განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100119002935141
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1518-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------–------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ--–---------–-----, დაბადებული 1----–ლის 3------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ-----–-- რაიონის დ----------–-, მ------- ქ.#---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, სამხედრო დასახლება, კორპუსი #-- ბინა #4--ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 თებერვალს, 16:10 საათზე, თბილისში, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი ჯ--–---------–----- უკანონოდ ინახავდა, ასევე, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით 0,001203 გრამს.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა,ჩადენილი არაერთგზის

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–----------–----------–- სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების, მოწმეების - ლ-–----------- და დ-------–-–------ ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. დღის მეორე ნახევარში პატრულირებდნენ სოფელ ფ-------–-–-, რა დროსაც დ---------- ქუჩის მიმდებარედ, სავალი გზიდან დაახლოებით 5 მეტრში, ბუჩქნართან შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩაიკუზა და ბუჩქებთან რაღაც დადო. მყისიერად გადმოვიდნენ მანქანიდან და მივიდნენ მასთან, რათა გაერკვიათ, რა დადო. დ-------–-–----- გაესაუბრა მამაკაცს, რომელიც ჯ--–---------–----- აღმოჩნდა, ლ-–---------- კი ბუჩქიდან ამოიღო კოლბა, ყავისფერი სითხით და ბამბით, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცი. შპრიცი, კოლბასთან ერთად, ადგილზევე დალუქეს, ხოლო ჯ--–---------–----- დააკავეს და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე გ--------------–---–-- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 23 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდა თბილისში, ფ-------–-- დასახლებაში, დ---------- ქუჩის მიმდებარედ. ადგილზე პატრულ-ინსპექტორებს დაკავებული ჰყავდათ ჯ--–---------–-----, გაესაუბრა პატრულ- ინსპექტორ ლ-–---------ს და შეიტყო, რომ სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას შენიშნეს დაკავებული, რომელმაც იქვე, საავტომობილო გზის პირას, ბუჩქებში დადო მცირე ზომის ფლაკონი და შპრიცი, რის შემდეგაც დააკავეს, ასევე, შეიტყო, რომ შპრიცი და მინის ფლაკონი პატრულ-ინსპექტორმა აიღო და დაკავებულის თანდასწრებით დალუქა. ლ-–---------სგან ადგილზევე ამოიღო პოლიეთილენის პაკეტში დალუქული მინის ფლაკონი და შპრიცი, რომელიც ჩათვალა, რომ ინსულინის იყო. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ჰქონდა ხელმოწრებიც. პატრულ-ინსპექტორისგან ამოღებული ნივთმტკიცება გაუხსნელადვე დალუქა პოლიეთილენის პარკში. ამოღებულ ნივთებზე დანიშნა ექსპერტიზა და გადაგზავნა კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ასევე, ექსპერტებისა და ლ-–---------ს მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით, მინის ფლაკონიდან და შპრიცის კედლებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, განჩინების საფუძველზე მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღებაც. აღებული ანაწმენდები გადაგზავნა ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე.

 

2019 წლის 23 თებერვლის ამოღების ოქმის მიხედვით, თბილისში, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–---------სგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ე.წ. ინსულინის სამედიცინო შპრიცი და ერთი ცალი მინის ფლაკონი, მოყავისფრო სითხით და ბამბით, რომელიც მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და დალუქულია #20 ლუქით. ლ-–---------სგან ამოღებული დალუქული პარკი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა, მოწმე ნ--------------მ დაადასტურა 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 16:10 საათზე, სოფელ ფ-------–-–-, ჯ--–---------–-----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით მის მიერ ფორმა #1-ის შედგენა და გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

მოწმედ დაკითხული ექსპერტების - თ----------------–---–--- და ნ-----–------–---–---- ჩვენებებით, 2019 წლის 23 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოდან გამოიძახეს ქვემო ფ-------–-–-, სადაც დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, დაახლოებით 20-25 მეტრში, გრუნტიან, მინდვრებიან გზაზე დახვდათ გამომძიებელი და პატრულ-ინსპექტორი, განუმარტეს, რომ ამ ბუჩქიან გზაზე შენიშნეს მოქალაქე, რომელიც ჩაჯდა და როდესაც მივიდნენ, აღმოაჩინეს შუშის ფლაკონი, სითხით. პატრულ-ინსპექტორის მითითებით დაასურათეს ტერიტორია, რაზეც შედგა ოქმი, რმელსაც გაეცნენ და ხელი მოაწერეს.

 

2019 წლის 23 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტების - თ----------------–---–--- და ნ-----–------–---–----, ასევე, პატრულ-ინსპექტორ ლ-–---------ს მონაწილეობით, გამომძიებელ გ--------------–---–-- მიერ დათვალიერდა თბილისში, სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია წარმოადგენს სოფლის განაპირას გამავალ გრუნტიან საავტომობილო გზას. გზა მდებარეობს სოფელ ფ-------–-ს ჩრდილო-დასავლეთის მხარეს და გარშემო აკრავს მინდვრები. გზის მარცხენა მხარეს არის ბუჩქნარი. დათვალიერებაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორმა მიუთითა ხსენებული გრუნტიანი გზის მარცხენა მხარეს, იმ ადგილას, სადაც ჯ--–---------–------ დადო მინის ფლაკონი, მასში მოთავსებული სითხით და ბამბით. ასევე, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეაჩერეს ჯ--–---------–-----.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7----- დასკვნით, 2019 წლის 23 თებერვალს ჯ--–---------–----- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკლევისთვის ბიოლოგიური მასალის (შარდის) ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--------–------.

 

ქიმიური ექსპერტიზის #8------------- დასკვნით, მინის ფლაკონში არსებული მოყავისფრო სითხე, რაოდენობით 0,2 მლ, და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,00088 გრამს; 3 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი, წონით 0,000323 გრამი, და მორფინი (ფუძე), წონით 0,000024 გრამი. საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,001203 გრამს.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ--------------------- და პ-------–--–---–---- სასამართლოში დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,...შპრიციდან და მინის ფლაკონიდან ანაწმენდები...‘‘, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. #1; კონტეინერი, წარწერით: ,,შპრიციდან ანაწმენდი‘‘) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ჯ--–---------–----- (ობ. #3, პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში ... ბრალდებულ 30.08.1977წ. დაბადებულ ჯ--–---------–-----ს პირის ღრუდან...‘‘); ანაწმენდზე (ობ. #2; კონტეინერი, წარწერით: ,,მინის ფლაკონიდან‘‘) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ--–---------–----- (ობ. #3).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-- დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შპრიცზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მაგრამ გამოვლინდა ძირითადი, ანუ მაჟორული წილი, რომელიც ეკუთვნოდა ჯ--–---------–-----. მინის ფლაკონზე იყო მხოლოდ ერთი პიროვნების ბიომასალა და გენეტიკური პროფილი, რომელიც, ასევე, ჯ--–---------–----- ეკუთვნოდა. მოწმის განმარტებით, მაჟორული წილი ნიშნავს, როცა შერეულ გენეტიკურ პროფილში ერთი ბიომასალა აღემატება მეორეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით, ჯ--–---------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ჯ--–---------–-----ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ჯ--–---------–-----ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენასა და შენახვას. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს იყო რა ნასამართლევი 2----–-–---------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულისათვის, 2019 წლის 23 თებერვალს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ჩადენილია არაერთგზის.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ჯ--–---------–------ 2019 წლის 23 თებერვალს შეიძინა და შეინახა 0,001203 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა სოფელ ფ-------–-–-, დ---------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მახლობლად, ბუჩქის ძირიდან, სადაც ის იდგა.

 

ბრალდებულის ჩვენება სასამართლოს არ აქვს, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა. მოწმეებმა - ლ-–---------- და დ-------–-–-----მ (პატრულ-ინსპექტორები) ერთმანეთთან თავსებადი ჩვენებებით სრულად აღწერეს 2019 წლის 23 თებერვალს, სოფელ ფ-------–-–- საპატრულო ეკიპაჟით პატრულირებისას, დ---------- ქუჩის მიმდებარედ, გრუნტიან და მინდვრიან ადგილზე, როგორ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ჩაიკუზა და ბუჩქთან რაღაც დადო. მყისიერად მივიდნენ მასთან, რა დროსაც ლ-–---------- მითითებული ადგილიდან ამოიღო მინის ფლაკონი, შიგთავსით (ყავისფერი სითხით და ბამბით), და შპრიცი. დ-------–-–------ შეფასებით, მან შესაძლოა ვერ მოასწრო მოხმარება. როგორც პატრულ-ინსპექტორების, ისე, გამომძიებელ გ--------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების ჩვენებებით ირკვევა, მითითებული ადგილი მოშორებულია დასახლებული პუნქტიდან, ამასთან, არც ერთ იქ მყოფს არ უთქვამს, რომ მახლობლად ვინმე სხვა პირი შეინიშნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დ-------–-–-----მ და ლ-–---------- დაინახეს ჯ--–---------–-----ს მიერ ფლაკონის დადების მომენტი, რაც, მდებარეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს, გამორიცხავს ნივთის სხვა პირისადმი კუთვნილებას.

 

ის გარემოება, რომ ჯ--–---------–----- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ (ბიოლოგიური კვლევა ვერ ჩატარდა მის მიერ მასალის ჩაუბარებლობის გამო), არ გამორიცხავს აღნიშნული ნივთიერების მის მიერ ფლობის ფაქტს, რამდენადაც სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ერთობლიობაში, რა დროსაც, ასევე, ითვალისწინებს ბრალდებულის არაგულგრილ დამოკიდებულებას ნარკოტიკული საშუალებებისადმი, რასაც ადგენს ნარკოტიკული დანაშაულისათვის არაერთი ნასამართლობით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე. ოქმზე ჯ--–---------–-----ს ხელით არის მიწერილი: ,,გავეცანი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს...‘‘ რასაც ხელს აწერს. ოქმზე არავითარი შენიშვნა/განცახდება არ ფიქსირდება. სასამართლო, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევს სავალდებულოდ ოქმზე შენიშვნის სახით განმარტების არსებობას, თუმცა, როდესაც პირს აკავებენ და მის მიმართ ატარებენ იძულებით ღონისძიებას, თუ იგი არ ეთანხმება მოქმედების შინაარსს, ეჭვს გარეშე უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგოს დაფიქსირების სურვილი, უკიდურეს შემთხვევაში, ხელის მოწერაზე მაინც უნდა ჰქონდეს გამოვლენილი უარყოფითი ნება.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ქ-----------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ შპრიცზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილიც ეკუთვნის ჯ--–---------–-----, ხოლო მინის ფლაკონზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი არის მხოლოდ ჯ--–---------–-----ს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ დ---------- ქუჩის მიმდებარედ არსებული გზის განაპირას, ბუჩის ძირიდან პატრულ-ინსპექტორ ლ-–---------ს მიერ ამოღებულ მინის ფლოკონს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შიგთავსით, და ერთჯერადი მოხმარების შპრიცს, ამოღებამდე ფლობდა ჯ--–---------–-----.

 

გამომძიებლისა და პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ამოღების ოქმთან, რომლის თანახმადაც, გ--------------–---–-- ლ-–---------სგან ამოიღო ზემოაღნიშნული ნივთები დალუქული სახით, რაც შემდგომში გამოსაკვლევად გაიგზავნა ქიმიურ ექსპერტიზაზე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - პ-------–--–---–----- და ნ--------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ მინის ფლაკონში არსებული მოყავისფრო სითხე და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,00088 გრამს, ხოლო შპრიცის შიდა კედლებზე არსებული ჰეროინის წონაა 0,000323 გრამი, რაც ერთიანობაში შეადგენს 0,001203 გრამს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაშია მითითებული ჰეროინი.

 

შესაბამისად, მინის ფლაკონსა და შპრიცში არსებული ნივთიერება, ჰეროინის სახით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ბრუნვა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და საჭიროებს ნებართვას, რაც ჯ--–---------–----- არ ჰქონია. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. დადგენილია, რომ ჯ--–---------–----- პატრულ-ინსპექტორების ადგილზე გამოცხადებამდე ფლობდა ხსენებულ ნარკოტიკულ საშუალებას, რაც შემდეგ ბუჩქის ძირას დადო.

 

ზემოხსენებული კანონის დანართი #2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მცირე ოდენობაა 0,2 გრამამდე. დანართის შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ოდენობა 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ვინაიდან ჯ--–---------–-----ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 0,001203 გრამი, აღნიშნული წარმოადგენს საწყის ოდენობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ჯ--–---------–-----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ--–---------–------, რომელიც 2----–-–---------------- განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რაც არ აქვს გაქარწყლებული, 2019 წლის 23 თებერვალს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, არაერთგზის.

 

სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს დასკვნით სიტყვაში ჯ--–---------–-----ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ განიცდიდა ფიზიკურ ზეწოლას და დალურჯებებიც ჰქონდა, მანქანაში ჩასმის დროს მხარზე ურტყამდნენ. ასეთი არ დგინდება დაკავების ოქმით, არაფერია ცნობილი სამართალდამცავებისგანაც, ასევე, საქმეში არსებული 2019 წლის 23 თებერვლის ოქმით დგინდება, რომ ჯ--–---------–-----ს მიმართ შეთავაზებულ იქნა სამედიცინო დახმარება, რაზეც მას გაცხადებული აქვს უარი, რასაც ხელმოწერით ამოწმებს. შეაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ. ამასთან, ჩვენების მიღების მიზნით მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით მას არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის. მისი მხრიდან ამ კუთხით ინერტულობის მიზეზად იმის მოტანა, რომ ადვოკატს სთხოვდა აღნიშნულის გაკეთებას, რასაც ის არ ასრულებდა, ალოგიკურია, რამდენადაც მის ადვოკატს გამოძიების მიმდინარეობისას დაყენებული აქვს შუამდგომლობა დაკავებისა და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვების თაობაზე, მით უფრო, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ნაკლებსავარაუდოა, უფლებადამცველ პირს არ მიემართა შესაბამისი უწყებისთვის. ამასთან, შესაბამისი ორგანოებისთვის შეეძლო მიემართა თავად ბრალდებულსაც, რის მცდელობასაც, როგორც ირკვევა, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ჯ--–---------–-----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, ჯ--–---------–----- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ--–---------–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ჯ--–---------–-----ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, ასევე, ითვალისწინებს იმას, რომ მისი ქმედებით ზიანი არავის მისდგომია. ამასთან, მართალია, ჯ--–---------–----- ნასამართლევია, თუმცა, რამდენადაც აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებას სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ--–---------–----- უნდა განესაზღვროს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი.

 

ასევე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯ--–---------–----- დანაშაულის ჩადენის დროს, 2----–-–---------------- განაჩენის საფუძველზე, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა ხსენებული განაჩენით განაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით. შესაბამისად, სასამართლო ჯ--–---------–-----ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდება, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ ვითარებაშიც სასჯელის დანიშვნა ხდება როგორც ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, ზემოთ დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს, რა დროსაც 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქავს ახლადდანიშნულ სასჯელს. ამასთან, ჯ--–---------–----- საბოლოო სასჯელში ჩაეთვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

გარდა ამისა, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ--–---------–----- ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნერწვის ნიმუში და ანაწმენდები უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ჯ--–---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი და ჯ--–---------–----- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

ჯ--–---------–----- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

ჯ--–---------–----- საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით მოხდილია ნაწილობრივ 2019 წლის 12 მარტიდან 2019 წლის 24 ოქტომბრამდე. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით და 2019 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 12 მარტამდე.

 

ჯ--–---------–-----, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე