განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1818-15
#0------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–--–---–-–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი---------------
განსასჯელი - ი-------------–-------, დაბადებული 1----–ლის 6 მაისს, საქართველოს მოქალაქე, ამჟამად ძებნილი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები (1960 წლის რედაქცია) - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ანგარებით, ორი პირის მიმართ
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 1993 წლის ივლისის თვის ბოლოს, თბილისში, ზემო ,-------, სახლი 1--- ბინა #2-ში მცხოვრებმა მ----------- ასულმა ს----------- ვ-–---------------–------ ძე ს------–------, მცხოვრებს თბილისში, მ--------- გამზირი, მ-------------–-, მ--- კორპუსი, ბინა #1--ში, გადასცა თავისი კუთვნილი ოქროს მაჯის საათი და სთხოვა, გაეყიდა 10 000 მანეთად, რაზედაც ვ-–----------------–----- დაეთანხმა მ----------------- და დაიტოვა საათი გასაყიდად. ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ მ----------------მ რამდენიმე დღის შემდეგ უამბო თავის მეუღლეს - ი-------------- ძე ს------–-------.
იმავე წლის 10 აგვისტოს ი-------------–--------, იმყოფებოდა რა არაფხიზელ მდგომარეობაში, განიზრახა, მისულიყო ვ-–----------------–-----სთან ბინაში, რათა გაერკვია, გაყიდა თუ არა მან მისი მეუღლის კუთვნილი საათი. იმის გამო, რომ ი-------------–------- იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, მ---------------- და მისი შვილი ა-–--–----------- ასული ს---------- თან გაჰყვნენ. მ-----–---- ქუჩაზე, ვ-–----------------–-----ს საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ზემოაღნიშნულ პირებს წამოეწია გამოძიებით დაუდგენელი ორი მამაკაცი, რომლებიც გაესაუბრნენ ი-------------–------- და გაჰყვნენ მას ვ-–----------------–-----ს საცხოვრებელ ბინაში. მათ ბინის კარი გაუღო ვ-–----------------–-----მ, რომელმაც მამაკაცები მიიპატიჟა სამზარეულოში, ხოლო მ---------------- და ა-–--–------------- შევიდნენ ოთახში, სადაც ვ-–----------------–-----ს მეუღლე ლ--------------–----- და მისი მცირეწლოვანი შვილები - ი-------------- ძე ი------- და მ-------------- ასული ი------- ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ი-------------–------- კამათი მოუხდა ვ-–----------------–-----სთან, რა დროსაც მან განიზრახა, ანგარებით ჩაედინა ორი პირის - ვ-–----------------–-----სა და ლ--------------–-----ს განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც მან უბრძანა თავის მეუღლეს - მ----------------- თავისი შვილი და ლ--------------–-----ს მცირეწლოვანი შვილები სააბაზანოში შეეყვანა და იქ ჩაკეტილიყვნენ. როდესაც ზემოაღნიშნული პირები სააბაზანოში შევიდნენ და ჩაიკეტნენ, ი-------------–-------- იქვე, სამზარეულოში, აიღო დანა და დანის არაერთჯერადი დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ვ-–----------------–-----ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ დანის არაერთჯერადი დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ლ--------------–-----ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ--------------–----- ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი-------------–-------- ვ-–----------------–-----ს საცხოვრებელი ბინიდან შავი ჩემოდნით წაიღო სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობები და დასახელებულ პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლომ დაადგინა:
1993 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, მ--------- გამზირი, მ-------------–-, მ--- კორპუსი, ბინა #1--ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი-------------–--------, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ვ-–----------------–-----სა და მის მეუღლეს - ლ--------------–-----ს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი
ანგარებით, ორი პირის მიმართ
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე ი------–------–---–-- (გვარის შეცვლამდე ი-------) სასამართლოსა და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ დედა ლ--------------- ცოლად გაჰყვა ვ-–----------------–-----ს და ცხოვრობდა ქმრის ერთოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, მ--------- გამზირი, მ-------------–-, მ--- კორპუსში, ბინა #1--ში. თვითონ, 3 წლით უმცროს დასთან - მ-–---------- ი-------სთან ერთად, დეიდასთან იზრდებოდა ლ---------- რაიონის სოფელ მ–----------–-. დედა და მამინაცვალი ოქროთი ვაჭრობდნენ. 1993 წლის 7-8 აგვისტოს, დასთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში დედასთან. 10 აგვისტოს, ღამით, დაახლოებით 11 საათისთვის, სახლში მივიდნენ ორი ქალი და ორი მამაკაცი, რომელთაგან არცერთს არ იცნობდა, თუმცა გაიგო, რომ მათ შორის ერთი იყო ი-----, ვინც შემდგომში მკვლელობა ჩაიდინა, მისი სახელი არ დაავიწყდება. ახსოვს, რომ თეთრი ფერის ქუდი ეხურა, სლავური გარეგნობის იყო, მეორე მამაკაცი წვერიანი და შედარებით მაღალი იყო, მისი სახელი არ იცის. ი-----ს სახელი კი ახსოვს, რადგან მას მეორე მამაკაცმა დაუძახა, რაზეც შენიშვნა მისცა. მამაკაცებთან ერთად მყოფი ქალებიდან ერთს მ---- ერქვა, მეორეს - ა-–--–-, რომელიც მ----ს შვილი იყო. კაცები სამზარეულოში გავიდნენ, ქალები ოთახში დარჩნენ. სამზარეულოდან ესმოდა ი-----ს და მეორე მამაკაცის ხმა, მამინაცვალს ეკამათებოდნენ. ამის შემდეგ ი----- მათთან შევიდა, ხელში გახსნილი დანა ეჭირა, თავებს დაგაჭრით ყველასო, იყვირა, თან დედას ეუბნებოდა, საათი გაყიდეო, რაზეც დედა პასუხობდა, არ გაყიდულაო, ასევე, ედავებოდა და კითხულობდა ბეჭედსა და ცეპს. ქალებს დაავალა ბავშვების აბაზანაში შეყვანა, რის გამოც ის და მ-–- ქალებმა სააბაზანოში/საპირფარეშოში შეიყვანეს. შესვლისას, ხელმარცხნივ, სამზარეულოს ოთახში სისხლის გუბე დაინახა. სააბაზანოში მათთან ერთად იყვნენ მ---- და ა-–--–-, რა დროსაც გარედან ჩხუბის ხმა ისმოდა. ცოტა ხანში ი----- შევიდა, დაიხარა მასთან, თვალებში უყურებდა, ხელში შავტარიანი დასაკეცი დანა ეჭირა, რომელიც სისხლიანი იყო, და ეკითხებოდა, სად იყო ოქროს ცეპი და ბეჭედი. უპასუხა, რომ არ იცოდა, რა ოქროზე ლაპარაკობდა. ამის გამო ი-----მ დანა ჩაარტყა თავში, ალბათ, შესაშინებლად, მაგრამ ეტკინა, ის აფთარივით იყურებოდა, იმუქრებოდა - ყელებს გამოგჭრით ყველას, თქვით, ოქრო სად არისო. ისეთი სახე ჰქონდა, ყველაფერზე წამსვლელი იყო. შეეშინდა და, დასთან ერთად, ტირილი დაიწყო. ი-----ს გასვლის შემდეგ მეორე მამაკაცი შევიდა საპირფარეშოში, მოშარდა და გავიდა ხმის ამოუღებლად, მასაც ხელში სამზარეულოს მრგვალპირიანი, პურის საჭრელი დანა ეჭირა. ქალები სააბაზანოდან დროდადრო გადიოდნენ და შედიოდნენ. ერთ მომენტში აბაზანის ნიჟარაზე ავიდა და პატარა ფანჯრიდან გადაიხედა, სამზარეულოში მამინაცვალი დაინახა სკამზე გადაწოლილი, ჩაკუნტულივით იყო. ბოლოს სააბაზანოს კარზე დააკაკუნეს, დედა ი-----ს ეუბნებოდა, შვილები მაჩვენეო. როდესაც კარი გაიღო, დედას გვერდით ი----- და მეორე მამაკაცი ედგნენ, ი-----ს მარჯვენა ხელში დანა ეჭირა, მარცხენა კი დედის მაჯაზე ეკიდა. უყურა დედამ შვილებს, თვალზე ცრემლი არ ჰქონია, მაგრამ მიხვდა, რომ ის საშინლად იყო, და კარი დაიკეტა. ამის შემდეგ არაფერი ისმოდა. ბოლოს ი----- კარის გაღებას სთხოვდა, მაგრამ არ უღებდა და შიგნიდან ექაჩებოდა. დაუძახეს, რომ ბავშვებისთვის თავი დაენებებინა, რაზეც უპასუხა - ჩვენ მოწმეები არ გვჭირდებაო. ამ დროს შემოესმა ხმა: ,,მილიცია, გავიქცეთ‘‘, და კარი მიიხურა. არ დაიჯერა, რომ წავიდნენ და ღამე, დასთან ერთად, აბაზანაში გაათენა. აბაზანაში ჩაეძინათ. დილით გააღო კარი, რომელიც რაღაც საბანში შეხვეულს მიედო, მიხვდა, რომ გვამი იქნებოდა, ბინაც არეული იყო. დას ხელი დაავლო და მილიციაში გაიქცა. სახლში პოლიციის თანაშრომლებმა მკვდარი მამინაცვალი ნახეს სისხლში, საბანი რომ გადახადეს, დაინახა მისი ჭრილობები. დედა მისაღებ ოთახში იყო გარდაცვლილი, ნაწამები იყო, ხმა რომ არ ამოეღო, ალბათ, გაჩუმების მიზნით აწამეს, ხელ-ფეხი ჰქონდა დასერილი.
მოწმის ჩვენებით, ი----- ფაქტობრივად ორგანიზატორი იყო, ყველას მითითებას აძლევდა, მისი მოთხოვნით შეიყვანეს ბავშვები აბაზანაში, მეორე მამაკაცის ხმა არც გაუგია, მარტო ი-----ს ხმა ისმოდა, ის ემუქრებოდათ, ანგრევდა კარს და ბოლოს, მოწმეები არ გვჭირდებაო, ესეც მან თქვა, მანვე ჩაარტყა თავში დანა.
მოწმე მ--------------–-–---–-- (გვარის შეცვლამდე ი-------) გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ 10 აგვისტოს, საღამოს, მამინაცვლის სახლში მივიდნენ ორი მამაკაცი და ორი ქალი. ვ-–----------------–-----მ მამაკაცები სამზარეულოში შეიყვანა, ქალები კი მათთან შევიდნენ ოთახში. სამზარეულოდან ჩხუბის ხმა ისმოდა. ერთი მამაკაცი, რომელსაც ი----- ერქვა, მამინაცვალს ეკამათებოდა. შემდეგ მათთან შევიდა დანით ხელში და ქალებს უთხრა, რომ, ძმასთან ერთად, საპირფარეშოში შეეყვანათ, თან დედას ეუბნებოდა, საათი გაყიდე თუ არაო, რაზეც დედამ უპასუხა, რომ საათი არ გაუყიდია. ამის შემდეგ ქალებმა, ძმასთან ერთად, საპირფარეშოში შეიყვანეს, სადაც რაღაც პერიოდის შემდეგ ი----- შევიდა და მის ძმას ჰკითხა, დედაშენს სად აქვს ბეჭედი და ცეპიო, რაზეც ძმამ უპასუხა, რომ არ იცოდა, იმან კი თავში დანის ტარი ჩაარტყა. ქალი მათთან ერთად იყო ხოლმე, გოგონა უფრო გადიოდა და შედიოდა. საპირფარეშოში ი----- კიდევ შევიდა, ხელზე წინდა ჰქონდა წამოცმული და დანა ეჭირა, ერთხელ მისი ძმაკაციც შევიდა დანით ხელში, ორივე მთვრალი იყო. ერთ-ერთ შესვლაზე ი-----მ და მეორე კაცმა დედა მიიყვანეს მათთან, აჩვენეს მათი თავი და გაიყვანეს. ი-----ს მაშინაც დანა ეჭირა, დანით იდგა მეორე მამაკაციც. შემდეგ ი-----მ ქალებს უთხრა, წასულიყვნენ და ისინიც მაშინვე გავიდნენ, ბავშვებს კი დაუბარა, რომ იქვე დაეძინათ. ძმასთან ერთად, მთელი ღამე აბაზანაში გაატარა, იქვე ეძინათ. დილით გავიდნენ, დედა და მამა დახოცილები იყვნენ, იატაკზე თეთრეული და სხვა ნივთები ეყარა.
მოწმის განმარტებით, მართალია, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები არ ახსოვს, თუმცა გამომძიებელს ყველაფერი სიმართლე უთხრა. არანაირ ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არავის უთქვამს, რომ ი----- ეხსენებინა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძმასთან არ უსაუბრია, რადან გახსენება არ უნდოდათ.
მოწმე ა-–--–-------------ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მიხედვით, დედა - მ---------------- 1993 წლის 9 იანვარს დაქორწინდა ი-------------–---------, რომელიც ცხოვრობდა მათთან ერთად. ოჯახს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ს------–--------- ოჯახთან, კერძოდ, ვ----სთან, რომელიც ი-----ს მეგობარი იყო. ვინაიდან ვ---------- ბაზრობაზე ვაჭრობდა, შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვის წინ საათი მისცეს გასაყიდად. 1993 წლის 10 აგვისტოს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, დედასთან ერთად, კვალდაკვალ გაჰყვა მამინაცვალს, რომ არაფერი დაეშავებინა, რადგან ნასვამი იყო, სიმთვრალეში დიდი ჩხუბისთავი იყო. გზად ორი მამაკაცი შეხვდათ. ამ დროს ი-----მ დედას უთხრა, ვ---- ს------–------თან შევიდეთ საათზეო და ყველანი ერთად მივიდნენ. ვ---- თავის ახლადმოყვანილ ცოლთან და ორ ბავშვთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. თვითონ, დედასთან ერთად, იმ ოთახში შევიდა, სადაც ლ------ თავის შვილებთან ერთად იჯდა, მამაკაცები კი სამზარეულოში იყვნენ და ლაპარაკობდნენ, გაიგო, რომ ი----- ვ----ს ეკამათებოდა. ს------–----- გამოვიდა სამზარეულოდან და დედას საათი მისცა, ეტყობა, ვერ გაყიდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ი----- გამოვიდა ოთახში და უბრძანა მათ, ბავშვებთან ერთად სააბაზანოში შესულიყვნენ, რადგან ლ------სთან საუბარი სურდა. მართლაც, ლ------ს შვილებთან ერთად სააბაზანოში შევიდნენ. ცოტა ხანში მამინაცვალმა სააბაზანოდან ოთახში გამოიყვანა და უთხრა, რომ ლ------სთან დარჩენილიყო. ჰკითხა ი-----ს, რა მოხდა, რაზეც უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო. ამ დროს ის ორი მამაკაცი სამზარეულოში იმყოფებოდა, ვ----სთან ერთად. შემდეგ ი-----მ ისევ უბრძანა, სააბაზანოში შესულიყო. ლ------მ სთხოვა, ბავშვები ეჩვენებინა, მამინაცვალმა მიიყვანა და შვილები დაანახა, თან მაშინვე უკან გამოაბრუნა. თვითონ ისევ სააბაზანოში იყვნენ, სადაც კამათისა და ყვირილის ხმები ისმოდა. დედა რამდენჯერმე შეეცადა სააბაზანოდან გასვლას, რომ გაერკვია, რა ხდებოდა, მაგრამ ი----- არ უშვებდა, უყვიროდა. ი----- სააბაზანოში თვითონაც შევიდა, ვ----ს ბიჭს ეკითხებოდა, სად არის ცეპიო, და დაკეცილი დანა ჩაარტყა თავში, ბავშვებმა შიშისგან ტირილი დაიწყეს. ოთახიდან ყვირილი ისმოდა. მამინაცვალმა გააღო კარი და დედას და მას უბრძანა, ქუჩაში დალოდებოდნენ. ასეც მოიქცნენ. ი----- დაახლოებით 20 წუთში ხელში ჩემოდნით გავიდა, ორ უცნობ მამაკაცს ხელში არაფერი ჰქონიათ, იქვე დაშორდნენ. დედასთან და ი---------- ერთად, სახლში წავიდა, სადაც ი-----მ ჩემოდანი მისი საწოლის ქვეშ შეინახა, თან გააფრთხილა, ხელი არ ეხლოთ. 12 აგვისტოს სახლში მილიციის თანამშრომლები მივიდნენ და თვითონ და დედა დააკავეს, რა დროსაც შეიტყვეს, რომ ცოლ-ქმარი ს------–-----ები მოუკლავთ.
1993 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თბილისში, მ--------- გამზირზე, მ-----ვარტალში, მ--- კორპუსის მ-----ადარბაზოს 1---– სართულზე მდებარე #-- ბინაში, რომელიც ეკუთვნის ვ-–----------------–-----ს, შესასვლელი კარი არის ღია მდგომარეობაში, ღიაა აბაზანის კარიც. კარიდან მარცხენა მხარეს, აბაზანის თავზე, არის ფანჯარა, რომელიც არის ღია. შესასავლელი კარიდან 1,50 მეტრის მოცილებით, ერთმანეთის გვერდით, იატაკზე გდია სპორტული ქუდები, ერთი ქუდი არის თეთრი ფერის, უკან ბადისებრი ნაჭრით, ქუდზე ორ ადგილას აღინიშნება შემხმარი მოწითალო ლაქები, მეორე ქუდი წითელი-შავით, რომელსაც ექვს ადგილზე აღენიშნება წერტილოვანი, შემხმარი წითელი ფერის ლაქები. დერეფანში, სამზარეულოს მხარეს, იატაკზე ასვენია ვ-–----------------–-----ს გვამი, რომელსაც სახის მარცხენა ნახევარი დადებული აქვს იატაკზე. გვამს თავზე ადევს ბალიში, რომლის პირი მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. ზურგის არეში გადაფარებული აქვს ჭრელი ფარდაგი. გვამური გაშეშება გამოხატულია სხეულის ყველა კუნთში. გვამური ლაქები სუსტად გამოხატულია გულმკერდისა და მუცლის ქვედა ნახევარში. გვამს კისრის მარჯვენა ზედაპირზე აღენიშნება შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით 7X1-3 სმ, რომელშიც მოჩანს გადაჭრილი არტერია და კუნთები. ვინაიდან გვამი მოსვრილია შემხმარი სისხლით, ადგილზე გვამის დეტალური დათვალიერება ვერ მოხდა და დათვალიერება დეტალურად მოხდება პროზექტურაში. ამავე გასასვლელში, გვამის სახისა და გულმკერდის არესთან პერპენდიკულარულად, იატაკზე აღინიშნება შედედებული მოწითალო ფერის სითხე. სამზარეულოს კარის ძირზე აღინიშნება მრავლობითი მოწითალი ფერის შემხმარი ლაქები. სამზარეულოს იატაკი მთლიანად მოსვრილია შემხმარი მოწითალო ფერის ლაქებით და აღინიშნება ძალადობის ნიშნები. სამზარეულოში, იატაკზე გდია ხის სკამი, გაზქურის წინ, იატაკზე წაქცეულია ორი სკამი, მაგიდაზე დევს მინის სამლიტრიანი ქილა, მოყვითალო სითხის ნარჩენებით და ლუდის სუნით.
ოთახში, შესასვლელიდან მთელი ოთახის იატაკის ფართზე, უწესრიგოდ ყრია ტანსაცმელი, ბალიში, პირსახოცები, ფეხსაცმელები, ფარდები, საბანი. ოთახის შუაში დაყრილ ტანსაცმელზე და საწოლის ლეიბზე პირდაღმა მდგომარეობაში ასვენია ლ--------------–-----ს გვამი. ხელები შეკრული აქვს ზურგს უკან თეთრი ფერის პირსახოცის ნაჭრით მტევნის არეში. ქვედა კიდურები შეკრული აქვს თეთრი ფერის პირსახოცის ნაჭრით კოჭ-წვივის სახსრის არეში. პირი და კისერი აკრული აქვს თეთრი ფერის პირსახოცის ნაჭრით, რომელიც წინ შეკრულია ორი კვანძით, პირი ღია აქვს და პირსახოცის ნაწილი მოქცეულია კბილებს შორის. გვამური გაშეშება გამოხატულია სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში, ფიქსირდება გვამური ლაქები. გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხარეს, აღინიშნება ჯგუფურად მდებარე 19 სწორკიდეებიანი ჭრილობა 32X13 სმ ფართზე, ყველაზე მცირე - ზომით 0,6X0,3 სმ, ყველაზე დიდი - 2,5X1 სმ-ზე. გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ბეჭის ქვემოთ ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ორი ცალი სინთეტიკური ნაჭრისგან დამზადებული სპორტული ქუდი, ერთი - თეთრი ფერის, მეორე - წითელი შავით; ასევე, ამოღებულ იქნა საოჯახო ცალპირლესილი თეთრი მეტალისგან დამზადებული დანა; ბალიშის პირი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ლაქები; მამაკაცის სპორტული პიჟამოს ზედა ლურჯი პერანგი, მოწითალო ლაქებით; ვ.ნ. ს------–------ სახელზე გაცემული სამხედრო ბილეთი; ლ---------------ს სახელზე გამოწერილი პასპორტი; ვ.ნ. ს------–------ა და ლ.ნ. ი-------ს ქორწინების მოწმობა; ლ.ნ. ი-------ს დაბადების მოწმობა; ვ-–----------------–-----ს მძღოლის მოწმობა; ვ.ნ. ს------–------ა და ზ.ი. ს------–------ განქორწინების მოწმობა; ვ.ნ. ს------–------ 2 ცალი ფოტოსურათი; ლ.ნ. ს------–------ ფოტოსურათი; 2 ცალი უბის წიგნაკი; ერთი ცალი რვეული. ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვ-–----------------–-----სა და ლ--------------–-----ს გვამები, სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისთვის გადატანილ იქნა პროზექტურაში.
1993 წლის 13 აგვისტოს ამოღების ოქმით, მ----------------- საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში მდებარე საწოლის ქვემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ჩემოდანი, რომელშიც აღმოჩნდა: 1) წითელი ფერის მუყაოს ყუთი, რომელშიც აწყვია 12 ცალი ოქროსფერი ჩაის კოვზი; 2) ცელოფნის პარკში შეხვეული 9 ცალი არყის ჭიქა; 3) სავარცხლების კომპლექტი; 4) 2 წყვილი ქალის საოჯახო ჩუსტი; 5) თვალების საღებავები ერთი კოლოფით; 6) უცხოური წარმოების ერთი დეზოდორი; 7) ბროლის ერთ ლიტრამდე ტევადობის დოქი სახურავით; 8) ღია ცისფერი აბრეშუმის ნაჭერი; 9) მამაკაცის შავი ფერის შარვალი; 10) შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; 11) მამაკაცის ლურჯი ფერის შარვალი ქამრებით - 2 ცალი; 12) ქალის თეთრი ფერის პერანგი გრძელი სახელოებით; 13) შავი ფერის ქალის ქვედაბოლო ქამრით. მუყაოს ყუთში დევს, ასევე, სხვადასხვა ფირმის ხუთი მაჯის საათი.
1993 წლის 13 აგვისტოს მ----------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვერ იქნა აღმოჩენილი ვ.ნ. ს------–------ კუთვნილი ნივთები და სხვა ფასეულობები.
1993 წლის 20 აგვისტოს ამოღების ოქმით, პროზექტურიდან ამოღებულ იქნა ლ.ს------–------ ტანსაცმელი, ხელთათმანი, ცხვირსახოცი, 2 ცალი პირსახოცი და თმის სამაგრი.
იმავე დღის დათვალიერების ოქმით, ლ--------------–-----ს კაბის უკანა მარცხენა მხარეს აღინიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღით მიყენებული 12 დაზიანება. კაბაზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, პირსახოცები დასვრილია სისხლისმაგვარი სითხით.
1993 წლის 20 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, ვ-–----------------–-----ს კუთვნილი სპორტული ზედა პიჟამოს დათვალირებისას დაფიქსირდა, რომ პიჟამო ალაგ-ალაგ დასვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნის თანახმად, ლ--------------–-----ს გარდაცვალების უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა სხეულის ნაჩხვლეტი გაჭრილი ჭრილობების შედეგად, გულისა და ფილტვების დაზიანებით. გვამის გამოკვლევით დადგენილია ნაჩხვლეტი გაჭრილი ჭრილობების არსებობა გულმკერდის უკანა მიდამოებში, რომელთაგანაც 19 მდებარეობს გულმკერდის მარჯვენა მხარეს და აქედან 3 ჭრილობა აღწევს გულმკერდის ღრუში, გულის დაზიანებით. 10 ჭრილობა აღწევს გულმკერდის ღრუში, ფილტვების დაზიანებით, 6 ჭრილობა ნეკნების პროექციაში მთავრდება, მაგრამ ისინი არ აღწევენ ღრუში. გულმკერდის უკანა მარჯვენა ნახევარში არის 1 ჭრილობა, რომელიც აღწევს პლევრულ ღრუში, ფილტვის დაზიანებით. ყველა აღწერილი ჭრილობა მიყენებულია რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღის გამოყენებით, ყველა ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია. მარცხენა თვალის სისხლნაჟღენთი სახის დაზიანება მიყენებულია რაიმე ბლაგვი მაგარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისდროინდელია და ატარებს მსუბუქი დაზიანების ნიშნებს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნით დადგენილია, რომ ვ-–----------------–-----ს გარდაცვალების უშუალო მიზეზია საერთო მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა სხეულის ნაჩხვლეტი გაჭრილი ჭრილობებით, კისრისა და მარცხენა ფილტვის მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. გვამის გამოკვლევით დადგენილია სხეულის 11 ნაჩხვლეტი გაჭრილი ჭრილობა. მათგან ჭრილობა კისრის მარცხენა მხარის მიდამოში აზიანებს საძილე და საუღლე არტერიებს. დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე კატეგორიას. გულმკერდის მარცხენა მხარის დაზიანებები (#6 და #7) აღწევს პლევრულ ღრუში ფილტვის დაზიანებით. მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე კატეგორიას. ექვსი დაზიანება არ აღწევს ღრუებში და ატარებს მსუბუქი დაზიანებების ნიშნებს. მარცხენა მხრისა და ცხვირის ნესტოების დაზიანებები, დაბეჟილობების სახით, მიყენებულია ბლაგვი მაგარი საგნით და ატარებენ სხეულის მსუბუქი დაზიანებების ნიშნებს. ყველა აღწერილი დაზიანება სიცოცხლისდროინდელია. იარაღის დასადგენად (ერთი იყო თუ რამდენიმე) საჭიროა ჩატარდეს ტანსაცმლის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანებების მიღების დროს.
ზემოთ განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ადგენს, რომ ი-------------–-------- ჩაიდინა ვ-–-------- და ლ--------------–-----ების მკვლელობა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია: პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, და შედეგი სიკვდილის სახით.
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია ი-------------–-------ს მიერ ცოლ-ქმარ ს------–--------- განზრახ მკვლელობის ფაქტი.
1993 წლის 10 აგვისტოს, ღამით, თბილისში, მ--------- გამზირი, მ-------------–-, მ--- კორპუსი, ბინა #1--ში მოვლენათა განვითარების ირგვლივ სასამართლოს ჩვენება მისცეს გარდაცვლილ ლ--------------–-----ს შვილებმა, რომლებიც შემთხვევის დროს, გაშვილებამდე, გვარად ი--------- იყვნენ. სასამართლოში, ასევე, გამოქვეყნდა მკვლელობის დროს ვ-–-------- და ლ--------------–-----ების ბინაში ი-------------–---------- ერთად მყოფი ა-–--–-------------ს გამოკითხვის ოქმი. მოწმეების: ი------–------–---–-- (წარსულში ი-------), მ--------------–-–---–-- (წარსულში მ--------------) და ა-–--–-------------ს ჩვენებებით დგინდება, რომ მკვლელობის ღამეს ს------–--------- ოჯახში მისული პირებიდან ერთ-ერთი იყო ი-------------–-------. აღნიშნულზე მიუთითებს მოწმე ა-–--–-------------, რომელიც განსასჯელის გერია. ამასთან, ს------–--------- ბინაში მყოფმა ლ--------------–-----ს შვილებმა დარწმუნებით განაცხადეს, რომ სახლში მისულ მამაკაცს, რომელიც საათს ითხოვდა და ბრძანებებს გასცემდა, ერქვა ი-----. ი------–------–---–--, ასევე, განაცხადა, რომ არასდროს დაავიწყდება მისი სახელი, დარწმუნებით აღწერა მისი გარეგნობა და მიუთითა, რომ სურათზეც ამოიცნო. ა-–--–-------------ს დაკითხვის ოქმის თანახმად, ბინაში, ი---------- და დედასთან - მ----სთან ერთად, მივიდა კიდევ ორი მამაკაცი. სასამართლოში დაკითხულ მ--------------–-–---–-- და ი------–------–---–- არ ახსოვთ ბინაში, ი-----ს და მეორე მამაკაცის გარდა, სხვა მამაკაცის მისვლა, თუმცა აღნიშნულს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენადაც ი-------------–------- არ აქვს ბრალად შერაცხული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, თან უტყუარად იკვეთება დანაშაულში მისი ამსრულებლობა.
მოწმე ი------–------–---–-- ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ორი ქალი და ორი მამაკაცი სახლში შევიდა, მამაკაცები, ვ-–----------------–-----სთან ერთად, სამზარეულოში შევიდნენ, საიდანაც კამათის ხმა ისმოდა. იგივე მიუთითა მოწმე მ--------------–-–---–--–. კამათის ფაქტი, ასევე, დასტურდება მოწმე ა-–--–-------------ს დაკითხვის ოქმითაც. ამასთან, ნათლად იკვეთება ამ კუთხით ი-------------–-------ს აქტიურობა. სამივე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ განსასჯელი ი-------------–------- არკვევდა, გაიყიდა თუ არა ოქროს საათი, რომელიც, ა-–--–-------------ს ჩვენების თანახმად, დედამისს ჰქონდა მიცემული ვ-–----------------–-----სთვის გასაყიდად. შესაბამისად, სახეზეა ი-------------–-------ს ბინაში მისვლის მიზანი, მოეთხოვა მეუღლის კუთვნილი ოქროს საათის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, ან უკან დაებრუნებინა საათი, რომელიც, ამავე მოწმის ჩვენების თანახმად, დაუბრუნა კიდეც ვ---- ს------–-----მ დედამისს.
სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და ა-–--–-------------ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ი-------------–------- ხელში ეჭირა დასაკეცი დანა. დანა ეჭირა მეორე მამაკაცსაც, თუმცა მისი აქტიურობა ნივთ(ებ)ის მოთხოვნაში, ან სხვა კუთხით, მოწმეთა ჩვენებებით არ გამოკვეთილა.
მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც სამზარეულოდან კამათის ხმები ისმოდა, ი-------------–------- დანით ხელში გამოვიდა და ა-–--–-------------სა და მ----------------- უბრძანა, ბავშვები სააბაზანოში შეეყვანათ, რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან შესრულდა და ი----- და მარია სააბაზანოში შეიყვანეს. აღნიშნულით აშკარად დგინდება ი-------------–-------ს წინასწარი მზადება დანაშაულის ჩასადენად. ამ დროს ნიშანდობლივია მისი დანით შეიარაღება. აღნიშნულის (სააბაზანოში ბავშვების შეყვანის ფაქტთან ერთობლიობაში) გაანალიზებით დგინდება, რომ დანით მისი აღჭურვა აშკარად სცილდება შეშინების მიზანს. აღსანიშნავია, რომ სააბაზანოში/საპირფარეშოში შესვლის შემდეგაც კამათის ხმები ესმოდა სამივე მოწმეს, რაც ცხადყოფს კონფლიქტის განგრძობადობას.
მოწმე ი------–------–---–-- ჩვენების თანახმად, მან სააბაზანოს ფანჯრიდან გახედვისას დაინახა სკამზე მოკუნტულივით გადაწოლილი მამინაცვალი (ვ-–----------------–-----). სააბაზანო ოთახში ფანჯრის არსებობა, რომელსაც არ ჰქონდა მინა და იყო ღია მდგომარეობაში, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. მისივე, ი------–------–---–--, აგრეთვე, მ--------------–-–---–--ა და ა-–--–-------------ს ჩვენებებით დგინდება, რომ ი-------------–-------- ლ--------------–----- მიიყვანა სააბაზანოსთან და დაანახა შვილები, რა დროსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა, მარცხენა ხელი კი ლ--------------–-----ზე ჰქონდა ჩაჭიდული.
მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, დადგენილია ის ფაქტი, რომ დანით აღჭურვილი ი-------------–-------, სისხლიანი ხელებით, სააბაზანოში გამოკეტილ პატარა ი-----ს ეკითხებოდა, სად იყო ოქროს ცეპი და ბეჭედი, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი, ბავშვს თავში ჩაარტყა დანის ტარი. შესაბამისად, იმ დროისათვის მას ვ-–----------------–-----სა და ლ--------------–-----ს წინააღმდეგობა უკვე დაძლეული ჰქონდა, რამდენადაც, ბინის მცირე ფართობის გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, წინააღმდეგობის (თუნდაც სიტყვიერის) გარეშე შესულიყო ი-------------–------- დანით ხელში ბავშვებთან და მათზე ძალადობა განეხორციელებინა. ყოველ შემთხვევაში, ლ--------------–----- თუ უკვე მოკლული არ ჰყავდა, მისი ნება მაინც ჰქონდა დათრგუნული ძალისმიერად, შეკრული ხელ-ფეხითა და აკრული პირით, რაც უტყუარად დგინდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე, დგინდება, შემთხვევის შემდეგ ს------–--------- საცხოვრებელ ბინაში სისხლისმაგვარი ლაქების არსებობა. ასევე, ბინაში არსებული მოცემულობა, გარდაცვლილ ს------–--------- გვამები, გადმოყრილი ნივთები, რაც აღწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მიუთითებს ბინაში მომხდარ მძიმე ინციდენტზე. სისხლისმაგვარი ლაქები აღინიშნებოდა მათ შორის ბინიდან ამოღებულ ქუდებზე, რომელთაგან ერთი, მოწმე ი------–------–---–-- აღწერილობის თანახმად, ი-------------–------- ეკუთვნოდა. ასევე, სისხლის კვლებზეა მითითებული ვ-–-------- და ლ--------------–-----ების ტანსაცმლის დათვალიერების ოქმებში.
ყურადსაღებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი ვ-–-------- და ლ--------------–-----ების გვამების მდებარეობა და მდგომარეობა. ვ-–----------------–-----ს გვამზე, გარდა მასზე არსებული მრავლობითი დაზიანებებისა, კისრის მარჯვენა ზედაპირზე აღწერილია ჭრილობა, რომელშიც მოჩანს გადაჭრილი არტერია და კუნთები. ასევე, ლ--------------–-----ს გვამის აღწერილობით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, კბილებს შუა კი ნაჭრით ჰქონდა გაკრული თავი. აღნიშნული მიუთითებს, რომ ასეთი ფორმით ი-------------–------- (დადგენილია, რომ ნივთის მომთხოვნიც და ამსრულებელიც ის იყო) წინააღმდეგობის გარეშე ეძებდა ნივთს (ნივთებს). განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დაზიანებების მრავალრიცხოვნობა ლ--------------–-----ს სხეულზე, რაზეც მიუთითა კიდეც ჩვენებაში ი------–------–---–--. მანვე იგივენაირად აღწერა ვ-–----------------–-----ს გვამის მდგომარეობა, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშია მითითებული, რომ ვ-–----------------–-----ს გვამი ფარდაგში იყო გახვეული. კერძოდ, მოწმემ მიუთითა, რომ სააბაზანოდან გამოსვლისას კარი რაღაცას, საბანში გახვეულს, მიედო და მიხვდა, რომ გვამი იყო, ამასთან, ბინაში სამართალდამცავებთან ერთად დაბრუნებული დარწმუნდა, რომ იქ ვ-–----------------–-----ს გვამი იყო. აღსანიშნავია მოწმე ი------–------–---–-- ჩვენება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ი--------------–------- ცდილობდა სააბაზანოს კარის გაღებას და ამბობდა, რომ მოწმეები არ სჭირდებოდა. აღნიშნული სასამართლოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ დამარწმუნებელ გარემოებას, რომ ვ-–-------- და ლ--------------–-----ების მკვლელობა სწორედ მისი ჩადენილი იყო, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, მას ეხმარებოდა თუ არა ვინმე, წარდგენილი კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნით დადგენილია, რომ ლ--------------–-----ს გარდაცვალების უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა სხეულის ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, გულისა და ფილტვების დაზიანებით. ამავე დასკვნის თანახმად, ყველა აღწერილი ჭრილობა მიყენებულია რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღის გამოყენებით, რაც დადგენილია, რომ იყო დანა, რამდენადაც სწორედ ეს იარაღი ფიგურირებდა განსასჯელის ხელში. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ი-------------–-------ს ამსრულებლობა დანაშაულში, მისი ქმედება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ--------------–-----ს მოკვდინებასთან.
ი-------------–-------ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია, ასევე, ვ-–----------------–-----ს მკვლელობასთან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #--- დასკვნით დადგენილია ვ-–----------------–-----ს გარდაცვალების უშუალო მიზეზი - საერთო მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა სხეულის ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, კისრისა და მარცხენა ფილტვის მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები, განსაკუთრებით ჭრილობა, რომელსაც დაზიანებული აქვს კისრის მიდამო, საძილე არტერია და საუღლე ვენა, არასამედიცინო ენაზე აღწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც.
მართალია, არც ერთ მოწმეს, რომელთა ჩვენებებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო გამოძიების ეტაპზე, არ დაუნახავს ი-------------–-------ს მიერ ცოლ-ქმარ ს------–--------- მკვლელობის ფაქტი, ბინაში განსასჯელის, თანმხლებ პირებთან ერთად, მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ი-------------–-------ს როგორც უშუალო მონაწილეობა მკვლელობაში, ასევე, მის ორგანიზებაში. აღნიშნულზე მეტყველებს მისი აქტი----- როლი ბინაში შესვლის პირველივე წუთებიდან, მისი მოთხოვნები, მარტო დარჩენილიყო ლ--------------–-----სთან სასაუბროდ, ასევე, ბავშვები შეეყვანათ სააბაზანოში, რაც შესრულებულ იქნა ბინაში მყოფი ყველა პირის მიერ; მისი მხრიდან ოქროს საათის, ცეპისა და ბეჭდის მოთხოვნა; დანის დემონსტრირება და მისი გამოყენება როგორც მოწმე ი------–------–---–-- მისამართით (თავში დანის ჩარტყმა), ასევე, უშუალოდ მკვლელობის ჩასადენად, რასაც ადასტურებს მის ხელში არსებული სისხლიანი დანა; ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდგომ სურვილი, ცოცხლები არ დაეტოვებინა მოწმეები, მ--------------–-–---–--ა და ი------–------–---–-- სახით. როგორც ამ უკანასკნელის ჩვენებით ირკვევა, მან ბინა მხოლოდ პოლიციის ხსენების შემდეგ დატოვა.
სასამართლო ყველა მოწმის ჩვენებას მიიჩნევს პირველწყაროდ და არ აქვს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი, მათ მიერ გადმოცემული ფაქტები სრულად ემთხვევა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნების შინაარსს. მოწმეების - მ--------------–-–---–--ა და ი------–------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ი-------------–-------ს აგრესიულ ქმედებებთან მიმართებით არის პირდაპირი მტკიცებულების ძალის მქონე, რამდენადაც ეყრდნობა არა სხვა პირის ან პირთა მიერ გადმოცემულ ინფორმაციებს, არამედ არის უშუალოდ მათ მიერ დანახული ფაქტების ამსახველი, რის საფუძველზეც სასამართლოს აქვს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ვ-–-------- და ლ--------------–-----ების მკვლელობის ი-------------–-------ს მიერ ჩადენასთან დაკავშირებით.
ამასთან, სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე ა-–--–-------------სა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნები, რადგან საწყის ეტაპზე ეს მტკიცებულებები რუსულ ენაზეა შედგენილი და მხოლოდ შემდეგ არის წარმოდგენილი სამართალწარმოების ენაზე თარგმნილი. სასამართლო აღნიშნულს ვერ მიიჩნევს არსებით დარღვევად, რამდენადაც, გარდა იმისა, რომ ყველა დოკუმენტაცია სასამართლოში წარმოდგენილია სამართალწარმოების ენაზე და გამოკვლეულია სრულყოფილად, აღნიშნული დოკუმენტაციის რუსულ ენაზე შედგენით არ შელახულა განსასჯელის ინტერესები და არ დარღვეულა კანონით გათვალისწინებული მისი არცერთი უფლება, მით უფრო, იმ პირობებეში, როდესაც თავად განსასჯელი რუსულენოვანი იყო და დაკავებისა და პროცესში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, პირიქით, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტების მშობლიურ ენაზე ჩაბარებით.
ამავდროულად, სასამართლო ასკვნის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, უტყუარად არ დგინდება ი-------------–-------ს მიერ დანაშულის ანგარების მოტივით ჩადენა. მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება ოთახში არეულობა, კერძოდ, კარადებიდან და საწოლებიდან გადმოყრილია ნივთები, რაც მიუთითებს ძებნის კვალზე, თუმცა როგორც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ი-------------–-------ს მხრიდან თავდაპირველად ადგილი ჰქონდა ინფორმაციის მოპოვებას ოქროს მაჯის საათთან დაკავშირებით, რომელიც მის მეუღლეს - მ----------------- ეკუთვნოდა, ხოლო მოგვიანებით კონკრეტული ნივთების - ცეპის და ბეჭდის მოთხოვნას, რომელთა კუთვნილება სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა.
მოწმეებს - მ--------------–-–---–-- და ი------–------–---–- სასამართლოსთვის არ მიუწვდიათ ინფორმაცია მათი ბინიდან მატერიალური ფასეულობების დაუფლების ფაქტის თაობაზე. მართალია, ა-–--–-------------ს დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ი-------------–-------- ს------–--------- ბინიდან წამოიღო ჩემოდანი, რომელიც შეინახა საწოლის ქვეშ და რომელიც მოგვიანებით ამოღებულ იქნა მ----------------- ბინიდან, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება, რომ ბინიდან წაღებულია გარკვეული ნივთები, არ არის საკმარისი დანაშაულის ანგარების მოტივით ჩადენის დასადასტურებლად. ანგარებით მკვლელობის დროს ანგარებითი მოტივის არსებობა წინ უნდა უსწრებდეს მკვლელობას და მისი მიზანი უნდა იყოს მატერიალური გამორჩენის მიღება.
მოწმეთა ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ ი-------------–------- თავდაპირველად კითხულობდა მეუღლის ოქროს საათს, ხოლო შემდეგ ედავებოდა და კითხულობდა, ასევე, ოქროს ცეპსა და ბეჭედს, რომელთა ს------–---------თვის კუთვნილება არ არის დადგენილი და გაურკვეველია, ამ ნივთებზეც ხომ არ ფლობდა ი-------------–------- ქონებრივ უფლებას. საგულისხმოა, რომ მითითებული ნივთები არ ყოფილა ამოღებული მ----------------- საცხოვრებელი ბინიდან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გამორიცხავს, რომ ი-------------–------- შესაძლოა მხოლოდ ცოლ-ქმარ ს------–--------- სიკვდილის შემდეგომ აღეძრა ბინიდან სხვადასხვა დასახელების ნივთების წაღებისა და მათი ქონების დაუფლების განზრახვა. ასეთ შემთხვევაში მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება ანგარებით ჩადენილ მკვლელობად,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------–------- წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს დანაშაულის ჩადენა ანგარებით - სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) - ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ი-------------–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება რა გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და პირის წარსულ ცხოვრებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი-------------–-------ს მიერ დანაშაულის ჩადენიდან გასულია არა ერთი ათეული წელი, რა დროშიც ის ემალება მართლმსაჯულებას. ამასთან, დანაშაული ჩადენილი აქვს იმ პირობებში, როდესაც ბინაში იმყოფებოდნენ დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომელთა მიმართაც მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა, ასევე, არამართლზომიერ მოპყრობას, და რომლებიც არა მხოლოდ შემთხვევის დროს, არამედ - მას შემდგომაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მნიშვნელოვნად შეეცვალათ ცხოვრების პირობები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე, ი-------------–-------ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების აუცილებლობაზე, რამდენადაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, ი-------------–-------ს მიერ კი დანაშული ჩადენილია 1993 წელს. შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ი-------------–------- ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთი, რომელსაც ღირებულება არ აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს ლ------ და ვ-–----------------–-----ების კუთვნილი ტანსაცმელი და ნივთები, რომლებსაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 26 წელი, ამავდროულად, ტანსაცმელი დასვრილი იყო სისხლით, დაკარგული აქვს ღირებულება. ამასთან, არ არსებობს დაინტერესებული პირი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ნივთების მისთვის გადაცემას. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებები უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-------------–------- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
ი-------------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ი-------------–------- ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ი-------------–------- სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ი-------------–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ლ--------------–-----სა და ვ-–----------------–-----ს კუთვნილი ტანსაცმელი და ნივთები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე