განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119002935483
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1527-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- კ------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ----–-- კ------- ძე უ------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირ---- #0----------, დაბადებული 1--- წლის 5----–--ს, რეგისტრირებული: თ---–---- პ-----------–-- ქუჩა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–-- მ--------- კორპუსი #---- ბინა #8--–--

 

ადვოკატი ---–-–- გ-------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) და სსკ-ის 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 2018 წლის 29 მაისის რედაქცია).

 

ბრალდებული - რ---- რ-------–--ის ძე ს---–---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირ---- #-----------, დაბადებული 1--- წლის 2------------–-- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ------------ მეორე ქუჩა #1--–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 2018 წლის 29 მაისის რედაქცია).

 

ადვოკატი - მ-------- კ------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ძმებს ს-------- და ე---- მ------------ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გ------- ს---------თან, რის გამოც მეგობარ რ---- კ-----------თან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გ------- ს---------ის განზრახ მკვლელობა.

 

2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ჟ-------- ქუჩა #5---- მიმდებარე ტერიტორიაზე ს-------- მ----------მა, ე---- მ----------მა და რ---- კ-----------მა ნახეს გ------- ს---------ი. საუბრის დაწყებისთანავე რ---- კ-----------მა, ე---- მ----------მა და ს-------- მ----------მა გ------- ს---------ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემდნენ ხელებითა და ფეხებით და იმავდროულად მისი განზრახ მოკვლის მიზნით სამივემ ხელთ არსებული დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 19 (ცხრამეტი) ჭრილობა მიაყენეს მას, რის შემდეგაც სამივე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ------- ს---------ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2018 წლის 12 ივლისს, ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის და რ---- კ-----------ის მიერ ჟ-------- ქუჩა 5---- მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ გ------- ს---------ის განზრახ მკვლელობას შეესწრნენ კ----–-- უ------ი და რ---- ს---–---------ი, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და შეგნებულად არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის თაობაზე.

 

1.2. 2018 წლის 19 დეკემბერს, გ------- ს---------ის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე კ----–-- უ------მა გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის 12 ივლისს, ჟ-------- ქუჩა #5---- მიმდებარე ტერიტორიაზე ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი გ------- ს---------ის დანახვისთანავე მივიდნენ მასთან, მათ სიახლოვეს სხვა არც ერთი იქ მყოფი პირი არ მისულა. ე---- მ----------მა, ს-------- მ----------მა და რ---- კ-----------მა თავდაპირველად გ------- ს---------ს დაუწყეს საუბარი. საუბრიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის დაიძაბა ვითარება. ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, რა დროსაც დაინახა, რომ ძმები ე---- და ს-------- მ------------მა და რ---- კ-----------მა დაუწყეს ჩხუბი გ------- ს---------ს, სცემდნენ მას ხელებით და ფეხებით. მათგან შორიახლოს მყოფები დაწყებული ჩხუბის გამო მივიდნენ მათთან გასაშველებლად, რა დროსაც დაინახა, რომ ე---- მ----------ი დიდი ზომის დანას ურტყამდა გულმკერდის და სხეულის არეში გ------- ს---------ს, რის შემდეგაც იქ მყოფებთან ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და არ გამორიცხავს, რომ ჩხუბის დანარჩენ მონაწილეებსაც ასევე ჰქონდათ დანები და გამოიყენეს ის გ------- ს---------ის წინააღმდეგ.

 

2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ისა და რ---- კ-----------ის მიერ გ------- ს---------ის წინასწარი შეთანხმებით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის #0----------- საქმის არსებითად განხილვისას, კ----–-- უ------მა მოწმის სახით დაკითხვისას მართალია დაადასტურა გ------- ს---------ის მკვლელობისას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ იცრუა და სასამართლოს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, კერძოდ უჩვენა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს, რის შემდეგაც გაიწია ამ უკანასკნელისგან ორი - სამი ნაბიჯით და ჩხუბში აღარ ჩარეულა.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის 376-ე მუხლის ეპიზოდში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა სსკ-ის 376-ე მუხლის ეპიზოდში საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ----–-- უ------ის და რ---- ს---–---------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა.

 

2.3.სასამართლოს დასკვნა რ---- ს---–---------ის და კ----–-- უ------ის მიერ სსკ-ის 376-ე მუხლის ეპიზოდში დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას: რ---- ს---–---------ის, კ----–-- უ------ის, ლ---------–-----ის, რ---–---- ღ----–---–ის, გ------- ნ------------ის, ე--------- ა-–----------ის, ვ-–---------–-----ის, ა–---- ხ------------ის, რ-------- კ----------ის, ა-–------ კ----------ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომლის თანახმად, გ------- ს---------ს სხეულზე აღენიშნებოდა - 18 (თვრამეტი) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კერძოდ: #1-5 (გულმკერდის წინა ზედაპირი); #6 (გულმკერდის მარჯვენა გვერდითი ზედაპირი); #7-#10 (გულმკერდის უკანა ზედაპირი); #11 (წელის მიდამო); #12-#14 (მარჯვენა ბარძაყის მიდამო); #15 (მარჯვენა წვივის მიდამო); #16, #18 (მარჯვენა მხრის მიდამო); #17 (მარჯვენა იდაყვის მიდამო). აღნიშნული დაზიანებები - ჭრილობები - განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ა) ჭრილობები - #2, #7, #11, #18 - შესაძლებელია განვითარებული იყვნენ დანა #I–ის მოქმედების შედეგად, ან სხვა რაიმე საგნით (საგნებით), რომელსაც გააჩნია მსგავსი თვისებები და პარამეტრები და ექსპერტიზა გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას - დანა #II-ის მოქმედების შედეგად. ბ) ჭრილობები - #1, #3, #4, #5, #6, #8, #10, #12, #14, #15, #16 - შესაძლებელია განვითარებული იყვნენ დანა #II-ის მოქმედების შედეგად, ან სხვა რაიმე საგნით (საგნებით), რომელსაც გააჩნია მსგავსი თვისებები და პარამეტრები და ექსპერტიზა გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას - დანა #I-ის მოქმედების შედეგად. გ) ჭრილობა #9 - შესაძლებელია განვითარებული ყოფილიყო, როგორც - დანა #I-ის, ასევე - დანა #II-ის მოქმედების შედეგად, ან მათი მსგავსი თვისებებისა და პარამეტრების მქონე სხვა საგნით (საგნებით). დ) ექსპერტიზა გამორიცხავს - ჭრილობები - #13-ის და #17-ის განვითარების შესაძლებლობას - დანა #I-ის და #II-ის მოქმედების შედეგად. ე) გ------- ს---------ის სხეულზე არსებული ჭრილობა #19 - ნაკვეთი ხასიათისაა და განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. აღნიშნული თვისება გააჩნია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ორივე (დანა #1 და დანა #II) დანას. ვ) გ------- ს---------ის სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად. (ექსპერტები: გიორგი ცინცაძე, ზურაბ გრიგოლაშვილი).

 

2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება დანაშაულის ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან ჩადენილია შესაბამისი კატეგორიების დანაშაული. ამასთან, მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ პირის მიერ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილ/სარწმუნო ინფორმაციის ფლობას/ცოდნას, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაციის დანაშაულის ხასიათზე და შინაარსზე ან იმ პირზე ვინც უნდა განახორციელოს ან განახორციელა განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი, ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია ცნობილი/მოპოვებული გახდეს ასევე დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ. ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), კერძოდ, პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებულ აქვს, რომ არ ატყობინებს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შესაბამის ორგანოებს/პირებს, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი, ხოლო შეუტყობინებლობის მოტივი კი შესაძლებელია იყოს შურისძიების შიში, ანგარება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება და ა.შ.

 

2.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს არა დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც მან იცის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, თუმცა მას დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით ან მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო არ გააჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სათანადო ორგანოებისათვის/პირებისათვის. განსახილელ შემთხვევაში არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ კ----–-- უ------ს და რ---- ს---–---------ს არ ჰქონდათ ობიექტური და რეალური შესაძლებლობა მოეხდინათ დანაშაულის შეტყობინება, უფრო მეტიც, მათ სოციალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას თავი აარიდეს, დამნაშავეთათვის ხელის დაფარების მიზნით არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს მათ თვალსაწიერში მომხდარი უკიდურესად მძიმე და სასტიკი ხასიათის დანაშაული. დანაშაული, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ბრალდებულებმა კ----–-- უ------მა და რ---- ს---–---------მა დაინახეს ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის და რ---- კ-----------ის მიერ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, გ------ ს---------ს მათი თანდასწრებით მიაყენეს ჭრილობები დანის გამოყენებით, თუმცა, ნაცვლად მხილებისა, თავადაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და არ შეატყობინეს მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს.

 

2.7. რ---- ს---–---------მა და კ----–-- უ-----მა ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

 

მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში

 

2.8. უდავო მტკიცებულებით - კ----–-- უ------ის (19.12.2018 წ) გამოკითხვის ოქმის მიხედვით (ამონარიდი ოქმიდან), ,,2018 წლის 12 ივლისს, ჟ-------- ქუჩა #5---- მიმდებარე ტერიტორიაზე კ. უ------ი მეგობრებთან ერთად მივიდა. თავდაპირველად ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი მივიდნენ გ------- ს---------თან, სხვა დანარჩენი პირი, მათ შორის კ----–-- უ------ი შორიახლოს იდგა. ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის იყო დაძაბული საუბარი, ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, ძმები ე----ა და ს--------, ასევე რ----ა ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით. დანარჩენები მათგან შორიახლოს მყოფები, დაწყებული ჩხუბის გამო მივიდნენ გაშველების მიზნით, რა დროსაც კ. უ------მა დაინახა, რომ დიდი ზომის დანას ურტყამდა ე---- მ----------ი გულმკერდის და სხეულის არეში ა.წ. გარდაცვლილ გ------- ს---------ს, რომელიც მალევე წაიქცა მიწაზე მიღებული ჭრილობების გამო. მიუხედავად გაშველების მცდელობისა, ე----ამ მაინც მოახერხა და დანა წაქცეულ გ-------ას რამოდენიმეჯერ მაინც დაარტყა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს და შემდეგ არავის ხელში დანა არ დაუნახავს გარდა ე---- მ----------ისა, მხოლოდ ე----ას ქონდა მისი აზრით დანა და მხოლოდ იგი ურტყამდა გ-------ას. გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, მაგრამ მათ დანა არ დაურტყამთ გ-------ასთვის. მიუხედავად ამისა, ვერ გამორიცხავს სხვასაც ქონოდა დანა და გამოეყენებინა გ-------ის წინააღმდეგ“.

 

2.9. კ----–-- უ------ი, 2019 წლის 21 თებერვალს, მოწმის სახით დაიკითხა ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის და რ---- კ-----------ის საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე. ჩვენების მიცემამდე სასამართლოს მხრიდან მკაფიოდ განემარტა სისხლისამათლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. კ----–-- უ------მა დადო რელიგიური ფიცი. აღნიშნულის შემდეგ მან სასამართლოს მისცა ჩვენება. კ----–-- უ------მა ზეპირ ჩვენებაში არ დაადასტურა, 19.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმის შინაარსი და განმარტა, რომ ინციდენტის დროს რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, შემდეგ გადგა გვერდზე და არ ჩარეულა ჩხუბში.

 

2.10. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #1----- დასკვნის მიხედვით, გაშიფრულ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერში დიქტორი 1- არის მოსამართლე, 2 - პროკურორი, 3 - ადვოკატი, 4- მოწმე კ----–-- უ------ი. ამონარიდი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერიდან.

 

„ დიქტორი 2 - ვის ურტყამდნენ ხელს? დიქტორი 4 - გ------ ს---------ს. დიქტორი 2 - ვინ და ვინ ურტყამდნენ გ------- ს---------ს? დიქტორი 4 - ე---- მ----------ი და ს-------- მ----------ი. დიქტორი 2 - რ---- კ-----------ი რას აკეთებდა? დიქტორი 4 - მაგ დროს გამოწეული იყო ჩვენსკენ, გასაშველებლად მივარდით რო ვნახეთ რო დანას ურტყამდა. დიქტორი 2 - მაგ დროს სანამ გამოიწეოდა? საერთოდ არ შეხებია? მითხარით, რა სიტუაციაა და რა მომენტია ის ორი პიროვნება რ---- კ-----------ი და ს-------- მ----------ი სად დგანან? დიქტორი 4 - აი ესე გვერდი გვერდ იდგნენ და მერე რ----., რ----ა რო გამოიწია ჩხუბი ატყდა ეგრევე“.

 

,,დიქტორი 2 - რომ შეხედეთ და ჩხუბი დაიწყოო, რას ხედავთ? აღწერეთ, ვინ ჩხუბობს? ვის ეჩხუბება? და როგორ ჩხუბობს? ეს ყველაფერი აგვიღწერეთ რა. დიქტორი 4 - ე---- მ----------ი, ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, ჩხუბი დაიწყეს იქ. დიქტორი 2 - სამივემ? დიქტორი 4 - ხო გ------- ს---------ს დაუწყეს ჩხუბი, დიქტორი 2 - ჩხუბში რას გულისხმობთ? ჩხუბი გასაგებია ფიზიკური მარა ჩვენ აღგვიღწერეთ ეს ჩხუბი, დიქტორი 4 - ხო ხელით ჩხუბი, ხელით და ფეხით“.

 

,,დიქტორი 2 - ხელით და ფეხით სამივე ურტყამდა? დიქტორი 4 - სამივე არა, რ----ამ ერთხელ დაარტყა მაგას სახეში მუშტი და გამოიწია“.

 

,,დიქტორი 2 - ჩხუბის დროს რ---- კ-----------ს დაუნახეთ რო ერთხელ დაარტყა ხელი? და მერე რა ქნა გამოიწია? დიქტორი 4 - კი, მეტჯერ... მეტჯერ არ, მე., მერე გამოიწია, იმ ბიჭს დანა დაარტყა იმან რა ქვია? ე---- მ----------მა. დიქტორი 2 - მოიცადეთ გამოიწია, ეხლა უყურეთ, ორი დარჩა, ს-------- მ----------ი და ე---- მ----------ი, გამოიწია და ეს ორი აგრძელებს ცემას? დიქტორი 4 - კი, კი გასაშველებლად მივარდით. კი, ცემას და დანას ურტყამდა ე---- მ----------ი. დიქტორი 2 - გამოიწია, გვერდზე გამოვიდაო. დიქტორი 4 - კი. დიქტორი 2 - ძმები აგრძელებდნენ ცემას? რ---- კ-----------ი გვერდზე იდგა და უყურებდა ამ ცემას? დიქტორი 4 - არა, გაიქცა მანქანისკენ და ჩვენც გავიქეცით სუ ყველა მანქანისკენ“.

 

,,დიქტორი 2 - ჩხუბი რო დაიწყეს ძმებმა დაინახეთ რო ერთხელ რ---- კ-----------მა დაარტყა ხელი და გამოვიდა გვერდზე? დიქტორი 4 - კი, კი. დიქტორი 2 - ამ დროს ძმები აგრძელებდნენ მის ცემას? დიქტორი 4 - კი. დიქტორი 1- გამოწეული რას აკეთებსო ამას გეკითხებათ, დიქტორი 4 - სამი ოთხი ნაბიჯი უკან გადადგა და ჩვენ მივარდით გასაშველებლად, დარჩა ჩვენს უკან, როგორ უნდა მენახა რას აკეთებდა მაგ დროს. დიქტორი 2- და ესე იგი, თქვენ რო გაშველება დაიწყეთ ორი, სამი ნაბიჯის გვერდით იდგა რ---- კ-----------ი და არ გეხმარებოდათ თუნდაც გაშველებაში? დიქტორი 4 - არ ვიცი აღარ შემინიშნია და გეუბნებით, სამი, ოთხი ნაბიჯით უკან გამოიწია, ჩვენ მივარდით გასაშველებლად, შეიძლება თვითონაც აშველებდა მარა აღარ მინახია. მე რო მანქანაში ჩავჯექი ის რა ქვია რ---- კ-----------ი და რ---–---- ღ----–---–ი მანქანაში იჯდნენ და ჩა., ჩავსხედით მე და გ------ ნ------------ი. დიქტორი 2 - აჰა, მერე ჩაჯექით შენ და გ------ ნ------------ი და მანამდე უკვე რ---- კ-----------ი და ვინ დაგხვდათ მანქანაში? დიქტორი 4 - კი, რ---–---- ღ----–---–ი.“

 

მოწმის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუველზე გამოქვეყნდა კ----–-- უ------ის 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კ----–-- უ------მა ზეპირ ჩვენებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს. დიქტორი 2 - რ---- კ-----------იც რომ ცემდა და ურტყამდა და ს--------ც, დღეს რატომ უარყოფთ ამ ფაქტს? დიქტორი 4 - არ ვუარყოფ მაგას ვიძახი რო...მე დავინახე რომ ერთხელ დაარტყა. დიქტორი 2 -თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გვერდზე გადგაო. დიქტორი 4 - ხოდა როცა დავ., ეგ დავინახე. ერთხელ დარტყმაა დანახული, მეტი არ მაქვს. დიქტორი 4 -კი, ჩხუბი დავინახე, კი ბატონო მარა ერთ წამს მომისმინეთ, ჩხუბი რომ დავინახე, ანუ ჩხუბი რომ დაიწყეს, ვნახე რომ რ----ამ დაარტყა ესე, მერე ურტყამდა სტიოპა“.

 

2.11. მოწმე მ-----– ჩ----ის ზეპირი ჩვენებით, 2018 წლის 12 ივნისს, დაიწყო გამოძიება გ------- ს---------ის განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. გამოძიების ეტაპზე დადგინდა, რომ თ---–--–-- ჟ-------- ქუჩა #5---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ე---- და ს-------- მ------------ი და რ---- კ-----------ი, თანხმლებ პირებთან ერთად: გ------- ნ------------თან, რ---–---- ღ----–---–თან, ვ-–---------–-----თან, ე--------- ა-–----------თან, რ---- ს---–---------თან, ა-–------ და რ-------- კ----------ებთან, ა–---- ხ-----------იანთან და კ----–-- უ------თან ერთად, მივიდნენ იმავე ქუჩაზე მყოფ გ------- ს---------თან შესახვედრად. გ. ს---------ს საუბარი დაუწყეს ძმებმა მ------------მა და რ---- კ-----------მა, მცირე ხნის შემდეგ, სამივე მათგანმა თანნაქონი ცივი იარაღებით, დანებით, გ------- ს---------ს მიაყენეს არაერთი ჭრილობა. კ----–-- უ------ი და რ---- ს---–---------ი უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. კ----–-- უ------მა გამოძიებაში, 2018 წლის 19 დეკემბერს გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ მას შემდეგ რაც ძმები მ------------ი და რ---- კ-----------ი მივიდნენ გ------- ს---------თან, საუბრის შემდეგ, სამივემ ხელებით და ფეხებით დაუწყეს ცემა გ------- ს---------ს. დაპირისპირებისას გ.ს---------ი დაეცა ძირს, მიუხედავად ამისა, სამივე მსჯავრდებული აგრძელებდა ხელებითა და ფეხებით მის ცემას. გასაშველებლად მისულმა კ----–-- უ------მა, მხოლოდ ე---- მ----------ს დაუნახა ხელში დანა. რაც შეეხება დანარჩენებს რ.კ-----------ს და ს---------ინს, კ----–-- უ------მა ვერ დაადასტურა და არც უარყო, მათ ხელში ცივი იარაღის არსებობა. მ.ჩ----ის ჩვენებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემდეგ ყველა ზემოხსენებული პირი მათ შორის ძმები მ------------ი და რ---- კ-----------იც, წავიდნენ ე.წ. ცრემლის გორასთან. ე.მ----------მა დანარჩენებს განუცხადა, რომ არ ენერვიულათ, რადგან ყველაფერს აიღებდა საკუთარ თავზე, პოლიციისათვის კი ეთქვათ, რომ რ---- კ-----------ს და ს-------- მ----------ს დანა არ გამოუყენებიათ. მისი დანა დამარხა იქვე ახლოს მიწაში, მომავალში პოლიციელებისათვის საჩვენებლად. 2019 წლის 21 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ.უ------მა შეცვალა გამოძიებაში 2018 წლის 19 დეკემბერს მიცემული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რ---- კ-----------ი მისი უბნელია და მასთან ერთად გაიზარდა. ასევე მიუთითა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა გ------- ს--------ს ხელი, ამის შემდეგ გაიწია ორი-სამი ნაბიჯით, აღარ შეხებია გარდაცვლილს და უყურებდა როგორ სცემდნენ ძმები მ------------ი. კ----–-- უ------ს, სხდომაზე ხმამაღლა წაეკითხა გამოძიებაში მიცემული სამივე გამოკითხვის ოქმი. გ------- ს--------ის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეში, საქმის არსებითი განხილვით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ გ------- ს---------ს ჭრილობები მიყენებული აქვს სამი სხვადასხვა დანით.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგინდა, რომ რ---- კ-----------მა, ე---- და ს-------- მ------------მა ხელებით და ფეხებით სცემეს გ------- ს---------ი. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ რ---- კ-----------მა და ძმებმა მ------------მა შეუზღუდეს გადაადგილება გ------- ს---------ს და არ მისცეს შემთხვევის ადგილის დატოვების საშუალება. გ------- ს---------ის წასვლის მცდელობას მოჰყვა რ---- კ-----------ის აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც მყისიერად ჩაერთვნენ ძმები - ე---- და ს-------- მ------------ი. ჩხუბში, რ---- კ-----------მა და ძმებმა მ------------მა მოკვლის განზრახვით, მჩხვლეტავ მჭრელი საგნების გამოყენებით 19 ჭრილობა მიაყენეს გ------- ს---------ს და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის შემდეგ ე---- მ----------მა მკაცრად გააფრთხილა ბიჭები, რომ თუ რამე მოხდებოდა, ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებდა და დანაშაულის ჩადენაში ყველას მხოლოდ ის უნდა ემხილა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაესახელებინათ რ---- კ-----------ი და ს-------- მ----------ი. განაჩენით დადგინდა, რომ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ნაწილი, მათ შორის კ----–-- უ------იც იყო არაგულწრფელი.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ქმედება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ერთ - ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ინფორმაცია ცრუდ ითვლება თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ არის დამახინჯებული ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ცრუ“ ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას და შესაბამისი ორგანოსთვის თუ პირისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. პირის მიერ გადმოცემული ფაქტების სიცრუის დასადგენად საჭიროა გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების მოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე ეს შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ამსრულებლის როლი და ვინაობა, გარემოება, რომელიც განსაზღვრავს პირის საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, ზიანის ოდენობას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და სხვას. დანაშაულის ძირითადი ობიექტია - მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი კი ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესებია.

 

2.14. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, კ----–-- უ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე---- მ----------ის, ს-------- მ----------ის, რ---- კ-----------ის, რაფაელ დანელიანის, გ------- კ---------ისა და უ-------–-–--ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნა კ----–-- უ------ი, რომელმაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მეგობრის და შვილის ნათლიის -რ---- კ-----------ზე ხელის დაფარების მიზნით, სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის დროს დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ ძმები ე----ა და ს-------- მ------------ი, ასევე რ---- კ-----------ი ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით, ასევე ფაქტი, რომ გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი. ნაცვლად ამისა კ.უ------მა სასამართლოს განუცხადა, რომ რ---- კ-----------მა, ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, შემდეგ გადგა უკან დაახლოებით ორი სამი ნაბიჯით და აღარ ჩარეულა ჩხუბში.

 

2.15. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.15.1. ბრალდებულმა კ----–-- უ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის განხილვის ეტაპზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება არის სწორი, რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, ამის შემდეგ გადგა გვერდზე და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. კ----–-- უ------ის ჩვენებით, იგივე ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში. გამოკითხვის ოქმში - ცემაში იგულისხმა მხოლოდ ერთჯერ---- დარტყმა ხელით.

 

2.15.2. ადვოკატის არგუმენტი, თითქოს კ----–-- უ------ის მხრიდან 2019 წლის 21 თებერვალს, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში ადგილი არ ჰქონია 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებული ჩვენების მიცემას, გაზიარებული არ იქნა. ცალსახაა, რომ კ----–-- უ------მა, მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე, ზეპირ ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში გ------- ს---------ს, ამის შემდეგ გადგა გვერდზე, არ ჩარეულა ჩხუბში, თანმხლებმა პირებმა გააშველეს მხოლოდ ე---- და ს-------- მ------------ი, რომლებიც ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს. რ----კალურად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა მას მიცემული გამომძიებლისთვის 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში. ამონარიდი 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმიდან გვ.139 ,,...გაჩერებული ავტომანქანიდან თავდაპირველად გადავედით ყველანი, ხოლო ე---- მ----------ი და მისი ძმა ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი მივიდნენ გარდაცვლილ გ------- ს---------თან, მათ სიახლოვეს სხვა არცერთერთი ჩვენთაგანი არ ყოფილა, მათ დავდაპირველად ოთხმა დაიწყეს საუბარი, რაც გადაიზარდა ხმამაღალში. საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ე---- მ----------სა და გ------- ს---------ს შორის იყო დაძაბული საუბარი, ხმამაღალი საუბრის შემდგომ უეცრად ატყდა ჩხუბი, რა დროსაც ძმები ე----ა და ს--------, ასევე რ----ა ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით, ჩვენ მათგან შორიახლოს მყოფები დაწყებული ჩხუბის გამო მივედით გაშველების მიზნით მათთან, რა დროსაც დავინახე, რომ დიდი ზომის დანას უტყამდა ე---- მ----------ი გულმკერდის და სხეულის არეში ა.ს. გარდაცვლილ გ------- ს---------ს..., ცემის ფაქტზე საუბრისას, მოწმე კ----–-- უ------მა გამოკითხვის ოქმში კიდევ ერთხელ დაუდასტურა გამოძიებას შემდეგი: „...გ------- ს---------ს თავდაპირველად ჩხუბის დაწყების დროს ურტყამდნენ მუშტებს და ფეხებს ს-------- მ----------ი და რ---- კ-----------ი, მაგრამ მათ დანა არ დაურტყამთ გ-------ასთავის...“. კ----–-- უ------ის 2019 წლის 21 თებერვლის ზეპირ ჩვენებასა და 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციათა შორის მკაფიო განსხვავება გამოიკვეთა ამ ორი მტკიცებულების შინაარსის შედარებისას, რაც შეეხება საკითხს, თუ სად იცრუა კ----–-- უ------მა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცრუე გამოიკვეთა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, ამ სიცრუეს მოწმობს ერთი მხრივ გამოძიების ეტაპზე და მეორე მხრივ 20019 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამარლოში მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, გ------- ს---------ი ხელებით და ფეხებით სცემეს რ---- კ-----------მა, ე---- და ს-------- მ------------მა. ჩხუბში, რ---- კ-----------მა და ძმებმა მ------------მა მოკვლის განზრახვით, მჩხვლეტავ მჭრელი საგნების გამოყენებით 19 ჭრილობა მიაყენეს გ------- ს---------ს და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით და არც სასამართლო განხილვით არ დადასტურდა, რომ რ---- კ-----------მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი გ------- ს---------ს, მერე გადგა გვერდზე და არ ჩარეულა ჩხუბში.

 

2.15.3. დაცვის მხარემ გვერდი ვერ აუარა 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვასა და 2019 წლის 21 თებერვლის ზეპირ ჩვენებას შორის შინაარსობრივ სხვაობას და შეეცადა აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ ბრალდებული არის ეროვნებით სომეხი, მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში რ---- კ-----------ის მხრიდან ჩადენილ ცემაში გულისხმობდა სახის არეში მუშტით ერთჯერად დარტყმას, თუმცა შესაძლოა ეს გარემოება ისე ვერ გადმოსცა, როგორც რეალურად მოხდა. სასამართლო დაცვის მხარის ამ არგუმენტს არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მიუხედავად იმისა, რომ სამართლაწარმოების ენა - ქართული ენა კ----–-- უ------ის მშობლიური ენა არ არის, იგი ჩვეულებრივად მეტყველებს და წერს ქართულ ენაზე. ქართული ენის სათანადო ფლობის ფაქტს მოწმობს 13.07.2018 წლის გამოკითხვის ოქმი, გამომიებლის მიერ დასმულ კითხვაზე მოწმე კ. უ------მა მიუთითა ,,მე ვარ ეროვნებით სომეხი, მაგრამ დაბადებული და გაზრდილი ვარ საქართველოში, სრულყოფილად ვფლობ ქართულ ენას და ინფორმაციას მოგაწვდით ჩემთვის გასაგებ ქართულ ენაზე“ (ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან), აღნიშნულის შემდეგ 17.07.2018წ - 19.12.2018წ, კ----–-- უ------ი კვლავ ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას გამომძიებელს, სამივე გამოკითხვის ოქმის ბოლოს, მის მიერ ქართულ ენაზე არის შესრულებული ტექსტები ოქმების შინაარსის სიზუსტესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2019 წლის 21 თებერვალს, კ----–-- უ------მა სასამართლოს ჩვენება მისცა მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ იგი სათანადოდ ფლობს ქართულ ენას და ზეპირ ჩვენებაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოსცემდა ფაქტებს. კ----–-- უ------ი სათანადოდ, რომ ფლობს ქართულ ენას, ეს დადასტურდა განსახილველი საქმის ფარგლებშიც, სასამართლოს მხრიდან უფლებების განმარტების დროს მას დაესვა შეკითხვა, ხომ არ სურდა თარჯიმნით მომსახურება, რაზედაც განაცხადა უარი სწორედ იმის გამო, რომ სათანადოდ ფლობდა ქართულ ენას. ამონარიდი 2019 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერიდან. 14:11:47 საათზე მოსამართლე ბრალდებულ კ----–-- უ------ს განუმარტავს უფლებებს და აცხადებს ,,თქვენ გაქვთ უფლება, იმ შემთხვევაში, თუკი არ ფლობთ სათანადოდ სისხლის სამართლის პროცესის ენას, ქართულ ენას, ისარგებლოთ თარჯიმნის უფასო მომსახურებით“. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ბრალდებულ კ----–-- უ------ს მიმართავს შეკითხვით ,,ხომ არ საჭიროებთ თარჯიმნის მომსახურებას? - კ----–-- უ------ის პასუხი - არა“. ამდენად დაცვის მხარის პოზიცია ქართული ენის არცოდნასთან მიმართებაში, არის მცდელობა, 2018 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში მიცემული ინფორმაცია წარმოადგინოს როგორც უზუსტობა, რაც გამოწვეული იყო ქართული ენის არასათანადო ცოდნით.

 

2.15.4.სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული თავისივე პოზიციებთან მოდის წინააღმდეგობაში, ერთი მხრივ აცხადებს, რომ ცემაში იგულისხმა სახის არეში მუშტის ერთჯერ---- დარტყმა, თუმცა მეორე მხრივ ვერ ახსნა, გამოკითხვის დროს რატომ არ მიუთითა, რ---- კ-----------ის გვერდზე გადგომის და ჩხუბში არ ჩარევის ფაქტი. მეორე კითხვაზე ბრალდებულს ლოგიკურად არ ჰქონდა პასუხი გამომდინარე იქედან, რომ მან გამოკითხვის ოქმში გარკვევით დააფიქსირა რ---- კ-----------ის მხრიდან არათუ გვერდზე გადგომა, არამედ მისი გაშველების საჭიროება ხელებით და ფეხებით დარტყმის პროცესში. ,,უეცრად ატყდა ჩხუბი, ძმები ე----ა და ს--------, ასევე რ----ა ეჩხუბებოდნენ გ------- ს---------ს ხელებით და ფეხებით. დანარჩენები მათგან შორიახლოს მყოფები, დაწყებული ჩხუბის გამო მივიდნენ გაშველების მიზნით“ (ამონარიდი 19.12.2018წ გამოკითხვის ოქმიდან). ბრალდებულის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არგუმენტები არის მცდელობა, კ----–-- უ------მა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ეპიზოდში.

 

2.15.5. რაც შეეხება ცრუ ჩვენების მიცემის განზრახვას, ბრალდებულმა 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ რ---- კ-----------ი არის შვილის ნათლია და ბავშვობის მეგობარი, სწორედ აღნიშნული ურთიერობით იყო გამსჭვალული მისი განზრახვა, სახის არეში ერთჯერ---- მუშტის დარტყმით, გამოერიცხა რ---- კ-----------ის მონაწილეობა მკვლელობაში.

 

2.16. სასამართლომ მტკიცებულებების ურთიერშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ კ----–-- უ------მა მის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედებით - ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3. საპროცესო შეთანხმება (რ---- ს---–---------ის ნაწილში):

 

3.1. ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დ----- კ------–---–ს, ბრალდებულ რ---- ს---–---------ს და მის ადვოკატ მ-------- კ------–---–ს შორის.

 

3.2. პროკურორმა დ----- კ------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა და ითხოვა ბრალდებულ რ---- ს---–---------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დ----- კ------–---–მა, ბრალდებულმა რ---- ს---–---------მა, ადვოკატმა მ-------- კ------–---–მა და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: რ---- ს---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმებება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

3.7. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის დ----- კ------–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა რ---- ს---–---------ის და კ----–-- უ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ----–-- უ------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 2018 წლის 29 მაისის რედაქცია) და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო რ---- ს---–---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 2018 წლის 29 მაისის რედაქცია).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. კ----–-- უ------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება.

 

5.2. კ----–-- უ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და სიმრავლე.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველ საქმეში პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა დანაშაულის მასშტაბმა და სიმრავლემ მნიშვნელოვნად გადაწონა ერთადერთი ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოება, დანაშაულის აღიარება სსკ-ის 376-ე მუხლის ეპიზოდში, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე იმ დანაშაულის სიმძიმე, რომლის შეუტყობინებლობაც ჩაიდინა კ----–-- უ------მა, - მკვლელობა, რა დროსაც მსხვერპლს გ------- ს---------ს მიაყენეს 19 ჭრილობა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ კ----–-- უ------ის ბრალეულობა არ შემოიფარგლა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ კ----–-- უ------მა გააგრძელა განზრახი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და მართლმსჯალებისათვის ხელშეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში კ----–-- უ------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. კ----–-- უ------ის მაისური, ფეხსაცმელი და ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კ. უ------ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყვეტილი იქნა #1/28-19 სისხლის სამართლის საქმეზე - 2019 წლის 23 აპრილის განაჩენის საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლო მოცემული საქმის ფარგლებში არ იმსჯელებს აღნიშნულ ობიექტებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის დ----- კ------–---–-ს შუამდგომლობა.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ დ----- კ------–---–ს და ბრალდებულ რ---- ს---–---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. რ---- ს---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით რ---- ს---–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.

 

5. კ----–-- უ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

6. კ----–-- უ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და კ----–-- უ------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით კ----–-- უ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 თებერვლიდან.

 

9. ნივთიერი მტკიცებულება

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

კ----–-- უ------ის კუთვნილი მაისური, ფეხსაცმელი და ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კ. უ------ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი კ----–-- უ------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ რ---- ს---–---------ს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა