გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210019003005093
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11158-19

გადაწყვეტილება

ს----------–ოს სახელით

29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - პ------ შ--------ე, თ----- ქ------–---–ი

მოპასუხეები - თ----- ლ---–----ე, თ----- მ---------–ი, მ----- ფ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. მოპასუხეების მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ისა და თ----- მ---------–ისათვის მოსარჩელე თ----- ქ------–---–ის სასარგებლოდ დანაშაული შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის კერძოდ, 2016 წლის 21 აპრილის №----; 2016 წლის 21 ივლისის №----- დ 2016 წლის 20 ოქტომბრის №----- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის ჯამში 5,500 აშშ დოლარის და 1926.00 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2. სესხის ხელშეკრულებიდან №------ გამომდინარე მოპასუხეების მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ისა და თ----- მ---------–ისათვის მოსარჩელე პ------ შ--------ის სასარგებლოდ 33864 აშშ დოლარის (ექვივალენტით 90755.52 ლარი), სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც 16 000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას (42880 ლარი), 5016 აშშ დოლარი - სარგებელს (13442.88 ლარი), ხოლო პირგასამტეხლო 12848 აშშ დოლარია (34432.64 ლარს).

 

თ----- ქ------–---–ის სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით წარმოადგენს დაზარალებულად ცნობილ პირს შპს “ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" ხელმძღვანელ პირთა მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, ს----------–ოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით მოპასუხეები დამნაშავეებად იქნენ ცნობილი და შესულია კანონიერ ძალაში.

 

2016 წლის 21 აპრილის სესხის ხელშეკრულებით თ----- ქ------–---–მა შპ "ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" ასესხა 1926,00 ლარი. სესხი გაიცა 12 თვის ვადით. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 33%-ით.

 

2016 წლის 21 ივლისის სესხის ხელშეკრულებით თ----- ქ------–---–მა შპს "ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" ასესხა 4000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33% -ის დარიცხვით. 2018 წლის 20 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თ----- ქ------–---–მა შპს "ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" ასესხა 1500,00 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი - 30%.

 

კ-------ას სესხის თანხა და პროცენტი არ გადაუხდია. შესაბამისად, მოპასუხეთა დანაშაულებრივი საქმიანობით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, სესხის ძირითადი თანხებისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობით.

 

პ------ შ--------ის სარჩელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 14 ივნისს მოსარჩელესა და შ---- "ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" დირექტორს - თ----- ლ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №------, რომლის თანახმად, მოსარჩელემ შპს ”ს--------ო კ-------ა ს----------–ოს" სესხის სახით გადასცა თანხა 16 000 აშშ დოლარის ოდენობით (42 880 ლარის ექვივალენტი), 12 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი ყოველთვიურად 418 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2017 წლის 31 ივლისის განაჩენით პ------ შ--------ე ცნობილია დაზარალებულად. მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე - პ------ შ--------ე ცნობილ იქნა დაზარებულად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიადგა მატერიალური ზიანი 33864 აშშ დოლარის ოდენობით ანუ ლარის ექვივალენტით, 90755.52 ლარი; 16 000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას (42880 ლარი), 5016 აშშ დოლარი - სარგებელს (13442.88 ლარი), ხოლო პირგასამტეხლო 12848 აშშ დოლარია (34432.64 ლარს).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა მ----- ფ-----ემ და თ----- მ---------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით თ----- ქ------–---–ისა და პ------ შ--------ის სარჩელები არ ცნეს და არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

მოპასუხე თ----- ლ---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა საქმე #2/11158-19 და საქმე # 2/11159-19.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ----- ქ------–---–სა (გამსესხებელი) და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 21 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№----) საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 1926,00 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით.

 

თ----- ქ------–---–სა (გამსესხებელი) და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 21 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№-----) საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 4000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით.

 

თ----- ქ------–---–სა (გამსესხებელი) და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ (მსესხებელი) შორის 2018 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№-----) საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 1500 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 6 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით.

 

პროცენტების გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).

სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 301-312).

 

3.1.2. პ------ შ--------ესა (გამსესხებელი) და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ (მსესხებელი) შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№------) საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 16 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით.

 

პროცენტების გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).

სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

სალაროს შემოსავლის ორდერი №----- (ს.ფ. 23).

 

3.1.3. შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სესხის ძირითადი თანხებისა და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია პ------ შ--------ისა და თ----- ქ------–---–ის წინაშე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქმეზე №1/719-17) დამნაშავედ იქნენ ცნობილი თ----- ლ---–----ე, მ----- ფ-----ე და თ----- მ---------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის შესაბამისად მოსარჩელეები პ------ შ--------ე და თ----- ქ------–---–ი ცნობილი არიან დაზარალებულად. კერძოდ, დაზარალებულთა სიაში პ------ შ--------ე 1095-ე ნომრადაა დაფიქსირებული, ხოლო თ----- ქ------–---–ი - 1648 ნომრად.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე N1/719-17 გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში. ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 79-202).

2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 203-294).

2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი (ს.ფ. 295-299).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად პ------ შ--------ისათვის საერთო ჯამში 21016 აშშ დოლარისა და თ----- ქ------–---–ისათვის - 5500 აშშ დოლარისა და 1926 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოსთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ომ“ თ----- ქ------–---–ისაგან ისესხა 5500 აშშ დოლარი და 1926 ლარი, ხოლო პ------ შ--------ისაგან - 16 000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ო'' (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კ-------ის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე. შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ოს'' საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე - მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ომ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ოს'' დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ----- ფ-----ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "განთიადზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ''ს--------ო კ-------ა ს----------–ომ'' ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს, ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920–ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (#4075.სსმ1, #76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (იხ. სუსგ ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი; სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

 

ამავე განჩინებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირიის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012.)’’

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლო სსსკ 30920-ე მუხლის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის მიერ დაზარალებულების (მოსარჩელეების) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელეებმა სხვა მტკიცებულების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს ზიანის ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე პ------ შ--------ის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რითაც დასტურდება შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოსათვის’’ მოსარჩელის მიერ 16 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელე თ----- ქ------–---–ის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები. ამასთან, გარემოება, რომ თანხა დაბრუნებულია მოსარჩელეებისათვის მოპასუხეთა მიერ არ დგინდება სათანადო მტკიცებულებით. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, მოპასუხეების მიერ ფაქტობრივი დანაკლისის სახით პ------ შ--------ისათვის 16 000 აშშ დოლარისა და თ----- ქ------–---–ისათვის - 5500 აშშ დოლარისა და 1926 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია. ამასთან, მოსარჩელე პ------ შ--------ე ითხოვს სარგებლის სახით 5016 აშშ დოლარის დაკისრებას. საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით პროცენტების გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, ანუ 2017 წლის 16 ივნისისათვის, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან ამ დროისათვის მოსარჩელე პ------ შ--------ე უკვე ცნობილი იყო დაზარალებულად 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ------ შ--------ისა და თ----- ქ------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია; პ------ შ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თ----- ქ------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელეების მიმართ დამდგარ ზიანში.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე,სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

 

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია.ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი;) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად,ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (იხ. სუსგ ას- 1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი).

 

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ პ------ შ--------ესა და თ----- ქ------–---–ს მიადგათ ზიანი, ქონებრივი დანაკლისი შესაბამისად, 16 000 აშშ დოლარისა და 5500 აშშ დოლარის, ასევე 1926 ლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, მოსარჩელეებს არ მიადგებოდათ ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხეთა მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - „ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის“ თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეების - მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ისათვის პ------ შ--------ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 16 000 აშშ დოლარისა და თ----- ქ------–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხების - 5500 აშშ დოლარისა და 1926 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე პ------ შ--------ე ითხოვს ასევე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღები პროცენტის მოპასუხეთათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას.

 

სასამართლოს შემოწმების საგანია დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე დაზარალებულის მოთხოვნის საფუძვლიანობა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ პ------ შ--------ის მოთხოვნიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის 5016 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 992-ე, 326-ე, 394-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სსკ-ის 362-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში ვლინდება, რომ იგი შეიცავს ისეთ დებულებებსაც, რომელთა გავრცელება შესაძლებელია არასახელშეკრულებო ვალდებულებებზედაც: საზიარო უფლებებზე, დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებაზე, უსაფუძვლო გამდიდრებასა და დელიქტური ვალდებულებებზედაც, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ასეთ წესებს კი შეიძლება მივაკუთვნოთ ზიანის ანაზღაურების, ვალდებულების შესრულების, სოლიდარული ვალდებულებების მომწესრიგებელი და სხვა ნორმები. სახელშეკრულებო ნორმები ვერ იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ თავისი არსით ეს ნორმები მხოლოდ ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი. არასახელშეკრულებო ვალდებულებაზე სახელშეკრულებო წესის გავრცელება არა სისტემურად შესაბამის თავზე მსჯელობით, არამედ კონკრეტული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნებიდან ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება დელიქტურ მოთხოვნებზე.

 

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: ,,...მიუღებელი შემოსავალი, წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში“.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, №ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა; ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასითიას ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, სსკ-ის 326-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები უნდა გავრცელდეს დელიქტურ მოთხოვნაზე, ამ შემთხვევაში დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე.

 

აღნიშნული კრიტერიუმთა მოცემულობის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მტკიცება მოპასუხეთა ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირის არსებობისა, რაც შეიძლება შემოწმდეს „რომ არა“ ტესტით - conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა: 2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებდა სესხის თანხის მსესხებლისათვის გადაცემის სანაცვლოდ გამსესხებლის მიერ სარგებლის მიღებას, პ------ შ--------ისა და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მოსარჩელეს ნამდვილად შეეძლო მიეღო შემოსავალი შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოსათვის“ გადაცემულ სესხის თანხაზე (16 000 აშშ დოლარი) საპროცენტო სარგებლის (წლიური 33%) დარიცხვით (რაც სწორედ წარმოადგენდა პ------ შ--------ის კ-------ასთან სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის მიზანს), მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენის არარსებობის პირობებში; განსახილველ შემთხვეში, რომ არა მოპასუხეთა მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი (საპროცენტო სარგებლის მიუღებლობით) არ მიადგებოდა.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე, რაც დამატებით გულისხმობს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს“, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.

 

ამდენად, პ------ შ--------ეს შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოსათვის“ გადაცემული თანხაზე 16 000 აშშ დოლარზე წლიური 33%-ის დარიცხვით, 12 თვის ვადაში შეეძლო მიეღო სარგებელი 5016 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვერ მიიღო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე პ------ შ--------ის მოთხოვნა მოპასუხეების - მ----- ფ-----ის, თ----- ლ---------ის და თ----- მ---------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად (სსკ-ის 998-ე მუხლის შესაბამისად) 5016 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. რაც შეეხება პ------ შ--------ის მოთხოვნას პირგასამტეხლოს სახით 12848 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ, ამ შემთხვევაში ასეთ მხარედ შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ო“ შეიძლებოდა ყოფილიყო. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა განაპირობა მოპაუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამ, რითიც პ------ შ--------ეს მიადგა მატერიალური ზიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულებითი სამართლის ნორმები პირგასამტეხლოს შესახებ ვერ იქნება გამოყენებული არასახელშეკრულებო, დელიქტური ნორმების მიმართ. ასევე დამატებით აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პ------ შ--------ისა და შპს „ს--------ო კ-------ა ს----------–ოს“ ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მოსარჩელეს ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ შეეძლო მიეღო შემოსავალი პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენის არარსებობის პირობებში; შესაბამისად დელიქტური საფუძვლით მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს თანხის (12848 აშშ დოლარი) დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში - 2348.76 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ------ შ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს მოსარჩელე პ------ შ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21016 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

3. პ------ შ--------ის სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 12 848 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. თ----- ქ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს მოსარჩელე თ----- ქ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1926 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხეებს - მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 2348.76 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე