განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003184018
N1/245-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ა--–---, დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი, სოფელი ა--------; ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - 2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - 2019 წლის 28 ივლისის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების ასლი:
1. 2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში მცხოვრები, წარსულში, ოჯახური ძალადობის ჩადენისათვის ნასამართლევი მ------ ა--–---, სახლში დაბრუნდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რა დროსაც, მეუღლეს - ნ--- კ----–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ, არაერთგზის, ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, 2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ა--–---მ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის - ნ--- კ----–---–-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ მ------ ა--–--- არის მისი მეუღლე და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი რ----- ა--–--- და ს------ ა--–---.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ა--–---მ განაცხადა, რომ ნ--- კ----–---–- არის მისი მეუღლე და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი რ----- ა--–--- და ს------ ა--–---.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა რ----- ა--–---მ განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან - ნ--- კ----–---–თან, დასთან - ს------ ა--–---სთან და მამასთან - მ------ ა--–---სთან ერთად.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ს------ ა--–---მ განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან - ნ--- კ----–---–თან, ძმასთან - რ----- ა--–---სთან და მამასთან - მ------ ა--–---სთან ერთად.
7. 2011 წლის 10 ივნისის ს------ ა--–---ს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა მ------ ა--–---, პირადი ნ-------------------; დედა ნ--- კ----–---–-, პირადი ნ-------------------.
8. 2009 წლის 16 აპრილის რ----- ა--–---ს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა მ------ ა--–---, პირადი ნ-------------------; დედა ნ--- კ----–---–-, პირადი ნ-------------------.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა--–--- და დაზარალებული ნ--- კ----–---–- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის:
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში, შვილებთან ერთად. საღამოს საათებში, სახლში დაბრუნდა მ------ ა--–---, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. დაბრუნებულმა, შვილებს დაუწყო ჩხუბი, რომ მათ აიღეს ფული, აღებული სოციალური დახმარება. სინამდვილეში კი თვითონ აიღო, დახარჯა და აღარ ახსოვდა. აღნიშნულ თემაზე შეკამათდა მეუღლესთან, რა დროსაც მ------ ა--–---მ მას თავში ჩაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, ვინაიდან თავი ისედაც სტკიოდა მანამდე. აღნიშნულის გამო დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ჩხუბსა და ჩარტყმის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრუწლოვანმა რ----- ა--–---მ განაცხადა, რომ როდესაც მამა სვამდა, ეჩხუბებოდა დედას. 2019 წლის 28 ივლისს, ის არ შესწრებია მშობლებს შორის ჩხუბს.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრუწლოვანმა ს------ ა--–---მ განაცხადა, რომ მამა ეჩხუბებოდა დედას. იძახდა, მეზობლები მაქეზებენ, ესეთი ცოლი რად გინდა და ამიტომ ეჩხუბებოდა. 2019 წლის 28 ნოემბერს, მამა ეჩხუბა დედას, თუმცა დარტყმის ფაქტს არ შესწრებია.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- დ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 29 ივლისს, მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ს-------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 28 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა სოფელ ა-------ში, სადაც, ადგილზე, დახვდათ ნ.კ----–---–-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ა--–--- და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ნ.კ----–---–მა განუმარტა, რომ მ.ა--–---მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მყოფმა მ.ა--–---მ, მათი თანდასწრებითაც მიაყენა ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იგი დააკავეს და გადაიყვანეს სამმართველოში.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- ბ---------მ განაცხადა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 28 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელ ი.ს-------–---სთან ერთად გამოცხადდა სოფელ ა-------ში, სადაც მათ დახვდათ ნ.კ----–---–-, ნასვამი მ.ა--–--- და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ნ.კ----–---–მა განუმარტა, რომ მეუღლემ მას თავში ჩაარტყა ხელი. ადგილზე მყოფი მ.ა--–--- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ.კ----–---–ს. აღნიშნულის საფუძველზე, მ.ა--–--- დააკავეს ადგილზე და გადაიყვანეს სამმართველოში.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ა------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მ.ა--–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა ი.ს-------–---, ალ.ბ--------- და დანიშნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ----- წ--------–-- განაცხადა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო მ------ ა--–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, შეადგინა დაკავებისა და ნიმუშის აღების ოქმები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცის მ.ა--–---ს მიმართ.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ა--–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ივლისს, სახლში ყოფნის დროს, შეკამათება მოუხდა მეუღლესთან, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. პირიქით, ნ--- კ----–---–მა ჩაარტყა მას ჯოხი თავის არეში და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა.
20. 2011 წლის 10 ივნისის დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ ს------ ა--–--- დაბადებულია 2011 წლის 10 ივნისს.
21. 2009 წლის 16 აპრილის დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ რ----- ა--–--- დაბადებულია 2----–-–------------–-.
22. 2019 წლის 29 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს საჩხერის რაიონის სოფელ ა-------ში და წარმოადგენს ნ--- კ----–---–-სა და მ------ ა--–---ს საცხოვრებელ სახლს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნ--- კ----–---–მა აჩვენა ადგილები, სადაც, მას, 2019 წლის 28 ივლისს, მ------ ა--–---მ ჩაარტყა ხელი თავის არეში.
23. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დგინდება, რომ მ------ ა--–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
24. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დგინდება, რომ მ------ ა--–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ „მ------ ა--–---ს სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 2,12% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----- მ-------–---–მა.
26. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. ასევე, ოჯახური ძალადობის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წამოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა, არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
27. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მ------ ა--–---ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ------ ა--–---ს ბრალეულობა ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს ბრალდებულის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს მის პოზიციას უდანაშაულობის შესახებ - ნ--- კ----–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ------ ა--–---ს მხრიდან დაზარალებულ ნ--- კ----–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
30. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ა--–---ს მიერ ნ--- კ----–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - ნ--- კ----–---–-ს ჩვენება და ირიბი, პოლიციელი მოწმეების ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ ა--–---ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ს-------–---მ და ა-–---------- ბ---------მ ზოგადად განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს, დაზარალებულმა ნ--- კ----–---–მა განუცხადა, რომ მეუღლემ, მ------ ა--–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეების ჩვენებებში, კონკრეტული დეტალები, სად, როდის, რა ვითარებაში, რის გამო ან რა ფორმით განხორციელდა მ.ა--–---ს მხრიდან ნ.კ----–---–-ს მიმართ ძალადობა, მითითებული არ არის. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ-18 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთი პირდაპირი - დაზარალებულის ჩვენება და ირიბი მოწმეების ჩვენებები, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ირიბი მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N15-18).
32. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, მ------ ა--–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 28 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
33. 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში მცხოვრები, წარსულში, ოჯახური ძალადობის ჩადენისათვის ნასამართლევი მ------ ა--–---, სახლში დაბრუნდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რა დროსაც, მეუღლეს - ნ--- კ----–---–ს, არასრულწლოვან რ----- ა--–---ს თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ, სამჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ მ------ ა--–--- არის მისი მეუღლე და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი რ----- ა--–--- და ს------ ა--–---.
35. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ა--–---მ განაცხადა, რომ ნ--- კ----–---–- არის მისი მეუღლე და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი რ----- ა--–--- და ს------ ა--–---.
36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა რ----- ა--–---მ განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან - ნ--- კ----–---–თან, დასთან - ს------ ა--–---სთან და მამასთან - მ------ ა--–---სთან ერთად.
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ს------ ა--–---მ განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან - ნ--- კ----–---–თან, ძმასთან - რ----- ა--–---სთან და მამასთან - მ------ ა--–---სთან ერთად.
38. 2011 წლის 10 ივნისის ს------ ა--–---ს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა მ------ ა--–---, პირადი ნ-------------------; დედა ნ--- კ----–---–-, პირადი ნ-------------------.
39. 2009 წლის 16 აპრილის რ----- ა--–---ს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა მ------ ა--–---, პირადი ნ-------------------; დედა ნ--- კ----–---–-, პირადი ნ-------------------.
40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
41. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა--–--- და დაზარალებული ნ--- კ----–---–- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში, შვილებთან ერთად. საღამოს საათებში, სახლში დაბრუნდა მ------ ა--–---, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. დაბრუნებულმა, შვილებს დაუწყო ჩხუბი, რომ მათ დაკარგეს ფული. აღნიშნულ თემაზე შეკამათდა მეუღლესთან, რა დროსაც მ------ ა--–---მ მას თავში ჩაარტყა ხელი სამჯერ, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნულის გამო წავიდა მეზობელ დ-------- გ--–---სთან და ორი დღე იქ იმყოფებოდა.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრუწლოვანმა რ----- ა--–---მ განაცხადა, რომ როდესაც მამა სვამდა, ეჩხუბებოდა დედას. 2019 წლის 21 ივლისს, როდესაც სახლში იმყოფებოდა, მამა მივიდა და უთხრა, რომ სოციალური დახმარება, რომელიც დაერიცხათ და აიღეს, მან აიღო. ნ.კ----–---–მა უთხრა მ.ა--–---ს, რომ თავი დაენებებინა მისთვის, რა დროსაც დაინახა, რომ მ.ა--–---მ, სამჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში ნ.კ----–---–ს. აღნიშნულის შემდეგ, დედასთან და დასთან ერთად წავიდა დ-------- გ--–---სთან.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ--–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფელ ა-------ში, მ------ ა--–---ს მეზობლად. 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მასთან მივიდა ნ--- კ----–---–- ორ შვილთან ერთად. უთხრა, რომ იჩხუბა მეუღლესთან და 2 დღე მასთან დარჩა. დეტალები თუ რა მოხდა, მისთვის უცნობია.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ----- წ--------–-- განაცხადა, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო მ------ ა--–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, შეადგინა დაკავებისა და ნიმუშის აღების ოქმები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია მ.ა--–---ს მიმართ.
46. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ა--–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, სახლში ყოფნის დროს, შეკამათება მოუხდა მეუღლესთან, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აღნიშნულის შემდეგ ნ--- გავიდა სახლიდან. საღამოს წავიდა ნ---ს სახლში, მის წამოსაყვანად, თუმცა იქ არ დახვდა, როგორც შემდგომ გაიგო, ის იყო დ-------- გ--–---სთან. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ 2019 წლის 21 ივლისს, ნ--- კ----–---–-სათვის დაზიანება არ მიუყენებია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
47. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო, არის ლატენტური და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ნ--- კ----–---–-ს ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი და ირიბი მოწმეების ჩვენებებით. დაზარალებულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, მ------ ა--–---მ მას სამჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, რი შემდეგაც წავიდა დ-------- გ--–--ის ოჯახში და იქ დარჩა ორი დღე. არასრულწლოვანმა მოწმემ რ----- ა--–---მაც იგივე დაადასტურა და განაცხადა, რომ დაინახა თუ როგორ დაარტყა მამამ დედას სამჯერ თავის არეში, რის შემდეგაც წავიდნენ დ-------- გ--–---სთან. ხოლო რაც შეეხება მოწმე დ-------- გ--–---მ, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მასთან მივიდა ნ--- კ----–---–- ორ შვილთან ერთად, უთხრა, რომ მეუღლეს ეჩხუბა და ნ--- მასთან 2 დღე დარჩა. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა--–---მ განხორციელებული ქმედებით, 2019 წლის 21 ივლისს ნ--- კ----–---–-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედება ჩადენილი - არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
49. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- კ----–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, როდესაც მას მ------ ა--–---მ თავში სამჯერ ჩაარტყა ხელი, აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი რ----- ა--–---.
50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა რ----- ა--–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, დაინახა, რომ მამამ - მ------ ა--–---მ, დედას - ნ--- კ----–---–ს თავში დაარტყა ხელი სამჯერ.
51. 2009 წლის 16 აპრილის რ----- ა--–---ს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ რ----- ა--–--- დაბადებულია 2----–-–------------–-.
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 1261 მუხლის) ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 21 ივლისს, განხორციელებული ქმედებით, მ------ ა--–---მ, დაზარალებულ ნ--- კ----–---–-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ქმედება ჩადენილი - არაერთგზის:
53. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ მ------ ა--–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
54. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დასტურდება, რომ მ------ ა--–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
55. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
56. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა ქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
57. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 21 ივლისამდე, ბოლო დანაშაულის ჩადენამდე, მ------ ა--–--- ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
58. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
61. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ ა--–---მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით - 2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდი). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ------ ა--–---ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ------ ა--–---ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
62. მ------ ა--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ასევე, პასუხისმგებლობის ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
63. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
64. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ა--–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
65. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
66. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია, საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ------ ა--–---ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, კერძოდ, მ------ ა--–---ს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ა--–---ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის სახით და ზომით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ა--–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 28 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ა--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 21 ივლისის ეპიზოდით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მ------ ა--–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
მ------ ა--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე