გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2802-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე--------------ი 2---“
წარმომადგენელი - ლ-------–----–---–-
მოპასუხე - შპს ,,ყ--------------------–--ი“
წარმომადგენელი - თ----------------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება 60 544.04 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, გადასარიცხი თანხის 344 127.65 ლარის 0.1%-ის, ვადაგადაცილების 19 დღეზე, 10 ნოემბრიდან 29 ნოემბრის დროის პერიოდზე, გადახდა, რაც შეადგენს 6 538.413 ლარს.
1.3. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, გადასარიცხი თანხის 144 127.65 ლარის 0.1%-ის, ვადაგადაცილების 16 დღეზე, 29 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე დროის პერიოდზე გადახდა, რაც შეადგენს 2 306.032 ლარს.
1.4. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, გადასარიცხი თანხის 84 916.04 ლარის 0.1%-ის, ვადაგადაცილების 14 დღეზე, 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე დროის პერიოდზე, გადახდა, რაც შეადგენს 1188.6 ლარს.
1.5. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 29 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს გადასარიცხი თანხის 60 544.04 ლარის 0.1%-ს, ყოველდღიურ 60.54 ლარს.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოპასუხესთან 2016 წლის 14 აპრილს გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელე კომპანიამ აწარმოა პოლიეთილენის გაზსადენის მშენებლობა თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე, რაზედაც 2016 წლის 26 სექტემბერს შედგა ექსპლუატაციაში მიღების აქტი, ხოლო 2016 წლის 27 ოქტომბერს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოებზე თანხით 481 890.75 ლარი. ხელშეკრულების 4.2.2. მუხლის შესაბამისად საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ განხორციელებულმა გადახდებმა ჯამურად შეადგინა 418 903.05 ლარი, საიდანაც 135 319.44 ლარი გადმორიცხულია 2016 წლის 24 მაისს, 200 000 ლარი - 29 ნოემბერს, 59 211.61 ლარი - 15 დეკემბერს, 24 372 ლარი - 29 დეკემბერს. სახეზეა როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების დაგვიანება (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2016 წლის 10 ნოემბერი), ასევე ჯამური თანხის დანაკლისი (ნაცვლად გადმოსარიცხი 481 890.75 ლარისა გადმორიცხულია 62 987.70 ლარით ნაკლები). ხელშეკრულების 7.4. მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალებულების შეუსრულებლობისას სახეზეა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება გადაუხდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით ვადაგადაცილების თითოეულ დღეზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და საფუძველზე წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ფულადი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს თანხების გადახდის დაკისრებას.
შემსყიდველის/მოპასუხის მიერ ნაწილობრივ შესრულებული ფულადი ვალდებულებები/გადახდები ჯამურად შეადგენს 418 903.05 ლარს, საიდანაც 135 319.44 ლარი გადმორიცხულია 2016 წლის 24 მაისს, 200 000 ლარი - 29 ნოემბერს, 59 211.61 ლარი - 15 დეკემბერს, 24 372 ლარი - 29 დეკემბერს. შემსყიდველს/მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება შესასრულებელი ვალდებულების (62 987.7 ლარი) და პირგასამტეხლოს (ჯამურად 11 366.6 ლარი) 2017 წლის 18 იანვრამდე შესრულების/გადახდის შესახებ, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 27 ოქტომბრის "მიღება ჩაბარების" აქტის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 481 890,75 ლარი, მაგრამ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აპრილს დადებული "სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულებისა" და 2016 წლის 14 ნოემბრის წერილის, ასევე, 2016 წლის 16 დეკემბრის, 2016 წლის 28 დეკემბრის და 2017 წლის 24 იანვრის წერილების თანახმად, ამასთან, მოსარჩელე მხარის ბრალეულობის აღიარების შესახებ 2016 წლის 24 ნოემბრის #106 წერილის შესაბამისად, შპს "ე-------------- 2----ს" საბოლოო ანგარიშსწორებისას დაექვითა შპს "ყ--------------------–--ისათვის" მიყენებული მატერიალური ზიანი - 62 987,7 ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოების მტკიცებულებათა თანახმად, ქსელი გამოიცადა მხოლოდ სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ხოლო ნაკლოვანი მხარე გამოვლინდა ბ/აირის უსაფრთხო და უწყვეტი გატარების კუთხით, რაც დამატებით დასტურდება შესაგებელზე თანდართული DVD-R დისკით.
მხარეთა შორის ანგარიშსწორება განხორციელდა 2016 წლის 14 აპრილს დადებული "სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების" მე-4 მუხლის თანახმად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, რა დროსაც დაიქვითა შემსყიდველის მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა. კერძოდ, შპს "ყ--------------------–--ის" მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად: შპს "ე-------------- 2----ის" მიმართ გადახდები განხორციელდა 24.05.2016 წელს 135319,44 ლარი, 29.11.2016 წელს 200 000 ლარი (ბ/აირის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებიდან (ნაკლის აღმოფხვრიდან) - აირის ოდორიზაციიდან (19.11.2016 წ.) მე-10 დღეს, 15.12.2016 წელს 59211,61 ლარი (ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელებული დამატებითი შესრულების (ნაკლის გამოსწორების) ღირებულებათა კორექცია) და 29.12.2016 წელს 24372 ლარი (ხელშეკრულების ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად ბ/აირით ქსელის გაქრევის ღირებულების (შპს "ყ--------------------–--ისათვის" მიყენებული ზიანის კორექცია). ამასთან, შემსყიდველის მხრიდან, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან (481890,75 ლარიდან) დაიქვითა: ქ. თ---–----------–----–-------------------------------–-----------–---------------ის მიერ 2016 წლის 20 მაისს შედგენილი #0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის საფუძველზე დაკისრებული საჯარიმო თანხა - 2000 ლარი, მიმწოდებლის მიერ შემსრულებლისათვის სამუშაოს დაგვიანებისათვის (01.09.2016 06.09.2016წ) დაკისრებული საურავი - 2443,66 ლარი, შემსყიდველის მიერ მიწოდებული მასალების დანაკლისის ღირებულება - 856,29 ლარი და გაქრეული ბ/აირით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 57687,75 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ გადახდილი და დაქვითული თანხების ჯამი შეადგენს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებას - 481 890.75 ლარს.
შპს "ე-------------- 2----ის" 2017 წლის 12 იანვრის (შპს "ყ--------------------–--ში" რეგისტრაციის No01-00694-17 12.01.2017წ.) წერილში ასახული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოპასუხის ე.წ. შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, შპს "ყ--------------------–--ი" მოქმედებდა რა მხარეთა შორის 2016 წლის 14 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ არავითარი ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 აპრილს, შპს ,,ყ--------------------–--ს“ და შპს ,,ე-------------- 2---“-ს შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს „მიმწოდებლის“ მიერ „შემსყიდველის“ დავალებით და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გაზგამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება (შემდგომში - „სამუშაოები“). 1.2. სამუშაოები ხორციელდება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ხელშეკრულების დანართი No1-ის სახით. 1.3. სამუშაოები მოიცავს მაღალი წნევის (0,6 მგპა., დ-315მმ.) მიწისქვეშა პოლიეთილენის გაზსადენის (შემდგომში - „გაზსადენი“) მშენებლობას, ქ. თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე. 1.4. სამუშაოები სრულდება „შემსყიდველის მასალით, მისივე დაკვეთით მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, 3.1. სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე და დასრულდეს 3 (სამი) თვის ვადაში. 3.2. სამუშაოების შესრულება დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და შესრულებული სამუშაოების აქტით (ფორმა No2), სადაც აღინიშნება შესრულებული სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და ღირებულება. 3.3. მიღება-ჩაბარების აქტს და შესრულებული სამუშაოების აქტს (ფორმა No2) ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორებისთვის, „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წარუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 451064,82 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. სამუშაოების განფასება (ერთეულის ფასი) მოცემულია ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში (დანართი No1). 4.2. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, 2 (ორი) ეტაპად, შემდეგი პირობების დაცვით: 4.2.1. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში „შემსყიდველი“ წინასწარ გადაიხდის სამუშაოების ჯამური ღირებულების 30%-ს, რაც შეადგენს 135319,44 ლარს; 4.2.2. დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული/მიწოდებული სამუშაოების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, „შემსყიდველისათვის“ ფორმა No2-ის, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორებისთვის „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტში მითითებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და დააკმაყოფილებს „შემსყიდველის“ მოთხოვნებს. 5.2. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ იძლევა 3 (სამი) წლიან გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს არ ექნება რაიმე ნაკლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლი, „შემსყიდველის“ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში. 5.3. პუნქტის თანახმად, თუ „მიმწოდებელი“ ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის 5.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, „შემსყიდველს“ უფლება აქვს თვითონ აღმოფხვრას სამუშაოების ნაკლი, ხოლო „მიმწოდებელი“ ვალდებულია, „შემსყიდველის“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, აუნაზღაუროს „შემსყიდველს“ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და მის მიერ სამუშაოების ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯი.
ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის 4.2.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ უფლება აქვს დააკისროს „შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 აპრილის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-23);
- სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.2. 2016 წლის 20 მაისს ქ. თ---–----------–----–-------------------------------–-----------–---------------ის მიერ შედგენილი იქნა სამართლადარღვევის ოქმი N0-----, რომლის მიხედვითაც მოხდა შპს “ყ--------------------–--ის’’ დაჯარიმება 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თ---–----------–----–-------------------------------–-----------–---------------ის მიერ შედგენილი იქნა სამართლადარღვევის ოქმი N0----- (ტომი I ს.ფ. 186);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 14 ივნისის დამატებითი შეთანხმების #1 თანახმად, შპს „ყ--------------------–--ი’’ (შემდგომში - „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი სპეციალური მმართველის გ-------–---–ის სახით, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, შპს „ე--------------ი 2---“ (შემდგომში - „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გ----------–--–-ას სახით, შემდგომში, ერთობლივად, „მხარეებად“ წოდებულნი, შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების“ მე-3 მუხლის 3.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. მხარეთა შორის 2016 წლის 14 აპრილს დადებული „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების“ მე-3 მუხლის 3.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1. სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალის გადაცემის თარიღიდან (11.05.2016 წელი) და დასრულდეს 3 (სამი) თვის ვადაში.“. 2. ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩეს უცვლელი.
2016 წლის 05 აგვისტოს დამატებითი შეთანხმების #2 თანახმად, შპს „ყ--------------------–--ი’’ (შემდგომში - „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი სპეციალური მმართველის გ-------–---–ის სახით, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, შპს „ე--------------ი 2---“ (შემდგომში - „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გ----------–--–-ას სახით, შემდგომში, ერთობლივად, „მხარეებად“ წოდებულნი, შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 14 აპრილს დადებული ხელშეკრულების“ მე-3 მუხლის 3.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1. სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალის გადაცემის თარიღიდან (11.05.2016 წელი) და დასრულდეს არა უგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბრისა.“. 2. ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩეს უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმებები #1; #2 (ტომი I ს;.ფ. 26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.4. 11.06.2016 წლის შესრულებულ დამატებით სამუშაოებზე აქტის თანახმად, ერთი მხრივ ქ.მ------–---–ი) შპს”ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ი. ტ----–---–ი შპს "ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, ხოლო მეორე მხრივ შპს “ე--------------ი-2---”-ს მთავარი ინჟინერი ა.ჭ--–--ე, შეთანხმდნენ შემდეგზე რომ, ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობისას 2016 წლის 11 ივნისამდე შესრულდა შემდეგი დამატებითი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პროექტით:
1. პკ-0 დან პკ0+9 მდე თხრილის (სიღრმე ნაცვლად1,4მ. არის 2მ. 2. პკ-0+9 დან პკ0+ 12 მდე ქვაბული 18 მ3. 3. პკ-3+20 ბეტონის დ=1000 მმ სანიაღვრეს ქვეშ გასატარებლად ქვაბული 7.5მ3. 4. პკ-3+80 პოლიეთილენის 6 მილის ქვეშ გასატარებლად ქვაბული 16მ3. 5. პკ-4 დან პკ4+80 მდე გაზსადენი გატარდა ნაცვლად მე-3კატ.-სა მე-5კატ-ს 6. 6. პკ-6+30 გაზსადენის წყლის დ=1400მმ-ნი ფოლადის მილის და პოლიეთილენის მილების ქვეშ გასატარებლად ქვაბული 20მ3. 7. პკ7+60 გაზსადენის დ=1400მმ-ნი ფოლადის მილის ქვეშ გასატარებლად ქვაბული 61მ3. 8. პკ-0 დან პკ-2+30 მდე დროებითი მისასვლელი გზის მოწყობა სიგანით 3.5 მ. 9. პკ-8+70 ბეტონის სანიაღვრის ქვეშ გასატარებლად, ქვაბული 15მ3. 10. გარცმის დ=530მმ-ნი მილი თხრილში ჩაიდო 101მ, ნაცვლად 8მ-სა და გატარდა 315მმ-ნი პოლიეთილენის გადასადენი. 11. აღდგა 40მ2 ბეტონის საფარი და ღორღის საფარი 80მ2 ეზოებთან, რაც არ არის მითითებული პროექტში. 12. პკ-10+20 დან პკ-11+30 მდე თხრილის გათხრა ხელით 126მ3, რაც არ არის მითითებული პროექტში.
22.07.2016 წლის შესრულებულ დამატებით სამუშაოებზე აქტის თანახმად, ერთი მხრივ ქ.მ------–---–ი) შპს”ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ი. ტ----–---–ი შპს "ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, ხოლო მეორე მხრივ შპს “ე--------------ი-2---”-ს მთავარი ინჟინერი ა.ჭ--–--ე, შეთანხმდნენ შემდეგზე რომ, ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობისას 2016 წლის 11 ივნისიდან 22 ივლისამდე შესრულდა შემდეგი დამატებითი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პროექტით:
1. პკ-13 დან პკ-14+60 მდე თხრილის გათხრა ხელით 100 მ3 2. პკ-26 დან პკ-28+60მდე თხრილის გათხრა ხელით 143 მ3 3. პკ-32+60 წყალსადენების ქვეშ გასატარებლად ქვაბულის მოწყობა 18 მ3 4. პკ-13; პკ-14-60; პკ-31+80; პკ-31+90; პკ-53-25; პკ-53+15; პკ-53+23; პკ-53+45; პოლიეთილენის მეტალზე გადამყვანის მონტაჟი დ=314X300მმ 8-ცალი, პოლ.მუხლის მონტაჟი დ=315მმ 12-ცალი, ქუროს მონტაჟი დ=315მმ 10-ცალი5. პკ-13; პკ-14-60; პკ-31+80; პკ-31+90; პკ-53+25; პკ-53+15; პკ-53+23; პკ-53+45: ზეძირკვლის ნაცმის მოწყობა დ=530მმ სიგრძით 1მ 8-ცალი. სულ 8მ. 6. პკ-26+30 დან პკ-26+50 მდე ასფალტის საფარის აყრა სანგრევი ჩაქუჩებით (კომპრესორი) 20სმ-ს სისქით, 2,4მ3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტები შესრულებულ დამატებით სამუშაოებზე ((ტომი I ს.ფ. 120-121);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. შპს ,,ყ--------------------–--ს“ და შპს ,,ე--------------ი 2---“-ს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება #3 სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის 2016 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მიმწოდებელი აღიარებს, რომ 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მან სრულად ვერ მიაწოდა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: 1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბული წესით გზის გადასაკვეთად დ=450მმ პ/მილი 108 გრძ/მ. გარცმისა და დ=315მმ პ/მილი 144 გრძ/მ. გაზსადენის მონტაჟი; 1.2. ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბული წესით გზის გადასაკვეთად დ=450მმ პ/მილი 105 გრძ/მ გარცმის, დ=315მლ პ/მილი 122 გრძ/მ გაზსადენისა და 2 ცალი დ=315x300 პოლიეთილენის მეტალზე გადამყვანის დაყენება. ამასთან, 2 ცალი დ=315x300 პოლიეთილენის მეტალზე გადამყვანის დაყენება და 12 გრძ/მ დ=315მმ პ/მილის მიწით დაფარვა ვერ შესრულდა 2 ცალი დ=315x300 პოლიეთილენის მეტალზე გადამყვანის უქონლობის გამო.
შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ადასტურებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის: 2016 წლის 1 სექტემბრიდან შემსყიდველი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1, 7.3 და 7.4 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციები (მოთხოვოს ზიანის ანაზღაურება და/ან დააკისროს პირგასამტეხლო), სამუშაოების ფაქტობრივად დასრულებამდე, რაც დადასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ოქმით.
ამავე შეთანხმების მე-3 პუქნტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის საფუძველზე სამუშაოების დასრულებისათვის განსაზღვრონ დამატებითი ვადა - არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრისა, ამასთან, აღნიშნული დამატებითი ვადის განსაზღვრა არ ზღუდავს შემსყიდველის უფლებას მიმწოდებლის მიმართ სრულად გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმებები #3 ((ტომი I ს;.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.6. მშენებლობით დამთარებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების 2016 წლის 26 სექტემბრის აქტის თანახმად, სამშენებლო ორგანიზაციამ შპს ,,ე--------------ი 2---“-მა მისაღებად წარმოადგინა მშენებლობით დამთარებული პოლიეთილენის მილი დ=315 მმ-7645 გ/მ, პოლიეთილენის მეტალზე გადამყვანი დ=315X300მმ-25ც, პოლიეთილენის მუხლი დ=315 მმ-55ც; პოლიეთილენის ქურო დ=315 მმ-51 ც.
მიმღებმა კომისიამ განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ჩაატარა ობიექტის გარეგნული დათვალიერება, განსაზღვრა შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა დაადგინა და გადაწყვიტა, რომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია მთლიანი მოცულობით პროექტის მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 26 სექტემბრის აქტი (ტომი I ს.ფ. 29-30);
- საამშენებლო პასპორტი (ტომი I ს.ფ. 31-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.7. 26.09.2016 წლის ოქმის თანახმად, რომელიც გაფორმდა შპს ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი ი. ტ----–---–ს, ექსპლუატაციის დეპარტამენტის ქსელების განყოფილების უფროს ზ.კ-–--–---–ს, “შპს ე--------------ი-2---”-ს მთავარი ინჟინერ ა. ჭ--–--ეს შორის, დადგენილ იქნა, რომ მიწისქვეშა დ=315მმ პოლიეთილენის გაზსადენის შედუღებითი სამუშაოები დასრულდა 16.09.2016 წელს, ხოლო გაზსადენის გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობა 10კგ/სმ2 წნევით 24.09.2016წ.
კომისიის წევრების მიერ 26.09.2016წ შემოწმების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰაერის წნევა გაზსადენში იყო 9,9კგ/სმ 2. გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე საამშენებლო სამუშაოები ჩაითვალა დამთავრებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.09.2016 წლის ოქმი (ტომი I ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. 26.09.2016 წლის დაწნეხვის ოქმის თანახმად, რომელიც გაფორმდა შპს ,,ყ--------------------–--ი”-ს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი ი. ტ----–---–ს, ექსპლუატაციის დეპარტამენტის ქსელების განყოფილების უფროს ზ.კ-–--–---–ს, “შპს ე--------------ი-2---”-ს მთავარი ინჟინერ ა. ჭ--–--ეს შორის, დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა მაღალი წნევის P=6 კგ/სმ2 დ=315მმ გაზსადენის გამოცდასიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე წნევით 10 კგ/სმ2. 2016 წლის 26 სექტემბერს კომისიის მიერ შემოწმდა ჰაერის წნევა გაზსადენში, რომელმაც შეადგინა 9,9 კგ/სმ/2, გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.09.2016 წლის დაწნეხვის ოქმი (ტომი I ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2016 წლის სექტემბრის ფარული სამუშაოების აქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები, რომელიც აწარმოა შპს ,,ე--------------ი 2---“-მა, შეესაბამება ტექ. და საპროექტო პირობებს, დაცულია სნ და წ. შეესაბამება მუშა პროექტებს ან განსხვავდება აგრესიული, გარეცხილი მინარევებისაგან გაწმენდილი რბილი ქვიშა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის სექტემბრის ფარული სამუშაოების აქტი (ტომი I ს.ფ. 37-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.10. 2016 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომელიც გაფორმდა ერთის მხრივ შპს “ყ--------------------–--ს’’ და მეორე მხრივ შპს “ე--------------ი 2---’’-ს შორის, მხარეებმა დაადგინეს, რომ 2016 წლის 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,ე--------------ი 2---“-მ ქ. თბილისის შემოვლითი გზის მიმდინარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე მაღალი წნევის მიწისქვეშა პოლიეთილენის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები (გაზსადენის საერთო სიგრძე - 7645 გრძ/მ) მ/მ D=315მმ. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 481 890.75 ლარს დღგ-ს ჩათვლით. შემსრულებლის მიერ წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოს აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.10.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I ს.ფ. 39);
- აქტი შესრულებულ სამუშაოებზე (ტომი I ს.ფ. 188-189);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.11. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 27.10.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 418 903.05 ლარიდან მოპასუხე მხარის მიერ ანგარიშსწორება განხორციელდა შემდეგი სახით: 135 319.44 ლარის გადახდა მოხდა 2016 წლის 24 მაისს, 200 000 ლარის - 29 ნოემბერს, 59 211.61 ლარის - 15 დეკემბერს და 24 372 ლარი - 29 დეკემბერს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის მიერ 2016 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის 62 987.70 ლარის ანაღაურება შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ არ განხორციელდა, დაიქვითა შემდეგი სახით: ქ. თ---–----------–----–-------------------------------–-----------–---------------ის მიერ შედგენილი იქნა სამართლადარღვევის N0----- ოქმის საფუძველზე დაკისრებილი 2000 ლარი, სამუშაობის დაგვიანებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჯამში - 2443.66 ლარი, შემსყიდევლის მიერ მიწოდებული მასალების დანაკლისის ღირებულება - 856.29 ლარი და გაქრეული ბუნებრივი აირის ღირბულება 57 787.75 ლარი.
მოსაჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა სამუშაობის ვადის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს 2443.66 ლარის დაკავების ფაქტი. შესაბამისად, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული და აუნაზღაურებელი (დაქვითული) ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 60 544.04 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 აპრილის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-23);
- სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.12. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ არ იქნა დაცული ხელშეკრულების 5.2. პუქნტით დადგენილი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებლისათვის მიმართვისა და მისთვის, მისივე ხარჯით ნაკლის აღმოფხვრის 7 დღიანი ვადის მიცემის შესაძლებლობა. დადგენილია, რომ ნაკლი აღმოჩენის შემდგომ მისი აღმოფხვრისათვის შემსყიდველის მიერ დამოუკიდებლად, მოსარჩელის წარმოამდგენლის გარეშე განხორციელდა მილსადენში ჩაწნეხილი გაზის გაქრება და მისი დაცლა და მხოლოდ მოგვიანებით, მისადეის გაწმენდის მიზნით მოხდა შპს ,,ე--------------ი 2---“-ის ჩართვა.
დადგენილია, რომ 20116 წლის 24 ნოემბრისათვის გაზსადენზე არსებული პრობლემა შპს ,,ე--------------ი 2---“-ის მიერ (მილებში არსებული წყალის/ნაგავისაგან გამოსუფთავება) აღმოფხვრილი იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 აპრილის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-23);
- მხარეთა მიმოწერა, წერილები (ს.ფ. 113-118);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.13. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელებული ნაკლიანი სამუშაოების შედეგად მოპასუხისათვის 57 587.75 ლარის (გაქრეული ბუნებრივი აირის ღირებულება) მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს შესრულებული სამუშაოების ნაკლზე და ამის გამო გამოწვეული ზიანის დაკავების შესაძლებლობაზე (ხელშეკრულების მე-7.1 მუხლი). მოპაუხე მხარის პოზიცია თანხის დაქვითვისათვის ეფუძნება სწორედ მითითებული მუხლის დანაწესს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სადავო გარემოების დადეგნისას სასამართლო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილი სტანდარტით. ზიანის ფაქტისა და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომესაც მიადგა ზიანი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მისი მხრიდან გადასახდელი ფულადი ვალდებულების პირობებში მოახდინა მიყენებული ზიანის გამოთვლა და აღნიშნული თანხის დაქვითვა მოსარჩელისათვის. სასამართლო განხილვის ფარგლებში, სწორედ ფულადი ვალდებულების მითითებული მიზეზით შეუსრულებლობის პირობებში, მოსარჩელე მხარე გახდა ,,იძულებული“ მოეხდინა იმ გარემოების მტკიცება, რომ მისი მხიდან არ მომხდარა მითითებული ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი, და იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ოდენობის ზიანი ვერ დადგენოდა. სწორედ მოსარჩელე მხარეს ,,მოუწია“ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ მტკიცებულებების წარმოდეგნა, რაც ზიანის ოდენობის სარწმუნოობის და მისი აღნიშნული ოდენობით არ არსებობის ფაქტს დაადგენდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ 57 587.75 ლარი არ წარმოადგენს ნივთის ნაკლის გამო შესრულებული სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯს. ნათელია, რომ გაზის მილსადენის გაწმენდის სამუშაოები საბოლოოდ შეასრულა სწორედ შემსრულებელმა (მოსარჩელემ) და აღნიშნულისათვის რაიმე ხარჯის გაღება არ მომხდარა მოპასუხე მხარის მიერ. მითითებული გაქრეული გაზის ღირებულება წრამოდგენს ზიანს, რომლის არსებობისა და ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხე მხარეს და მხოლოდ მითითებული ოდენობის თანხის დაქვითვის შესაძლებლობის გამო, იგი ვერ გათავისუფლდება აღნიშნული მტკიცების ტვირთისაგან.
ზიანის ოდენობის დადგენისათვის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 28.01.2019 წლის დასკვნის თანახმად, ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვებზე: 1. რა რაოდენობის (მ3) ბუნებრივი აირი იყო გაზგამანაწილებელ ქსელში სისტემაში/გაზსადენში (ქ. თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე - 7645 გრძ/მ; 0.6 მგპა; დ-315 მმ) მის გაქრევამდე, სრულ დაცლამდე; 2. დროის რა პერიოდი დასჭირდებოდა ასეთი მოცულობის ბუნებრივი აირის გაქრევას, დაცლას, თუ დაცლა ხდებოდა დ-100 მმ დიამეტრის საქრევი მილიდან გაზსადენის ერთი გმს-დან, რომელიც მდებარეობს გაზსადენის ბოლო წერტილში; 3. გაზგამანაწილებელი სისტემიდან ბუნებრივი აირის გაქრევისას ეცემა თუ არა სისტემაში თავდაპირველად არსებული წნევა და იზრდება თუ არა გაქრევის დრო, ექსპერტმა დასკვნით ნაწილში უპასუხა, რომ 1. ქ. თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე, 7645 გრძ/მ სიგრძის, 315 მმ გარე დიამეტრის და 0.6 მგპა წნევის ქვეშ არსებულ გაზგამანაწილებელ პლასტიკურ მილში იქნებოდა დაახლოებით 2396.8 მ3 მოცულობის ბუნებრივი აირი; 2. ნებისმიერ შემთხვევაში მილიდან გამომავალი ბუნებრივი აირის ნაკადი დროსთან მიმართებაში მცირდება ექსპონენციალური დამოკიდებულებით და ამდაგვარი ბუნებრივი დაცლა გაგრძელდება მანამ, სანამ ბუნებრივი აირის წნევა მილში არ გაუტოლდება გარე ატმოსფერულ წნევას. ასეთი გათანაბრება გაგრძელდება არა საათების, არამედ დღეების განმავლობაში და საბოლოოდ ბუნებრივი აირის მოცულობა მილში წნევების გათანაბრებისას იქნება 399.47 მ3, რომლის გამოდევნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი იძულებითი ჰაერით გაქრევით. ასეთ შემთხვევაში, დროის ზუსტი განსაზღვრა გამოთვლითი მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებით, შესაბამისი დიფერენციალური განტოლების ამოხსნით, რაც მოითხოვს ასევე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რისი საშუალებაც ექსპერტიზის ბიუროს ამ ეტაპზე არ გააჩნია. 3. გაზგამანაწილებელი სისტემიდან ბუნებრივი აირის გაქრევისას, თუ მას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, წნევა ეცემა განუწყვეტლივ, დროსთან მიმართებით ექსპონენციალური დამოკიდებულებით, რაც ამასთანავე ზრდის გაქრევის დროს. მილის სრული დაცლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იძულებითი წესით, კერძოდ, ჰაერის ან გაზის დაბერვით.
ასევე, მოპასუხემ დაზუსტებულ შესაგებელთან ერთად წარმოადგინა სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელთაგან საქმისთვის მნიშვნელოვანია 2016 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული # 01-06-01/2311 წერილი და 2016 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული #1 აქტი. აღნიშნულ ორ დოკუმენტში საუბარია გაზსადენიდან გაზის გაქრევაზე. 2016 წლის 14 ნოემბრის წერილზე არის მოპასუხის სხვადასხვა პასუხისმგებელი პირის ვიზირების ხელმოწერები, რომელთა თარიღად მითითებულია 2016 წლის 11 ნოემბერი, შესაბამისად, ეს არის თარიღი როცა მომზადდა წერილი. წერილის მესამე აბზაცში აღნიშნულია, რომ მოხდა გაზსადენში დაგროვილი ბუნებრივი გაზის გაქრევა, თუმცა არ არის მითითებული მისი მოცულობა. შესაბამისად, მითითებული წერილის შინაარსით დგინდება, რომ 2016 წლის 11 ნოემბრისთვის უნდა მომხდარიყო გაზის გაქრევა. 2016 წლის 18 ნოემბრით დათარიღებულ #1 აქტით მოპასუხის წარმომადგენლები ადასტურებენ რომ 2016 წლის 18 ნოემბერს 15:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ არსებული გაზსადენიდან მოახდინეს გაზის გაქრევა. ამ ორი მტკიცებულების ურთიერთშედარებით არ დასტურდება გაზსადენიდან გაზის გაქრევის ფაქტი და თუკი მოხდა გაქრევა ამ გაქრეული გაზის ზუსტი მოცულობა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს ან 14 ნოემბერს ყ--------------------–--ის წარმომადგენლებს შეუძლებელია ჰქონოდათ ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბერს გაზის გაქრევის თაობაზე. 2016 წლის 18 ნოემბრის აქტში მითითებულია, რომ გაზის გაქრევა მოხდა გაზსადენის მხოლოდ ერთი წერტილიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ არსებული გაზსადენიდან. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გაქრეულად დასახელებული მოცულობის გაზის გაქრევას გაზსადენის ერთი წერტილიდან სჭირდება არა საათები არამედ დღეები, რაც ნიშნავს რომ #1 აქტში მითითებული 5 საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო 76 917 მ გაზის გაქრევა.
ასევე, საყურადღებოა მოპასუხის მიერ თავდაპირველ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილი 2016 წლის 16 დეკემბრის #01-06-01/2605 წერილი, რომელშიც გაქრეული გაზის ღირებულებად მითითებულია 82 059.75 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 დეკემბრის #01-06-01/2696 წერილით ღირებულებად მითითებულია 24 372 ლარით ნაკლებია. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დაუზუსტებელი და სარწმუნო მტკიცებას საჭიროებს გაზის გაქრევის ფაქტი და მისი მოცულობა.
ასევე, გაქრეული გაზის ღირებულების გარდა საკამათოა მისი ღირებულების განსაზღვრის წესი, ტარიფი რომლითაც ხდება გაანგარიშება. მისი ღირებულების განსაზღვრისათვის მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ კომპანიის ბუღალტერიის მიერ შედგენილი ფინანსური დოკუმენტი. მოპასუხე მხარის მიერ გაქრეული გაზის საფასურის/ღირებულების (57687.75 ლარი) გაყოფით ბუნებრივი გაზის კომერციულ ტარიფზე 0.75 ლარზე მიიღება მოპასუხის განცხადებით გაქრეული გაზის მოცულობას 76 917. შესაბამისად, თანხის გამოთვლა განხორციელდა კომერციული ტარიფით და არა მომხმარებლისათვის დაგენილი ტარიფით (0.456 ლარი). სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ზინის გამოთვლა მითითებული ტარიფით (მიუხედავად გაქრეული გაზის მოცულობის დაუდგენლობის პირობებისა) ვერ იქნება გაზიარებული და სარწმუნო, ვიანიდან გაზსადენში არსებული გაზის მომხმარებელი ვერ იქნებოდა მხოლოდ კომერციული მომხმარებელი. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაში შეუძლებელია იდენტიფიცირება და არც სხვა მტკიცებულებით დასტურდება სად არის გადაღებული, ვინ არიან აღბეჭდილნი მასზე და რა პროცესია აღბეჭდილი. ამასთან, გადაღების თარიღად მითითებულია 2016 წლის მაისი-ივნისის კონკრეტული დღეები, მაშინ როდესაც გაზსადენი შემოწმდა და მოპასუხემ ჩაიბარა 2016 წლის ოქტომბრის თვეში. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერების მოკლე ფრაგმენტებს, შეუძლებელია კონკრეტული ფაქტების იდენტიფიცირება და მეტიც, კონკრეტული ზიანის ოდენობის დადასტურება. ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა ვერ გამოდგება შესაგებელით შედავებული გარემოებების სამტკიცებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 აპრილის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-23);
- 27.10.2016 წლის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 43-46);
- მხარეთა მიმოწერა, წერილები (ტომი I, ს.ფ. 113-118);
- 28.01.2019 წლის დასკვნა (ტომი II, ს.ფ. 12-20);
- 14.11.2016 წლის წერილი (ტომი I, ს.ფ.192);
- 18.11.2016 წლის აქტი N1, N2 (ტომი I, ს.ფ. 220-221);
- ტელეფონოგრამები (ტომი I, ს.ფ. 199-208,);
- ფოტომასალა (ტომი I, ს.ფ. 315-324);
- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 394-ე, 417-418-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2016 წლის 14 აპრილს, შპს ,,ყ--------------------–--ს“ და შპს ,,ე-------------- 2---“-ს შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „მიმწოდებლის“ მიერ „შემსყიდველის“ დავალებით და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გაზგამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება (შემდგომში - „სამუშაოები“). 1.2. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ხელშეკრულების დანართი No1-ის სახით. 1.3. სამუშაოები მოიცავდა მაღალი წნევის (0,6 მგპა., დ-315მმ.) მიწისქვეშა პოლიეთილენის გაზსადენის (შემდგომში - „გაზსადენი“) მშენებლობას, ქ. თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე. 1.4. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო „შემსყიდველის მასალით, მისივე დაკვეთით მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 451064,82 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, 2 (ორი) ეტაპად, შემდეგი პირობების დაცვით: 4.2.1. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში „შემსყიდველი“ წინასწარ გადაიხდიდა სამუშაოების ჯამური ღირებულების 30%-ს, რაც შეადგენს 135319,44 ლარს; 4.2.2. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ფაქტიურად შესრულებული/მიწოდებული სამუშაოების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, „შემსყიდველისათვის“ ფორმა No2-ის, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორებისთვის „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო წარმოედგინა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტში მითითებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული და მოპასუხე მხარის მიერ აუნაზღაურებელი სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 60 544.04 ლარს.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად წარმოშობილი ზიანისათვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.3.13 პუქნტის ტანახმად, ,,მიმწოდებელი“ (შპს ,,ე-------------- 2---“) ვალდებულია უშუალოდ და სრულად აუნაზღაუროს ,,შემსყიდველს“ და/ან მესამე პირებს სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანი.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა დასაბუთებული იქნა თავად მოსარჩელე მხარის მიერ ზიანის მიყენების ფაქტით, რაც გადასახდელი ფულადი თანხის დაქვითის სამართლებრივი წინაპირობა გახდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, (იხ. გადაწყვეტილების 3.2.13 პუქნტი), მოპასუხე მხარის მიერ დადატურებული ვერ იქნა ზიანის, კეროდ, 57 687.75 ლარის არსებობის ფაქტობრივი გარემოება. სასამართლოსათვის ასევე ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია დაქვითული თანხის (მასალების დანაკლისი) 856.29 ლარის ოდენობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება, ვიანიდან აღნიშნულის თაობაზე სარწმუნო შედავება და დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა. ასევე, დაქვითული თანხა მოიცავს საჯარიმო თანხას 2000 ლარის ოდენობით, რომლიც დაქვითულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზდამხედველობის სამსახურის სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე. საქმეზე წარმოდენილი მითითებული ადმინისტრაციული აქტით დგინდება, რომ დამღვევ და შესაბამისად, ჯარიმის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სწორედ მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ი“ და არა შპს ,,ე-------------- 2---“. მოპასუხე მხარის მითითება, რომ მოსარჩელე მხარის უმოქმედობის შედეგად მოხდა მითითებული საჯარიმო სანქციის დაკისრება, მისი მხდიდან გარდა სიტვიერი განმარტებისა, რასაც თავისივე ახსნა-განმარტებით შეეწინააღმდეგა მოსარჩელე მხარე, ვერ იქნა დადასტურებული სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ზიანის ფაქტისა და მისი ზუსტი ოდენობის არ არსებობის პირობებში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის - 60 544.04 ლარის დაკავება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მითითებულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 4.2.2. მუხლის შესაბამისად საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2016 წლის 10 ნოემბერი, რომელიც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად არ იქნა სრულად და დადგენილ ვადაში შესრულებულა. ხელშეკრულების 7.4. მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალებულების შეუსრულებლობის საფუძვლით შპს „ე--------------ი 2---“-ს აქვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება გადაუხდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით ვადაგადაცილების დღეზე. ეს უფლება შპს „ე--------------ი 2---“-მ გამოიყენა და 2017 წლის 12 იანვრის წერილით მოპასუხეს აცნობა/მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს და ძირითადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 27.10.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 418 903.05 ლარიდან მოპასუხე მხარის მიერ ანგარიშსწორება განხორციელდა შემდეგი სახით: 135 319.44 ლარის გადახდა მოხდა 2016 წლის 24 მაისს, 200 000 ლარის - 29 ნოემბერს, 59 211.61 ლარის - 15 დეკემბერს და 24 372 ლარი - 29 დეკემბერს. დაგდენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების ვადა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად და გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით წარმოადგენდა 2016 წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად, ვადის დარღვევისათვის თანხის პერიოდულად ჩარიცხვის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გადასარიცხი თანხის 344 127.65 ლარის 0.1%-ის 10 ნოემბრიდან 29 ნოემბრის (ვადაგადაცილების 19 დღეზე) დროის პერიოდზე - 6 538.413 ლარის; გადასარიცხი თანხის 144 127.65 ლარის 0.1%-ის 29 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე (ვადაგადაცილების 16 დღეზე) დროის პერიოდზე გადახდა- ჯამში 2 306.032 ლარისა და გადასარიცხი თანხის 84 916.04 ლარის 0.1%-ის 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე (ვადაგადაცილების 14 დღეზე) დროის პერიოდზე გადახდა- 1188.6 ლარის ოდნეობით, დასაბუთებიულია. ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს მპსარჩელე მხარის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი ფულადი ვალდებულების ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. აქვე სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარეები მეწარმე სუბიექტები არიან, არ არსებობს მოპასუხე მხარის დასაბუთებული შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენების ფაქტობრივი წინაპირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 4106.05 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 156.95 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს,,ე--------------ი 2---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ყ--------------------–--ს“ შპს,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 60 544.04 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ყ--------------------–--ს“ შპს,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 10 033.05 ლარის გადახდა.
4. შპს ,,ყ--------------------–--ს“ შპს,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 29 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 60 544.04 ლარის 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. შპს ყ--------------------–--ს“ შპს,,ე--------------ი 2---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი თანხის 4106.05 ლარის ანაზღაურება.
6. შპს,,ე--------------ი 2---“-ს დაუბრუნდეს მის მიერ 30/01/2017 წლის №1--------- საგადახდო დავალებით სს თიბისი ბანკის მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2883 ლარის ნაწილი - 156.95 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე