გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
180210019003146202
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/605-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ზაზა შველიძე

მოსარჩელე: ლ---- სტ------- (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელ: ს-------- არ-----–--ე, ნ--- დო-–--ე

მოპასუხეები: თ---------- სტ-------,ს--- სტ------- და მისი კანონიერი წარმომადგენელი ნ-----–-ა სტ------- (არ გამოცხადდნენ)

თ---------- სტ-------ს და ს--- სტ-------ს წარმომადგენელი: თ----- ი---------–ი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული 2019 წლის 01 აგვისტოს თ---------- სტ-------სა და ს--- სტ-------ს (კანონიერი წამომადგენელი ნ-----–-ა სტ-------) შორის უძრავი ქონების ½ ნაწილში, მდებარე: დ--–----ს მუნიციპალიტეტი, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი ს/კ 7-----------;

1.2. ლ---- სტ------- ცნობილი იქნას უძრავი ქონების (მდებარე დ--–----ს მუნიციპალიტეტი, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი ს/კ 7-----------) ½ წილის თანამესაკუთრედ;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

ლ---- სტ------- და თ---------- სტ------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1976 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში ააშენეს სახლი, რომელიც მდებარეობს დ--–----ს რაიონის, სოფელი წ-----–--------–ში (ს/კ 7-----------). აღნიშნული ქონება მოპასუხე თ---------- სტ-------მ 2019 წლის 01 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა შვილიშვილს ს--- სტ-------ს, რითიც დაირღვა ლ---- სტ-------ს საკუთრების უფლება, რადგან უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში; შეს---მისად, ლ---- სტ-------ს დიდი წვლილი მიუძღვის სახლის აშენებასა და ეზო კარ-მიდამოს კეთილმოწყობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი (იხ. სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოსარჩელე ლ---- სტ------- და თ---------- სტ------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1976 წლიდან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ.23);

 

3.2. უძრავი ქონება: მდებარე დ--–----ს რაიონის, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი, (ს/კ 7-----------) თ---------- სტ-------ს საკუთრებაში აღირიცხა 2001 წლის 15 იანვარს; დასახელებული უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 21);

- სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ აშენებული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების აქტი (ს.ფ. 24-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. თ---------- სტ-------მ 2019 წლის 01 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება: მდებარე დ--–----ს რაიონის, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი, (ს/კ 7-----------) გადასცა შვილიშვილს - ს--- სტ-------ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 28-29);

 

3.4. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხე მხარემ სადავოდ არ გადახა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შეს---მისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეეს---მება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 1158-ე და 1164-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;

 

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით;

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ;

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ ლ---- სტ------- და თ---------- სტ------- რეგისტრირებულ ქორწინებში იმყოფებოდნენ, შეს---მისაც უძრავი ქონება (მდებარე დ--–----, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი ს/კ 7-----------), რომელიც მათ მიერ იქნა შეძენილი თანაცხოვრების პერიოდში, წარმოადგენს თანასაკუთრებას;

 

დადგენილია ასევე და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ თ---------- სტ-------მ ლ---- სტ-------სთან ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილიშილს- ს--- სტ-------ს. შეს---მისად, ლ---- სტ-------ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შეს---მისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შეს---მის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 526.00 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ----დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხავევაში მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი, შეს---მისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით; ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. აღნიშნული წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. აღნიშნული ხარჯების „გონივრულ ოდენობას“ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლო ხარჯების ოდენობის დადგენისას სწორედ აღნიშნული ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ. (იხ. სუსგ №ას-1275-1215-2014).

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)“ (იხ. მაგ. სუსგ ას-792-1114-07).

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და თანხმდებიან იურიდული მომსახურების იმ საფასურზე (ადვოკატის ჰონორარზე), რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, რაც არ ნიშნავს მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადვოკატის ჰონორარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია „გონივრული ოდენობის“ სტანდარტი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ფარგლებშიც მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საქმეს მტკიცებულების სახით ერთვის მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის იურიდიული მომსახურების გაწევისთვის გადახდილი საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე სრულად ცნო სარჩელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლების მომსახურების საფასურის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 500 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შეს---მისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აგვისტოს განჩინებით სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვით, ყადაღა დაედო თ---------- სტ-------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: დ--–----ს რაიონი, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი, ს/კ 7-----------;

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---- სტ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 ბათილად ინეს ცნობილი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული 2019 წლის 01 აგვისტოს თ---------- სტ-------ს (პ/ნ 0----------) და ს--- სტ-------ს (პ/ნ 0----------- (კანონიერი წამომადგენელი ნ-----–-ა სტ-------) შორის უძრავი ქონების ½ ნაწილში, მდებარე: დ--–----ს მუნიციპალიტეტი, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი ს/კ 7-----------;

1.2 ლ---- სტ------- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას უძრავი ქონების (მდებარე დ--–----ს მუნიციპალიტეტი, ჭ----------, სოფელი წ-----–--------–ი ს/კ 7-----------) ½ წილის მესაკუთრედ;

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; შეს---მისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 13 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 526 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება:#28; სახაზინი კოდი:300783150)

 

3. მოპასუხეებს თ---------- სტ-------ს (პ/ნ 0----------) და ს--- სტ-------ს (პ/ნ 0----------- მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟის 50 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა