გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 111310019003186825
№3/2-2019
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი
მოსარჩელე - თ---------------;
წარმომადგენელი - ხ-------------–---–-;
მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - კ-------–-------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–----------- გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს - თ---------------ს 2019 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას დაევალოს მოსარჩელის - თ---------------- სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2019 წლის 01 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, თ---------------მ 2----–-–---------–--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა ასაკობრივი პენსიის დანიშვნა, რომელზედაც ეთქვა უარი 2----–-–---------–--- გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის N---- საფუძველზე. მოპასუხემ წერილობით პასუხში განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე თ--------------- დასაქმებულია ს----–-–----------------------–--------------------–------ ,-----–---–--- იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნის უფლებას. ს----–-–----------------------–---------------------–--------------–----- თავისი ბუნებით, საქმიანობით წარმოდგენს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული არაერთი გადაწყვეტილება. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ მე-4 მუხლი კი აწესებს იმ შეღავათებს, რომლის მიხედვითაც სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების თანამშრომლების საქმიანობა არ ითვლება საჯაროდ და ისინი უფლებამოსილნი არიან აიღონ ასაკობრივი პენსია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- გადაწყვეტილება N---- ეწინააღმდეგება კანონს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოქალაქე თ---------------მ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა 2----–-–---------–--- და შესაბამის გრაფაში აღნიშნა, რომ ახორციელებს საჯარო საქმიანობას. თ---------- წარადგინა ცნობა, რომ იგი მუშაობს ,-----–---–---. აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამსახურში მუშაობის გამო. ,-----–----- არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რის გამოც მასთან როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მუშაობენ ცენტრთან შექმნილ შემდეგ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი და ინსტიტუტი ოპტიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა შესაგებელში ასევე მითითებულია, რომ სარჩელის დაუშვებლობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
კანონით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ვალდებულება ნიშნავს, ადმინისტრაციულ წარმოებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობის დაცვისა და აღდგენის უზრუნველყოფის გარანტს, მით უფრო იმ პირობებში, თუ დადგინდა, რომ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჩივრის ავტორის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო ღონისძიებას. ამრიგად, ზემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოსათვის საჩივრით მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს საჩივრის ავტორის ინდივიდუალურ, სუბიექტურ მოსაზრებასა და საჩივრის განხილვის შედეგის მიმართ მის უიმედო მოლოდინზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------- დასაქმებული არის ს---------–-–----------------------–--------------------–-------------–---–-------------ს პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-ს---------–-–----------------------–---------------------–--------------–------------–-–---------------- ცნობა;
3.1.2. თ---------------ს საპენსიო ასაკი - 65 წელი შეუსრულდა 2----–-–----------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
3.1.3.მოსარჩელემ 2----–-–---------–--- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- N---- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-2----–-–----------–------------------ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილების პასუხი;
-2----–-–---------–---- N---- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულება;
-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის N1120 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–----------------------–--------------–-------------–----
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-105 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცბულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს თ---------------- მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ: ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- N---- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილებას უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----------------ათვის 2019 წლის 01 აგვისტოდან პენსიის დანიშვნის თაობაზე. ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს თ---------------- სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2019 წლის 01 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ასევე, ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- N---- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
6.4. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად: 1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. 2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. 3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანხმად კი საჯარო საქმიანობაა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ მესამე მუხლის თანახმად კი მოცემულია ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი; ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა; გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ რომ სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–--------------–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც გახდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ აღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. შესაბამისად სადაო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ახორციელებს თუ არა თ--------------- საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა დადგინდეს ს---------–-–----------------------–---------------------–------- ,-----–-----, სადაც ამჟამად მუშაობს მოსარჩელე, წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ფორმა მოცემულ დავას იწვევს.
6.5.საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო ს---------------–--------------------–------------–----- და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს----–-–----------------------–---------------------–--------------–----.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–--------------------–------------–----- დებულების თანხმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება;ა.ბ) ვარგისიანობისა და ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;ა.გ) უტილიზაცია;ა.დ) რეალიზება;ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვაგვარი გამოყენება. ბ) ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის უტილიზებული) გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის; გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;დ) მრეწველობაში სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისების ორგანიზება, სერიული წარმოების ორგანიზება და/ან მონაწილეობის მიღება ასეთ საქმიანობაში;ე) სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;ვ) საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;ზ) სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება; თ) სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;ი) სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;კ) სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;ლ) საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;ნ) სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობების შესწავლა და სათანადო წინადადებების მომზადება;ო) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;პ) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება;ჟ) ცენტრის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება და ცენტრისათვის მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; რ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები და ფუნქციები.
სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავა ეხება სახელმწიფო პენსიის დანიშვნას, მის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოებს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს; შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამ კანონის ყველა ნორმა განმარტებული უნდა იქნას ტერმინთა განმარტების შესახებ ამავე კანონის მე–4 მუხლში მოცემული მნიშვნელობით, ამავე კანონის მიზნებთან შესაბამისობაში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პენსიის ადმინისტრირების ორგანომ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაადგინოს პენსიის დანიშვნის მომთხოვნი პირი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას; ამასთან, მან პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის საჯარო საქმიანობად შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ „ სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტში მოცემული განსაზღვრებით, რომლის მიხედვით საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობისა.
სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ,,დელტას’’ საქმიანობა არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც საჯარო სამსახურში საქმიანობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-77-75(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლომ, ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–---- სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ ,,სსიპ ს----–-–----------------------–--------------------–------ „----–------ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–---- კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. თ. ლ-ე, რომელიც ექსპერტად მუშაობს სსიპ - ს----–-–----------------------–--------------------–------------–---–-“, არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას''.
ამრიგად, უდავოა ის გარემოება, რომ ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–----, სადაც მოსარჩელე თ--------------- მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელეს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად არ დაენიშნა კანონმდებლობით გარანტირებული პენსია და შესაბამისად მიადგა ზიანი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. აშკარაა, რომ კანონმდებელმა, ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქამიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული.
გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე თ--------------- საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–-----ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- №---- გადაწყვეტილება, მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ---------------ს დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2019 წლის 1 აგვისტოდან, და ასევე აუნაზღაურდეს მიუღებელი პენსია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ---------------ს დაენიშნება სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2019 წლის 1 აგვისტოდან, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას უნდა დაევალოს მოსარჩელის - თ---------------- სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2019 წლის 01 აგვისტოდან.
6.7. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას - სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–---- №---- გადაწყვეტილებაში მითითებულია, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი შემდეგი სახით - გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ხოლო სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარე თავად ირჩევს უფლებას თუ რა წესით გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც არ ართმევს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოიყენა გასაჩივრების უფლება.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს დარღვეული აქვს გასაჩივრების 1 თვიანი ვადა. აღნიშნულ საკითხზე მოპასუხე მხარეს მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლზე. კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-------------------------- წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ხ-------------–---–- აღნიშნულ დღეს გაეგზავნა თ----------------ათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარი თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი მხარისათვის გაცნობის დღიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში. ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა გადაწყვეტილება უფრო ადრე, ვიდრე მის წარმომადგენელს და ჩაბარებიდან გაშვებული აქვს გასაჩივრების 1 თვიანი ვადა, ვერ გახდება საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
6.8. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სასამართლი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ სარჩელი დაკმაყოფილდა და საქმეში წარმოდგენილია სალარო შემოსავლის ორდერი, რომელიც მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის - 300 ლარის გადახდას ადასტურებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას უნდა დაეკისროს მოსარჩელის - თ---------------- სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ---------------- (პ/ნ 0----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2----–-–---------–----------- გადაწყვეტილება;
3. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს - თ---------------ს 2019 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას დაევალოს მოსარჩელის - თ---------------- სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 2019 წლის 01 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას თ---------------- სასარგებლოდ დაევალოს ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;
6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. დ.ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა N48) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე