განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/4057-19
№0-----------
08 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-------------–---–-- დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------–----------------------------–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 17 ივლისის და 2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდები), ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თ-------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ-------------–---–- გაღიზიანდა და მეუღლეს მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ფეხი ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი
2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–-----------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ-------------–---–მა მეუღლეს მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე მოუჭირა ხელი სახეზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, შეეკრა სუნთქვა. ზ-------------–---–-ს მუქარა მ----------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ-------------–---–მა მეუღლეს მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ზ-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ზ-------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ მ----------------ს ჩვენებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:
დაზარალებულ მ----------------ს განცხადებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა 2019 წლის 18 ივლისს მიმართა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ას. განცხადებაში მ---------------- აღნიშნავს, რომ 2019 წლის 17 ივლისს და 2019 წლის 18 ივლისს მეუღლემ ზ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 ივლისს ზ-------------–---–მა მეუღლეს, მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ხ--------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 ივლისს, დილის საათებში იმყოფებოდა ზ-------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში ქ. თ---–------------------------------------------------–----------------------------ში. სახლში ასევე იმყოფებოდა ზ-------------–---–- და მისი მამა - რ------------–---–-. დაახლოებით 13:00 საათზე, მათთან მივიდა ზ-------------–---–-- მეუღლე მ----------------. მ------ი განუწყვეტლივ აკაკუნებდა და აბრახუნებდა კარებზე. ზ------მა ხ-----ს ურჩია, რომ შესულიყო საძინებელ ოთახში და არ ჩარეულიყო მათ საქმეში. შევიდა საძინებელში, რა დროსაც ზ------მა მ------ს გაუღო კარი. საძინებლის კარი ღიად იყო დატოვებული, საიდანაც ესმოდა ზ-------------–---–-ს საუბარი. ზ------მა მ------ი მოიხსენია უწმაწური სიტყვებით. ზ-------------–---–მა ხელი მოუქნია მ------ს, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა სახეში. ამ დროს მათთან მივიდა რ------------–---–- და ჩადგა შუაში.
მოწმე რ------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებული ზ-------------–---–- არის მისი შვილი და მეუღლესთან ლ-------------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, თ------------------------------–----------------------------ში. ზ-------------–---–- ორი წლის წინ დაქორწინდა მ----------------ზე. მ---------------- მეუღლის პატიმრობაში ყოფნის დროს ხშირად მიდიოდა სახლში გვიან ღამით, ზოგჯერ გამთენიისას. ამ ამბის გამო ზ------მა გადაწვიტა მ------თან დაშორება. 2019 წლის 18 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი შვილი და ხ--------------–-–---–-. დაახლოებით 12:00 საათზე მათთან მივიდა მ----------------. მ------ის მისვლის შემდეგ ხ----- შევიდა საძინებელ ოთახში. მ------ის სახლში შესვლის შემდეგ ამ უკანასკნელს და მის შვილს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ზურამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ------ს და ხელი დაარტყა სახის არეში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზ-------------–---–- მ----------------ს არ დამუქრებია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად 18.07.2019 წელს მოქალაქე მ----------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ 2019 წლის 18 ივლისს შუადღის საათებში, მ----------------ს მეუღლემ, ზ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი რამდენჯერმე რის გამოც კედელს მიეჯახა.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ზ-------------–---–-ს პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ ზ-------------–---–მა 2019 წლის 18 ივლისს ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება ბრალდებით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულთა ჩადენას დადასტურებული ვერ იქნა კანონმდებლობით დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ზ-------------–---–-ს მიერ მეუღლის მიმართ 2019 წლის 17 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულის განცხადება, ხოლო მუქარის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერის ოქმი, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ივლისს გ--------------–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო უთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები (დაზარალებულის განცხადება და შემაკავებელი ორდერის ოქმი) ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან არ არის გამყარებული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მტკიცებულებით. სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნულ განცხადებაში და შემაკავებელ ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაციის გადამოწმება, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს. უდავოა, რომ დანაშაულში პირის მამხილებელ მტკიცებულებათა სიმყარეს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროდან მიღებული მტკიცებულებები ქმნიან. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განცხადება და შემაკავებელი ორდერის ოქმი წარმოადგენს ნაწარმოებ მტკიცებულებას, რომელიც დაფუძნებულია დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რომ ზ-------------–---–- 2019 წლის 18 ივლისს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს წინააღმდეგობაში მოდის მოწმე რ------------–---–-ს ჩვენებასთან, რომელმაც გამოკითხვისას არ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.
სასამართლო უთითებს, რომ ზ-------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უტყუარადაა დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. მოწმეები ხ--------------–-–---–- და რ------------–---–- პირდაპირ ამხელენ ზ-------------–---–ს, რომელმაც 2019 წლის 18 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ----------------ს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმხვედრია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ საქმეზე გამოკვლეულ სხვა, ობიექტურ მტკიცებულებასთან, შემაკავებელი ორდერის ოქმთან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც დაზარალებულ მ----------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ ნაჭდევის სახით და სისლნაჟღენთების ხანდაზმულობა შეესაბამებოდა შემთხვევის თარიღს - 2019 წლის 18 ივლისს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საკმარისია მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილის ხარისხის დასადგენად. მოცემულ ვითარებაში, სასამართლო თვლის, რომ არსებული დაზიანების ლოკალიზაცია, ტიპი, დაზიანებათა ხარისხი და მისი განვითარების მექანიზმი ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა, რომ 2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, თ-------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ-------------–---–- გაღიზიანდა და მეუღლეს მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად დაარტყა ფეხი ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა, რომ ზ-------------–---–- 2019 წლის 18 ივლისს დაემუქრა მეუღლეს მ----------------ს სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–-----------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ-------------–---–მა მეუღლეს მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის (სსკ-ის 151 მუხლი), რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა და შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ზ-------------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ზ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ-------------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ-------------–---–ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დიდი ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
მოცემულ შემთხვევაში ზ-------------–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------------–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ზ-------------–---–-ს მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის წერილის თანახმად, მსჯავრდებულ ზ-------------–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2022 წლის 20 ივნისს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ-------------–---–- ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151 ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივლისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი