განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/236-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ნ-----–------–ის,ადვოკატის ს------------------ის,ბრალდებულ თ---–---------------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე თ---–---------------ს (პ/ნ 1----------) - დაბადებულის 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ზ------------------–-----------------------–------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,,დ“ და ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
თ---–---------------ს ბრალად ედება მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თ---–--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაუთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მან პირობით ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:
2018 წლის მარტში ინდივიდუალური მეწარმე თ---–---------------ს და შპს ,------------ს შორის შეთანხმებით, ამ უკანასკნელს გაყინული პროდუქციის შესანახად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, შუამთის ქუჩა №32-ში სარგებლობის უფლებით ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული 400 ლიტრიანი მაცივარი გადაეცა. ქურდობისთვის ნასამართლევმა ინდივიდუალურმა მეწარმე თ---–---------------მ 2018 წლის მაისში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს ,------------ის კუთვნილი მაცივარი. აღნიშნულმა ქმედებამ დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს ,,G-------“-სთვის 650 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ---–---------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,,დ“ და ,,გ“ პუნქტებით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ---–---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:
დაზარალებულის წარმომადგენელმა შ----------–-----მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შპს ,,G--------”-ის იურისტი. მისი კომპანია წარმოადგენს გაყინული ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოს, რომელიც ასევე ეწევა დისტრიბუციას. კომპანიას აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობები დიდ მაღაზიებთან, ხოლო პატარა მაღაზიებთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. შესაბამისად, როცა ხდება საქონლის მიწოდება კონსიგნაციის წესით და თვის 25 რიცხვში ხდება განულება, მყიდველმა უნდა გადაიხადოს საქონლის ღირებულება, ხოლო თუ გამყიდველი ვერ ახერხებს საქონლის გაყიდვას, შემდეგ დისტრიბუცია ამ საქმეებს აწვდის კომპანიის იურისტს, რომ დაიწყოს საქმის წარმოება. სასამართლოში მიმართვამდე, კომპანია მოვალეს სთავაზობს მოლაპარაკებას, ვალის განაწილვადებას, თუ მას თანხის ერთბაშად გადახდა არ შეუძლია.
ინდ. მეწარმე თ---–---------------ს საქმე მას გადაეცა, ვინაიდან კომპანიასთან შეთანხმებით, თ---–---------------ს გაყინული პროდუქციის შესანახად, სარგებლობის უფლებით კომპანიის ბალანსზე რიცხული 400 ლიტრიანი მაცივარი გადაეცა, რომელიც განთავსდა ქ. თბილისში, შუამთის ქუჩა №32-ში. ასევე იგი ვერ იხდიდა საქონლის გაყიდვის თანხას. მან თ---–---------------ს შესთავაზა ვალის განწილვადება და მოუწოდა მაცივრის დაბრუნებისკენ, რაზეც კ--------მ მას შეურაცხყოფა მიაყენა და უარი უთხრა მაცივრის დაბრუნებაზე. თ---–---------------სთან დაკავშირება ვერ ხერხედებოდა, რადგან იგი თავს არიდებდა კომპანიასთან გამოჩენას. მან დაკეტა სავაჭრო ობიექტი; როგორც აღმოჩნდა სხვა პირებთანაც ჰქონდა ბევრი ვალი. თ---–---------------ს დისტრიბუტორი ბ---------------–-ც ეძებდა, რადგან მას ხორცპროდუქტები ჰქონდა შეტანილი მის პუნქტში და მის ინტერესშიც იყო მაცივრის კომპანიისთვის დაბრუნება, რადგან დავალიანება მას ერიცხებოდა. ტ------–ს ამავე დროს კომპანიაში თავისი უძრავი ქონება აქვს დატვირთული და თუ ვერ მოხერხდა თ---–---------------სგან თანხის ამოღება, მან უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მიხედვით. გამორიცხულია, მაცივარი ბ---------------–ს წამოეღო, რადგან მაცივარი უზრუნველყოფილი იყო მისი ქონებით, რაც ნოტარიულად იყო გაფორმებული. შესაბამისად, ტ------–ის ინტერესი იყო მაცივარი კომპანიაში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ თ---–---------------მ მაცივარი არ დააბრუნა და კონტაქტზეც არ გამოდიოდა. კონტაქტზე გასვლისას კ-------- მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, - სადაც გინდა იქ მიჩივლეო. მისი დაკეტილი ობიექტიდან მაცივრის წაღებას სხვა ვერავინ შეძლებდა კ--------ს გარდა. მან კომპანიის მაცივარი მიითვისა, ხოლო ბ---------------–მა თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულა.
მოწმე ბ---------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შპს ,,G--------”-ის გაყიდვების აგენტი. აღნიშნული კომპანია აწარმოებს გაყინულ ხორცპროდუქტებს და მათ დისტრიბუციას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო მაღაზიებში. მის მოვალეობაში შედის კლიენტების მიერ შეკვეთის მიღება და კონსიგნაციით მიწოდებული პროდუქტის თანხის ამოღება. მას კომპანიის სასარგებლოდ იპოთეკით აქვს დატვირთული დედამისის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რაც იმის პირობაა, რომ აგენტების მიერ არ მოხდეს კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისება. 2018 წლის მარტის თვეში მას დაურეკა ინდ. მეწარმე თ---–---------------მ, რომელსაც ჰქონდა სასურსათო მაღაზია ქ. თბილისი, შუამთის ქუჩა №12-ში და გამოთქვა კომპანიასთან მუშაობის სურვილი, მას სურდა კომპანიის პროდუქციის შეძენა კონსიგნაციით. ისინი შეთანხმდნენ, რომ კომპანია მას მიაწვდიდა პროდუქციას კონსიგნაციით და ასევე გადასცემდა მის დროებით სარგებლობაში კომპანიის ბალანსზე რიცხულ 400 ლიტრიან მაცივარს, სადაც შეინახავდა და შემდგომ მოახდენდა პროდუქტის რეალიზაციას, ხოლო თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ მას უნდა დაებრუნებინა კომპანიისთვის მისი კუთვნილი მაცივარი. კ--------სთან მაცივარი მიიტანეს დაახლოებით ორ დღეში. ამის შესახებ მან კომპანიის ადმინისტრაცია ჩააყენა საქმის კურსში, რომელმაც გასცა სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებული იყო მაცივარი თავისი კოდით და მისამართი, სადაც გაიგზავნა იგი. 2018 წლის მაისის თვეში, როდესაც მოწმე მითითებულ მისამართზე თანხის წამოსაღებად მივიდა, სასურსათო მაღაზია დაკეტილი დახვდა. იგი 6-7-ჯერ მივიდა კ--------ს სასურსათო მაღაზიასთან, მაგრამ ვერ ნახა. შემდეგ მოიკითხა და უთხრეს, რომ თ---–---------------ს წყნეთშიც ჰქონდა მაღაზია და იქ წაიღო მაცივრები, თუმცა იქაც დაკეტილი დახვდათ მაღაზია. თ---–---------------ს მიერ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ იგი ტელეფონით ესაუბრა ბრალდებულს, რა დროსაც კ--------მ მას ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განუცხადა მაცივრის დაბრუნებაზე და თანხის გადახდაზე, ასევე არ უთქვამს თუ სად წაიღო მაცივარი.
მოწმე რ----------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თ---–---------------ს ბიძაშვილი. 2018 წლის ზაფხულში იგი თ---–---------------ს ეხმარებოდა ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის მუშაობაში. შემდეგ დისტრიბუციასთან არსებული ფინანსური პრობლემების გამო მაღაზია გადაიტანეს წყნეთში, სადაც დაახლოებით 10 დღე იმუშავეს. მაღაზიაში იყო გაყინული ხორცპროდუქციისთვის მაცივრები, თუმცა რამდენი იყო არ ახსოვს. მაღაზიის დაკეტვის შემდეგ თ---–---------------ს არასრულწლოვანი შვილისგან შეიტყო, რომ მაცივრების ნაწილი დისტრიბუტორებმა წაიღეს, თუმცა ეს საკითხი მისთვის არავის შეუთანხმებია, პირადად არ უნახავს და რამდენი მაცივარი დარჩა არ იცის.
გამომძიებელმა კრ--------------------მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით, თ---–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 62-65).
შპს ,,G--------”-ის იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 22 ნოემბრის წერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 მარტს გამოწერილი სასაქონლო ზედნადების №---–-------------- საფუძველზე 400 ლიტრიანი საყინულე მაცივარი კოდით 1----------------------------- არის შპს ,,G--------”-ის საკუთრება და მისი ღირებულება შეადგენს 650 (ექვსას ორმოცაათ) ლარს (ს.ფ. 147).
2018 წლის 22 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შორენა ბაცანაძის 2018 წლის 27 ივლისით დათარიღებულ განცხადებაზე თანდართული სასაქონლო ზედნადები კერძოდ 2018 წლის 30 მარტს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები № ელ-----------, რომლის საფუძველზე შპს ,,G--------”-დან მდებარე ქ. თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №29-დან ტრანსპორტირებული იქნა 1 ცალი საყინულე მაცივარი 400 ლ. ნომრით 1----------------------------- შუამთის ქუჩა №12-ში. აღნიშნული სასაქონლო ზედნადები არის ამობეჭდილი 1 ფურცლად (ს.ფ. 149-150).
ხსენებული ზედნადები ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
ბრალდებულმა თ---–---------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ვარკეთილში ვაჭრობდა სურსათით, რა დროსაც არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობდა, რომლებიც მას აწვდიდნენ მაცივრებს და გასაყიდ პროდუქციას, თუმცა შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო მაღაზია გადაიტანა წყნეთში, რის შესახებაც იცოდნენ ამ კომპანიებმა. ზოგი დისტრიბუტორი მაღაზიის მისამართის შეცვლაზე არ იყო თანახმა და მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები პროდუქციისა და ინვენტარის დაბრუნების შესახებ. დისტრიბუტორ ტ------–ს ეტაპობრივად უხდიდა თანხას. ერთხელ იგი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა დიღომში, ხოლო მაღაზიაში დატოვებული ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი და ბიძაშვილი რ----------ა. ამ დროს მას დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ დისტრიბუტორი იყო მისული მაღაზიაში, რომელიც მაცივრის და პროდუქციის წაღებას აპირებდა. დისტრიბუტორი არ დაელოდა მის მისვლას და მაცივარი წაიღო. მან დაურეკა კომპანიის იურისტს შორენას, რომელიც შეპირდა სიტუაციის გარკვევას, მაგრამ შემდეგ აღარ დაუკავშირდა. მან ასევე დაურეკა დისტრიბუტორ ბ---------------–ს, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან არ იცის ეს მაცივარი ბ---------------–მა წაიღო თუ სხვა დისტრიბუტორმა. ამ მაცივრის მიღებისას მან ზედნადებზე მოაწერა ხელი. ვალების გამო მან მაღაზია დაკეტა, ხოლო მაცივრები დაუბრუნა დისტრიბუტორებს.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების მ-----–-------ის, თ----------–----ის, ა-–---------------------–---–ის, ზ-----------–--–---–ის, თ---------------–---–ის, ლ--–--–-------ის, ქ------------------ის და ე----------------------ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გამოკვლეულ და არასადაო მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და ,,გ“ პუნქტებით (მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თ---–---------------ს ბრალეულობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას შეიძლება ახორციელებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობების სახით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის მარტში ინდივიდუალური მეწარმე თ---–---------------ს და შპს G---------ს შორის შეთანხმებით, ამ უკანასკნელს გაყინული პროდუქციის შესანახად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, შუამთის ქუჩა №32-ში სარგებლობის უფლებით ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული 400 ლიტრიანი მაცივარი გადაეცა. ქურდობისთვის ნასამართლევმა ინდივიდუალურმა მეწარმე თ---–---------------მ 2018 წლის მაისში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს G---------ის კუთვნილი მაცივარი. აღნიშნულმა ქმედებამ დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს G--------სთვის 650 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე წარმოდგენილი მასალებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თ---–--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაუთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა და არსებობს ეჭვი, რომ მაცივარი დისტრიბუტორმა ბ---------------–მა წაიღო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი არგუმენტაცია ემსახურება ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, გამოკვლეული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს თ---–---------------ს მსჯავრდებისათვის. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მაცივარი შესაძლოა დისტრიბუტორ ბ---------------–ს წაეღო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება (პირდაპირი ან არაპირდაპირი ხასიათის) არ წარმოდგენილა, რომელიც ბ---------------–-ს მიერ მაცივრის წაღების ფაქტს დაადასტურებდა, ან თ---–---------------ს ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გააჩენდა. თავად ბრალდებული თ---–---------------ც ტ------–ის მიერ მაცივრის წაღების ფაქტს კატეგორიულად ვერ ადასტურებს და უთითებს, რომ მაცივარი შესაძლოა ბ---------------–მა ან სხვა დისტრიბუტორმა წაიღო. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ბ---------------–ს კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი ჰქონდა საკუთარი ქონების იპოთეკით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიის ინვენტარის დაკარგვა მის ინტერესებში არ შედიოდა. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით დადასტურდა, რომ შპს ,,G--------”-ს კუთვნილი საყინულე მაცივრის კეთილსინდისიერ მფლობელობაზე პასუხისმგებელი იყო თ---–--------------- და ამ ნივთის განკარგვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ასევე საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ თ---–---------------მ ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და ,,გ“ პუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო მის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები თ---–---------------ს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,დ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ---–---------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
თ---–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით მოხდილი თავისუფლების აღკვეთის პერიოდი - 2018 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 22 ოქტომბრამდე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი