განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119002935700
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1536-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ნ----- გ-------–ის

სტაჟიორ-პროკურორის – გ-------------–----ის

ბრალდებულების – შ--–-- კ-----ის და დ-------- ჯ------ას

ბრალდებულების ადვოკატის – ლ-–- ტ--–--–--ის

ბრალდებულ შ.ჯ------ას ადვოკატის – ნ-----–ა ჩ--------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

– შ--–-- დ------ს ძე კ-----ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ------–--–--------------–--------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

– დ-------- ლ-----ს ძე ჯ------ას, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–-- კ-----ეს წარედგინა ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- ჯ------ას წარედგინა ბრალდება ძალადობისათვის, კერძოდ, ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, გამოძალვისათვის, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნისათვის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–-- კ-----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, შ--–-- კ-----ემ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ნ--- ბ--------–---–ს განზრახ მიაყენა მარჯვენა ბარძაყის არეში ჭრილობა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- ჯ------ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ-------- ჯ------ამ ცულის ტარი დაარტყა ლ---- ბ--------–---–ს, რის შემდგომაც გაშლილი ხელის მტევანი სამჯერ დაარტყა მას თვალისა და ლოყის არეში, რა დროსაც ლ---- ბ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------- ჯ------ამ სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 (ათი ათასი) ლარი მოსთხოვა ლ---- ბ--------–---–ს, რა დროსაც მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას. ლ---- ბ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ-------- ჯ------ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ---- ბ--------–---–ს, იმ შემთხვევაში, თუ იგი პოლიციას შეატყობინებდა მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ იქნა შ--–-- კ-----ის მიერ ნ--- ბ--------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, ესე იგი სხეულის დაზიანების ფაქტი, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ასევე დადასტურებულ იქნა დ-------- ჯ------ას მიერ ლ---- ბ--------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, კერძოდ, ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დ-------- ჯ------ას მიერ ლ---- ბ--------–---–ის მიმართ გამოძალვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენა, რის გამოც ბრალდებების ამ ნაწილში დ-------- ჯ------ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა შ--–-- კ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა დ-------- ჯ------ასთან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვიღაცამ დაურეკა მობილურ ტელეფონზე. მის კითხვაზე დ-------- ჯ------ამ უპასუხა, რომ დაურეკა ნ----–-- (ნ--- ბ--------–---–მა), რომელიც უნდა ენახა. ნ--- ბ--------–---–ი, ლ---- ბ--------–---–ი, ვ-–-------- ა--–------- და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პირი მივიდნენ დ-------- ჯ------ას სახლთან - ქ-------–--–----------------------თან, რა დროსაც საუბარი დ-------- ჯ------ასა და ნ--- ბ--------–---–ს შორის წარიმართა რაღაც ტელეფონთან დაკავშირებით, რის შესახებაც მანამდე თავად არაფერი იცოდა. აღნიშნული საუბრისას ნ--- ბ--------–---–ს რაღაც საგანი დაუვარდა, მან ჩათვალა, რომ დაუვარდა მობილური ტელეფონი, რის ასაღებადაც ნ--- ბ--------–---–იც დაიხარა და თვითონაც, თუმცა მან დაასწრო აღება და ისე, რომ არ იცოდა რა საგანი აიღო, აღებისთანავე მოხდა გასროლა, ხოლო ნ--- ბ--------–---–მა დაიყვირა - „ვაიმე ფეხიო!“, თუმცა ვინაიდან იგი იდგა ფეხზე, ვერ წარმოიდგინა, რომ ნ---ს მოხვდა ტყვია. ამავე დროს დაინახა, რომ დ-------- ჯ------ას და ლ---- ბ--------–---–ს შორის იყო კამათი და ძიძგილაობა, კერძოდ, ლ---- ბ--------–---–ი ხელებს და ფეხებს ურტყამდა დ-------- ჯ------ას, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მის მოგერიებას. ასევე დაინახა, რომ დ-------- ჯ------ა ძირს იყო დაცემული, ფეხზე ხელს იკიდებდა და ლ---- ბ--------–---–ისაგან ითხოვდა, რომ აღარ დაერტყა. იგი შეეცადა დახმარებოდა მეგობარს და ლ---- ბ--------–---–ი და დ-------- ჯ------ა გააშველა, ხოლო, როდესაც უკან დაბრუნდა, ნახა, რომ ნ--- ბ--------–---–ი ძირს იწვა და ფეხზე ხელი ჰქონდა მოკიდებული. აღნიშნულის დანახვაზე, იქ მყოფი პირებისაგან ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას, რადგან თავად ტელეფონი არ ჰქონდა. შემდეგ მივიდა მათი უბნელი და მეგობარი ლ-–- ქ---------ე, რომელმაც ნ--- ბ--------–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო თვითონ ყურადღება მიაქცია დ-------- ჯ------ას.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა დ-------- ჯ------ამ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს, მეგობარ ი-----–-ს ათხოვა თავისი მობილური ტელეფონი, რადგან შეყვარებულისათვის უნდოდა ტელეფონის შეძენა და უნდა შეხვედროდა პირს, ვისგანაც ტელეფონი უნდა შეეძინა. საღამოს თავისი ტელეფონის გამოსართმევად დაურეკა აღნიშნულ მეგობარს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ხ--–---ის ქუჩაზე და ვინაიდან თავადაც იქვე ახლოს იმყოფებოდა, მიაკითხა მას ტელეფონის გამოსართმევად, სადაც დახვდა ნ--- ბ--------–---–ი და შეიტყო, რომ ი-----–-ს ნ---საგან უნდა ეყიდა მობილური ტელეფონი. ი-----–-მ ნ---ს სთხოვა, გადაეცა მისთვის შესაძენი მობილური ტელეფონი შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რაზეც ნ---მ უარი უთხრა. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, მეგობარმა გ----მ უთხრა, რომ ნ--- ბ--------–---–ს მისთვის უთქვამს „დ-----ს ჩემთვის ტელეფონის წართმევა უნდოდაო“, რის გამოც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, დაურეკა ნ---ს და სთხოვა შეხვედრა, რათა დაერწმუნებინა ნ--- თავისი მოსაზრების უსაფუძვლობაში. საღამოს ის და შ--–-- კ-----ე შეხვდნენ ნ--- ბ--------–---–ს, რომელსაც თან ახლდნენ ლ---- ბ--------–---–ი, ვ-–-------- ა--–------- და კიდევ ერთი უცნობი პირი. მან ნ--- ბ--------–---–ს უთხრა, რომ იყო მასზე ნაწყენი, რადგან უსაფუძვლოდ იფიქრა მისთვის ტელეფონის წართმევის შესახებ. საუბრისას დაინახა, რომ ნ---მ მუცელზე ხელი მოიკიდა, რის შემდეგაც გაიგონა მეტალის საგნის დავარდნის ხმა, მის ასაღებად დაიხარნენ ნ---ც და შ--–--ც, ხოლო შ--–-- კ-----ის წამოდგომისას, ვიდრე გასწორდებოდა, გაიგონა გასროლის ხმა. ნ--- ბ--------–---–მა ხელი მიიდო ფეხზე და დაიძახა „ვაიმე ფეხიო!“. ამ დროს ლ---- ბ--------–---–მა შექმნილი ვითარება მას დააბრალა და დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ხელებისა და ფეხების დარტყმა. იგი მოგერიების მიზნით თავადაც ურტყამდა სახეში ხელს. მას ინციდენტის დროს ცული არ ჰქონია, ასევე, 10 000 ლარი არ მოუთხოვია ლ---- ბ--------–---–ისათვის და არც მისი და მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია.

 

მიუხედავად ბრალდებულთა პოზიციისა მათი უდანაშაულობის შესახებ, შ--–-- კ-----ის მიერ ნ--- ბ--------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი და დ-------- ჯ------ას მიერ ლ---- ბ--------–---–ის ცემის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

დაზარალებულ ლ---- ბ--------–---–ის ჩვენების თანახმად, ის და მისი ბიძაშვილი - ნ--- ბ--------–---–ი ჰყიდიდნენ ამერიკიდან ჩამოტანილ მობილურ ტელეფონებს. 2019 წლის 17 თებერვალს, ნ--- ბ--------–---–თან და საერთო მეგობარ ვ-–-------- ა--–------თან ერთად იმყოფებოდა საბურთალოზე, რა დროსაც ნ--- ბ--------–---–ს დაურეკა მობილური ტელეფონის შეძენის მსურველმა მათთვის უცნობმა პირმა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ნ--- ბ--------–---–ი აღნიშნულ პიროვნებას შეხვდა ხ--–---ის ქუჩაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თვითონ და ვ-–-------- ა--–-------, ხოლო შემდეგ ტელეფონის შეძენის მსურველ პირთან მივიდა მისთვის მანამდე უცნობი, თუმცა ნ--- ბ--------–---–ისა და ვ-–-------- ა--–-------სათვის ნაცნობი პირი - დ-------- ჯ------ა. უცნობი პირი ნ--- ბ--------–---–ს სთხოვდა მობილური ტელეფონის გატანებას შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რასთან დაკავშირებითაც დ-------- ჯ------აც ეუბნებოდა, რომ ტელეფონის შემძენი უცხო არ იყო, მისი მეგობარი იყო და ტელეფონი არ დაეკარგებოდა, თუმცა ნ--- ბ--------–---–მა მაინც უარი უთხრა ტელეფონის გატანებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით, ნ--- ბ--------–---–მა მას უთხრა, რომ „ყიდვა კი არა, ტელეფონის წართმევა უნდოდათ და ამიტომ არ გავატანეო“. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, იგი დაუკავშირდა ნ--- ბ--------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ დ-------- ჯ------ამ დაურეკა და მასთან შესახვედრად უნდა წასულიყო. ის, ნ--- ბ--------–---–ი და ვ-–-------- ა--–------- შეხვდნენ დ-------- ჯ------ას ქ. თბილისში, ნ-----------------------თან, სადაც დ-------- ჯ------ასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ შ--–-- კ-----ე, ი-–-- კ--------- და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი. შევიდნენ არკაში, სადაც ნ--- ბ--------–---–ი, დ-------- ჯ------ა და შ--–-- კ-----ე საუბრობდნენ წინა დღით განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, დ-------- ჯ------ა ნ--- ბ--------–---–ს ეკითხებოდა, თუ რატომ იფიქრა, რომ იგი მობილური ტელეფონის წართმევას აპირებდა. მათ შორის საუბარი დაიძაბა და ამ დროს შ--–-- კ-----ემ შარვლის წინა უბიდან ამოიღო შავი ფერის პატარა ზომის იარაღი, გადატენა და გადატენისთანავე მოხდა გასროლა, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ შ--–-- კ-----ემ მიზანმიმართულად ესროლა ნ--- ბ--------–---–ს, მას არ შეუძლია. ნ--- ბ--------–---–მა შ--–-- კ-----ეს ჰკითხა: „რატომ მესროლეო?“ და ორივე ხელი ფეხზე მოიკიდა. აღნიშნულზე ი-–-- კ---------მ, ვ-–-------- ა--–------მა და მეორე მხარეს მყოფმა მისთვის უცნობმა მეოთხე პირმა დაჭრილი ნ--- ბ--------–---–ი ძირს დააწვინეს. ამავდროულად, დ-------- ჯ------ამ მარჯვენა მკლავიდან ჩამოიღო პატარა ზომის საოჯახო ცული, „გუშინ შენც იქ არ იყავიო?“ და აგრესია გადაიტანა მასზე, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ორჯერ მოუქნია ცული, რომლის ტარიც მოხვდა მკლავზე, ასევე, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი. დ-------- ჯ------ა მისგან ასევე მოითხოვდა 10.000 ლარის მიტანას, კერძოდ, ითხოვდა, რომ დაერეკა მშობლებთან და მიეტანათ მისთვის აღნიშნული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა მისი და მშობლების სიცოცხლის მოსპობით. იქ მყოფმა პირებმა ისინი გააშველეს, რის შემდეგაც იგი გაერიდა დ-------- ჯ------ას და არკიდან გავიდა გარეთ, თუმცა დ-------- ჯ------ა გაჰყვა მას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებდა. შემდეგ დასახმარებლად დაურეკეს მეგობარ - ლ-–- ქ---------ეს, რომლის ავტომანქანითაც გადაიყვანეს დაჭრილი ნ--- ბ--------–---–ი საავადმყოფოში. ლ---- ბ--------–---–ის განმარტებით, დ-------- ჯ------ას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზიანებები მიიღო სახისა და მკლავის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ლ---- ბ--------–---–ის სხეულზე ფიზიკური დაზიანებების თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 2019 წლის 28 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოქალაქე ლ---- ბ--------–---–ს შემოწმებისას (19.02.2019 წ-ს) აღენიშნებოდა - მარცხენა თვალბუდის, მარცხენა წარბის, მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

დაზარალებულ ნ--- ბ--------–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 17 თებერვალს, ბიძაშვილ ლ---- ბ--------–---–თან და მეგობარ ვ-–-------- ა--–------თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, საბურთალოზე, რა დროსაც მას დაურეკა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით ითხოვდა მასთან შეხვედრას. აღნიშნულ პირს შეხვდა ხ--–---ის ქუჩაზე, სადაც მალევე მივიდა დ-------- ჯ------აც, რომელმაც უცნობი პირი გააცნო მას და უთხრა, რომ იყო მისი მეგობარი. უცნობი პირი მისგან ითხოვდა მობილური ტელეფონის გატანებას შეყვარებულისათვის საჩვენებლად, თუმცა მან თანხის გარეშე გატანებაზე უარი უთხრა. 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, დაურეკა დ-------- ჯ------ამ და სთხოვა შეხვედრა, რათა გაერკვია, თუ რატომ იფიქრა, რომ ტელეფონის წართმევა უნდოდა. იგი ლ---- ბ--------–---–თან და ვ-–-------- ა--–------თან ერთად მივიდა ჯ------ას სახლთან - ქ. თბილისში, ჩ-------ს ქუჩაზე, სადაც დახვდნენ დ-------- ჯ------ა, შ--–-- კ-----ე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი. დ-------- ჯ------ამ უთხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა, რომ ტელეფონის წართმევა მოენდომებინა, შ--–-- კ-----ემ კი უთხრა: „ყველამ ჩვენი ადგილები ვიცოდეთო“. მათ შორის წარიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც დაინახა, რომ შ--–-- კ-----ეს ხელში ეჭირა იარაღის მსგავსი საგანი, რაც ქვემოთ ჰქონდა მიმართული. აღნიშნულის დანახვაზე, შიშის გამო, უკან გადადგა ნაბიჯი, რა დროსაც გაიგონა იარაღის გადატენვისა და გასროლის ხმა და იგრძნო ფეხის არეში ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ დაინახა, რომ არკაში, მისგან მოშორებით, ლ---- ბ--------–---–ი და დ-------- ჯ------ა რაღაცაზე ძიძგილაობდნენ, დაინახა აგრეთვე დ-------- ჯ------ას მიერ ლ---- ბ--------–---–ისათვის რამდენჯერმე ხელის დარტყმის ფაქტიც, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის შინაარსი არ გაუგია. მოგვიანებით ლ---- ბ--------–---–მა უთხრა, რომ დ-------- ჯ------ა მას სთხოვდა 10.000 ლარს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. შემდეგ მისი მობილური ტელეფონიდან ვ-–-------- ა--–------მა დაურეკა მათ საერთო მეგობარს - ლ-–- ქ---------ეს, რომლის ავტომანქანითაც მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში. დაზარალებულმა ნ--- ბ--------–---–მა არ დაადასტურა შ--–-- კ-----ის მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართული სროლის ფაქტი და აღნიშნა, რომ „მოხდა გასროლა“, თუმცა აღნიშნული გასროლა მოხდა მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, - მას ამის თქმა არ შეუძლია.

 

ნ--- ბ--------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სამედიცინო დოკუმენტაცია და 2019 წლის 27 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს ა-–-------------–----–---–-ს სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #--------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #--------ის ჩანაწერების მიხედვით, ნ--- ბ--------–---–ი აღნიშნულ კლინ---ში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 18.02.19 წ-დან 28.02.19 წ-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ნ--- ბ--------–---–ს აღენიშნება მარჯვენა ბარძაყის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, ბარძაყის ძვლის დიაფიზის დამსხვრეული მოტეხილობით. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 18.02.19 წ-ის თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჭრილობის არხი მდებარეობდა მარჯვენა ბარძაყის სისხლძარღვოვანი კონიდან 1სმ-ით ლატერალურად, მიემართებოდა წინიდან უკან, ზევიდან ქვევით და შიგნიდან გარეთ. მანვე დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დაზიანების სიმძიმის ხარისხის შეფასება ხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე და იგი დამოკიდებული არ არის პაციენტის მდგომარეობაზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტ ნ--- ბ--------–---–ის მდგომარეობა არ იყო მძიმე, თუმცა დაზიანება - მსხვილი ლულოვანი ძვლის ღია მოტეხილობა - ტრავმის მიყენების მომენტში ქმნიდა სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობას და სამედიცინო ჩარევის გარეშე ქმნიდა ლეტალური გამოსავლის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ნ--- ბ--------–---–ის დაზიანება შეფასდა, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ--- ბ--------–---–ის მკურნალი ექიმი - ი----- მ--------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ა-–-------------–----–---–-ს სახელობის კლინიკაში ორთოპედ-ტრავმატოლოგის თანამდებობაზე. 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა მორიგე, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა პაციენტი ნ--- ბ--------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, კერძოდ, ერთი - შემავალი ჭრილობა ბარძაყის წინა მედიალური ზედაპირიდან და მეორე - გამავალი ჭრილობა ბარძაყის უკანა ლატერალურ ზედაპირზე. გადაღებულ იქნა რენტგენოგრაფია, რის შედეგადაც გამოიკვეთა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ცდომით. ვინაიდან ჭრილობების კიდეები იყო დამწვარი, მიიჩნია, რომ ჭრილობა უნდა ყოფილიყო ცეცხლნასროლი. ანგიოლოგის მონაწილეობით ჩატარდა ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციაში სრულყოფილად აისახა პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაცია (მდგომარეობა, დაზიანების ლოკალიზაცია, მიმართულება და სხვა).

 

მოწმე ვ-–-------- ა--–------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ნ--- ბ--------–---–ი ყიდდა მობილურ ტელეფონებს. 2019 წლის 17 თებერვალს, ნ--- ბ--------–---–თან და ლ---- ბ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ხ--–---ის ქუჩაზე, სადაც ნ--- ბ--------–---–ი შეხვდა ტელეფონის შეძენის მსურველ მათთვის უცნობ პირს. მცირე დროის შემდეგ, ასევე მივიდა დ-------- ჯ------ა, რომელიც როგორც შენიშნა, ტელეფონის შეძენის მსურველ აღნიშნულ პირს კარგად იცნობდა, რადგან იგი მეგობრად გააცნო ნ---ს. უცნობმა პირმა ნ--- ბ--------–---–ს სთხოვა მობილური ტელეფონის გატანება შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რაზეც ნ--- ბ--------–---–მა უარი უთხრა. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, დაურეკა ნ--- ბ--------–---–მა და უთხრა, რომ დ-------- ჯ------ას სურდა მისი ნახვა და სთხოვა გაჰყოლოდა. იგი ნ--- ბ--------–---–თან და ლ---- ბ--------–---–თან ერთად მივიდა დ-------- ჯ------ას სახლთან, ჩ-------ს ქუჩა #--ში მდებარე არკაში, სადაც დახვდნენ დ-------- ჯ------ა, შ--–-- კ-----ე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი, ხოლო შემდეგ მივიდა ი-–-- კ---------. დ-------- ჯ------ას, შ--–-- კ-----ესა და მეორეს მხრივ, ნ--- ბ--------–---–ს შორის საუბარი იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით. საუბარი გადაიზარდა კამათში, რა დროსაც გაიგო რაღაც ხმა, რაც მიამსგავსა იარაღიდან გასროლის ხმას და არკიდან გაიქცა. უკან დაბრუნებისას დაინახა, რომ ნ--- ბ--------–---–ი ძირს იყო დაცემული და ფეხზე იკიდებდა ხელს. მან დასახმარებლად დაურეკა ლ-–- ქ---------ეს და ნ--- ბ--------–---–ი მისი ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ლ-–- ქ---------ესთან ტელეფონზე საუბრის დროს შენიშნა, რომ ლ---- ბ--------–---–სა და დ-------- ჯ------ას შორის იყო კამათი და ძიძგილაობა, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის შინაარსი არ გაუგია. მოგვიანებით, ლ---- ბ--------–---–ისაგან გაიგო, რომ დ-------- ჯ------ა მისგან ითხოვდა 10.000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით. მოწმის განმარტებით, დაჭრილ ნ--- ბ--------–---–ს ავტომანქანაში ჩასმაში დაეხმარნენ თავად, ლ---- ბ--------–---–ი და ი-–-- კ---------, ხოლო დ-------- ჯ------ა და შ--–-- კ-----ე იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იყვნენ.

 

მოწმე ლ-–- ქ---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე. 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ნ--- ბ--------–---–ის ტელეფონის ნომრიდან დაურეკა ვ-–-------- ა--–------მა და აღელვებული ხმით უთხრა, რომ მისულიყო კონკრეტულ ადგილას. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ არკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ--- ბ--------–---–ი ძირს იყო დაწვენილი და ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. იქ მყოფმა პირებმა ნ--- ბ--------–---–ი ჩასვეს მის კუთვნილ ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. დ-------- ჯ------ა და შ--–-- კ-----ე იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იყვნენ.

 

ა-–---------- ნ-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------ში ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, უფროს ექსპერტ ვ----– ვ-–----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–----------------------ის არკაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მათ მიერ ამოღებულ იქნა ნიადაგის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქებით და ხის კარზე არსებული დაზიანებიდან ანაწმენდი. ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

ა-–-------------–----–---–-ს სახელობის კლინიკის თანამშრომლებმა - ნ----- მ–---–----ემ და მ------- გ-------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებლები - გ--–- ხ------- და ე---------- ჩ------ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ბრალდებულ დ-------- ჯ------ას მიმართ წარდგენილი გამოძალვისა და მუქარის ბრალდება, კერძოდ, მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებაში სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ დაზარალებულ ლ---- ბ--------–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა დ-------- ჯ------ას მხრიდან მის მიმართ 10.000 ლარის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა მისი და მისი მშობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ასევე დაადასტურა დ-------- ჯ------ას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, თუ იგი მომხდარის შესახებ შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა, სხვა მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა ლ---- ბ--------–---–ის ნათქვამის სისწორეს, სასამართლოში არ წარმოდგენილა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მართალია, სასამართლოს ლ---- ბ--------–---–ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მოწმეების ნ--- ბ--------–---–ის და ვ-–-------- ა--–-------ს ჩვენებებს, რომელთაც ლ---- ბ--------–---–ის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და მუქარის შესახებ შეიტყვეს თავად ლ---- ბ--------–---–ისაგან, სასამართლო მათ ჩვენებებს (ბრალდების ამ ნაწილში) დაზარალებულ ლ---- ბ--------–---–ის ჩვენებისაგან დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს, ვინაიდან ამ მტკიცებულებების პირველწყარო არის ლ---- ბ--------–---–ი ანუ ეს ჩვენებები ნაწარმოებია დაზარალებულის ჩვენებისაგან და საჭირო იყო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც მხოლოდ ერთი წყაროდან არ იქნებოდა წარმოშობილი, რამდენადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ პირველწყარო გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე არასწორი ინტერპრეტაციით აწვდიდეს ინფორმაციას სხვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ჯ------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი გამოძალვისა და მუქარის ბრალდებაში.

 

რაც შეეხება დ-------- ჯ------ას მიერ ლ---- ბ--------–---–ის მიმართ ცემის ფაქტს, ბრალდების ეს ნაწილი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ლ---- ბ--------–---–სა და დ-------- ჯ------ას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებენ როგორც ჩხუბში მონაწილე ორივე პირი (დ-------- ჯ------აც და ლ---- ბ--------–---–იც), ასევე თვითმხილველი მოწმეები - ვ-–-------- ა--–-------, ნ--- ბ--------–---–ი და შ--–-- კ-----ე, თუმცა მხარეებმა განსხვავებული ვერსია შესთავაზეს სასამართლოს. ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ დ-------- ჯ------ამ განახორციელა თავდასხმა ლ---- ბ--------–---–ზე, ხოლო დაცვის მხარემ განაცხადა, რომ თავად ლ---- ბ--------–---–მა განახორციელა თავდასხმა დ-------- ჯ------აზე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ჩხუბის შედეგად დაზიანდა როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული, ქმედების შესაფასებლად უნდა დადგინდეს, ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი პირი, რომელი იყო თავდასხმის და რომელი თავდაცვის მდგომარეობაში, როგორი იყო ძალთა ბალანსი, თითოეული მათგანის ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნ--- ბ--------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და მას არ შეეძლო ბიძაშვილის დახმარება, ნ--- ბ--------–---–ის დაჭრაში ფიგურირებდა იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღარ ეგდო, რაც ლ---- ბ--------–---–ს გაუჩენდა საფუძვლიან განცდას, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარის ხელში იქნებოდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ძალთა ბალანსი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იყო, მათ შორის დ-------- ჯ------ას ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით (იგი დაკავებული იყო სპორტით, კერძოდ, კრივით), ასეთ დროს ჩხუბის ინიციატორი ვერ იქნებოდა ლ---- ბ--------–---–ი და შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ლ---- ბ--------–---–ის ჩვენებას, რომ ჩხუბი დაიწყო დ-------- ჯ------ამ, რომელმაც სცემა იგი და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

 

შ--–-- კ-----ის მიერ აღწერილი სურათი, რომ თითქოს ლ---- ბ--------–---–ი ხელებს და ფეხებს ურტყამდა დ-------- ჯ------ას, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მის მოგერიებას და ლ---- ბ--------–---–ის სთხოვდა, აღარ დაერტყა მისთვის, – სასამართლოსათვის გასაზიარებელი არ არის, რადგან ლ---- ბ--------–---–სა და დ-------- ჯ------ას შორის ფიზიკურ ძალთა ბალანსი იმდენად მკვეთრად განსხვავებულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რომ ამგვარი სურათის არსებობა სარწმუნო არ არის და შესაბამისად, შ--–-- კ-----ის ჩვენების ეს ნაწილიც სერიოზულ უნდობლობას იწვევს.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ--- ბ--------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და მას ლ---- ბ--------–---–ის დახმარება აღარ შეეძლო, ხოლო იგი დაჭრილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, რომელიც არ იყო გადასული მათ ხელში, მხოლოდ საკუთარი სუსტი ფიზიკური ძალის იმედად ლ---- ბ--------–---–ის მიერ მასზე საგრძნობი უპირატესობის მქონე დ-------- ჯ------აზე თავდასხმის განხორციელება სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია, მით უფრო, რომ ექსპერტიზის დასკვნით მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება თავად ლ---- ბ--------–---–ს.

 

რაც შეეხება ლ---- ბ--------–---–ის მიმართ მიყენებულ დაზიანებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ლ---- ბ--------–---–ს 2019 წლის 19 თებერვალს ჩატარებული შემოწმებისას აღენიშნებოდა - მარცხენა თვალბუდის, მარცხენა წარბის, მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები სრულ შესაბამისობაშია ლ---- ბ--------–---–ის განმარტებასთან, რომ დ-------- ჯ------ა მას სახის არეში ურტყამდა ხელს, რასაც ასევე ადასტურებს თავად დ-------- ჯ------ა.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, დ-------- ჯ------ამ ლ---- ბ--------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც ლ---- ბ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ესე იგი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება შ--–-- კ-----ის მიერ ნ--- ბ--------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შ--–-- კ-----ის მიერ მისი ჩადენა, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ნ--- ბ--------–---–მა განმარტა, რომ მან შ--–-- კ-----ის ხელში დაინახა იარაღის მსგავსი საგანი, რომელიც გადატენა და მოხდა გასროლა. შ--–-- კ-----ის მხრიდან იარაღის ამოღების, გადატენვისა და გასროლის ფაქტს ადასტურებს ასევე თვითმხილველი მოწმე ლ---- ბ--------–---–ი. აღნიშნული მოწმე ადასტურებს აგრეთვე გასროლის შედეგად ნ--- ბ--------–---–ის მარჯვენა ბარძაყის არეში დაჭრის ფაქტს. თავად შ--–-- კ-----ე და დ-------- ჯ------ა არ უარყოფენ შ--–-- კ-----ის ხელში არსებული საგნიდან გასროლის ფაქტს, თუმცა დაცვის მხარე უარყოფს ქმედების განზრახ ჩადენას და მოითხოვს ქმედების გადაკვალიფიცირებას ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებაზე, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებთან, ასევე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. კერძოდ:

 

1. დაცვის მხარე უარყოფს შ--–-- კ-----ესა და ნ--- ბ--------–---–ს შორის რაიმე კონფლიქტის, შესაბამისად, დანაშაულის მოტივის არსებობას, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირები - ნ--- ბ--------–---–ი, ლ---- ბ--------–---–ი და ვ-–-------- ა--–------- ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ერთის მხრივ დ-------- ჯ------ას და შ--–-- კ-----ეს, ხოლო მეორეს მხრივ, ნ--- ბ--------–---–ს შორის კამათსა და დაძაბულ საუბარს. ლ---- ბ--------–---–ის თქმით, „მათ შორის საუბარი დაიძაბა“, ნ--- ბ--------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ემ უთხრა: „ყველამ ჩვენი ადგილები ვიცოდეთო“, ვ-–-------- ა--–-------ს განმარტებით კი დ-------- ჯ------ას, შ--–-- კ-----ესა და ნ--- ბ--------–---–ს შორის საუბარი გადაიზარდა კამათში. სწორედ აღნიშნული კამათისა და დაძაბული საუბრის დროს, - ლ---- ბ--------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ემ შარვლის წინა უბიდან ამოიღო შავი ფერის პატარა ზომის იარაღი, გადატენა და მოხდა გასროლა. ნ--- ბ--------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ეს ხელში ეჭირა იარაღის მსგავსი საგანი, რაც ქვემოთ ჰქონდა მიმართული, რა დროსაც მან შიშის გამო უკან გადადგა ნაბიჯი და ამ დროს გაიგონა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა და ფეხის არეში იგრძნო ტკივილი. მაშასადამე, გასროლამდე ნ--- ბ--------–---–სა და შ--–-- კ-----ეს შორის იკვეთება დაძაბული ვითარება და გასროლაც სწორედ ამ ვითარებაში მოხდა.

 

2. სასამართლოსათვის არადამაჯერებელია ასევე შ--–-- კ-----ის ვერსია, თითქოს ნ--- ბ--------–---–ს რაღაც საგანი დაუვარდა, რომლის ასაღებადაც ორივე - ნ--- ბ--------–---–იც და თვითონაც დაიხარნენ, თუმცა მან დაასწრო აღება, რის შემდეგაც ჯერ კიდევ დახრილ მდგომარეობაში მყოფმა გაიგონა რაღაც ხმა, თუმცა არ იცის – რა ხმა. ეს ვერსია არ არის სარწმუნო რამდენიმე არგუმენტის გამო: შ--–-- კ-----ისათვის უცხო არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავად ინახავდა სახლში, კერძოდ, მას შეძენილი და შენახული ჰქონდა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ამდენად, ეს არ იყო იარაღთან მისი პირველი შემხებლობა, რომ ვერ მიმხვდარიყო, ძირს დაგდებული რა საგანი აიღო ხელში. არადამაჯერებელია აგრეთვე ის ფაქტი, თითქოს ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე მოხდა იარაღიდან გასროლა, ვინაიდან, თუ იარაღი იმდენად იყო მწყობრიდან გამოსული, რომ ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე, ხელში ჭერის დროს უცაბედად გავარდა მისგან ტყვია, რატომ არ მოხდა ასეთივე უცაბედი გავარდნა მიწაზე იარაღის დაცემის დროს, როცა „ნ--- ბ--------–---–ს დაუვარდა უბიდან“. დავარდნისას ხომ უფრო მეტი მექანიკური ზემოქმედება განიცადა იარაღმა, ვიდრე აღების დროს ხელის უბრალო მოკიდებისას. ასევე მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო იარაღის გასროლის ხმა და არ უნდა ყოფილიყო გაურკვევლობაში, – რა ხმა გაიგონა.

 

3. უნებური გასროლის ვერსიის გასაზიარებლად დაცვის მხარემ მოიშველია თავად დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას რატომღაც არ მიუთითეს ნ--- ბ--------–---–ის მიერ მიზანმიმართულ გასროლაზე და არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე ამ ნაწილთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა, სადაც ისინი სწორედ მიზანმიმართულ გასროლაზე მიუთითებდნენ. მათ განმარტეს, რომ ნ--- ბ--------–---–ის მხრიდან „მოხდა გასროლა“, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, ეს გასროლა განზრახ მოხდა თუ გაუფრთხილებლობით. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მომენტში შექმნილ მდგომარეობაზე, როცა შ--–-- კ-----ე და ნ--- ბ--------–---–ი იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ შ--–-- კ-----ის მიერ მისი მიზანში ამოღება და იარაღის დამიზნება საჭირო არ იყო. ნ--- ბ--------–---–ის თქმით, შ--–--ს იარაღი ქვემოთ ჰქონდა მიმართული და ამ დროს მოხდა გასროლა, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის მისი დაზიანების მიმართულებასთან – „ზემოდან ქვევით“.

 

4. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას შემთხვევით გასროლასთან დაკავშირებით და აფასებს გასროლის შემდეგ შექმნილ ვითარებას, მათ შორის შ--–-- კ-----ის ქცევას გასროლის შემდეგ და სვამს კითხვას, რატომ არ მოხდა ბრალდებულის მიერ მისდა უნებურად დაჭრილი ნ--- ბ--------–---–ისათვის მისი მხრიდან პირველადი დახმარების გაწევა, თუკი ნ---ს დაჭრა მის ინტერესში არ შედიოდა და ეს შედეგი მისთვისაც მოულოდნელად დადგა? რატომ მიატოვეს მან და დ-------- ჯ------ამ დაჭრილი საავადმყოფოში წაყვანამდე და რატომ არ გაუწიეს დახმარება იმ პირებს, რომლებიც დაჭრილის მანქანაში მოთავსებასა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ, მაშინ, როცა ადამიანს დაზიანება მიადგა მის ხელში არსებული საგნიდან და ეს უჩენდა მას დაჭრილის მიმართ ადამიანური თანადგომის გამოჩენის მოვალეობას? რატომ მიატოვეს შემთხვევის ადგილი და რატომ არ დაიცვეს ის იარაღი, რომელიც იმდენად იყო მწყობრიდან გამოყვანილი, რომ ხელის მოკიდებისთანავე ხდებოდა მისგან გასროლა, მაშინ, როცა ამ იარაღის საექსპერტო შემოწმებისას შესაძლოა დადასტურებულიყო მისი ასეთი გაუმართავობა, რაც ბრალდებულის ვერსიას უფრო მეტად დამაჯერებელს გახდიდა.

 

5. გარდა იმისა, რომ შ--–-- კ-----ის ვერსია არადამაჯერებელია, იგი ეწინააღმდეგება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ საუბრობს ნ--- ბ--------–---–ის მხრიდან რაიმე საგნის დავარდნაზე, ან შ--–-- კ-----ის ან ნ--- ბ--------–---–ის დახრაზე. ისინი საუბრობენ შ--–-- კ-----ის გაცნობიერებულ ქმედებებზე: შარვლის უბიდან იარაღის ამოღების, ხელში ჭერისა და გადატენვის ფაქტებზე, რაც მიუთითებს სწორედ განზრახვაზე.

საყურადღებოა აგრეთვე სამედიცინო დასკვნაში აღწერილი დაზიანების განვითარების მიმართულება - ზევიდან ქვევით, რაც ეწინააღმდეგება შ--–-- კ-----ის ვერსიას, რომ დახრილ მდგომარეობაში მყოფს გაუვარდა იარაღი.

 

ამდენად, გასაზიარებელი არ არის დაცვის მხარის ვერსია, რომ შ--–-- კ-----ის მიერ მიწიდან რაღაც საგნის აღების დროს შემთხვევით მოხდა გასროლა, რა დროსაც ნ--- ბ--------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რამდენადაც გასროლამდე შექმნილი ვითარება, შემდეგ შ--–-- კვააძის მიერ იარაღის ამოღება და გადატენვა, დაჭრილის დაუხმარებლობა და შემთხვევის ადგილის მყისიერად დატოვება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა შ--–-- კ-----ის მხრიდან ნ--- ბ--------–---–ის განზრახ დაზიანებას. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია და შ--–-- კ-----ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ:

 

დ-------- ჯ------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს შეწყალებული დ-------- ჯ------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ დ-------- ჯ------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 7 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 14 მაისიდან 2014 წლის 22 მაისის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ-------- ჯ------ას ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ზემოაღნიშნული განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის #----------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ-------- ჯ------ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვით და 30 (ოცდაათი) დღით ადრე - 2015 წლის 30 ნოემბერს.

 

აღნიშნულის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით დ-------- ჯ------ა კვლავ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ დ-------- ჯ------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან. აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის #---------- გადაწყვეტილებითა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე 2018 წლის 25 დეკემბრის #-----------1 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ-------- ჯ------ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 03 (სამი) თვით და 17 (ჩვიდმეტი) დღით ადრე - 2018 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, ლ---- ბ--------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის (ცემის) დროს დ-------- ჯ------ა იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ-------- ჯ------ას პიროვნებას, იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გავრცელდა არაერთი შეღავათი, კერძოდ, თითქმის ყველა შემთხვევაში მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც დანიშნული სასჯელის მხოლოდ ნაწილი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალა პირობითად. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით ორჯერ გათავისუფლდა პირობით ვადამდე, ხოლო ბოლო გათავისუფლების შემდეგ, მცირე დროში - დაახლოებით 2 თვეში, პირობითი მსჯავრის პირობებში, კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი, ძალადობრივი დანაშაული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ პირობითი მსჯავრის არაერთხელ გამოყენება არ აღმოჩნდა შემაკავებელი ახალი განზრახი დანაშაულების ჩასადენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება იქნება არაეფექტური მისი ნორმალური ქცევის უზრუნველსაყოფად და მომავალში ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და როგორც განსახილველი, ასევე იმ დანაშაულის ხასიათის, რომლის ჩადენისთვისაც ბრალდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, მხედველობაში მიღებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და არა სრული შეკრების წესი. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ ინციდენტში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მესაკუთრე უცნობია, დ-------- ჯ------ას დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

შ--–-- კ-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის დამოკიდებულებას როგორც დაზარალებულის, ისე ჩადენილი დანაშაულის მიმართ და მომავალში მისი განმეორების რისკებს, კერძოდ, შ--–-- კ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა და სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. აღსანიშნავია აგრეთვე, მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ, მას არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია დაჭრილის მიმართ და არც რაიმე სახის დახმარება გაუწევია მისთვის, მით უფრო, თუნდაც მისივე ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, თუკი ნ--- ბ--------–---–ი შემთხვევითი გასროლის შედეგად დაიჭრა ფეხში და ეს „შემთხვევითი გასროლა“ განხორციელდა მის ხელში არსებული საგნიდან, მას უჩენდა დახმარების აღმოჩენისა და დაზარალებულზე ზრუნვის წინაპირობებს, თუმცა მან არც თავად გაუწია დახმარება დაჭრილს და არც სხვა ზომები მიიღო საჭირო და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. მას მომხდარის გამო არც სინანული გამოუხატავს სასამართლოში დაკითხული, ჯერ კიდევ მკაფიოდ შესამჩნევი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის მიმართ, უფრო მეტიც, იგი შეეცადა დაზარალებულისათვის დაეკავშირებინა იარაღის ქონა და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ ის საგანი, რითაც ნ--- დაიჭრა, სწორედ დაზარალებულს ჰქონდა ადგილზე მიტანილი და მას დაუვარდა ძირს. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა არც ერთი გარემოება, რომელიც მის სასარგებლო გარემოებად იქნებოდა მიჩნეული, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–-- კ-----ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი. მასვე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენილია იარაღის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------- ჯ------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. დ-------- ჯ------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. დ-------- ჯ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დ-------- ჯ------ას დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის #---------- გადაწყვეტილებით დ-------- ჯ------ას მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი, 3 (სამი) თვე და 17 (ჩვიდმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ჯ------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

6. დ-------- ჯ------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

 

7. შ--–-- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, შ--–-- კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

9. შ--–-- კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

 

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნიადაგის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქებით; ხის კარზე არსებული დაზიანებიდან ამოღებული ანაწმენდები; დ-------- ჯ------ასაგან, შ--–-- კ-----ისაგან და ი-–-- კე-------ისაგან აღებული ანაწმენდის ნიმუშები და ნ--- ბ--------–---–ის სისხლის ნიმუში (ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ი-–-- კე-------ისაგან, შ--–-- კ-----ისაგან და დ-------- ჯ------ასაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შ--–-- კ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ბენდენა და 1 წყვილი ხელთათმანი, ასევე, ა-–----–---–ის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ნ--- ბ--------–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ შესაბამისად, ი-–-- კ---------ს, მსჯავრდებულების შ--–-- კ-----ის და დ-------- ჯ------ას ოჯახის წევრებს და ნ--- ბ--------–---–ს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, ავტომანქანის გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე და ა-–----–---–ის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ნ--- ბ--------–---–ის სამედიცინო ისტორია, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი