გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
080210019002908667
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0802100-9002908667

#2/627-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.11.20-9 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“;

წარმომადგენელი - დ--------------–-–---–ი;

მოპასუხე - თ---------ე;

წარმომადგენელი - მ--–------------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ---------ეს - სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ #5356880-ა-5356880 68020.72 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 67 234 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 31 782,32 ლარს, სარგებელი 5 969,43 ლარს, პირგასამტეხლო 29 410,25 ლარს და საკომისიო 72 ლარს.

 

1.2. თ---------ეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დაეკისროს 786,72 ლარის (ძირი) გადახდა.

 

1.3. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნას იპოთეკით დატვირთული თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისში, ლ---------------------, ს/კ: 0-.0-.0-.0-5.0-.0--.

 

1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ უნდა იქნას თ---------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-7 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და თ---------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #5356880-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 20-7 წლის 27 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5356880-ა-5356880, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 32 900 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა 23 %-ს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის -1.5%. კრედიტის უზრუნველსაყოფად 20-7 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ და თ---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5356880-0-, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ლ---------------------, ს/კ 0-.0-.0-.0-5.0-.0--.

 

თ---------ე სარგებლობდა სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული საკრედიტო ბარათით, რომელზეც ასევე გააჩნდა დავალიანება. 20-8 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა ძირ თანხას - 31 782,32 ლარს, სარგებელს- 5 969,43 ლარს, პირგასამტეხლოს- 29 410,25 ლარს, საკომისიო-72 ლარს, სულ- 67 234 ლარს. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა - 786,72 ლარს. სესხის ვადაგადაცილების თარიღია 20-8 წლის 16 აპრილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ არ ეთანხმება სესხზე რიცხული სარგებლის 5 969,43 ლარის, პირგასამტეხლოს 29 410,25 ლარის და საკომისიოს 72 ლარის მისთვის დაკისრებას. განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში ასრულებდა კეთილსინდისიერად, მიიჩნევს რომ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო და პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 31782, 32 ლარის და საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 786,62 ლარის ნაწილში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ასევე სარგებლის 2000 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოითხოვა პირგასამტეხლოს 0,0- %-მდე შემცირება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-7 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და თ---------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #5356880-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 20-7 წლის 27 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5356880-ა-5356880, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 32 900 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა 23 %-ს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის -1.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-20-7 წლის 27 თებერვლის გენერალური ხელშეკრულება #5356880-ა;

-20-7 წლის 27 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება # 5356880-ა-5356880;

 

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად 20-7 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და თ---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5356880-0-, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ლ---------------------, ს.კ 0-.0-.0-.0-5.0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-20-7 წლის 27 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება #5356880-0-;

 

3.1.3. 20-8 წ. 23 დეკემბრის მდგომარეობით სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 31 782,32 ლარს, სარგებელი- 5 969,43 ლარს, პირგასამტეხლო- 29 410,25 ლარს, საკომისიო-72 ლარს, სულ- 67 234 ლარს. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 786,72 ლარს (ძირი თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-23.12.20-8 წლის ცნობა.

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-27.02.20-7წ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.

-27.02.20-7 წ საკრედიტო ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 20-8 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ძირი თანხა - 31 782,32 ლარს, სარგებელი- 5 969,43 ლარს, პირგასამტეხლო- 29 410,25 ლარს, საკომისიო-72 ლარს, სულ- 67 234 ლარს. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 786,72 ლარს (ძირი თანხა).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ს----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 30--ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ---------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 31782 ლარის, სარგებლის 2000 ლარის, საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 786,72 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს „ს----------–--------სა“ და თ---------ეს შორის 20-7 წლის 27 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ---------ეზე გაცემული იქნა სესხი 32 900 ლარის ოდენობით წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 23%, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის-1.5%.

 

თ---------ე ასევე სარგებლობდა სს ს----------–--------ის საკრედიტო ბარათით, აღნიშნული ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს- 786,72 ლარს (ძირი თანხა).

 

მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

20-8 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირი თანხა - 31 782,32 ლარს, სარგებელი- 5 969,43 ლარს, პირგასამტეხლო- 29 410,25 ლარს, საკომისიო-72 ლარს, სულ- 67 234 ლარს. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 786,72 ლარს (ძირი თანხა).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 20-7 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და თ---------ეს შორის გაფორმდა გენერალურო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #5356880-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 20-7 წლის 27 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5356880-ა-5356880, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 32 900 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, თ---------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი 32 900 ლარის ოდენობით, საკრედიტო ბარათით სარგებლობიდან გამომდინარე - 786,72 ლარის ოდენობით. ხოლო რაც შეეხება მსესხებლის - თ---------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 20-7 წლის 27 თებერვალს სს ს----------–--------სა და თ---------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, 20-7 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1.5%-ით. მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. თ---------ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20-7 წლის 27 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლოს 980,34 ლარის გადახდა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 20-7 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5356880-0-, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ლ---------------------, ს/კ 0-.0-.0-.0-5.0-.0--;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ თ---------ემ ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს საქართველოს ბაკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

20-7 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მესაკუთრე უფლებამოსილია იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის დაკმაყოფილებამდე ბანკის მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სარეალიზაციოდ უნდა თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ლ-------------------- ს/კ 0-.0-.0-.0-5.0-.0--; ხოლო თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 100-,0- ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 180,65 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. (#5356880-ა 5356880 სესხზე) თ---------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 38 80-,09 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 31782,32 ლარს, საპროცენტო სარგებელი 5969,43 ლარს, საკომისო 72 ლარს, პირგასამტეხლო 980,34 ლარს.

 

3. თ---------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 786,72 ლარის გადახდა;

 

4. თ---------ეზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ლ-------------------------ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0-5.0-.0--.

 

5. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს თ---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

6. მოთხოვნის სხვა ნაწილში სს ს----------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

7. თ---------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 180,65 ლარის ოდენობით.

 

8. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 20-8 წლის 24 დეკემბერს სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100-,0- ლარი (საგადახდო დავალება № 1443), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300-83150.

 

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე