გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003122788
#2/236 -19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.11.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ნ-----–- ბ----------ე
წარმომადგენელი: ნ-----–---- კ-----ა
მოპასუხე: ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი
წარმომადგენელი: ლ--–- ა------–---–ი
დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელი): ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი.
წარმომადგენელი: ლ--–- ა------–---–ი
მოპასუხე: ნ-----–- ბ----------ე
წარმომადგენელი: ნ-----–---- კ-----ა
დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ნ-----–- ბ----------ემ (პ/ნ5----------) და მოპასუხედ დაასახელა ლ---- ლ-----ე(პ/ნ.6----------), ლ---–- ქ----–----ე (პ/ნ5----------) და მ--- მ------–---–ი(პ/ნ.3----------) და მოითხოვა უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 1997 წელს გარდაეცვალა დედა- შ----- ქ----–----ე, რომელმაც სიცოცხლეში დატოვა შინაურული ანდერძი ( 16.10.1966 წ), სადაც გარკვევით და მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება, რომ კომლის ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადასულიყო მის სახელზე.
ქართულმა მართლმსაჯულებამ ( პერიოდი 2010-2014 წლებში) განიხილა მრავალი დავა, რომლის შედეგად გაუქმდა რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ჭიათურის რაიონი, სოფელი ი------ი ( ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ 3-.1-.4-.0--)
სასამართლო დავების დასრულების შემდეგ , ნ-----–- ბ----------ემ მიმართა ნოტარიუსს ზაირა ცარციძეს, რომელმაც. 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილებით უარი განაცხადა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და მოიშველია რიგი სახის მიზეზები, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით შინაურული ანდერძის დანაწესს. მოსარჩელის მითითებით სადაო უძრავი ქონება ეკუთვნის აწ გარდაცვლილ შ----- ქ----–----ეს, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს.
მოსარჩელე მიუთითებს რომ დედის - შ----- ქ----–----ის გარდაცვალების შემდეგ, სადავო უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას ახორციელებდა თვითონ. მოსარჩელის განმარტებით ნიშანდობლივია ისიც, რომ რიგი სახის დოკუმენტები ადასტურებენ მისის საკუთრების უფლებას.
ნ-----–- ბ----------ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის დანაშთ ქონებაზე მდებარე: ჭიათურის რაიონი სოფელი ი------ში ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ 3-.1-.4-.0-- და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე მ--- მ------–---–მა შემოიტანა შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა რომ , სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ ¼ ნაწილის ფარგლებში.
საქმეზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხეებმა ლ---- ლ-----ემ და ლ---–- ქ----–----ემ სადაც მიუთითებენ , რომ სარჩელს არ ცნობენ, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ¼ ნაწილის ფარგლებში.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
3.1. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები მიუთითებენ რომ, მოპასუხე ნ-----–- ბ----------ე მოსარჩელეებთან ერთად წარმოადგენს 1997 წლის 16 აპრილის გარდაცვლილ შ----- ქ----–----ის პირველი რიგის მემკვიდრეს.
მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე მიმართული აქვთ ნოტარიუსისათვის, მაგრამ მათ დღემდე ვერ მოახერხეს სამკვიდრო ქონების მიღება, ვინაიდან ნ-----–- ბ----------ეს სურს მიიღოს არა თავისი ¼ წილი , არამედ მთლიანი ქონება. საამისოდ მოპასუხემ განახორციელა არაერთი უკანონო მოქმედებები, რამაც აიძულა მოსარჩელეები არაერთგზის მიემართათ სასამართლოსათვის. სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ განხორციელებული ყველა უკანონო მოქმედება და სამკვიდრო მასა აღდგენილი იქნა პირვანდელ მდგომარეობაში.
მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს 0/6 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობებით. აღნიშნული ქონება მოპასუხემ 2010 წლის 24 სექტემბერს თავის სახელზე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, მაგრამ სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის პოზიციით ნ-----–- ( ნ--- ) ბ----------ემ სამკვიდრო ქონების თავის სახელზე დარეგისტრირება განახორციელა ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში შ----- ქ----–----ის კომლში უკანონო ჩაწერით, თითქოს იგი წარმოადგენდა კომლის წევრს. კომლის გაუქმების შემდეგ წარმოქმნილ საკომლო მეურნეობაში კომლის წევრაია მხოლოდ შ----- ქ----–----ე, ამიტომაც სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სოფელ ი------ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში შ----- ქ----–----ის კომლში შესრულებული ჩანაწერი. 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლით დათარიღებული N173 მიღება - ჩაბარების აქტი, რომელიც საფუძველი იყო მოპასუხის სახელზე შ----- ქ----–----ის დანაშთი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის.
მოცემული მომენტისათვის სამკვიდრო მასა აღდგენილია პირვანდელ მდგომარეობაში.
ნ. ბ----------ემ 2019 წლის აგვისტოში კვლავ მიმართა სასამართლოს შ----- ქ----–----ის მთელი სამკვიდრო ქონების თავის სახელზე საკუთრებაში მიკუთვნების თაობაზე, როგორც 1996 წლის 16 ოქტომბერის შინაურული ანდერძის საფუძველზე ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, რასაც მოსარჩელეების არ ეთანხმებიან, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ანდერძი არ არის კანონიერი დოკუმენტი. შეგებებული სარჩელში მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ადასტურებენ მის კანონისმიერ მემკვიდრეობას სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილში. ნ-----–- ბ----------ე ჯიუტად თავს არიდებს ნოტარიუსთან გამოცხადებას, რათა მემკვიდრეებმა შეძლონ სამკვიდრო მოწმობის აღება სამკვიდრო ქონების ¼- ¼ წილების ფარგლებში.
მოსარჩელეები: ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე და მ--- მ------–---–ი ითხოვენ ისინი ცნობილ იქნან ქ, ჭიათურის სოფელ ი------ში მდებარე, მამკვიდრებლის შ----- ქ----–----ის დანაშთი ქონების- ს/კ 3-.1-.4-.0-- ,ა ს/კ 3-.1-.4-.0-- მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა- ნაგებობის თითოეული 1/4 წილის მესაკუთრედ და ქონება აღირიცხოს საჯარო რეესტრში მათ სახელზე.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია.
4.1. ნ-----–- ბ----------ემ მოცემულ სარჩელზე შემოიტანა შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ იგი არ ეთანხმება შეგებებულ სარჩელს და თვლის, რომ იგი არის ანდერძისმიერი მემკვიდრე და აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის დანაშთი ქონება ეკუთვნის მხოლოდ მას.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5. 1. მოსარჩელე - ლ---–- ქ----–----ე და მოპასუხე ნ-----–- ბ----------ე(პ/ნ 5----------) არიან დები. მათ ასევე ჰყავთ დები - ლ---- ლ-----ე, მ--- მ------–---–ი და ჰყავდათ ერთი ძმა - მ------- ქ----–----ე (დაბადებული 1955 წელს), რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 17 ივნისს. მ------- ქ----–----ე ისე გარდაიცვალა , რომ მეუღლე და შვილები არ დარჩენია.
მამა - ნ--- ქ----–----ე გარდაიცვალა 1994 წელში, ხოლო დედა შ----- ქ----–----ე გარდაიცვალა 1997 წლის 16 აპრილს. სადაო უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი და დამხმარე შენობა-ნაგებობები მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში.
დადგენილია, რომ ნ-----–- ბ----------ე, ლ---- ლ-----ე, მ--- მ------–---–ი და ლ---–- ქ----–----ე არიან აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის მემკვიდრეები. მხარეები არ დაობენ იმ ფაქტზე, რომ მათ მიღებული აქვთ სამკვიდრო ქონება. მათ დედის გარდაცვალების შემდეგ შეტანილი აქვთ განცხადება სანოტარო ბიუროში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.
მ------- ქ----–----ემ 1997 წლის 10 მარტს მიწის რეფორმით გათვალისწინებული წესით მიიღო 3000 მ2 მიწის ნაკვეთი ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში იმ საცხოვრებელ სახლში , რაზედაც მიმდინარეობს დავა. მ------- ქ----–----ე აღრიცხული იყო ცალკე კომლად. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა მ------- ქ----–----ის დანაშთ ქონებაზე მოპასუხეებმა. ნ-----–- ბ----------ემ მემკვიდრეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
დადგენილია , რომ მოცემულ სარჩელზე მოპასუხეები თანახმა არიან აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის დანაშთი ქონების ერთი მეოთხედი აღირიცხოს ნ-----–- ბ----------ის სახელზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იმ დროისათვის სადაო საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობენ ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი და ნ-----–- ბ----------ეს ისინი არ უშვებენ
საცხოვრებელ სახლში . მ------- ქ----–----ის გარდაცვალების შემდგომ მიმდინარეობს სადაო სამკვიდროზე დავა. ერთმნიშვნელოვანია, რომ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სამკვიდრო ფლობით მიიღო მ------- ქ----–----ემ , მაგრამ არ გაუფორმებია. ერთმნიშვნელოვანია ისიც, რომ მ------- ქ----–----ის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდრო ფლობით მიიღეს ნ-----–- ბ----------ემ, ლ---- ლ-----ემ, ლ---–- ქ----–----ემ, მ--- მ------–---–მა. აღნიშნულ ფაქტს მხარეები არ უარყოფენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სასამართლო გადაწყვეტილება 08.02.2011წ. (ს.ფ. 51-55);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება. 05.02.2013წ. (ს.ფ. 69-82);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება.(ს.ფ.51-55);
-ცნობა (ს.ფ.38)
5.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 24 სექტემბერის განცხადების საფუძველზე, ნ-----–- ბ----------ის სახელზე, რეგისტრაციაში გაატარა შ----- ქ----–----ის სახელზე არსებული შენობა ნაგებობანი (სულ 11 დასახელების) 2418 კვ.მ მიწის ნაკვეთით და 2400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ფართობი. რაც გასაჩივრდა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო 2010 წლის 24 სექტემბრის განცხადების საფუძველზე ნ-----–- ბ----------ის სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაცია და დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რეგისტრაციისას №173 მიღება - ჩაბარების აქტი და შ----- ქ----–----ის კომლის შემადგენლობა არ ყოფილა გამოკვლეული კანონით დადგენილი წესით.
ჭიათურის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული დოკუმენტით და საკომლო წიგნით (ს.ფ.25-28) დასტურდება, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ის სასოფლო საბჭოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, შ----- სოგრატეს ასული ქ----–----ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ქ----–----ე ტერეზა სოლომონის ასული (გარდაცვალების თარიღი 1988 წელი) ქ----–----ე შ----- სოგრატეს ასული –ოჯახის უფროსი, ქ----–----ე ნ--- ილიას ძე, რომელიც კომლიდან ამოეწერა 1985 წელს და კვალავ ჩაეწერა 1988 წლის 25 მარტის (გარდაცვალების თარიღი 1994 წელი ს.ფ. 143)ე.ი. მოცემულ შემთხვევაში 1995 წლისათვის (ჩათვლით) კომლში ირიცხებოდა მხოლოდ შ----- ქ----–----ე.
2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტიც , რომ სხდომები მიმდინარეობის პერიოდისათვის უძრავ ქონებას ფაქტიურად ფლობდნენ მოსარჩელეები-ლ---–- ქ----–----ე, ლ---- ლ-----ე და მ--- მ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ.51-55);
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება. 05.02.2013წ. (ს.ფ. 69-82);
5.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის რაიონის სოფელ ი------ის 1996 -2000 წლების საკომლო წიგნში შ----- ქ----–----ის კომლში ნ--- ქ----–----ის შესახებ ჩანაწერი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საკომლო წიგნში მოპასუხის ჩაწერა განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომლითაც კომლს გაუხანგრძლივდა არსებობა და არ გაიხსნა სამკვიდრო. ბათილად იქნა ცნობილი ის დოკუმენტი რომლის საფუძველზედაც 1997 წელს გაიცა ნ-----–- ბ----------ეზე მიღება -ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 29.05.2013 წ. (ს.ფ. 55-68);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება. 05.02.2013წ. (ს.ფ. 69-82);
5.4.ჭიათურის არქივის მიერ 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული AA2012032060-03 ცნობით დასტურდება, რომ 1996-2006 წლების სოფელ ი------ის საკრებულოს საკომლო წიგნებში კომლის უფროსად გატარებულია შ----- სოგრატის ასული ქ----–----ე, ხაზი აქვს გადასმული, რადგან გარდაიცვალა კომლის ერთადერთი წევრი. გაუქმდა კომლი. ამის შემდეგ კომლის უფროსად გატარებულია ნ--- ნ---ს ასული ქ----–----ე. საჩხერის რაიონული სასამართლოს (29.05.2013 წ.) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სწორედ ეს ჩანაწერი. დადგენილია, რომ სწორედ ეს ჩანაწერი გახდა სადაო მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძველი 1997 წელს. სასამართლო თვლის, რომ შ----- ქ----–----ის გარდაცვალების შემდგომ გაიხსნა მემკვიდრეობა მთელ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 29.05.2013 წ. (ს.ფ. 55-68);
- საარქივო ცნობები (ს.ფ. 133);
5.5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ლ---–- ქ----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ნ-----–- ნ---ს ასულ ქ----–----ის სახელზე გაცემული 1995 წლით დათარიღებული №173 მიღება -ჩაბარების აქტი. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის დანაშთ ქონებას წარმოადგენს N173 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ/3-.1-.4-.0--.
2019 წლის 16 აგვისტოს გაცემული გაცემული ცნობით აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლების ჩანაწერით, ერიცხება საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი 80/80 კვ.მ აგებული 1949/1972 წელს. მიწის ნაკვეთის ფართობი 1986-1990 წლების ჩანაწერით არის 0,5 ჰექტარი. 1996-2006 წლის მონაცემებით შ----- ქ----–----ეს აწერია 0,6 ჰექტარი. სწორედ ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ/3-.1-.4-.0--. მიწის ნაკვეთებია მოქცეული აღნიშნული ფართობში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება. 05.02.2013წ. (ს.ფ. 69-82);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 29.05.2013 წ. (ს.ფ. 55-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
5.6. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის დადგენილებით ნოტარიუსი განმარტავს, რომ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან ნ-----–- ბ----------ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი და ლ---- ლ-----ე. ნოტარიუსი განმარტავს, რომ ნ-----–- ბ----------ემ ასევე წარმოადგინა შ----- ქ----–----ის ანდერძი დამოწმებული 19996 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურის ზონის სოფელ ი------ის საკრებულოს გამგეობის მიერ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა გარდაცვლილი დედის ქონებაზე. ნოტარიუსმა უარი უთხრა ნ-----–- ბ----------ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მემკვიდრეებმა : ნ-----–- ბ----------ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი და ლ---- ლ-----ე ქონების გაყოფაზე ვერ თანხმდებიან. ერთმნიშვნელოვანია, რომ მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი კანონით დადგენილ ვადაში სადავო არ არის. ნ-----–- ბ----------ეს უარი ეთქვა ანდერძისმიერი სამკვიდროს გაცემაზე შემდეგი მიზეზით მის მიერ წარმოდგენილ ანდერძში დათქმის გარეშეა გადასწორებული გვარი ქ----–----ე სახელი ნ-----–-. ანდერძი არ არის გატარებული სარეესტრო წიგნში და შესაბამისად არ აქვს რეესტრის ნომერი. ანდერძს ხელს აწერენ არაუფლებამოსილი პირები. ნ-----–- ბ----------ემ ასევე ვერ წარმოადგინა უძრავი ქონების საკუთრების განმსაზღვრელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ. 22);
- ანდერძის ასლი და დედანი (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
5.7. ანდერძიდან გამომდინარე ანდერძი შედგენილი არ არის თვით შ----- ქ----–----ის მიერ, მხოლოდ ხელის მოწერაა მისი. ანდერძს ხელს აწერენ : საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე ბუდუ გოგატიშვილი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გივი კობერიძე, ინსპექტორი ციალა გულიაშვილი, საგადასახადოს ინსპექტორი ლევან ღავთაძე და შოთა ბიბიაშვილი. ანდერძში მითითებულია, რომ შ----- ქ----–----ე გარდაცვალების შემდეგ ნ-----–- ქ----–----ეს უტოვებს მთელ თავის უძრავ და მოძრავ ქონებას, კერძოდ საცხოვრებელ სახლს მარნით და სხვა დამხმარე ნაგებობებით, ასევე მიწის ნაკვეთს 6000 კვადრატულ მეტრს . ანდერძიდან ნათლად ჩანს , რომ სახელები ,,შ-----“ და ,,ნ-----–-“ გადასწორებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება. 05.02.2013წ. (ს.ფ. 69-82);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 29.05.2013 წ. (ს.ფ. 55-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–- ბ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ნ-----–- ბ----------ე ცნობილი უნდა იქნას აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ლ---- ლ-----ის, ლ---–- ქ----–----ის, მ--- მ------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს
ლ---- ლ-----ე ცნობილ უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში
ლ---–- ქ----–----ე ცნობილ უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
მ--- მ------–---–ი ცნობილ უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი , სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქართველოს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონი (1996 წლის 03 მაისი), სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 540-ე , 542-ე,544-ე,546-ე, 556-ე მუხლები და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლი. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“
6.3.სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,მ“ პუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ამავე მუხლის ,,ნ“ პუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
6.4.მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი და 2019 წლის 16 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობა წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს , სარეგისტრაციო დოკუმენტს -სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
6.5.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის დანაშთ ქონებას წარმოადგენს 1995 წელს გაცემული N173 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ/3-.1-.4-.0--.
6.6.2019 წლის 16 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობით გაცემული ცნობით აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლების ჩანაწერით, ერიცხება საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი 80/80 კვ.მ აგებული 1949/1972 წელს. მიწის ნაკვეთის ფართობი 1986-1990 წლების ჩანაწერით არის 0,5 ჰექტარი. 1996-2006 წლის მონაცემებით შ----- ქ----–----ეს აწერია 0,6 ჰექტარი. სწორედ ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ/3-.1-.4-.0--. მიწის ნაკვეთებია მოქცეული აღნიშნული ფართობში.
6.7.ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
შ----- ქ----–----ე გარდაცვლილია 1997 წლის 16 აპრილს . ასევე ანდერძი შედგენილია 1996 წლის 16 ოქტომბერს. ამდენად მოცემული სამართლებრივი ურთიერთობების დროს მოქმედებდა 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი 6.8.1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.
ამავე კოდექსის 540-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნა 1997 წლის 16 აპრილს.
ამავე კოდექსის 542-ე მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანონით მემკვიდრეობის დროს მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროს გახსნის დროს ცოცხალი იყო ხუთივე დედმამიშვილი.
ამავე კოდექსის 544-ე კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები..
6.9.ამავე კოდექსის 556-ე იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მხარეები არ დაობენ. აღნიშნულის თაობაზე არც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის დადგენილებაშია მითითებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ქ----–----ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიიღო მხოლოდ აწ. გარდაცვლილმა მ------- ქ----–----ემ და იგი არ გაუფორმებია. აღნიშნულს მხარეები ადასტურებენ. დადგენილია, რომ მ------- ქ----–----ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიიღო ყველა დამ. ნ-----–- ბ----------ემ მიიღო სამკვიდრო უშუალოდ მ------- ქ----–----ის სახელზე აღრიცხული სამკვიდრო ქონება, თუმცა უარი განაცხადა გაფორმებაზე.
6.10.სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წელი) 546-ე მუხლის შესაბამისად ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს ანდერძით. ამავე კოდექსის 547-ე მუხლის შესაბამისად წესრიგდება სავალდებულო წილის საკითხი.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის (1996 წლის 03 მაისი) 42-ე მუხლის შესაბამისად დასახლებულ პუნქტებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (სოფელი, დაბა) ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებენ ანდერძებს.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის (1996 წლის 03 მაისი) 52-ე მუხლის შესაბამისადყველა სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 42-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები,რეგისტრაციაში ტარდება სანოტარო რეესტრში.
ყველა შესრულებულ სანოტარო მოქმედებას ეძლევა დამოუკიდებელი ნომერი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს აღნიშნული გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.
ნოტარიუსი სანოტარო რეესტრიდან ამონაწერს გასცემს იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვისი დავალებით ან ვის მიმართაც შესრულებულია სანოტარო მოქმედება.
6.11.სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წელი) 551-ე მუხლის შესაბამისად ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს, ხოლო იქ სადაც არ არის სანოტარო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (სოფელი, დაბა). მოანდერძემ ხელი უნდა მოაწეროს ანდერძს აუცილებლად ნოტარიუსის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თანდასწრებით.
საქმეში წარმოდგენილი ანდერძი სანოტარო რეესტრში არ არის გატარებული, ამასთან თვითმმართველობის ხელმძღვანელის გარდა ანდერძის შედგენას ესწრებოდნენ და ხელს აწერენ არაუფლებამოსილი პირები. გარდა აღნიშნულისა ანდერძი ორ ადგილზეა გადასწორებული და აღნიშნულ შესწორებაზე მითითება არ არსებობს. წარმოდგენილი სახით დოკუმენტი-ანდერძი არ შეიძლება მივიჩნიოთ კანონით დადგენილი წესით შედგენილ ანდერძად, შესაბამისად ანდერძისმიერი მემკვიდრეობა სახეზე არ არის. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის სამართლებრივ შეფასებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს და წარმოდგენილი ანდერძი შინაურული ანდერძია. ერთმნიშვნელოვანია, რომ იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსი შინაურული ანდერძის ინსტიტუტს არ იცნობს. ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის უხლი 1364-ე მუხლის შესაბამისად მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. წარმოდგენილი ანდერძი არ არის მოანდერძის ხელით დაწერილი.
6.12.მაშასადამე აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის ქონებაზე არ არსებობს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის სამართლებრივი ურთიერთობა , თუმცა სახეზეა კანონისმიერი მემკვიდრეობა.
შ----- ქ----–----ის დანაშთი სამკვიდრო ქონება გარდაცვალებიდან ექვს თვეში 1997 წელს ფლობით მიიღო მ------- ქ----–----ემ.
2009 წლის 17 ივნისს მ------- ქ----–----ე ისე გარდაიცვალა , რომ მეუღლე და შვილები არ დარჩენია. მოქმედისამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
6.13.მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისადკანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
6.14.სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის შესაბამისად წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. მ------- ქ----–----ეს პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყოლია, შესაბამისად მეორე რიგის მემკვიდრეები არიან ნ-----–- ბ----------ე, ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი.
6.15.სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. ერთმნიშვნელოვანია, რომ აწ. გარდაცვლილი მ------- ქ----–----ის სამკვიდროზე ამ ვადაში უარი არ არსებობს.
6.16.ამდენად სადაო ქონებაზე, რომელსაც წარმოადგენს აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სახელზე რიცხული, დანაშთ ქონებას-მდებარე: ჭიათურის რაიონი სოფელი ი------ში ს/კ 3-.1-.4-.0-- და ს/კ 3-.1-.4-.0-- მესაკუთრედ თითოეული ¼ ნაწილზე უნდა იქნან ცნობილი ნ-----–- ბ----------ე, ლ---- ლ-----ე, ლ---–- ქ----–----ე, მ--- მ------–---–ი და უნდა ასეთი განაწილებით უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
6.17.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.18. ამდენად ნ-----–- ბ----------ე ცნობილი უნდა იქნას აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სახელზე რიცხული ,კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
ლ---- ლ-----ე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სახელზე რიცხული ,კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში
ლ---–- ქ----–----ე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სახელზე რიცხული , კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
მ--- მ------–---–ი ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის სახელზე რიცხული , კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
7.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ნ-----–- ბ----------ე, ლ---–- ქ----–----ე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი). მ--- მ------–---–ი (სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ პუნქტი) განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შეგებებული სარჩელის ერთ ერთი ავტორის ლ---- ლ-----ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ასოცი ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–- ბ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ნ-----–- ბ----------ე ცნობილ იქნას აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
1.2.სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ლ---- ლ-----ის, ლ---–- ქ----–----ის, მ--- მ------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს :
2.1. ლ---- ლ-----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში
2.2.ლ---–- ქ----–----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
2.3. მ--- მ------–---–ი ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი შ----- ქ----–----ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-.4-.0-- და ს/კ3-.1-.4-.0-- ერთი მეოთხედი (1/4) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
2. ნ-----–- ბ----------ეს ლ---- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი