გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2019
საქმის ნომერი
080310016001473394
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001473394

საქმე №3/1671-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე, ნათია გავაშელაშვილი, ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - სს ,,ე-----------------------ა’’;

წარმომადგენლები - ტ------–-–-------------------------ე;

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი;

წარმომადგენელი - გ-------------–--ე;

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა;

წარმომადგენელი - გ---------–--–--ე;

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

წარმომადგენელი - დ-------------–--ე;

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი -ი-----–-----------ე;

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ----------------ე

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-----------------ე;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.06 წლის N1382 აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.06წლის N1871 აქტი;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007წლის N032007018166-03 გადაწყვეტილება;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.07წლის N032007018873-03 გადაწყვეტილება;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის N882012199512-03 გადაწყვეტილება;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007წლის N1-1/1236 ბრძანება;

 

1.8. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულება;

 

1.9. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწმიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე (ს/კ 0-----------) ქონების გადაცემა;

 

1.10. ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007 წლის N350 აქტი;

 

მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, სს ,,ე------------------------მ’’ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.07წ N35 განკარგულების შესაბამისად, შეიძინა საქართველოში ენერგოობიექტები, მათ შორის სს ,,რ-------ის’’ აქტივები, რომელსაც ეკუთვნოდა ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში (ყოფილი ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) მდებარე უძრავი ქონება (შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი). აღნიშნული ქონება სს ,,რ-------მა’’ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს 2007 წლის 22 ივნისს, რის შემდგომაც საქართველოს პრეზიდენტის 05.09.07წ N468-ე განკარგულების, 02.02.07წ N35 განკარგულების შესაბამისად, ქონება საკუთრებაში გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’, მისი ნაწილის ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ დათმობის პირობით. სს ,,ე------------------------მ’’ პირობა შეასრულა და ქონების მითითებული წილი N468-ე განკარგულების შესაბამისად აჩუქა ქუთაისის მუნიციპალიტეტს (რომელმაც თავის მხრივ ორი ნაკვეთი გამოყო და გაასხვისა), ნაწილს კი დღემდე ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე.

 

19.07.16წ სს ,,ე------------------------მ’’ მიმართა საჯარო რეესტრს, ს/კ 03.06.04.083 უძრავი ქონების ელექტრონული აზომვით დაზუსტებული რეგისტრაციის თხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.07.16წ N882016454761-03 გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეჩერდა და დადგინდა ზედდება, რადგან იგივე ქონება სხვა საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო სახელმწიფოს და ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად (მიწის ნაკვეთი - თანასაკუთრება, შენობა - წილობრივი საკუთრება). საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ სს ,,რ-------ის’’ რეგისტრირებული საკუთრება (რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა მოსარჩელეს) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.06წ N1382 და 04.09.06წ N1871 აქტების საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად 13.10.2006წ საჯარო რეესტრის ამონაწერით (პარალელურად სხვა საკადასტრო კოდით, კერძოდ 0-----------, სადაც არსებობდა გაურკვეველი ჩანაწერი ,,მიწის ნაკვეთი-საერთო საკუთრება’’) და 26.11.2007წ ამონაწერით საკადასტრო კოდით (ს/კ 0-----------). გასაჩივრებულ აქტებში მითითებული ქონება, ნაწილი უკანონო რეგისტრაციის შემდგომ (ს/კ 0-----------) და ნაწილი ჯერ კიდევ უკანონო რეგისტრაციის განხორციელებამდე (რაც შემდგომ დარეგისტრირდა 0----------- საკადასტრო კოდით) სამმართველომ განკარგა და 29.10.2007 წლის ხელშეკრულებით საჩუქრად გადასცა ქუთაისის მუნიციპალიტეტს, ხოლო შემდგომ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ 04.12.2007წ N350 აქტით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევი N6) მდებარე უძრავი ქონების ქუთაისის საკუთრებად აღრიცხვის თხოვნით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.07წ N032007018873-03 გადაწყვეტილებით ქონება აღირიცხა სახელმწიფო და ქუთაისის თვითმმართველი ერთეული თანასაკუთრებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გაორებული რეგისტრაციით სახელმწიფოს და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღირიცხა ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც სს ,,ე------------------------მ’’ N468-ე განკარგულების შესაბამისად აჩუქა ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

2.3. მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.4. მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ბრძანებულებით დადგენილია, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა თანდართული ნუსხა.

 

ბრძანებულების მე-8 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობებია: ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2005 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის N687 ბრძანებულება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 297-298);

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2005 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,რ-------ის’’ საკუთრებად. შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სს ,,რ-------ის’’ საკუთრება (ს/კ 0-----------).

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

1) ქუთაისის მერის 2005 წლის 24 ივნისის N332 განკარგულება; 2) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება N1-3/676; 3) სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2005 წლის 15 აგვისტოს N34-01/124 მომართვა; 4) ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება 2003 წლის; 5) ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 სექტემბერს N22/021-12/5-55-სს ბრძანება; 6) სს ,,რ-------ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმი 13.02.2003 წლის; 7) სს ,,რ-------ის’’ აქციონერთა საერთო კრების ოქმი 21.07.2005 წლის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.1, ს.ფ. 20-21);

- ტექაღრიცხვის მონაცემები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 328-417);

 

4.1.3. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვ. N6) შენობის გამოყოფილ ნაწილი, ფართი 129,26 რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

 

დადგენილია, რომ 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა N1382 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა როგორც სახელმწიფო საკუთრება, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე N25 საქალაქო ფილიალის შენობა (129,26 კვ.მ) რომელიც განთავსებულია 19 148,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ტექაღრიცხვის მონაცემები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 152-154);

- 06.07.2006 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1382 მიმართვა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 148-149);

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2006 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა N1871 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და როგორც სახელწმიფო საკუთრება, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის (1213,13 კვ.მ) რომელიც განთავსებულია 19 148,00 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე პირველად რეგისტრაციაში გატარება ითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 4.09.2006 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 44);

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148 კვ.მ, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით - 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

4.09.2006წ. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა;

6.07.2006წ. ქალაქი მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გეგმა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ.1, ს.ფ. 281-282);

 

4.1.6. დადგენილია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვ. N6) შენობის გამოყოფილ ნაწილი, ფართი 1004,78 რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: - 4.09.2006წ. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ტექაღრიცხვის მონაცემები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 286-288);

 

4.1.7. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის N35 ,,ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ განკარგულებით 1. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული, ჰიდროელექტროსადგურების (ლაჯანური, რიონი, გუმათი, შაორი, ძევრულა და აწი) აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 73 500 000 აშშ დოლარად ან მის ეკვივალენტურ ლარად გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’ შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში; ბ) საპრივატიზებო თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 1 წლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის არანაკლებ 85%-ის შენარჩუნება, იმ პირობით, რომ ასეთი მოთხოვნა დაწესებული იქნება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი ენერგო ბალანსით. ამ პირობის მიზნებისათვის: - შესაბამისი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არის შემდეგი: - ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური - 112,5 მვტ; - რიონის ჰიდროელექტროსადგური - 48მვტ; გუმათის ჰიდროელექტროსადგური - 66,5 მვტ; - შაორის ჰიდროელექტროსადგური - 38მვტ; - ძევრულას ჰიდროელექტროსადგური - 80 მვტ; - აწის ჰიდროელექტროსადგური - 16 მვტ; - შესაბამისი ჰიდროელექტროსადგურის შეკეთების ან/და დაგეგმილი გათიშვის ნებისმიერი ხანგრძლივობა, რომელიც წინასწარ გამოცხადებული იქნება მყიდველის მიერ მარეგულირებელი წესების შესაბამისად, შევა ამ ჰიდროელექტროსადგურის საბაზისო სიმძლავრის 85%-ში; გ) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებასთან ერთად შეისყიდოს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’ და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის’’ აქტივები ამ კომპანიების მიერ დადგენილი პირობებით. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ განკარგულების დანართი N2-ში ჩამოთვლილი ჰიდროელექტროსადგურების აქტივების საპრივატიზებოდ მომზადება და შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასით (1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) სს ,,ე------------------------სათვის’’ გადაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2007 წლის 2 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის N35 ,,ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ განკარგულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22-23);

 

4.1.8. დადგენილია, რომ 2007 წლის 24 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ N1377 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და აცნობა, რომ სს ,,რ-------მა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა უძრავი ქონება (ხელშეკრულება - 22.06.07წ N1-7147). ასევე ითხოვა მითითებული ხელშეკრულების გათვალისწინებული სს ,,რ-------ის“ ქონება დარეგისტრირდეს როგორც სახელმწიფოს საკუთრება. ამასთან დაურთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილის ასლი N15/552, 20.06.007წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2007 წლის 24 ივლისის N1377 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24);

 

4.1.9. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს N1-1/1236 ბრძანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა დანართი N1-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (მათ შორის - ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონება- 19148 მ2, დანიშნულება - ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობა (საქალაქო ფილიალი 25) რეგისტრაციის N-030603210), როგორც ძირითადი ქონება და დანართი N2-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ბრძანება, დანართები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 370-373);

 

4.1.10. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ,,სახელმწიფო ,,საკუთრებაში არსებული აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ N468 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის N35 განკარგულების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების N1 დანართში მითითებული აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირის მე-5 შესახვევის მიმდებარედ არსებული 11789 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (N3-1) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- N468 განკარგულება, დანართი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-28);

 

4.1.11. დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს N1-1/1236, 3 ოქტომბრის N1-1/1519 და 9 ოქტომბრის N1-1/1533 ბრძანებები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- N574 განკარგულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 368)

 

4.1.12. დადგენილია, რომ 2007 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს და თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შორის დაიდო თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების თანახმად, სამმართველო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო საკუთრებაში იღებს ძირითად და დამატებით ქონებას.

 

2007 წლის 29 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანომ-საკრებულომ საკუთრებაში მიიღო ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6-ში, მიწის ფართობი: 19148კვ.მ., დანიშნულება: ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობა (საქალაქო ფილიალი N25); რეგისტრაციის ნომერი - 030603210.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 50-55);

 

4.1.13. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 26 ნოემბრის N032007018166-03 გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

6.07.2006წლის ქუთაისის სახელმწიფო ქონები აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1382 მიმართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 318-319)

- 2007 წლის 26 ნოემბრის N032007018166-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 45);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 46);

 

4.1.14. დადგენილია, რომ 2007 წლის 4 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულომ N350 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შორის უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6ში, საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ქონების თვითმმართველი ქუთაისის საკუთრებად აღრიცხვა და რეგისტრაციაში გატარება ითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 290);

- თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 4 დეკემბრის N350 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 49);

 

4.1.15. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 დეკემბრის N032007018873-03 გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, მიღება- ჩაბარების აქტი, 04.12.2007წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2007 წლის 10 დეკემბრის N032007018873-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 56);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-58);

 

4.1.16. დადგენილია რომ 2007 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახ. მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სახელმწიფოს საკუთრება.

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის 22.06.2007წ ხელშეკრულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-26);

 

4.1.17. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 დეკემბერს სს ,,ე------------------------ს’’ სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N496-პ. საფუძველი - ეკონომიკის განვითარების მინისტრის 26.12.07წ. N1-1/2060 ბრძანება, ხელშეკრულების თარიღი: 25.12.2007ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N496-პ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 29);

 

4.1.18. დადგენილია, რომ 2008 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე------------------------მ’’ და ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ, შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სს ,,ე------------------------ს’’ საკუთრებად.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

27.12.2007წლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N496-პ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 303);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 30-31);

 

4.1.19. დადგენილია, რომ 2008 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე------------------------მ’’ და ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 12 მარტის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1) დაზუსტებული ფართობი - 11798 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 031; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე------------------------ს’’ სახელზე.

 

ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-2) დაზუსტებული ფართობი - 5120,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 031; საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ე------------------------ს’’ სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი:

27.12.2007წლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N496-პ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება, თანდართული მასალით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 309-316);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 32-33);

 

4.1.20. დადგენილია, რომ სს ,,ე------------------------ს’’ და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ე------------------------’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო თვითმმართველი ერთეული საკუთრებაში იღებს ქალაქ ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევში მდებარე უძრავი ქონების ნაწილს 11798 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთს. დამოწმების თარიღი - 31.03.2008წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში ქონების გადაცემის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35-36);

 

4.1.21. დადგენილია, რომ 2008 წლის 31 მარტს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1) დაზუსტებული ფართობი - 11798,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 031; საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულოს სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი:

ხელშეკრულება საკუთრებაში ქონების გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი: 31.03.2008წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 345-346);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 38);

 

4.1.22. დადგენილია, რომ 2009 წლის 3 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა თვითმმართველმა ქუთაისმა და უძრავი ნივთის (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1-1) დაზუსტებული ფართობი - 11553,00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სახელზე. - ს/კ 0-----------.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1-2) დაზუსტებული ფართობი - 245,00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სახელზე. - ს/კ 0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- მიმართვა/განცხადება თანდართული მასალით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 7-11);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 1-6);

 

4.1.23. დადგენილია, რომ 2009 წლის 5 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქ. ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N458 ოქმით, შპს ,,ა---–-----–--ს’’ საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირის მე-5 შესახ. მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1-2) მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით - 245,0 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 20 ნოემბრის თვითმმართველი ქუთაისის მერიის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით N280-ით შპს ,,ა---–-----–--ს’’ საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირის მე-5 შესახ. მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1-2) მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით - 245,0 კვ.მ. საფუძველი: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N458 (05.11.2009წ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- N458 ოქმი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 27-28);

- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N280 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 25)

 

4.1.24. დადგენილია, რომ 2009 წლის 27 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს ,,ა---–-------–--მა’’ ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვ. მიმდებარედ ნაკვ. N3-1-2, ს.კ. 0-----------, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირის მე-5 შესახ. მიმდებარედ (ნაკვეთი N3-1-2) მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით - 245,0 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება: შპს ,,ა---–------–--ის’’ სახელზე. უფლების რეგისტრაცია: 27.11.2009წელი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების მოწმობა N280;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ტომი2, ს.ფ. 20-24);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 2, ს.ფ. 32-36);

 

4.1.25. დადგენილია, რომ 2010 წლის 6 მაისის ქუთაისის მერის N712 ბრძანებით - ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ/ნაკვეთი N3-1-2/ მდებარე, შპს ,,ა---–------–--ის’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 31 დეკემბრის N2102 ბრძანებით შეთანხმებული პროექტისა და ამავე წლის 8 იანვარს გაცემული N001353 მშენებლობის სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ავტომატური სატელეფონო სადგური საერთო ფართობით - 49,94 კვ.მეტრი, აღიარებული იქნა ვარგისად.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს ,,ა---–-----–--მა’’ უძრავ ნივთზე (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკ.N3-1-2), ს.კ 0--------) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოახდინა.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 27 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882010617388 გადაწყვეტილებით - ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკ.N3-1-2), დაზუსტებული ფართობი - 245,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: ავტომატური სატელეფონო სადგური ფართით: 49,94 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება - შპს ,,ა---–------–--ის’’ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- N712 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 49)

- განცხადება თანდართული მასალით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 45-51);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882010617388 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 52);

- ამონაწერი საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 40-41);

 

4.1.26. დადგენილია, რომ 2011 წლის 20 ივლისს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველმა ერთეულმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავი ნივთის (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკ.N3-1-1)) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 22 ივლისის N882011348295-03 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავი ნივთის (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკ.N3-1-1)) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 22 ივლისის მდგომარეობით (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკ.N3-1-1) დაზუსტებული ფართობი - 11452,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: N01-3558 მიმართვა; 31.03.2008წლის ხელშეკრულება საკუთრებაში ქონების გადაცემის შესახებ; N01-3634 მიმართვა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება თანდართული მასალით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 59-66);

- 2011 წლის 22 ივლისის N882011348295-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 67);

- ამონაწერი საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადსტრო გეგმა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 56-58);

 

4.1.27. დადგენილია, რომ 2011 წლის 19 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N63 ოქმით, შპს ,,ა---–------–--ი’’ გამოცხადდა გამარჯვებულად - გადაეცა ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარე (ნაკვეთი N3-1-1-2) არსებული მიწის ნაკვეთზე ფართით - 101,0 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის N76 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით შპს ,,ა---–-----–--ს’’ საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევის მიმდებარე (ნაკვეთი N3-1-1-2) არსებული მიწის ნაკვეთი ფართით - 101,0 კვ.მ. საფუძველი: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N63.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 24 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შპს ,,ა---–------–--მა’’ და საკუთრების მოწმობის რეგისტრაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა 2011 წლის 28 ოქტომბრის N882011516606-03 გადაწყვეტილებით.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. (ნაკვეთი N3-1-1-2) დაზუსტებული ფართობი - 101,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 0------------, საკუთრების უფლებით ირიცხება შპს ,,ა---–------–--ის’’ სახელზე. ს/კ 0-----------.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N76;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

2011 წლის 19 სექტემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N63 ოქმი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 78-79);

- 76 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 77);

- განცხადება (იხ ტომი2, ს.ფ. 72-73);

- N882011516606-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 70);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 68-69);

 

4.1.28. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უძრავ ნივთზე (ს/კ 0-----------) ამონაწერის მომზადება მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 11 მაისის N882012199512-03 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ჯ----ს, N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 04; საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სახელმწიფო - შენობა-ნაგებობების გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ.;

ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული - შენობა-ნაგებობის გამოყოფილი ნაწილი: 129,26 კვ.მ.

 

უფლების რეგისტრაციის თარიღი: 04.12.2007წელი.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი: 4.09.2006 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა; 06.07.2006 წლის ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გეგმა; 4.12.2007 წლის ხელშეკრულება თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადების მიღების ბარათი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41);

- 2012 წლის 11 მაისის N882012199512-03 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 411);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 42-43);

 

4.1.29. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სს ,,ე------------------------მ’’ და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია - მდებარე: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. Nმე-5 შესახვევი მიმდებარედ ნაკვეთი 3-2, მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882016454761-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში - 0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2016 წლის 22 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882016454761-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40)

 

4.1.30. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 19 ივლისს წარდგენილი იქნა სს ,,ე------------------------ს’’ განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე (ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზ. Nმე-5 შესახვევი მიმდებარედ ნაკვეთი 3-2) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ 0-----------. შესაბამისად ითხოვა ქუთაისის თვითმმართველის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 29.08.2016 წლის N210359 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 242);

 

4.1.31. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს გაიმართა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის N1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომა, სადაც რიგით 22-ე საკითხად განიხილა სს ,,ე------------------------ს’’ N61108/04 განცხადება, რომლის თანახმად საზოგადოებამ ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვ. მიმდებარედ არსებული 5120 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N882016454761 განაცხადით, დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებულ ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევი N6) მდებარე უძრავ ქონებასთან (ს/კ 0-----------). აღნიშნული განცხადებით სს ,,ე------------------------’’ მოითხოვს სახელმწიფო საკუთრებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმებას.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახევ. 6) არსებული 1004,78 კვ.მ. და 208,35 კვ.მ. ფართებზე ს/კ 0----------- სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 16 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-3761 ბრძანებით დამტკიცდა - ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 2012 წლის 16 ოქტომბრის N1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის N65 ოქმის შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ოქმი N65 (იხ. ტომი1, ს.ფ. 184-200);

- 2016 წლის 16 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-3761 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 201-202);

 

4.1.32. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვ. N6) ს/კ 0----------- რეგისტრაციის გაუქმება, მოითხოვა. განცხადებას დაურთო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. 7/600058 წერილი; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.11.2016წ N1/1-3761 ბრძანება; ოქმი N65 21.09.2016წ.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882016809145-03 გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვ. N6) ს/კ 0----------- რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება თანდართული მასალით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 321-342);

- N882016809145-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 190)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 188-189)

 

4.1.33. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა სს ,,ე------------------------ს’’ მიმართვა ქ. ქუთაისი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ - 0----------- საკადასტრო კოდზე და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 0-----------, ფართი - 129,60 კვ.მ. კანონიერი მესაკუთრეა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი და საკუთრების უფლების გაუქმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 22.03.2017 წლის მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 203);

 

4.1.34. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრში წარდგენილი სს ,,ე------------------------ს’’ განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქუთაისის თვითმმართველის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის საკუთრების საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა ითხოვა.

 

აღნიშნული წერილის პასუხად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის მიხედვით, არ იკვეთება ზედდება მომიჯნავედ მდებარე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ N03.06.27.069 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- N222072 წერილი, N267046 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 243-244);

- 01/14021 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 246);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ის ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.06 წლის N1382 აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.06წლის N1871 აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007წლის N1-1/1236 ბრძანება, თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007წლია N350 აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007წლის N032007018166-03 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.07წლის N032007018873-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის N882012199512-03 გადაწყვეტილება, აღნიშნული სადავო გადაწყვეტილებები (აქტები, ბრძანებები, განკარგულება, გადაწყვეტილებები) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

ამავე კოდექსის 251 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწმიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 24 ოქტომბრის, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების: 1) ქუთაისის მერის 2005 წლის 24 ივნისის N332 განკარგულება; 2) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება N1-3/676; 3) სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2005 წლის 15 აგვისტოს N34-01/124 მომართვა; 4) ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება 2003 წლის; 5) ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 სექტემბერს N22/021-12/5-55-სს ბრძანება; 6) სს ,,რ-------ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმი 13.02.2003წლის; 7) სს ,,რ-------ის’’ აქციონერთა საერთო კრების ოქმი 21.07.2005 წლის, საფუძველზე ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,რ-------ის’’ საკუთრებად. შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სს ,,რ-------ის’’ საკუთრება. (ს/კ 0-----------).

 

ამდენად იმ პირობებში, როდესაც ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის მე-5 შესახვევის მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. ირიცხებოდა სს ,,რ-------ის’’ საკუთრებად, 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა N1382 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და როგორც სახელმწიფო საკუთრება, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე N25 საქალაქო ფილიალის შენობა (129,26 კვ.მ) რომელიც განთავსებულია 19 148,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, პირველად რეგისტრაციაში გატარება ითხოვა. დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვის (6.07.2006 წლის ქუთაისის სახელმწიფო ქონები აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1382 მიმართვა) საფუძველზე ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 26 ნოემბრის N032007018166-03 გადაწყვეტილებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2006 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსმა 2006 წლის 4 სექტემბრის N1871 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სამსახურს და როგორც სახელმწიფო საკუთრება, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის (1213,13 კვ.მ) რომელიც განთავსებულია 19 148,00 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე პირველად რეგისტრაციაში გატარება ითხოვა. აღსანიშნავია, რომ მიმართვა - N1871 წერილი საჯარო რეესტრის უფლების რეგისტრაციისათვის წარედგინა 2007 წლის 22 ნოემბერს და შესაბამისად, აღნიშნული მიმართვა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას საკადასტრო კოდზე 0-----------. ამასთან საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში უკვე იყო რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 0-----------, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის N35 დადგენილებით და ამავე წლის 5 სექტემბრის N468 განკარგულების საფუძველზე გასხვისებული იქნა სს ,,ე-----------------------აზე“. სს ,,ე-----------------------აზე“ გასხვისებას წინ უძღოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,რ-------მა“ 2007 წლის 22 ივნისს მისი ქონება და მათ შორის, სადავო ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ს.კ. 0-----------, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6 (ყოფილი ა---–-----------ის გამზირი მე-5 შესახვევი N6) - გადასცა სახელმწიფოს (შემდგომ სს ,,ე-----------------------აზე“ გასხვისების მიზნით).

 

ამდენად, დადგენილია, რომ 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148 კვ.მ, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით - 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ს/კ 0-----------), (უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები: 4.09.2006წ. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა; 6.07.2006წ. ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გეგმა).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს და უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს. კანონის მიზანია უზრუნველყოს ისეთი საკუთრებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტური, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზნებია ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა ინვესტიციების დაბანდებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი პროცედურების გაუმჯობესებით და დამატებითი სამართლებრივი რეჟიმის შექმნით.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს ქონების პირდაპირი მიყიდვას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონების გასხვისება შეიძლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით განსაზღვრული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი ვრცელდება: ა) სახელმწიფო ქონებაზე; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის რესურსებზე.

 

,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება ინვესტორის მიერ ინტერესის გამოხატვით. მე-7 პუნქტის თანახმად, ინვესტორის წინადადებებს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. მე-8 პუნქტის მიხედვით კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

 

ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 2 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის N35 ,,ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ განკარგულებით 1. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული, ჰიდროელექტროსადგურების (ლაჯანური, რიონი, გუმათი, შაორი, ძევრულა და აწი) აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 73 500 000 აშშ დოლარად ან მის ეკვივალენტურ ლარად გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’ შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში; ბ) საპრივატიზებო თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 1 წლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის არანაკლებ 85%-ის შენარჩუნება, იმ პირობით, რომ ასეთი მოთხოვნა დაწესებული იქნება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი ენერგო ბალანსით. ამ პირობის მიზნებისათვის: - შესაბამისი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არის შემდეგი: - ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური - 112,5 მვტ; - რიონის ჰიდროელექტროსადგური - 48მვტ; გუმათის ჰიდროელექტროსადგური - 66,5 მვტ; - შაორის ჰიდროელექტროსადგური - 38მვტ; - ძევრულას ჰიდროელექტროსადგური - 80 მვტ; - აწის ჰიდროელექტროსადგური - 16 მვტ; - შესაბამისი ჰიდროელექტროსადგურის შეკეთების ან/და დაგეგმილი გათიშვის ნებისმიერი ხანგრძლივობა, რომელიც წინასწარ გამოცხადებული იქნება მყიდველის მიერ მარეგულირებელი წესების შესაბამისად, შევა ამ ჰიდროელექტროსადგურის საბაზისო სიმძლავრის 85%-ში; გ) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებასთან ერთად შეისყიდოს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’ და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის’’ აქტივები ამ კომპანიების მიერ დადგენილი პირობებით. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ განკარგულების დანართი N2-ში ჩამოთვლილი ჰიდროელექტროსადგურების აქტივების საპრივატიზებოდ მომზადება და შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასით (1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) სს ,,ენერგო პროჯორჯიასათვის’’ გადაცემის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესს და ქონებრივ უფლებებს, გარდა მიწისა და ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს N1-1/1236 ბრძანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა დანართი N1-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (მათ შორის - ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონება- 19148 მ2, დანიშნულება - ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობა (საქალაქო ფილიალი 25) რეგისტრაციის N-030603210), როგორც ძირითადი ქონება და დანართი N2-ში მოცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ,,სახელმწიფო ,,საკუთრებაში არსებული აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ N468 განკარგულებზე, რომლის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის N35 განკარგულების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების N1 დანართში მითითებული აქტივები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირის მე-5 შესახვევის მიმდებარედ არსებული 11789 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (N3-1) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

 

დადგენილია, რომ სადავო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს N1-1/1236, 3 ოქტომბრის N1-1/1519 და 9 ოქტომბრის N1-1/1533 ბრძანებები).

 

განსახილველ შემთხვევაში 2007 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს და თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შორის დაიდო თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სამმართველო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო თვითმმართველი ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო საკუთრებაში იღებს ძირითად და დამატებით ქონებას.

 

2007 წლის 29 ოქტომბერს შედგა მიღება ჩაბარების აქტი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანომ-საკრებულომ საკუთრებაში მიიღო ქ. ქუთაისი, ჯ----ს ქ. N6-ში, მიწის ფართობი: 19148კვ.მ., დანიშნულება: ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობა (საქალაქო ფილიალი N25); რეგისტრაციის ნომერი - 030603210.

 

დადგენილია, რომ სადავო 2007 წლის 4 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულომ N350 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შორის უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6ში, საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ქონების თვითმმართველი ქუთაისის საკუთრებად აღრიცხვა და რეგისტრაციაში გატარება ითხოვა.

 

დადგენილია რომ 2007 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახ. მიმდებარედ (ნაკვეთი N3) დაუზუსტებელი ფართობი - 16918 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. შენობა-ნაგებობები 1353,54 კვ.მ. - სახელმწიფოს საკუთრება (უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები:

უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის 22.06.2007წ ხელშეკრულება);

 

დადგენილია, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 დეკემბრის N032007018873-03 გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად. (უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები: თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი, 04.12.2007წ).

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უძრავ ნივთზე (ს/კ 0-----------) ამონაწერის მომზადება მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 11 მაისის N882012199512-03 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ჯ----ს, N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 04; საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სახელმწიფო - შენობა-ნაგებობების გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ.; ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული - შენობა-ნაგებობის გამოყოფილი ნაწილი: 129,26 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 04.12.2007წელი.

 

უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი: 4.09.2006 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვა; 06.07.2006 წლის ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გეგმა; 4.12.2007 წლის ხელშეკრულება თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტი;

 

ამდენად სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებით უდავოდ დასტურდება, რომ სს ,,ე-----------------------ამ’’ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.07 წლის N35 განკარგულების შესაბამისად შეიძინა საქართველოში ენერგო-ობიექტები, მათ შორის სს ,,რ-------ის’’ აქტივები (ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევი N6) მდებარე უძრავი ქონება). აღნიშნული ქონება სს ,,რ-------მა’’ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის 05.09.2007 წლის N468 განკარგულების და 02.02.07 წლის N35 განკარგულების შესაბამისად ქონება საკუთრებაში გადაეცა სს ,,ე------------------------ს’’, მისი ნაწილის ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ დათმობის პირობით. სს ,,ე------------------------მ’’ აღნიშნული პირობა შეასრულა და N468 განკარგულების შესაბამისად ქონების შესაბამისი წილი აჩუქა ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა სადავო წერილის - 2006 წლის 6 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის N1382 წერილის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 26 ნოემბრის N032007018166-03 გადაწყვეტილებით), ხოლო 2006 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის N1871 წერილის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148 კვ.მ, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით - 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ს/კ 0-----------, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია).

 

ასევე დადგენილია, რომ თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის 04.12.2007წ, საფუძველზე სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 დეკემბრის N032007018873-03 გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვ. N6) ფართობი, 19148 კვ.მ, შენობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. დარეგისტრირდა ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად.

 

მოსარჩელე ასევე, სადავოდ ხდის 2012 წლის 11 მაისის N882012199512-03 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 4.09.2006 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს N1871 მიმართვის, 06.07.2006 წლის ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გეგმის, 4.12.2007 წლის ხელშეკრულებით თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში ძირითადი და დამატებითი ქონების გადაცემის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (უფლების დამდგენი დოკუმენტები), ქ. ქუთაისში, ჯ----ს, N6 (ყოფ. ა---–-----------ის მე-5 შესახვევი N6) დაუზუსტებელი ფართობი - 19148,00 კვ.მ. ნაკვეთს წინა ნომერი: 04; საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფოს საკუთრებად. სახელმწიფო - შენობა-ნაგებობების გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 1004,78 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 208,35 კვ.მ.; ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული - შენობა-ნაგებობის გამოყოფილი ნაწილი: 129,26 კვ.მ.

 

აღნიშნული გარემოების შესახებ, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან მიმართა საჯარო რეესტრს, დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,ე-----------------------ამ’’ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.07 წლის N35 განკარგულების შესაბამისად შეიძინა სს ,,რ-------ის’’ აქტივები (ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6 (ყოფ. ა---–-----------ის გამზ. მე-5 შესახვევი N6) მდებარე უძრავი ქონება). აღნიშნული ქონება სს ,,რ-------მა’’ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის 05.09.2007 წლის N468 განკარგულების და 02.02.07 წლის N35 განკარგულების შესაბამისად ქონება საკუთრებაში გადაეცა სს ე------------------------ს’’, მისი ნაწილის ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ დათმობის პირობით. სს ,,ე------------------------მ’’ აღნიშნული პირობა შეასრულა და N468 განკარგულების შესაბამისად ქონების შესაბამისი წილი აჩუქა ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით იმ პირობებში, როდესაც მოხდა სს ,,ე------------------------ს’’ კუთვნილი უძრავი ნივთის განკარგვა, იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.06 წლის N1382 აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.06წლის N1871 აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწმიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე (ს/კ 0-----------) ქონების გადაცემა, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულება, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007 წლის N1-1/1236 ბრძანება, თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007წლია N350 აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007წლის N032007018166-03 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.07წლის N032007018873-03 გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის N882012199512-03 გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნული აქტების გამოტანა მოხდა სათანადო გამოკვლევის გარეშე .

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 100 (ასი) ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 ლარი.

 

ამდენად მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისს, საქართველოს მთავრობას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სს ,,ე------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (სამასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო სს ,,ე------------------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ე------------------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 06.07.06 წლის N1382 აქტი;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 04.09.06წლის N1871 აქტი;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 ოქტომბრის რეგისტრაცია N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2007წლის N032007018166-03 გადაწყვეტილება;

 

6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.07წლის N032007018873-03 გადაწყვეტილება;

 

7. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.05.2012 წლის N882012199512-03 გადაწყვეტილება;

 

8. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.2007წლის N1-1/1236 ბრძანება;

 

9. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N574 განკარგულება;

 

10. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწმიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს შორის 29.10.2007 წლის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ქ. ქუთაისში, ჯ----ს ქ. N6-ში მდებარე (ს/კ 0-----------) ქონების გადაცემა;

 

11. ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 04.12.2007წლია N350 აქტი;

 

12. მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისს, საქართველოს მთავრობას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სს ,,ე------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

 

13. დაუბრუნდეს სს ,,ე------------------------ს’’ მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი (საგადახდო დავალება N11727005, გადახდის თარიღი 16/08/2016 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, გადამხდელი სს ,,ე------------------------’’, გადახდილი თანხა - 300 ლარი, სახაზინო კოდი 300183150);

 

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი