განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
050100119002997662
დავის ტიპი
126 (1) 1 , 181 1 , 151
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002997662

საქმე N 1-166-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

23. 12. 2019 წელი ქ.ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე

 

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნიკა მახარაძე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: ნინო ნინიძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N085080419001

 

ბრალდებული: კობა ნიკოლაიშვილი

მამის სახელი: თენგიზი

დაბადებული: 11. 02. 1982 წელი

პირადი ნომერი: 26001003936

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ხაჯალია

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ)

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის 1261–ე მუხლის პირველ ნაწილზე

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151–ე მუხლის პირველი ნაწილი

დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კობა ნიკოლაიშვილი 2001 წლის დეკემბრის თვიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხათუნა კოჭლამაზიშვილთან, რომელსაც 2018-2019 წლებში, პერიოდულად სთხოვდა ფულად თანხას და თანხის გადაცემაზე უარის თქმის შემდეგ განაწყენდებოდა მასზე, რის გამოც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვიზიანის თემში შემავალ სოფელ ხაჯალიაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 2002 წლის 11 აგვისტოს დაბადებული თენგო ნიკოლაიშვილის და 2003 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული მარიამ ნიკოლაიშვილის თანდასწრებით სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, აგინებდა დედის და ნათესავების მისამართით, ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის გამოც ხათუნა კოჭლამაზიშვილი განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნული ქმედების გამო, კობა ნიკოლაიშვილს მისი არასრულწლოვანი შვილები - თენგო და მარიამ ნიკოლაიშვილები მოუწოდებდნენ, რომ შეეწყვიტათ დედის - ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაზეც კობა ნიკოლაიშვილი, უკვე არასრულწლოვანი შვილების მიმართ, იმ მოტივით, რომ ისინი ესარჩლებოდნენ დედას, გამოხატავდა აგრესიას, სისტემატურად შეურაცხყოფდა მათ, ამცირებდა და აგინებდა დედის მისამართით, რითაც არასრულწლოვნები: თენგო ნიკოლაიშვილი და მარიამ ნიკოლაიშვილი განიცდინენ ტანჯვას.

 

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კობა ნიკოლაიშვილი 2019 წლის 02 იანვარს მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის თემში შემავალ სოფელ ხაჯალიაში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს - ხათუნა კოჭლამაზიშვილს და მოსთხოვა ფულადი თანხის - 250 ლარის გადაგზავნა, რაზეც ხათუნა კოჭლამაზიშვილმა უარი განუცხადა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა კობა ნიკოლაიშვილმა მეუღლეს - ხათუნა კოჭლამაზიშვილს უთხრა, რომ თუ ფულად თანხას არ გადაუგზავნიდა, ჩამოაკითხავდა, ძალადობის გამოყენებით გააგდებდა სახლიდან და ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

 

1.3. 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის თემში შემავალ სოფელ ხაჯალიაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, კობა ნიკოლაიშვილი მეუღლეს - ხათუნა კოჭლამაზიშვილს დაემუქურა სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შემდეგ იგი, შეეცადა საცხოვრებელი სახლისათვის ცეცხლის წაკიდებას, რითაც ხთუნა კოჭლამაზაშვილს გაუჩნდა კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ კობა ნიკოლაიშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილზე და კობა ნიკოლაიშვილის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.5. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. კობა ნიკოლაიშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11, 1511–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

ბრალდებულმა კობა ნიკოლაიშვილმა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულ კობა ნიკოლაიშვილის შვილებმა, არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა: თენგო და მარიამ ნიკოლაიშვილებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

დაზარალებულმა ხათუნა კოჭლამაზიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ არის კობა ნიკოლაიშვილის მეუღლე. 18 წელი ცხოვრობდნენ ერთად, ჰყავთ ორი შვილი - 15 და 16 წლის თენგო და მარიამ ნიკოლაიშვილები. ამჟამად ლაგოდეხში ცხოვრობს ქირით, შვილებთან ერთად. 2019 წლის 2 იანვარს იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონში სოფელ ხაჯალიაში, კობას ოჯახში, შვილებთან ერთად. კობა ნიკოლაიშვილმა თბილისიდან დაურეკა, რომ ვალის გადასახდელად ფული სჭირდებოდა, ბანკიდან გამოეტანა და მისთვის გადაერიცხა. როცა უარი მიიღო, კობა გაბრაზდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თან დაემუქრა, სახლში არ დახვედროდა, თორემ გააგდებდა. 2 იანვარს, საღამოს ჩავიდა კობა და სახლიდან წასვლა მოსთხოვა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, თხოვდა განქორწინებას და ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ძირითადად კობა ფულს სთხოვდა და ფულთან დაკავშირებით იყო მათ შორის უთანხმოება, აღნიშნულის გამო იგი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა და ტანჯვასაც განიცდიდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს არასოდეს მიუყენებია მისთვის. იმავე დღეს კონფლიქტის შემდგომ მისი ქალიშვილი მარიამი ძალიან ანერვიულდა, რის გამოც მან ზედა სართულზე, საძინებელ ოთახში აიყვანა შვილი. ქვემოთ კი კობა მარტო დარჩა. ამ დროს მეორე შვილი - თენგო დაბრუნდა სახლში და შეესწრო კობას ყვირილს, რომელიც სახლიდან გაგდებით და სახლის გადაწვით იმუქრებოდა. შემდგომ გაიგონა მსხვრევის, ყვირილის და გინების ხმა. კობას ნათქვამი სიმართლედ აღიქვა და ჩამოვიდა ქვემოთ პირველ სარტულზე, რადგან იქ თენგო ეგულებოდა და შეეშინდა შვილს რამე არ დამართოდა. პირველ სართულზე სკამები დახვდა დამტვრეული, სამზარეულოში და მისაღებ ოთახში კი ფარდების ნაწილი იყო დამწვარი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ კობას ფარდებისთვის წაუკიდებია ცეცხლი და თენგოს ჩაუქრია. ამ შემთხვევამდე, ერთი თვით ადრე მშობლებთან იყო წასული კახეთში, ვინაიდან კობამ მშობლებისაგან ფულის სესხად აღება მოსთხოვა. მისი განმარტებით მას მეუღლის მიმართ პრეტენზია არ აქვს, პატიობს ყველაფერს და სურვილი აქვს შეურიგდეს მეუღლეს, რადგან მათ შორის დიდი სიყვარული იყო.

 

ავთანდილ კოჭლამაზიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ კობა ნიკოლაიშვილი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ხათუნა კოჭლამაზიშვილის მეუღლე. ხათუნა ეხლა ცხოვრობს ლაგოდეხში, ვინაიდან ოჯახში მოხდა რაღაც უკმაყოფილება და წამოიყვანა მასთან. ცოლ-ქმარს შორის უკმაყოფილება ხდებოდა ფულის თაობაზე, რაც მისი შვილისგან და შვილიშვილებისგან გახდა მისთვის ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ ხათუნა ფულს არ მისცემდა მეუღლეს, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რასაც ბავშვებიც შესწრებიან ძალიან ბევრჯერ. ავთანდილ კოჭლამაზიშვილის განმარტებით, არც ბავშვების და არც მისი შვილის მიმართ კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, სიტყვიერ შეურაცხყოფას - კი. შემთხვევის დღესაც ფულის გამო მოხდა უკმაყოფილება ოჯახში. მისთვის ცნობილია, რომ ფულის მიცემაზე უარის გამო კობა ნიკოლაიშვილმა მის შვილს მოსთხოვა სახლიდან წასვლა. სანამ ფულთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემების თაობაზე გახდებოდა მისთვის ცნობილი, მანამდე სიძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2018 წელშიც აღნიშნული მიზეზით იყო წასული ხათუნა ოჯახიდან ლაგოდეხში. ბოლო შემთხვევის შესახებ მისთვის ხათუნას მიერ სატელეფონო შეტყობინებით გახდა ცნობილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თინათინ კოჭლამაზიშვილმა განმარტა, რომ კობა ნიკოლაიშვილი არის მისი ქალიშვილის - ხათუნა კოჭლამაზიშვილის მეუღლე. ხათუნა კოჭლამაზიშვილი ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გამო ეხლა ცხოვრობს კახეთში. კობა ნიკოლაიშვილი იყო კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი სიძე ბოლო წლამდე. შემდეგ თამაშმა გააუბედურა და ფულის გამო შეურაცხყოფას აყენებდა მის ქალიშვილს და შვილიშვილებს. მისთვის ცნობილია, რომ მუქარასაც ჰქონდა ადგილი მისი შვილის მიმართ კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან, ფიზიკურ ძალადობას - არა. ბოლო კონფლიქტის შესახებ მისი შვილის კახეთში ჩასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. თავად არანაირი კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა. ადრეც ყოფილა ხათუნა ოჯახიდან წამოსული ფულის გამო, ვინაიდან მეუღლე ეუბნებოდა, რომ ან ფული უნდა მიეცა ან უნდა წასულიყო ოჯახიდან. ვალების გამო თხოვდა კობა ნიკოლაიშვილი მის შვილს ფულს. მისი განმარტებით, როცა კობას ფული ჰქონდა, ყველას მიმართ იყო ალალი და კეთილი. ითხოვს ეპატიოს კობა ნიკოლაიშვილს ჩადენილი ქმედება.

 

მოწმე მანანა აფხაზავას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, კობა ნიკოლაიშვილი არის მისი მეზობელი. ხათუნა კოჭლამაზიშვილი და ის ერთად მუშაობდნენ ხაჯალიის საბავშვო ბაღში. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ხათუნა კოჭლამაზიშვილი წასულია თავის სოფელში, კახეთში. ხათუნასაგან მისთვის ცნობილი იყო, რომ მეუღლე ხშირად თხოვდა თანხის გადარიცხვას, რაზედაც ნერვიულობდა ხოლმე. ასევე ხათუნასაგან იცის, რომ თუ ფულს არ გაუგზავნიდა მეუღლეს, ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას. თავად შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია. პირიქით იცის, რომ კობა იყო ძალიან კარგი მეუღლე ხათუნასთვის, ასევე იყო მზრუნველი ყველას მიმართ და მეუღლის მიმართ განსაკუთრებით. კობა ყოველთვის მათ გვერდით იყო, როდესაც რამე დაჭირდებოდათ ხათუნას თანამშრომლებს და ყველანაირად ემსახურებოდა მათ თავისი მანქანით.

 

მარინა ჩხარტიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ ნიგვზიანში. ბრალდებულს იცნობს ძალიან კარგად და ახლო ურთიერთობა აქვთ ოჯახურად. დაზარალებულთან - ხათუნა კოჭლამაზაშვილთან აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ ხათუნას სურდა ავანსის აღება, კობასთვის გადასაგზავნად. მისი ჩვენებით, კობაზე რაიმე ცუდის თქმა მას არ შეუძლია, რადგან კობა მეუღლის თხოვნით ყოველთვის უანგაროდ ემსახურებოდა მეუღლის თანამშრომლებს თავისი ავტომანქანით. იცის, რომ მეუღლეებს შორის იყო ძალიან კარგი ურთიერთობა და არასდროს არ მიუმართავთ ერთმანეთისათვის ცუდად.

 

სოციალური მუშაკის - ნინო ჩხარტიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე დაადასტურდა, რომ ესწრებოდა არასრულწლოვანი დაზარალებულის თენგო ნიკოლაიშვილის გამოკითხვას.

 

2019 წლის 04 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში მდებარე ხათუნა კოჭლამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს საავტომობილო გზის პირას. საცხოვრებელი სახლის ეზოს აქვს შესასვლელი რკინის ერთფრთიანი ჭიშკარი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებისათვის - ორფრთიანი. საცხოვრებელი სახლი, ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან დაშორებულია თხუთმეტი მეტრით. სახლის წინა ნაწილი მდებარეობს საავტომობილო გზის მხარეს. სახლი არის ორსართულიანი, რომელსაც პირველი სართულის მარცხენა მხარეს გააჩნია ღია შესასვლელი ბაქანი, საიდანაც ორფრთიანი ხის კარებით შესასვლელია მისაღებ ოთახში, სადაც მარცხნივ კედელთან დგას დივანი, რომელთანაც სახლის წინა კედელში ჩასმულია ორფრთიანი ფანჯარა, მასზე ჰკიდია ღია ფერის ნაჭრის ფარდა, რომლის ქვედა დაბოლოებაზე შეინიშნება მცირე ზომის დამწვრობის კვალი. ფანჯრის გვერდით განთავსებულია ტელევიზორი დასადგმელი მაგიდით, ხოლო ტელევიზორის გვერდით დევს საწერი მაგიდა. ამ მაგიდის გვერდით, ოთახში შესავლელი კარების მოპირდაპირედ კედელთან დგას კარადა, ხოლო მის გვერდით უჯრებიანი სათავსო, რომლის გვერდით ოთახში შესასვლელი კარების მოპირდაპირედ, კედელში ჩასმულია ფანჯარა, რომელზეც ჰკიდია ღია ფერის ნაჭრის ფარდა, რომლის ქვედა დაბოლოებაში აღინიშნება მცირე ზომის დამწვრობის კვალი. ეს ოთახი ემიჯნება სამზარეულო ოთახს, სადაც არის აღწერილი ოთახიდან შესასვლელი მართკუთხედი ,,არკა’’, კარების გარეშე. სამზარეულოში, მარცხნივ მდებარეობს ფანჯარა, რომელზეც ჰკიდია ნაჭრის ლურჯი ფარდა, რომელის ქვედა დაბოლოებაში შეინიშნება მცირე ზომის დამწვრობის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ოქმში აღწერილი ღია ფერის ორი ნაჭრის ფარდა, ხოლო სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ნაჭრის ფარდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სხვა ნივთებიც. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, ექსპერტის - თემურ სურგულაძის, უბნის ინპსექტორ-გამომძიებლის ვაჟა ვენჯელაშვილის, ხათუნა კოჭლამაზაშვილის და ოქმის შემდგენის - დავით სიხარულიძის მიერ.

 

ლევნ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნათობპროდუქტების და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 04 თებერვლის N000674019 დასკვნით და ფოტოილუსტრაციით, ექსპერტიზაზე წარდგენილ სამ ცალ ფარდაზე აღინიშნება თერმული ზემოქმედების კვლები, გამჭორილი ამოწვის, დანახშირების და შემურვის სახით.

 

შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თამარ ყუბანეიშვილმა, ასევე გამომძიებლებმა: დავით სიხარულიძემ, მიხეილ დრჩიამ დ ვაჟა ვენჯელაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო აფასებს რა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გამოკვლეულ იქნა მხარეთა მონაწილეობით, განმარტავს, რომ კობა ნიკოლაიშვილის მიერ, ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, ასევე არასრულწლოვანი შვილების მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა: თენგო ნიკოლაიშვილმა და მარიამ ნიკოლაიშვილმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

ამდენად, არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა: თენგო ნიკოლაიშვილმა და მარიამ ნიკოლაიშვილმა უარი განაცხადეს რა ჩვენების მიცემაზე, ის ინფორმაციები, რომლებიც გამომძიებელმა მიიღო არასრულწლოვანი დაზარალებულების: თენგო ნიკოლაიშვილის და მარიამ ნიკოლაიშვილისაგან ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, ასევე არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ასევე ორი და მეტი პირის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს’’.

 

რაც შეეხება, კობა ნიკოლაიშვილის მიერ ოჯახის წევრის, მეუღლის -დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ განხორციელებულ სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, სასამართლო აფასებს რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რომ თანხის მიცემაზე ხათუნა კოჭლამაზიშვილისაგან უარის მიღებით განაწყენებული კობა ნიკოლაიშვილი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, რაც გამოიხატება მეუღლის გინებასა და სახლიდან გაგდების მუქარაში და დადასტურებულია თვით დაზარალებულ - ხათუნა კოჭლამაზიშვილის პირდაპირი ჩვენებით, ასევე მოწმეების: ავთანილ კოჭლამაზიშვილის, თინათინ კოჭლამაზიშვილს და მანანა აფხაზავას ჩვენებებით.

 

ამასთან ერთად, ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზაშვილის ჩვენებით, რომელიც აღნიშნავს, რომ 2019 წლის 03 იანვარს, როცა კობა ნიკოლაიშვილმა მოსთხოვა სახლიდან წასვლა და განქორწინების საკითხის მოგვარება, რაზეც უარი მიიღო, დაემუქა, რომ სახლს დაწვავდა და მასაც შიგ გამოწვავდა. ხათუნა კოჭლამაზიშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და სახლის მეორე სართულზე, არასრულწლოვან შვილთან ერთად განერიდა მეუღლეს, შემდეგ კი, პირველ სართულზე ჩამოსულმა ნახა დამწვარი ფარდები. კობა შეეცადა მუქარის განხორციელებას და სახლისთვის ცეცხლის მოკიდებას, რომლის თავიდან აცილება შვილის - თენგო ნიკოლაიშვილის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როგორც საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან, ასევე სამზარეულო ოთახიდან ამოღებულ ფარდებზე დამწვრობის კვალის არსებობა, რომელიც ნავთობპროდუქტების და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის N000674019 დასკვნით შეფასდა როგორც თერმული ზემოქმედების კვლები, გამჭოლი ამოწვის, დანახშირების და შემურვის სახით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება გამოძალვას, კობა ნიკოლაიშვილის მიერ ხათუნა კოჭლამაზიშვილისათვის ფულადი თანხის მოთხოვნას, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ბრალდების აღნიშნულ ნაწილში კობა ნიკოლაიშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული მოწმეებიდან, მხოლოდ დაზარალებულმა ხათუნა კოჭლამაზიშვილმა აღნიშნა კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან, ვალების გამო თანხის მოთხოვნისა და მუქარის თაობაზე, თუმცა ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზიშვილის დედამ - თინათინ კოჭლამაზიშვილმა აღნიშნა, რომ ადრეც ყოფილა ხათუნა ოჯახიდან წამოსული ფულის გამო, ვალების გამო თხოვდა კობა ნიკოლაიშვილი მის შვილს ფულს, მაგრამ თვითონ არანაირი კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა, ხოლო დაზარალებულის მამამ - ავთანდილ კოჭლამაზიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ ცოლ-ქმარს შორის უკმაყოფილება ფულის თაობაზე ხდებოდა, რაც მისი შვილისგან და შვილიშვილებისგან იყო ცნობილი (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თენგო და მარიამ ნიკოლაიშვილებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს). მოწმე მანანა აფხაზავამ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ხათუნასაგან იყო მისთვის ცნობილი, რომ მეუღლე ხშირად თხოვდა თანხის გადარიცხვას. მარინა ჩხარტიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, მისთვის ცნობილია, რომ ხათუნას სურდა ავანსის აღება კობასთვის გადასაგზავნად, თუმცა დასახელებულ მოწმეთაგან არცერთი არ ყოფილა კობა ნიკოლაიშვილის მიერ ხათუნა კოჭლამაზიშვილისათვის თანხის გამოძალვის ფაქტის შემსწრე და არც დაუდასტურებიათ ასეთი, მათ მხოლოდ გადმოცემით იციან ამის შესახებ. შესაბამისად, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა კობა ნიკოლაიშვილის მიერ გამოძალვის ჩადენაზე, ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კობა ნიკოლაიშვილის მიერ მეუღლის - ხათუნა კოჭლამაზიშვილისათვის ძალადობის გამოყენების მუქარით ფულის მოთხოვნის - გამოძალვის ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმეები: ავთანდილ და თინათინ კოჭლამაზიშვილები, მანანა აფხაზავა და მარინა ჩხარტიშვილი არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, შესაბამისად, დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალდების მხარე, კობა ნიკოლაიშვილის მიმართ წარდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიუთითებს, რომ კობა ნიკოლაიშვილი 2018-2019 წლებში პერიოდულად თხოვდა ხათუნა კოჭლამაზიშვილს ფულად თანხას და თანხის გადაცემაზე უარის თქმის შემდეგ განაწყენებული სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუმცა მხოლოდ 2019 წლის 02 იანვარს მომხდარი ფაქტი, კობა ნიკოლაიშვილის მიერ ხათუნა კოჭლამაზიშვილთან ტელეფონით დაკავშირება და 250 ლარის გადაგზავნის მოთხოვნა, ხოლო უარის შემთხვევაში, სოფელში დაბრუნების შემდეგ სახლიდან გაგდების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა - დააკვალიფიცირა გამოძალვად. თუკი 2018-2019 წლებში მიმდინარე პროცესი - კობა ნიკოლაიშვილის მიერ ხათუნა კოჭლამაზიშვილისათვის თანხის მოთხოვნა და თანხის მიცემაზე უარის თქმის გამო განაწყენებული კობა ნიკოლაიშვილის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფით და დამცირებით, ძალადობის გამოყენების მუქარა, ბრალდების მხარემ არ მიიჩნია გამოძალვად და ეს ეპიზოდი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დააკვალიფიცირა, მაშინ 2019 წლის 02 იანვრის ანალოგიური ქმედება რა სამართლებრივი საფუძვლით ჩათვალა გამოძალვად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ დაზარალებულისადმი მუქარით ფულის მოთხოვნის- გამოძალვის ფაქტი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხათუნა კოჭლამაზიშვილი არის ბრალდებულის მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზიშვილის, ასევე მოწმეების: ავთანდილ კოჭლამაზიშვილის და თინათინ კოჭლამაზიშვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ბრალდებული კობა ნიკოლაიშვილი ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და ამცირებდა ხათუნა კოჭლამაზიშვილს, რომელსაც აგინებდა დედის მისამართით და აიძულებდა სახლიდან წასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახლიდან გაგდებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კობა ნიკოლაიშვილი დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს.

 

2.4. რამაც ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

2.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ხათუნა კოჭლამაზიშვილის, ავთანდილ და თინათინ კოჭლამაზიშვილების ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული დაემუქრა მეუღლეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.6. როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

დადგენილია,რომ ხათუნა კოჭლამაზიშვილი განიცდიდა კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან სისტემატიურ შეურაცხყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულის ქცევით, როდესაც იგი ერიდება მოძალადე მეუღლეს, რომელიც ემუქრება სახლის დაწვით და შიგ გამოწვით და ჯერ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს აფარებს თავს, შემდეგ კი პირველ სართულზე ჩამოსული ხედავს რა დამწვარ ფარდებს, უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იძულებულია დატოვოს მოძალადე და საცხოვრებლად გადავიდეს მშობლების ოჯახში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ კობა ნიკოლაიშვილმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.7. რაც შეეხება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, საქმეში არ მოიპოვება ბრალდების ამ ნაწილში კობა ნიკოლაიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები.

 

2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.

 

2.9. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ხათუნა კოჭლამაზიშვილის და სხვა მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დაკითხვის დროს დაზარალებულმა გულწრფელად ისაუბრა კობა ნიკოლაიშვილის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, თუმცა კობა ნიკოლაიშვილის მიერ, ხათუნა კოჭლამაზიშვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით თანხის გამოძალვის ნაწილში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა და შესაბამისად არც გამოკვლეულა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კობა ნიკოლაიშვილის მიერ, არასრულწლოვნების თანდასწრებით მეუღლის- ხათუნა კოჭლამაზიშვილის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ამასთან, მეუღლის მიმართ გამოძალვის ჩადენა, - ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კობა ნიკოლაიშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველ ნაწილზე და მის მიერ ჩადენილი ქმედებანი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით კობა ნიკოლაიშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ასევე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა) წარდგენილ ბრალდებაში. კობა ნიკოლაიშვილს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კობა ნიკოლაიშვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კობა ნიკოლაიშვილი არ არის ნასამართლევი, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, როგორც დაზარალებულის, ისე მისი ნათესავების მხრიდან კობა ნიკოლაიშვილის დადებითად დახასიათების ფაქტს, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებული პატიობს მას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კობა ნიკოლაიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ამდენად, კობა ნიკოლაიშვილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, კობა ნიკოლაიშვილს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რომლის ზომად უნდა დაენიშნოს მინიმალური ოდენობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, კობა ნიკოლაიშვილს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-277-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. კობა ნიკოლაიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. კობა ნიკოლაიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

3.1. კობა ნიკოლაიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით.

 

3.2. კობა ნიკოლაიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ კობა ნიკოლაიშვილს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ კობა ნიკოლაიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და კობა ნიკოლაიშვილი დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგი სახით:

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ფარდა, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ხათუნა კოჭლამაზიშვილს.

 

6. კობა ნიკოლაიშვილს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე