტაციო ღირებულებით გათვალისწინებული საპროექტო ღირებულების ვადის ამომწურვამდე, დამუშავებული იქნა 2–ჯერ გაზრდილი, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების თანხის გაუზრდელად. 2019 წლის 14 მაისს ო---------–----–---ეტის მიერ, გაგზავნილი იქნა წე---ლი, რომლითაც შპს ,,ჰი------ს’’ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შეწყვეტის მიზეზად იყო მითითებული: დაირღვა მიწოდების ვადები, მიწოდებული პროექტი არ იყო სრულყოფილი და გაცილებით მეტი ღირებულების აღმოჩნდა. პროექტში არ იყო გათვალისწინებული მდინარე ბ----–----ის სათავე – ნაგებობაზე დამატებითი სამუშაოების წარმოება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა. რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისა იყო ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული პროექტით, სამუშაოების წარმოება მეტი ღირებულების იყო, ვიდრე ეს მე---ას წარმოედგინა, ზემოაღნიშნულ გარემოებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან შპს ,, ჰი------ს’’ მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მხოლოდ წარადგენილი იქნა ერთი არასრულყოფილი პროექტი – 5 პროექტის ნაცვლად, ისიც ვადადარღვევით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, 11210 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა, უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 7. ო---------–----–---ეტის მე---ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, შემდეგ გარემოებათა გამო: 7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე ხელშეკრულებიდან. 7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ, ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების, ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს, ო---------–----–---------------სა და შპს ,,ჰი------ს’’ შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0---- ხელშეკრულება. 20---–-–---------------------------ელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 11210 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა – ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2019 წლის 30 სექტემბრამდე. 20---–-–---------------------------ელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების კონკრეტული ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2019 წლის 30 სექტემბრამდე. შპს ,,ჰი------ს’’ 2----–-–----------------ს N0---- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების ღირებულების – 10% –ს ოდენობით – 1121 ლარი. 7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.ამავე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს, არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად, რომ ჩაითვალოს აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. 7.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 7.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების ძალით, შპს ,, ჰი------მ’’ იკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს შესრულება) შესრულების შემთხვევაში. ამის გარდა, დაეთანხმა ხელშეკრულებების იმ პირობებსაც, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა შპს-----------ს’’ მიერ 2----–-–----------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დარღვევის ფაქტი, რაც საფუძველია მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შპს-----------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, შპს-----------ს’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღურდება. ო---------–----–---ეტის მე---ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ო---------–----–---ეტის მე---ა სარჩელის აღძვრისას, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შპს ,,ჰი------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის – 33.63 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243- 244-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.შპს „ჰი------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3.ონ---------–----–------ის მე---ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3.1.შპს ,,ჰი------ს’’ ო---------–----–---ეტის მე---ის სასარგებლოდ, დეკისროს პირგასამტეხლო –1121 ლარის ოდენობით.
4.მოპასუხე შპს ,,ჰი------ს’’ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 33.63 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და
ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე