განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
140100119003165566
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003165566

N1/413-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

28.11.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი გ------- მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი - თორნიკე ბაიდოშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - იოსებ გაბარაევი

 

ბრალდებული - გ------- ვ-–--------ის ძე ჯ-–--–---–ი, დაბადებული 2--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------, ს------–---------–ენი.

 

კვალიფიკაცია

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- ჯ-–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის), 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8-------–ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა გ------- ჯ-–--–---–მა, 2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, ძალაყინის გამოყენებით კარის გაღებით, უკანონოდ შეაღწია ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილ №-/ა-ში მდებარე შ-------------“ აფთიაქში, სადაც ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ-------------“ კუთვნილ 100 (ასი) ლარს.

იმავდროულად, გ------- ჯ-–--–---–ი, ძალაყინის გამოყენებით, ცდილობდა შ-------------“ შენობაში მდებარე ს----–-------------ის“ ბანკომატში კარის დაზიანების გზით უკანონო შეღწევას და შიგ მოთავსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებას. გ------- ჯ-–--–---–ის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------- ჯ-–--–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ------- ჯ-–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ს-----------–---–-----–------------–-------------------------–---–------------–----–------------–-----------------------------–--–---–------------------–----------------------------- გამოკითხვის ოქმები, გ------- ჯ-–--–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - ორი ცალი ძალაყინი, გ------- ჯ-–--–---–ის ნასამართლობის ცნობა, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8-------–ის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია, ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმი გ------- ჯ-–--–---–თან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

გ------- ჯ-–--–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8-------–ის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------- ჯ-–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გ------- ჯ-–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

რაც შეეხება ქმედების მცდელობად მიჩნევას, მცდელობა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი). მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს (საკუთრების უფლება) უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ჯ-–--–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, მასთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და ამოძრავებდა სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

ამდენად, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ჯ-–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ჯ-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

გ------- ჯ-–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია გ------- ჯ-–--–---–ის ქმედება დანაშაულების ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომებზე გ------- ჯ-–--–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულებისადმი და თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი მოწოდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1-----------–ის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ არ გასაჩივრებულა, საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8-------–ის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8-------–ის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ არ გასაჩივრებულა, საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენი გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ არ გასაჩივრებულა, საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უტყუარად დადგენილია, რომ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევმა გ------- ჯ-–--–---–მა ინკრიმინირებული განზრახი დანაშაულები პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულების ჩადენის შემდეგ. გ------- ჯ-–--–---–მა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება, ამასთან, მან ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. გ------- ჯ-–--–---–ი 18 წლისაა, არასრული საშუალო განათლებით, არის დასაოჯახებელი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით გ------- ჯ-–--–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დამნაშავის ასაკის, პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი. გ------- ჯ-–--–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება მსჯავრდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- ჯ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ჯ-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1------ის განაჩენით გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჯ-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ გ------- ჯ-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ივლისის 03:05 საათიდან.

 

3. გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შ-- ,,ო--------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;

· გ------- ჯ-–--–---–ის სუნის, ანაბეჭდების და ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს;

· ორი ცალი ხელთათმანი განადგურდეს;

· ორი ცალი ძალაყინი განადგურდეს;

· საღებავის ნიმუშები, ბეტონის ნატეხი, სუნის კვალი და ანაწმენდების კვალი განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე