გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
330210119002933728
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №2/7505-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,თ----- მ--------–’’

წარმომადგენელი - თ----- თ----------ე, ნ----------–---–ი, ს-------- წ---–-----ი, გ---–--–----ე

მოპასუხე - შპს ,,ა--’’

წარმომადგენელი - ი-----–- ა-–-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ა--’’-ს შპს ,,თ----- მ--------–’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6883,90 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ლარში - 20451,37 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

შპს ,,ა--’’-სა და შპს ,,თ----- მ--------–’’-ის შორის 2018 წლის 31 მაისს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შპს ,,თ----- მ--------–მა’’ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსში, მდებარე ქ.თბილისი, ზ.ფ--–--–---–ის ქ. N-- გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, ელექტროობის, ვენტილაციის სანიაღვრე, სახანძრო და საკანალიზაციო სამუშაოები ხელშეკრულების დანართი 1,2,3-ით გათვალისწინებული წესებით და პირობებით და ამავე დანართებში მითითებული სამუშაოს შესრულების ტექნოლოგიით, ხოლო ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით და დანართი 1-ით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გადაეხადა 157 134.77 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, 1.1 პუნქტითა და დანართი N2-ითგათვალისწინებული აგრეგატების შეძენისათბის დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას მოსარჩელისთვის გადაეხადა 62771,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯამური მომსახურების თანხად განისაზღვრა 211 774,69 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მას მოპასუხისთვის გაგზავნილი აქვს 555 018,86 ლარის ანგარიშფაქტურა, რაც ანგარიშფაქტურის შედგენის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 213 378,02 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს მოპასუხემ დაადასტურა 83897,01 აშშ დოლარის დანართი N4-ით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მიღება, მოპასუხე არ ახდენს აღნიშნული სამუშაოების საპირწონედ გამოწერილი ანგარიშფაქტურის 224 793,65 ლარის დადასტურებასა და თანხის გადახდას.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 522984,91 ლარს, რაც გადარიცხვის შესრულების დღეს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად შეადგენს 206 494,12 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გადასახდელი დარჩა 20451,37 ლარი, რაც შეადგენს მოპასუხე ბოლო მიღებასა და ფასთა ზრდას 213 378,02 აშშ დოლარს გამოკლებული მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხა 206494,12 აშშ დოლარი, რომლის სხვაობა არის 6883,90 აშშ დოლარი (იხ. დაზუსტებული სარჩელი (ტ.2, ს.ფ. 1-16) და სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ა--’’-მ წარმოდენილი შესაგებლით და ასევე სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ სამუშაო უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 01 ივლისიდან და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 01 აგვისტოსი, თუმცა მოსარჩელის მიერ არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. ჯერ კიდევ 2018 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული პირველი სამი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსრულებელს ჰქონდა 122660.32 აშშ დოლარის სამუშაო შესრულებული. ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 21 თებერვალს. ამასთან, მოსარჩელის განმარტება არ არის მართებული იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით და დანართი N2-ით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება განხორციელდა მოსარჩელისგან დამოუკიდებლად და ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გათბობა-გაგრილება-კონდიცირების აგრეგატების ზუსტი რაოდენობა და მათი სპეციპიკაციები არ იყო ხელშეკრულების ხელმოწერისას განსაზღვრული და საჭიროებდა შემდგომ დაზუსტებას. დამკვეთის მიერ აგრეგატების განსაზღვრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოს განახორციელებდა სხვა შემსრულებელი. აღნიშნულ თანხმობას ადასტურებს ისიც, რომ შემსრულებლისათვის ეს წინასწარვე იყო ცნობილი და ამ პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება არ დაუწყია. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მას შესაბამისი მოთხოვნა არ აქვს დაყენებული. ამრიგად, გაურკვეველი რა მნიშვნელოვან ზიანზეა საუბარი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაში.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ბუნდოვანია თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 6429.23 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში. მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებები, კერძოდ: 2018 წლის 31 მაისის ხელშეკრულებით სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 157134,77 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად; 2018 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული 2 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მოხდა ერთის მხრივ 17993.62 აშშ დოლარის (48631.35 ლარი) და მეორე მხრივ 34232.73 აშშ დოლარის (92520,80 ლარის), ხოლო ჯამურად მის მიერ 52226.35 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოს მიღება. 2018 წლის 17 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა I-II-III ეტაპების ჯამური სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების დადებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 122660.32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

მხარემ ასევე მიუთითა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება 2018 წლის 31 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სრულ სახელშეკრულებო თანხად ნაცვლად 157134.77 აშშ დოლარისა განისაზღვრა 211774,69 აშშ დოლარი, ანუ გაზარდა თავდაპირველი შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების პრეამბულის მე-4 პუნქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 დეკემბრისათვის შემსრულებელს დამკვეთისათვის შესრულებული ჰქონდა 122660,32 აშშ დოლარის სამუშაო, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის გადახდილი სახელშეკრულებო თანხა იყო 147010 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში. აღნიშნული შეთანხმების პრეამბულის მე-7 პუნქტის და შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით 2018 წლის 13 დეკემბრისთვის შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებად განისაზღვრა 89114.37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და აღნიშნული IV ეტაპის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დანართის სახით დაერთო შეთახმებას. მხარეები შეთანხმების მე-4 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი ანუ მოაპსუხე შემსრულებელს ანუ მოსარჩელეს გადასცემდა 35645.78 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარს, რაც იმავე დღესვე განხორციელდა, რის შემდეგაც დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის გადაცემულმა თანხამ ჯამურად შეადგინა 182 656.74 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ოფიციალური კურსის შესაბამისად. აღნიშნულის შემდეგ დამკვეთს ანუ მოპასუხეს შემსრულებლისთვის ანუ მოსარჩელისთვის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გადასაცემი რჩებოდა 29117.95 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარში. შეთანხმების მე-5 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების საბოლოოდ დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 დეკემბერი.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 21 თებერვალს შემსრულებელმა დამკვეთს წარუდგინა IV ეტაპის (89 114.37 აშშ დოლარის) შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შეთანხმებით გათვალისწინებული IV ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 5 217.36 აშშ დოლარით და 89114.37 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 83897.01 აშშ დოლარით. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს დაეთანხმა დამკვეთი და 2019 წლის 21 თებერვალსვე მოხდა მისი ხელმოწერა და შემდგომ შემსრულებლისთვის გადაცემა. ვინაიდან IV ეტაპის თანხა შემცირდა 5217.36 აშშ დოლარით, ამან გამოიწვია შეთანხმების პირველი პუნქტით განსაზღვრული სრული სახელშეკრულებო თანხის 211774.69 აშშ დოლარის შემცირება და ჯამურად დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაო განისაზღვრა 211774.69-5217.36=206557.33 აშშ დოლარით. შესაბამისად, ვინაიდან 2019 წლის 21 თებერვლისთვის დამკვეთს შემსრულებლისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა 182656.74 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, დამკვეთს ჰქონდა დარჩენილი 206557.33-182656.74=23900.59 აშშ დოლარის ევივალენტის გადახდის ვალდებულება.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 22 თებერვალს დამკვეთის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოხდა ანგარიშსწორება და ჩაირიცხა 23901.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რის შედეგადაც მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტებით ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, მისთვის ბუნდოვანია, როგორც სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა, მისი საფუძველი, ისე დაანგარიშების წესი.

 

წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 31 მაისს ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე დამკვეთის მიერ შემსრულებლის მიმართ განხორციელდა შემდეგი გადახდები:

2018 წლის 01 ივნისი - 80000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში

2018 წლის 23 ივლისი - 50000 აშშ დოლარის ექვივავლენტი ლარში

2018 წლის 12 ოქტომბერი - 13310 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში

2018 წლის 30 ოქტომბერი - 3700.96 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში

2018 წლის 13 დეკემბერი - 35645.78 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში

2019 წლის 22 თებერვალი - 23901.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში,სულ ჯამურად მის მიერ მოპასუხეზე გადახდილია 206558.3 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, რითაც სახელშეკრულებო ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შპს ,,ა--’’-სა და შპს ,,თ----- მ--------–’’-ის შორის 2018 წლის 31 მაისს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შპს ,,თ----- მ--------–მა’’ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ქ.თბილისი, ზ.ფ--–--–---–ის ქ. N-- გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, ელექტროობის, ვენტილაციის სანიაღვრე, სახანძრო და საკანალიზაციო სამუშაობი ხელშეკრულების დანართი 1,2,3-ით გათვალისწინებული წესებით და პიროებებით და ამავე დანართებში მითითებული სამუშაოს შესრულების ტექნოლოგიით.

 

ხელშეკრულების 1.3. პუნქტით, სამუშაოების შესრულების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 01 ივნისი, ხოლო დასრულების თარიღად - 2018 წლის 01 აგვისტო. ამავე პუნქტით განსაზღვრული იქნა სამუშაობის სრულება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N3-ით გათვალისწინებული წესით და ვადების სრული დაცვით.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით და დანართი 1-ით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ (გარდა ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული აგრეგატის შეძენის თანხისა) დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა 157134.77 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშკრულების 1.1. პუნქტით და დანართ N2-ით გათვალისწინებული აგრეგატების შეძენისთვის დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა 62771.45 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 

ამავე პუნქტის მიხედვით, მხარები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა შესაძლოა დაკორექტირებულიყო აგრეგატების სპეციპიკაციების, რაოდენობისა და ღირებულების შესაბამისად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშკრულების დანართი N2-ით გათვალისწინებული გათბობა-გაგრილება-კონდენცირების აგრეგატების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ შესაბამისად დაკორექტირდება წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული თანხა.

 

ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით და დანართი N1-ით გათვალისწინებული თანხიდან 80000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სამშენებლო მასალების შესაძენად.

 

ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს 50 %-ის შესრულების და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდიდა 38567.39 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ლარში გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე პუნქტით გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) შესრულებული სამუშაოს თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტის საფუძველზე, დამკვეთი შემსრულებელს წინამდებარე 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს 100 %-ის შესრულების და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდის 2.2 პუნქტით განსაზღვრული თანხიდან დარჩენილ თანხას 38567.38 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე პუნქტით გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) შესრულებული სამუშაოების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 31 მაისის მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 23-29)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 96-97)

 

4.2. 2018 წლის 05 მაისის დანართი N1-საინჟინრო ნაწილის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მთლიანი ჯამი შეადგენდა 157134.77 აშშ დოლარს, საიდანაც ვენტილაციის ხარჯია - 23174.42 აშშ დოლარი; გათბობა-გაგრილების ხარჯი - 5352.27 აშშ დოლარი; სანიაღვრე სისტემის ხარჯი - 15806.67 აშშ დოლარი; წყალსადენ-კანალიზაციის ხარჯი - -36021.40 აშშ დოლარი და ელექტროობა, სუსტი დენები, სახანძრო სიგნალიზაცია, გენერატორის ხარჯი - 52810.30 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 მაისის დანართი N1-საინჟინრო ნაწილის ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 30-42)

- საინჟინრო ნაწილის სამუშაოების გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 60-61)

 

4.3. 2018 წლის 05 მაისის საინჟინრო ნაწილის ხარჯთაღარიცხვის (დანადგარები) თანახმად, ელექტროობის, სუსტი სადენების სახანძრო სიგნალიზაცია, გენერატორის, ასევე გათბობა-გაგრილების დანადგარების ღირებულებად ჯამურად განისაზღვრა 62771,61 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 მაისის საინჟინრო ნაწილის ხარჯთაღარიცხვა (დანადგარები) (ტ.1., ს.ფ. 53-59)

 

4.4. 2018 წლის 16 ივლისის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამუშაობის ჯამური ღირებულებად მიეთითა 76 659,53 აშშ დოლარი, საიდანაც ელექტროობა, სუსტი სადენები, სახანძრო სიგნალიზაციისა და გენერატურის ხარჯად მიეთითა - 22840,42 აშშ დოლარი, წაყლსადენ - კანალიზაციის ხარჯად - 18950,87 აშშ დოლარი, ვენტილაციის ჯარჯად - 23174,42 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 ივლისის ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 43-45; 47-52)

 

4.5. 2018 წლის 17 ნომბერს გაფორმებული პირველი სამი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსრულებელს ჰქონდა 122660.32 აშშ დოლარის სამუშაო შესრულებული, საიდანაც ვენტილაციის ხარჯად მიეთითა - 23558,26 აშშ დოლარი, გათბობა-გაგრილების ხარჯი - 4731,60 აშშ დოლარი, სანიაღვრე სისტემის ხარჯი - 3927,53 აშშ დოლარი, წყალსადენ-კანალიზაციის ხარჯი - 40493,04 აშშ დოლარი და ელექტროობა, სუსტი დენები, სახანძრო სიგნალიზაცია, გენერატორის ხარჯი - 31238,99 აშშ დოლარი.

 

საქმეზე წარმოდგენილ ფორმა N2, ასევე თითოეულ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ორივე მხარე აწერს ხელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17 ნოემბრის აქტი და თანდართული მასალები (ტ.1, ს.ფ. 62-75)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 90-95)

 

4.6. მოსარჩელის მიერ მოპასუხეს 2019 წლის მარტის თვეში ეცნობა არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხის მიერ წერილში მითითებული თანხა მოსარჩელეზე არ ყოფილა გადახდილი.

 

2019 წლის 17 აპრილის წერილით, მოპასუხეს განუმარტა, რომ მის მიერ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული და მისთვის ბუნდოვანი იყო თუ რა თანხის გადახდას ითხოვდა მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 მარტის შეტყობინება და გზავნილი (ტ.1.ს.ფ. 98-103)

- 2019 წლის 17 აპრილის შეტყობინება და გზავნილი (ტ.1, ს.ფ. 192-196)

 

4.7. 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება 2018 წლის 31 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სრულ სახელშეკრულებო თანხად ნაცვლად 157134.77 აშშ დოლარისა განისაზღრა 211774,69 აშშ დოლარი, ანუ მოხდა თავდაპირველი შეთანხმებით განსაზღვრული ჯამური თანხის ოდენობის გაზრდა.

 

აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტით განისაზღვრა შემდეგი, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმების დღისთვის ანუ 2018 წლის 13 დეკემბრისთვის “შემსრულებლის“ ანუ მოსარჩელის მიერ „დამკვეთისთვის“ ანუ მოპასუხისთვის შესრულებული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 122 660,32 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

2018 წლის 13 დეკემბრისათვის შემსრულებელს დამკვეთისათის შესრულებული მომსახურების ღირებულება შედაგენდა 122660,32 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

შეთანხმების მე-5 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმების გაფორმების დღისთვის ანუ 2018 წლის 13 დეკემბრისთვის „დამკვეთის“ მიერ შემსრულებლისათის გადახდილი მომსახურების თანხა შეადგენდა 147 010 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ლარში.

 

შეთანხმების მე-7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დარჩენილი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 89 114,37 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები საბოლოოს შეთანხმდნენ, რომ მომსახურების ჯამურ თანხად განისაზღვრებოდა 211 774,69ნ აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში. დანართი N1-ით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 89 114,37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ასევე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში „დამკვეთი“ ანუ მოპასუხე „შემსრულებელს“ ანუ მოსარჩელეს გადასცემდა 35 645,78 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რის შემდეგაც ჯამურად გადახდილი თანხა იქნებოდა 182 655,748 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საიდანაც 122 660,32აშშ დოლარი წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული პირველი სამი მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 59 995,428 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში კი წარმოადგენდა წინამდებარე შეთანხმების დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 67,32%-ს. აღნიშნული სამუშაოების საბოლოო დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 დეკემბერი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარჩენილი თანხის 29 118,942 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა მოხდებოდა მხარეთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.

 

ძირითადი ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 დეკემბრის შეთანხმება (ტ.1. ს.ფ. 177-179)

 

4.8. 2018 წლის 12 დეკემბრის დამატებითი სამუშაოების შესახებ ხარჯთააღრიცხვით სულ IV ეტაპზე დარჩენილი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 89 114,37 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 დეკემბრის დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ტ.1. ს.ფ. 177-179)

 

4.9. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 21 თებერვალს შედგენილი IV - საბოლოო ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 (კორექტირებული) თანახმად, სულ IV ეტაპზე დარჩენილი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 83897,01 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17 ნოემბრის აქტი და თანდართული მასალები (ტ.1.ს.ფ. 76-82)

 

4.10. შპს „ა--“-ის მიერ შპს „თ----- მ--------–ის“ ანგარიშზე გადახდილია შემდეგი თანხები:

2018 წლის 01 ივნისს გადახდილია 197 312 ლარი;

2018 წლის 31 ივლისს - 122 370 ლარი;

2018 წლის 12 ოქტომბერს - 35 000 ლარი;

2018 წლის 30 ოქტომბერს - 10 000 ლარი;

2018 წლის 13 დეკემბერს - 94 796,39 ლარი;

2019 წლის 22 თებერვალს - 63 506,55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო დავალებები (ტ.1.ს.ფ. 186-191)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „თ----- მ--------–“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 648-ე, 619-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამოდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

2018 წლის 13 დეკემბრის შეთანხმებით დასტურდება, რომ მითითებული დროისთვის მოსარჩელის მიერ შესრულებული იყო 122 660,32 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება, ხოლო ახალი შეთანხმებით დარჩებოდა 89 114,37 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება შესასრულებელი. ამასთან, მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მითითებული დროისთვის უკვე გადახდილი იყო 147 010 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილს 35 645,78 აშშ დოლარს მოპასუხე მოსარჩელეს ჩაურიცხავდა შეთანხმების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში. შესაბამისად, სულ გადახდილი იქნებოდა 182 655,748 აშშ დოლარი, საიდანაც 122 660,32 აშშ დოლარი პირველი სამი მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებად მიიჩნეოდა, ხოლო 59 995,428 აშშ დოლარი კი - სამომავლოდ შესასრულებელი მომსახურების, დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 67,32%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 211 774,69 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელესთვის შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გადასახდელი დარჩებოდა 29 118,942 აშშ დოლარი, რასაც ჩარიცხავდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 4 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

აღნიშნულ შეთანხმებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი.

 

ამდენად, დგინდება, რომ 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე უკვე გადახდილი აქვს 147 010 აშშ დოლარი და მას შემდეგ რაც 3 კალენდარული დღის განმავლობაში ჩარიცხავდა კიდევ 35 645,78 აშშ დოლარს, გადასახდელი დარჩებოდა 29 118,942 აშშ დოლარი.

 

ამავე შეთანხმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელესთვის შესრულებული აქვს 122 660,32 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები და შესასრულებელი დარჩა 89 114,37 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურების გაწევა.

 

საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 12 დეკემბრის დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით სრულად იქნა გაწერილი მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოები, რაც ჯამურად განისაზღვრა 89 114,37 აშშ დოლარად და რაც ჩაიწერა კიდეც მხარეთა შორის 2018 წლის 13 დეკემბერს დადებულ შეთანხმებაში.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მხარეთა მიერ სადავო არ არის და აღნიშნული 2018 წლის 13 დეკემბრის შეთანხმებაშიც აისახა, რომ მოპასუხის მიერ მოსრჩელისთვის გადახდილია მომსახურების ღირებულება, კერძოდ, 2018 წლის 01 ივნისს - 197 312 ლარის, 2018 წლის 31 ივლისს - 122 370 ლარის, 2018 წლის 12 ოქტომბერს - 35 000 ლარის, 2018 წლის 30 ოქტომბერს - 10 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენდა 147 010 აშშ დოლარს და რაც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ამავე შეთანხმების მიხედვით, ვინაიდან მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა შეთანხმებიდან 3 კალენდარულ დღეში მოსარჩელისთვის გადაეხადა 35 645,78 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მითითებული თანხა - 94796,39 ლარის ოდენობით შეთანხმების დღესვე არის ჩარიცხული მოსარჩელის ანგარიშზე.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელი დარჩა მხოლოდ საბოლოო, მე-4 ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება, რაც უნდა ყოფილიყო შეთანხმებითა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვით დაანგარიშებული თანხა 29118,942 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 22 თებერვლის საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილია 23 901,60 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც იმ დროს არსებული კურსის გათვალისწინებით (1 აშშ დოლარი - 2,657 ლარი) შეადგენდა 63 506,55 ლარს. საქმეზე წარმოდგენილი მე-4 საბოლოო ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 (კორექტირებული) (ტ.1, ს.ფ. 76-82) დასტურდება, რომ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი იქნა 83 897,01 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რაც შესაგებლში დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების პირველ გრაფაშია მითითებული მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გადახადილია 206 494,12 აშშ დოლარი, თუმცა რეალურად მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით გაწეული მომსახურება შეადგენს 206 557,33 აშშ დოლარს. ვინაიდან მათ შორის სხვაობა არის 63,21 აშშ დოლარი, სწორედ მითითებული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, მხოლოდ 63,21 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 08 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 518,85 ლარისა და 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 63,21 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 3%-ის - 05,10 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დროს გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 95 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

2019 წლის 27 მაისს მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 170,03 ლარს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე შპს „ა--“-ს (ს/კ N4--------) აკერძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ქუჩა ფ--–--–---–ი N--, სართული 2, ავტოსადგომი N13, ფართი 15.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით N0------------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „თ----- მ--------–“-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ა--“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „ა--“-ს მოსარჩელე შპს „თ----- მ--------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 63,21 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

 

2. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 08 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 518,85 ლარისა და 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 95 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე შპს „ა--“-ს მოსარჩელე შპს „თ----- მ--------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საელმწიფო ბაჟის ნაწილის 05,10 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხის მიერ 2019 წლის 27 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე