გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
210210018002693161
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002693161

საქმე №2/742-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.12.2019 წ. ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

ს--------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩტაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ ტ---------“ ;

წარმომადგენელი: ქე----------------ა

მოპასუხეები: ავ--------–-----–---–ი, ლე--------–---–ი

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების - ავ--------–-----–---–ის და ლე--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე სს „ ტ---------ს “ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება (1335.00 კვ.მ. ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა ფართით 160 კვ.მ), მდებარე: ს--------- რაიონი, სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდი 56.09.13.1-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „ ტ---------ს “.

 

1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელის დასაბუთება

 

სს „ ტ---------ს “ საკუთრებაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ს--------- რაიონი, სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდი 56.09.13.1--. უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები ავ--------–-----–---–ი და ლე--------–---–ი, რომელიც უარს აცხადებს შენობა-ნაგებობის მესაკუთრისათვის გადაცემაზე, რის გამოც ბანკი ითხოვს უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთის გამოთხოვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ავ--------–-----–---–მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მისი სახლი ბანკის საკუთრებაში გადავიდა გადაუხდელი კრედიტის გამო.

 

3.სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სს „ ტ---------ს“ საკუთრებაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ს--------- რაიონი, სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდი 56.09.13.1--.

 

უძრავ ქონებას ამჟამად ფლობენ მოპასუხეები ავ--------–-----–---–ი და ლე--------–---–ი რაიმე სამართლებრივი საფუძველის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი,- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 158-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე,102-ე, 105-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის I-ი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტავს, რომ არა მფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვლინდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება (1335.00 კვ.მ. ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა ფართით 160 კვ.მ), მდებარე: ს--------- რაიონი, სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდი 56.09.13.1-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე სს „ ტ---------ს “ სახელზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხეები ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელის უძრავი ქონებით და ამავე დროს არ გააჩნიათ ამ ქონების ფლობის კანონიერი უფლება. მოპასუხე არ უარყოფს, რომ სამართლებრივი საფუძველის გარეშე ფლობს ამ უძრავ ქონებას.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე მხარე უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელი, ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.1. რაც შეეხება შუამდგომლობას ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1- ნაწილის „ ე1 “ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოსარჩელეს ადგება ზიანი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მოპასუხე ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ამრიგად, გადაწყვეტილების დაუყონებლივმა აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და მძიმე შედეგები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად: "თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელე მხარეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო და შესაბამისად იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე,102-ე, 105-ე, 243-244-ე, 248-249ე, 268-26ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ ტ---------ს “ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეების - ავ--------–-----–---–ის და ლე--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე სს „ ტ---------ს “ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება (1335.00 კვ.მ. ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა ფართით 160 კვ.მ), მდებარე: ს--------- რაიონი, სოფელი ქ--------------, საკადასტრო კოდი 56.09.13.1-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „ ტ---------ს “.

 

3. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე გათავისუფლებია ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) ს--------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე