განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002687449 (1/558-18)
განაჩენი
საქართველოს სახელით
26.11.2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
ბრალდების მხარე: პროკურორი ან---------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული და-----------–---–-ა
დამცველი/ადვოკატი იზ--–----ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე #044170918002
ბრალდებულის სახელი გვარი: და-----------–---–-ა
მამის სახელი: ჭი---ო
დაბადების თარიღი: 10.02.1988 წ
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 19--------8
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ზუ---------------–-------12
ფაქტობრივი მისამართი: ქ.ზუ---------------–-------12
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
17.09.2018 წ საღამოს საათებში ქ. ზუგდიდში, კუიბიშევის ქუჩაზე და-----------–---–-ამ, გაბრაზებულმა იმით, რომ სახლში ვერ იპოვა ალკოჰოლური სასმელი ხელით და ხის ჯოხით ჩაამტვრია დედის ზო-------------ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ფანჯრების მინები, რითაც დედას – ზო------------ას მიაყენა 190,13 ლარის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. 17.09.2018 წ მდგომარეობით ქ. ზუგდიდში კუიბიშევის ქ. 12–ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.
მტკიცებულებები: გამომძიებელ ირ---–--------–----ას ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 43.31.60.230, მომზადების თარიღი 24/10/2019 09:22:48 (ტ.2. ს/ფ 10), ბრალდებულის ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი).
2.2. ამ დროისთვის აღნიშნულ მფლობელობაში ცხოვრობს თვითონ ბრალდებული და-----------–---–-ა ცოლ–შვილთან და დედასთან ზო-------------სთან ერთად. შესაბამისად ისინი ამ ქონების თანამფლობელები არიან.
ამ მისამართზე 03.10.2018 წ შედგენილია შემაკავებელი ორდერი 17.09.2018 წ ზო------------ას მიმართ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შემაკავებელ ორდერში #000625 და შემაკავებელი ორდერის ოქმში #000625 მითითებულია, რომ 17.09.2018 წ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა და-----------–---–-ამ ხელით და ჯოხით ჩაამტვრია ზო-------------ს საცხოვრებელი სახლის მინები.
ამ შემაკავებელი ორდერის მოქმედება შეწყდა და-----------–---–-ას სარჩელის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.10.2018 წ გადაწყვეტილებით /საქმე #020310018002663564 (3/177–18)/ და-----------–---–-ას და ზო------------ას შერიგების გამო, რაც დაფიქსირდა მათ ერთობლივ განცხადებაში.
მტკიცებულებები: ბრალდებულის ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), მოწმეების თა-----------–---–-ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ია------------ის (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნა------------ას (13.11.2019 წ სხომის ოქმი), იო-–---------–იას (13.11.2019 წ სხდომის ოქმი), გამომძიებელ ირ---–--------–----ას ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), და-----------–---–-ას დაბადების სააქტო ჩანაწერი (ტ.1, ს/ფ 69), შემაკავებელი ორდერი #000625, 03.10.2018 (ტ.1, ს/ფ. 148), შემაკავებელი ორდერიის ოქმი #000625, 03.10.2018 (ტ.1, ს/ფ 149), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.10.2018 წ გადაწყვეტილება საქმეზე #0203100180026635,64 (3/177-18) - (ტ.2, ს/ფ 7).
2.3. 22.10.2018 წ–დან აღნიშნული მფლობელობა (ამჟამად მისამართია ერეკლე მეორის პირველი შეს. #12) დარეგისტრირდა და-----------–---–-ას საკუთრებაში – ს/კ 43.31.60.230. რეგისტრაციის საფუძველია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 22.10.2018 წ გაცემული #838 საკუთრების უფლების მოწმობა.
მტკიცებულებები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 43.31.60.230, მომზადების თარიღი 24/10/2019 09:22:48 (ტ.2. ს/ფ 10), ბრალდებულის ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), გამომძიებელ ირ---–--------–----ას ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი),.
2.4. აღნიშნულ მისამართზე ფანჯრის მინების დამსხვრევას არ უარყოფს თვითონ ბრალდებული. ეს ფაქტი დადგენილია სხვა მოწმეების ჩვენებებითაც.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ რადგან საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა (ქონება დაზიანდა) ამჟამად ბრალდებულია რეგისტრირებული მისი ოჯახის წევრის ზო-------------ს ქონების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
დაგენილია, რომ მაშინაც და ამჟამადაც ამ სახლში ცხოვრობს ბრალდებულის დედა და ბრალდებულის ქმედებამ დააზიანა, მისი როგორც თანამფლობელი ოჯახის წევრის ქონება – ფანჯრის მინები.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ ნაირა პირტახიამ უარი განაცხადა მისი შვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ვერ გახდება ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან უპირობოდ გათავისუფლების და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
ფანჯრის მინების აღდგენის ღირებულება, მინის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 190,13 ლარს.
მტკიცებულებები: ბრალდებულის ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), მოწმეების თა-----------–---–-ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ია------------ის (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნა------------ას (13.11.2019 წ სხომის ოქმი), იო-–---------–იას (13.11.2019 წ სხდომის ოქმი), გამომძიებელ ირ---–--------–----ას ჩვენება (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), შემაკავებელი ორდერი #000625, 03.10.2018 (ტ.1, ს/ფ. 148), შემაკავებელი ორდერიის ოქმი #000625, 03.10.2018 (ტ.1, ს/ფ 149), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.10.2018 წ გადაწყვეტილება საქმეზე #0203100180026635,64 (3/177-18) - (ტ.2, ს/ფ 7), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #006551118 (19.09.2019) - ტ.1, ს/ფ 72).
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, თუ ამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა. ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, გამოუსადეგარია გამოყენებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში და-----------–---–-ას დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში – მან განზრახ ხელის და ხის ჯოხის დარტყმით ანუ მასზე მექანიკური ზემოქმედებით დაამსხვრია დედის მფლობელობაში არსებული ქონების ფანჯრის მინა, რითაც ფანჯარა და შესაბამისი მფლობელობა ზიანის გამოსწორების გარეშე გამოუსადეგარი გახადა.
აღწერილი დარტყმის გარეშე ქონება არ დაზიანდებოდა, მნიშვნელოვანი ზიანი არ დადგებოდა, რის გამოც მოქმედებასა და მისით გამოწვეულ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს და-----------–---–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
და-----------–---–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, ბრალდებულის პიროვნების დადებითი მახასიათებლები.
და-----------–---–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისთვის სს კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ და-----------–---–-ას მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ძირითადი სასჯელის სახით 6 თვის ვადით შინაპატიმრობის გამოყენებით.
საქართველოს სსკ–ის 471–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილების მიხედვით შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე–7 ნაწილით შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
6. ნივთმტკიცების და აღკვეთის ღონისძიების საკითხი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ამოღებული მინის ნატეხები, ხის ჯოხი, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში უნდა განადგურდეს.
და-----------–---–-ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20.09.2018 წ განჩინებით (ტ.1, ს.ფ. 116) შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება გირაო 5000 ლარის ოდენობით, გირაოს სრული მოცულობით გადახდამდე პატიმრობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.09.2018 წ. განჩინებით (ტ.1, ს/ფ 132) გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილია ან--–-----–-ას (პ/ნ 19--------5) უძრავი ქონება – მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ყულიშკარში ს/კ 43.07.01.2--).
საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დაადგინა:
1. ბრალდებული და-----------–---–-ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს შინაპატიმრობა 6 თვის ვადით.
შინაპატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულს დაეკისროს დღე-ღამის განმავლობაში 22:00 სთ-დან 08:30 სთ-მდე პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
შინაპატიმრობის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. და-----------–---–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.09.2018 წ. განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას ან--–-----–-ას (პ/ნ 19--------5) უძრავ ქონებას – მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ყულიშკარში ს/კ 43.07.01.2--.
4. ნივთმტკიცება: საქმეზე ამოღებული მინის ნატეხები, ხის ჯოხი, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა