განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/486-19
(გამოძიების №073141217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- შვ--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზუ---- გ----ს ძე სუ-–------ი - დაბადებული 19-- წლის 06 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, თ------–---–ის ქუჩა N18----ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 20-- წლის 14 დ--------ს დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.ქუთაისში, ხ--------ს ქუჩა N---ში მდებარე N- პენიტენციური დაწესებულების “F“ კორპუსის N2-- საკანში მოთავსებულმა ბრალდებულმა ზუ---- სუ-–------მა განაწყენების ნიადაგზე, თანასაკნელს საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-----------იმ უ-–----ს ელექტრომადუღარადან განზრახ შეასხა მდუღარე წყალი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს სახის მარჯვენა მხარეს, შუბლის, კისრის, მარჯვენა ყურის, ქუთუთოების, ასევე მარჯვენა ბეჭის, ზურგის და მარჯვენა მხრის მიდამოებში თერმული დამწვრობის სახით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანგრძლი-- მოშლის ნიშნით. იმავდროულად, ა-----------იმ უ-–----ს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაუწყო ხელებით და ფეხებით ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკი--ლი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დ-------ის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრი-- სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრი-- კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ა-----–ის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდი--დუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 20-- წლის 14 დ--------ს ზუ---- სუ-–------ის მიერ ა-----------იმ უ-–----ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ის, მოწმეების - კ------- ჩ---–--ის, ნ-----–--ზ კ------ს, შ----ა შ---–----ის, მ--–--ზ ნ-----–--–---–ის, ბ---კ ბ-----ის, გ-- გ----------ის, მ-----ა ნ-----–--ის, ნ-----–--ზ ს---------ს გ------ი ა----–--ის, თ----რ ჭ-------ს და ჰ---- კ-------–ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ელექტრო მადუღარის ამოღების და დათვალიერების ოქმები და N- პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ზუ---- სუ-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა-----------იმ უ-–----მა განმარტა, რომ 20-- წლის 12 დ--------ს #- პენიტენციურ დაწესებულებაში, #2---ე ე.წ. „კ---------ის“ ოთახში ყოფნისას, მასთან შესახლებულ იქნა ზუ---- სუ-–------ი. ორი დღე ისინი ერთად იყვნენ საკანში, თურქი ეროვნების მოქალაქე ჰ---- კ-------–ი და ქართველი ეროვნების ბ---- ბ-----ე. მოწმის თქმით, პირველი ორი დღე მას და ზუ---- სუ-–------ს შორის კამათი ან/და კონფლიქტი არ ყოფილა, მეტიც ისინი მათთვის გადაცემულ საკვებსაც კი ინაწილებდნენ. მოწმის განმარტებით, 20-- წლის 13 დ--------ს 00:00 საათზე დაწვა საწოლის ქვედა განყოფილებაში, სახით კედლისკენ და დაიძინა. უეცრად უკანა მხრიდან იგრძნო ცხელი წყლის მისხმა, რის შემდეგადაც ტკი--ლმაც გააღვიძა. მოწმის განმარტებით, როდესაც მოიხედა, დაინახა, რომ ზუ---- სუ-–------ს ხელში ეჭირა მადუღარა და აპირებდა მისთვის ხელის გარტყმას, რა დროსაც, თანამესაკნეები ცდილობდნენ ზუ---- სუ-–------ის გაჩერებას. მოწმის თქმით, როდესაც ის საკნის კართან მი--და და გასვლას აპირებდა, ბრალდებული კვლავ ურტყამდა მადუღარას, ხოლო როცა მადუღარა ხელიდან გაუვარდა, მუშტი დაარტყა. აღნიშნულ ფაქტზე, საკნის კარი გააღეს უსაფრთხოების თანამშრომლებმა, როდესაც დერეფანში გავიდა თან გაჰყვა ბრალდებულიც და ისევ ურტყამდა. თუმცა იგი შეაჩერეს, ხოლო თავად გადაყვანილ იქნა ექიმთან, საიდანაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ცხელი წყლის დასხმის შედეგად მან დაზიანება მიიღო სახეზე - მარჯვენა მხარეს და ზურგზე, ასევე, მარჯვენა მხარეს. მოწმის განმარტებით, მას ზუ---- სუ-–------ისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. მოწმის განმარტებით, ზუ---- სუ-–------მა მას საკნის კარში გასვლის დროსაც დაარტყა, რის შემდეგაც კარის გაღების დროს ინერციით წაიქცა. მოწმის თქმით, ზუ---- სუ-–------ს მისთვის რატომ გაუსწორდა ფიზიკურად არ უთქვამს, მაგრამ მისი ვარაუდით ზუ---- სუ-–------მა გაიგო თურქეთში მის მიერ ჩადენილი რაღაც ქმედების შესახებ, კონკრეტულად რა ქმედების, მოწმემ დასახელიბისგან თავი შეიკავა. მოწმის განმარტებით, როდესაც ზემოაღნიშნული ფაქტი მოხდა საკანში სრული სიბნელე არ იყო და გარედან შემოსული შუქი ანათებდა ოთახს. მოწმემ აჩვენა, რომ მადუღარა, რომლითაც ზუ---- სუ-–------მა მას ცხელი წყალი შეასხა დახვდათ ე.წ. „კ---------ის“ ოთახში, რომლითაც ყველა სარგებლობდა. მოწმის განმარტების, მომხდარის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკი--ლი და მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა, რის გამო სურს ბრალდებული დაისაჯოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქალაქ ქუთაისის მ----- პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების კონტროლის უფროსმა ინსპექტორმა შ----ა შ---–----ემ განმარტა, რომ 20-- წლის 14 დ--------ს, დაახლოებით 02:00 საათზე დაწესებულების საკ---------ე განყოფილებაში, კორპუსის მეორე სართულზე განაწილებულმა სამართლებრი-- რეჟიმის განყოფილების ინსპექტრომა - კ------- ჩ---–--ემ ტელეფონით აცნობა, რომ ასულიყო მეორე სართულზე. გამოცხადებისას ადგილზე დახვდა შემდეგი ვითარება: კ------- ჩ---–--ეს ერთ-ერთი თურქი ეროვნების პატიმარი ჰყავდა გამოყვანილი, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა მარჯვენა მხარეს. კერძოდ, შუბლის არეში, ყურის არეში, მარჯვენა თვალზე, მარჯვენა ფეხზე და კისერზე. მის შეკითხვაზე თუ რა მოხდა ა-----------იმ უ-–----მა ჟესტებით და ზოგიერთი მისთვის ნაცნობი ქართული სიტყვით აუხსნა, რომ მისმა თანასაკნელმა ზუ---- სუ-–------მა ცხელი წყალი გადაასხა მძინარე მდგომარეობაში მყოფს და როდესაც გაიღვიძა დაინახა, რომ ზუ---- სუ-–------ი ადგა თავზე. მოწმის თქმით, როგორც მისთვის თანამშრომლებისგან - კ------- ჩ---–--ისგან და ნ-----–--ზ კ------სგან გახდა ცნობილი, როდესაც გამოჰყავდათ ა-----------იმ უ-–----ი საკნიდან, კერძოდ, როდესაც კარი გააღეს, დაინახეს, რომ ზუ---- სუ-–------ი იწევდა ა-----------იმ უ-–----ისკენ, ხოლო კარში გამოყვანის მომეტში ფეხებს და ხელებს ურტყამდა მას. მოწმის თქმით საკანში, სადაც შემთხვევა მოხდა იყო ორი ქართველი და ორი თურქი ეროვნების პატიმარი. საკანში ვიდეო-კონტროლი არ მიმდინარეობდა. მოწმის თქმით ა-----------იმ უ-–----ის გარდა დაზიანებები აღენიშნებოდა მის თანასაკნელ თურქ პატიმარსაც და თავად ბრალდებულსაც, კერძოდ მარჯვენა ხელის მეორე და მესამე თითზე. მოწმის განმარტებით ზუ---- სუ-–------ს მოხმდარის მიზეზი არ განუმარტავს, მან უთხრა, რომ პირადული იყო და მეტი განმარტება არ მისცა. მოწმის თქმით ზუ---- სუ-–------მა თქვა, რომ ადგა ღამის 2 საათზე, ჩაასხა მადუღარაში წყალი, აადუღა და ადუღებული წყალი გადაასხა დაზარალებულს. მოწმის განმარტებით ადრე დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა მოქმედების სისწორე.
2.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის N- პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორმა კ------- ჩ---–--ემ განმარტა, რომ 20-- წლის 13 დ--------ს დილის 9 საათზე შეუდგა მუშაობას, გადაამოწმა კორპუსი და ე.წ „კ---------ი“. 20-- წლის 14 დ--------ს ღამის ორ საათზე, კ---------ის ერთ-ერთი საკნიდან მოესმა ხმაური, გამოაღო სარკმელი და დაინახა, რომ ზუ---- სუ-–------ი ურტყამდა დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ს. მოწმის ჩვენებით მან ნ-----–--ზ კ------სთან ერთად, გააღო კარი და გამოიყვანეს დაზარალებული. მოწმემ განმარტა, რომ ა-----------იმ უ-–----ის საკნიდან გამოყვანის დროს ზუ---- სუ-–------ი ხელებით და ფეხებით კვლავ განაგრძობდა დაზარლებულის ცემას. ამის შემდეგ, მათ დაუძახეს ხელმძღვანელებს და დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, ვინაიდან მას აღენიშნებოდა დამწვრობები შუბლზე, თვალზე და ყურზე, კერძოდმ მარჯვენა მხარეს. მოწმემ აღნიშნა, რომ საკანში ასევე იყვნენე (გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა) ერთი ქართველი და ერთი თურქი ეროვნების პატიმარი. მოწმის განმარტებით, ზუ---- სუ-–------მა ქმედება განახორციელა, მაშინ, როდესაც დაზარალებულს ეძინა. როდესაც ზუ---- სუ-–------ს ჰკითხეს, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ ეს მისი პირადი საქმე, თუმცა რა საქმე ამის შესახებ აღარ განუმარტავს. მოწმის განმარტებით, ზუ---- სუ-–------მა მას უჩვენა, რომ აადუღა წყალი მადუღარით და გადაასხა დაზარალებულს. მოწმის განმარტებით, მეორე თურქი ეროვნების პატიმარსაც ჰქონდა დაზიანებები სახის და ძირითადად მარჯვენა მხარის არეში. მოწმის განმარტებით, დანარჩენი ორი თანასაკნელი ცდილობდა დაზარალებულისა და ბრალდებულის გაშველებას. მოწმემ აღნიშნა, რომ ვიდეოკონტროლი მიმდინარეობდა დერეფანში და არა საკანში. ასევე, საკანში შუქი არ იყო, მაგრამ გარედან საკმარისად ნათდებოდა ოთახი, ხოლო როცა საკანში შევიდნენ აანთეს შუქი.
2.8. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის N- პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ინპექტორ-კონტროლიორმა ნ-----–--ზ კ------მ განმარტა, რომ 20-- წლის 13-14 დ--------ს მუშაობდა „F“ კორპუსზე უსაფრთხოების კონტროლიორად. 20-- წლის 14 დ--------ს დაახლოებით 02:00 საათზე შემოესმა ხმაური „F“ 2---ე საკნიდან, სადაც მი--და მისი თანამშრომელი კ--ა ჩ---–--ე, ჩამოაღო სარკმელი და დაინახა, რომ დაზარალებული ა-----------იმ უ-–----ი რაღაცას ხელით ანიშნებდა. ამ დროს კ------- ჩ---–--ე წავიდა რათა ტელეფონზე დაერეკა, ხოლო თავად შევიდა საკანში, სადაც ზუ---- სუ-–------ი ხელებით და ფეხებით ურტყამდა დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ს. მან მოუწოდა ზუ---- სუ-–------ს გაჩერებულიყო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა კ------- ჩ---–--ეც, რომელთან ერთადაც დაზარალებული გაიყვანეს დერეფანში, რა დროსაც ზუ---- სუ-–------ი ისევ აგრძელებდა დაზარალებულის ცემას. მოწმის განმარტებით დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნებოდა სახის მარჯვენა მხარეს და ბეჭზე. დაზიანებები იყო დამწვრობითი ხასიათის. მოწმის თქმით დაზარალებულმა ჟესტების ენით აუხსნა მათ, რომ ზუ---- სუ-–------მა დუღარე გადაასხა. მას სახე, ხელები და ფეხები ჰქონდა გაწითლებული. მოწმის განმარტებით მათთან საუბრისას ზუ---- სუ-–------მა აღიარა, რომ მძინარე მდგომარეობაში პირადული ანგარიშსწორების მოტი--თ დაასხა ადუღებული წყალი დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ს. მოწმის განმარტებით, ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს დერეფანში და არა საკანში, სადაც გარედან შესული შუქით დაინახეს თუ რა ხდებოდა, ხოლო შემდეგ შუქი აანთეს. მოწმე ასევე განმარტა, რომ საკანში ორი თურქი და ორი ქართველი ეროვნების პატიმარი იყო. მოწმის თქმით, გარეთ გამოყვანის დროს ა-----------იმ უ-–----ი წაიქცა, მას ფეხი „აებლანდა“. მანვე აჩვენა, რომ სუ-–------ი ხელებით და ფეხით სცემდა დაზარალებულს, ხოლო მადუღარიდან წყლის შესხმის ფაქტი მას არ დაუნახავს.
2.9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის N- პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმმა მ--–--ზ ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ 20-- წლის 14 დ--------ს გამოიძახეს “F“ კორპუსში, პატიმრების #2---ე საკანში დაპირისპირების გამო. ჩასვლისას სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა დაზარალებული ა-----------იმ უ-–----ი, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა შუბლის მარჯვენა მხარეს, მხარ-ბეჭის წინა მხრის არეში, ასევე, ლოყასა და თვალზეც. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ის იყო პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა. დაზარალებული დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც დაზარალებულმა მას განუმარტა დაპირისპირება მოუვიდა მის თანასაკნელთან, რომელმაც მადუღარით ადუღებული წყალი შეასხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, მეორე თურქი ეროვნების პატიმარს, კერძოდ, დაზარალებულის და ბრალდებულის თანასაკნელს, აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანება, რომელიც მისი თქმით მიიღი ბრალდებულის და დაზარალებულის გაშველების დროს. რაც შეეხება ზუ---- სუ-–------ს, მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანება, კერძოდ დამწვრობა ხელზე, რომელიც არ იყო საშიში. ზუ---- სუ-–------მა მოწმეს ასევე განუმარტა, რომ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მაგრამ კონკრეტულად რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ამის კითხვის უფლება მოწმის თქმით ექიმს არ აქვს. მოწმე დაადასტურა გამოძიებაში მიცემულ ჩვენება.
2.10. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარმა ექსპერტმა ნ-----–--ზ ს---------მ განმარტა, რომ დასავლეთ სამმართველოს გამომძიებელ თ----რ ჭ-------ს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ 2--- წლის 12 ა-----–ის დადგენილების თანახმად ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა. მოწმის თქმით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზაზე ერთი ცალი პოლიეთილენის პაკეტში დალუქული ქაღალდის ლუქით ელექტრო მადუღარა, რომლითაც 20-- წლის 14 დ--------ს ზუ---- სუ-–------მა შეასხა ადუღებული წყალი ა-----------იმ უ-–----ს. ელექტრომადუღარის ვიზუალური დათვალიერებისა და შემოწმებისას დადგინდა, რომ მოყვითალო-მოყავისფრო ელექტრომადუღარა, მოშავო და მოთეთრო ფერის ელექტროსადენებით და მოლურჯო ჩამრთველითაა. მადუღარაში აღინიშნება მოყავისფრო ლაქები, გარედან მიკრული აქვს გაურკვეველი ფერის მართკუთხა სურათი, ძირზე აღენიშნება 6 ხელოვნური ნახვრეტი, მოშავო და მოთეთრო ფერის სადენები ერთმანეთზე გადაბმულია და დახვეული აქვს ე.წ „სკოჩი.“ მადუღარა მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად. იგი ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის. ექსპერტიზის შემდეგ მადუღარა დაილუქა შესაბამის პაკეტში. დასკვნა გაცემული და ხელმოწერილი იქნა მის მიერ. ექსპერტიზის დასკვნა თარიღდება 2019 წლის 12 ა-----–ით. ექსპერტიზის შემდეგ დასკვნა და ნივთმტკიცება გადაეგზავნა დასავლეთ სამმართველოს გამომძიებელ თ----რ ჭ-------ს.
2.11. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დასავლეთ სამმართველოს გამომძიებელმა გ------ი ა----–--ემ განმარტა, რომ 20-- წლის 15 დ--------ს დაიწყო გამოძიება გი-- ფუ--–------ესა და თ----რ ჭ-------სთან ერთად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. მოწმემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული. მოწმის მიერ აღნიშნულ საქმეზე დანიშნულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სასაქონლო ექსპერტიზა. დადგენილ იქნა დაზარალებულის დაზიანების ხარისხი და ზუ---- სუ-–------ისთვის 2019 წლის 3 მ---ს წარდგნილ იქნა ბრალდება.
2.12 საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ განმარტა, რომ დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლის თ----რ ჭ-------ს დადგენილების საფუძველზე 20-- წლის 14 დ--------ს ქუთაისის N- პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებულ იქნა ზუ---- სუ-–------ის შემოწმება. პირადი შემოწმებისას ზუ---- სუ-–------ს მას განუმარტა, რომ 20-- წლის 14 დ--------ს, დაახლოებით 02:00 საათზე, N- პენიტენციურ დაწესებულებაში „F“ კორპუსის 2---ე საკანში დაპირისპირება მოხდა ჰ---- კ-------–თან, რა დროსაც მიიღო დაზიანება. პირადი გასინჯვისას დადგინდა, რომ ზუ---- სუ-–------ს მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეორე, მესამე და მეოთხე თითების ძირითად ფალანგებზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით თითო ნაჭდევი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა ჰ---- კ-------–ის მიმართაც ქუთაისის N- პენიტენციურ დაწესებულებაში. შესამოწმებლის გადმოცემით 20-- წლის 14 დ--------ს, დაახლოებით 02:00 საათზე N- დაწესებულების „F“ კორპუსის 2---ე საკანში იწვა საწოლზე და ეძინა, გააღვიძა ყვირილმა, რა დროსაც ზუ---- სუ-–------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პირადი გასინჯვისას ტკი--ლებს არ უჩიოდა. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე გარეთა კუთხესთან, გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, მოწითალო-მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირითი ნაჭდევი. მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმის და ხასიათის ნაჭდევი. სხეულზე სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრი---ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მკვრი---ბლაგვი საგანი შეიძლება იყო ადამიანის ფეხიც და ხელიც.
2.13. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა მ-----ა ნ-----–--ემ განმარტა, რომ 20-- წლის 27 დ--------ს გამომძიებელ თ----რ ჭ-------ს დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ის მიმართ. ექსპერტმა განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - თანახმად დაზარალებულმა საავადმყოფოს მიმართა 14.12.20-- წ-ს 03:40 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 05:40 საათზე. როგორც ირკვევა პატიმარმა მძინარეს დაასხა მდუღარე წყალი. მას ჰქონდა ტკი--ლი დამწვრობის და თვალის არეში, კანის მთლიანობის დარღვევა, უჩიოდა მარჯვენა თვალის არეში მხედველობის დაქვეითებას. დიაგნოზი იყო შემდეგი: სახის მარჯვენა ნახევრის დამწვრობა, დამწვრობა მარჯვენა მხრის არეში პირველი, მეორე ხარისხის დამწვრობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იქნა, ასევე, N3 სამშობიარო სახლის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც გაირკვა, რომ მოქალაქე ა-----------იმ უ-–----მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.12.20--წ-ს, საიდანაც გაეწერა 18.12.20-- წ. დაზარალებული არის პატიმარი, მძინარეს წყალი გადაასხა მეორე პატიმარმა. სახე შეშუპებულია, სახის მარჯვენა ნახევრის, შუბლის და მარჯვენა ყურის არეში აშრევებული ეპიდერმისის ნაფლეთები, ჭრილობების ვარდისფერი ფსკერით, კისრის, მარჯვენა ბეჭის არეში, ზურგზე და მარჯვენა მხარეზე გადასვლით აშრევებული ეპიდერმისის ნაფლეთები ჭრილობების მოთეთრო და მოვარდისფრო ელფერით. ჩი--ლები მხედველობაზე არ ჰქონდა. დიაგნოზი არის თერმული დამწვრობა მდუღარით პირველი, მეორე ხარისხის სახის, მარჯვენა ყურის, კისრის, ბეჭის, ზურგის, მხრის არეში, სხეულის ზედაპირის 11% დამწვრობა. დასკვნის გაცემის თარიღი - 16.01.2--- წელი.
2.14. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს გამომძიებელმა თ----რ ჭ-------მ განმარტა, რომ 20-- წლის 14 დ--------ს N- პენიტენციური დაწესებულებიდან შევიდა შეტყობინება, „F“ კორპუსის #2---ე საკანში ბრალდებულ ზუ---- სუ-–------ის მიერ, ასევე, ბრალდებულ ჰ---- კ-------–ისა და ა-----------იმ უ-–----ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცხელი წლის გადასხმის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ზუ---- სუ-–------ის, ისე ჰ---- კ-------–ისა და ა-----------იმ უ-–----ის მიმართ. ასევე, მოწმის მიერ გამოიკითნენ მოწმეები. მოწმის განმარტებით, აღნიშულ საქმეზე ა-----------იმ უ-–----ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, რომლის შესახებ დადგენილება და ასევე, საქმის მასალები დაზარალებულს გააცნო. ასევე, გადმოტანილ იქნა დადგენილება ზუ---- სუ-–------ის ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, მოწმის განმარტებით მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საგამოძიები/საპროცესო მოქმედებაში.
2.15. საქმის სასამართლო განხილვის დროს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად გამოქვეყნდა მოწმე ჰ---- კ-------–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად მოწმემ განმარტა, რომ 20-- წლის 09 დ--------ს დააკავეს საქართველოს სსკი-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილის და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბრალდებით და 20-- წლის 11 დ---------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შემდეგ მოათავსეს პენიტენციური დაწესებულების N- დაწესებულების „F“ კორპუსის N2-- საკანში ე.წ. კ---------ში. 20-- წლის 03 დ--------ს აღნიშნულ საკანში მოთავსებულნი იყვნენ ოთხი პატიმარი, კერძოდ თავად ჰ---- კ-------–ი, ა-----------იმ უ-–----ი (თურქეთის მოქალაქე), ზუ---- სუ-–------ი და კიდევ ერთი ქართველი, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს. გაცნობის შემდეგ მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და რაიმე სახის კონფლიქტს ან უთანხმოებას მათ შორის ადგილი არ ჰქონია. საკანში იყვნენე მეგობრულად, საკვებს და სხვა ნივთებსაც იყოფდნენ და ინაწილებდნენ ყოველგვარი ანგარებისა და ძალდატანების გარეშე, რაც შეეხება ზუ---- სუ-–------ის ის მათ საცხოვრებელ საკანში შეასახლეს 20-- წლის 12 დ--------ს და მასთანაც, როგორც სხვა პატიმრებთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, მათ შორის იყო მეგობრული ურთიერთობა და რაიმე სახის კონფლიქტს ან უმნიშვნელო შელაპარაკებასაც ადგილი არ ჰქონია. 20-- წლის 13 დ--------ს ღამით დაახლოებით 14:00 საათზე დაწვა და დაიძინა. 20-- წლის 14 დ--------ს დაახლოებით 02:00 საათზე გამოაღვიძა ხმაურმა, უფრო სწორად გაიგონა პატიმარ ზუ---- სუ-–------ის ხმამაღალი ყვირილი და საუბარი, რის გამოც სასწრაფოდ წამოდგა და დაინახა, რომ ზუ---- სუ-–------ი, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თანასაკნელ ა-----------იმ უ-–----ს, ამის გამო თანასაკნელებთან ერთად შეეცადა მათ გაშველებას. ხმაურზე საკნის კარები გაიღო და ა-----------იმ უ-–----ი გაიყვანეს საკნიდან, რის შემდეგაც ზუ---- სუ-–------ი მეტნაკლებად დამშვიდდა და დაწყნარდა. რამოდენიმე წუთში ისევ გაიღო საკნის კარები და დაწესებულების თანამშრომლებმა ის გაიყვანეს საკნიდან და შეიყვანეს იქვე სამორიგეო ოთახში, სადაც იმყოფებოდა ა-----------იმ უ-–----ი, რომელიც განმარტავდა, რომ, როდესაც ეძინა სრულიად მოულოდნელად ზუ---- სუ-–------მა შეასხა ცხელი წყალი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თუ რა მიზეზით მისთვის უცნობია ვინაიდან ეძინა. აღნიშნულის შედეგად ა-----------იმ უ-–----ს მაჯვენა ყურის, კისრის, ბეჭის, ზურგის, მხრის და მარჯვენა ქუთუთოების არეში აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობის სახით, რაზედაც დაწესებულების ექიმის მიერ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ ის შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დააფიქსირა დაზიანებები, კერძოდ მარცხენა თვალბუდის, გულმკერდისა და მარცხენა ბეჭის მიდამოებში მიღებული უმნიშვნელო დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები მისი განმარტებით მან მიიღო ა-----------იმ უ-–----ისა და ზუ---- სუ-–------ის გაშველების დროს, რომელიც მისთვის გამიზნულად არავის მიუყენებია, იყო უმნიშვნელო და მათი მიღებისას რაიმე სახის ტკი--ლი არ განუცდია. მოწმე აღნიშნავს, რომ ა-----------იმ უ-–----სა და ზუ---- სუ-–------ს შორის იყო მეგობრული ურთიერთობა, საკნაში ყოფნისას მათ შორის რაიმე სახის კოფლიქტს, უთანხმოებას ან უმნიშვნელო შელაპარაკებასაც ადგილი არასოდეს ჰქონია, შებამისად მისთვის უცნობია თუ რა მიზეზით შეასხა ზუ---- სუ-–------მა ცხელი წყალი და რა მიზეზით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე განმარტავს, რომ არ დაუნახავს ცხელი წყლის შესხმა ზუ---- სუ-–------ის მხრიდან ა-----------იმ უ-–----ის მიმართ, როდესაც მას გაეღვიძა ზუ---- სუ-–------ი ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ა-----------იმ უ-–----ს და ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თანასაკნელები შეეცადნენ მათ გაშველებას, რა დროსაც შემთხვევით მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. მოწმე განმარტავს, რომ გამიზნულად ზუ---- სუ-–------ს ან სხვა რომელიმე პატიმარს ხელი ან ფეხი არ დაურტყამს. შესაბამისად მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და თავს დაზარალებულად არ ცნობს. მოწმე განმარტავს, რომ ზუ---- სუ-–------ი და ა-----------იმ უ-–----ი გაიცნო პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ მანამდე არასოდეს შეხვედრია და არც რაიმე სახის შეხება ჰქონია მათთან. მოწმე აღნიშნავს, რომ ზუ---- სუ-–------ი როდესაც ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ა-----------იმ უ-–----ს ეს უკანასკნელი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, შესაბამისად მას ზუ---- სუ-–------ისთვის ხელი ან ფეხი არ დაურტყამს და არც რაიმე სახის შეურაცხყოფა მიუყენებია. მოწმე პასუხობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომლის ხელისმოწერაზე განვაცხადე უარი იმ მოტი--თ, რომ არ იცოდა ქართულ ენაზე წერა-კითხვა, ხოლო რაც შეეხება ოქმში მითითებულ ფაქტებს თითქოსდა ზუ---- სუ-–------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ის მან დაწესებულების თანამშრომლებს განუმარტა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ზუ---- სუ-–------მა მიაყენა ა-----------იმ უ-–----ს, ხოლო მან დაზიანებები მიიღო შემთხვევით მათი გაშველებისას და სავარაუდოდ დაწესებულების თანამშრომლებმა ვერ გაიგეს მისი ნათქვამი. მოწმე განმარტავს, რომ ზუ---- სუ-–------ი ხელებსა და ფეხებს ურტყამდა მხოლოდ ა-----------იმ უ-–----ს და მას სხვა რომელიმე პატიმრისათვის გამიზნულად რომ დაერტყას არ უნახავს. მოწმე განმარტავს, რომ მას N- დაწესებულების თანამშრომლებთან აქვს კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება, ვინმესთან რაიმე სახის კონფლიქტს ან უთანხმოებას არასოდეს ჰქონია, მისი უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში არის დაცული, სხვა პატიმრების ან დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის ცემას, ძალადობას, მუქარას, იძულებას, წამებას, ზეწოლას ან ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად მათ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.
2.16. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბ---კ ბ-----ემ განმარტა, რომ ქუთაისის N- პენიტენციურ დაწესებულებაში, #2---ე ე.წ. „კ---------ის“ საკანში 20-- წლის 13 დ--------ს იმყოფებოდა ორ თურქი ეროვნების პატიმართან და ზუ---- სუ-–------თან ერთად. საკანში შესახლების დროს მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 20-- წლის 14 დ--------ს, 02:00 საათზე გააღვიძა ხმაურმა, რა დროსაც დაინახა დაპირისპირება დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. მოწმის თქმით, ის და მეორე თურქი ეროვნების პატიმარი ჰ---- კ-------–ი აშველებდნენ ზუ---- სუ-–------ს და ა-----------იმ უ-–----ს. შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების თანამშრომელმა. მოწმის თქმით, შუქი საკანში არ იყო, მაგრამ გარჩევა მოხდა ხმით, რომ ერთი იყო თურქი, ხოლო მეორე ქართველი. მოწმემ დაადასტურა, გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს მდუღარე წყლის შესხმის ფაქტი და არც დაზიანებები არ მიუღია აღნიშნული ჩხუბის დროს.
2.17. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N00------8 თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ცნობა N1588 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 14.12.20--წ) -მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე ა-----------იმ უ-–----მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.12.20--წ-ს 03:40 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 05:40 სთ-ზე დიაგნოზით: სახის მარჯვენა ნახევრის დამწვრობა, დამწვრობა მარჯვენა მხრის არეში პირველი, მეორე ხარისხის, დამწვრობა. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (N3 სამშობიარო სახლის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N497-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-769 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 19.12.20--წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე ა-----------იმ უ-–----მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.12.20-- წ-ს 05:50 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 18.12.20-- წ-ს 14:00 სთ-ზე დიაგნოზით: თერმული დამწვრობა I-II, III A (I-II) ხარისხის სახის, მარჯვენა ყურის, კისრის, ბეჭის, ზურგის, მხრის არეში. სხეულის ზედაპირის 11%. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა OD ქუთუთოების დამწვრობა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრვი ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობს ხანგრძლი-- მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----ა ნ-----–--ემ.
2.18. 20-- წლის 14 დ-------ის ოქმის N6---ის თანახმად, ქუთაისის N- დაწესებულების „F“ კორპუსის N2-- საკნიდან გამოტანილ იქნა და პოლიეთილენის ფაილში დაილუქა წყლის მადუღარა. აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა N- დაწესებულების უსაფრთხოების რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი შ----ა შა--–----ე, სამართლებრი-- რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი კ------- ჩ---–--ე და დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მორიგე ექიმი მ--–--ზ ნ-----–--–---–ი, აღნიშნული პირების მიერ სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხვისას დადასტურებულ იქნა ოქმის სისწორე.
2.19. ელექტრომადუღარაზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ელექტრომადუღარა წარმოდგენილი სახით არის ექსპლუატაციაში ნამყოფი და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----–--ზ ს---------მ.
2.20. 2--- წლის 17 იანვრის საგნის დათვალირების ოქმის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს გამომძიებელ თ----რ ჭ-------ს მიერ ქ.ქუთაისში, ჭ------ძის გამზ. N31, საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოში, ჩატარდა მესაკუთრის წერილობით თანხმობის საფუძველზე გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში ე.წ „ფაილში“ დალუქული ელექტრომადუღარის დათვალირება, რომელიც იყო მოყვითალო ფერის, რომლის ძირი იყო მოყავისფრო, მას შემოხვეული ჰქონდა ნაწილობრივ მოშავო და ნაწილობრივ მოთეთრო ფერის იზოლაციის მქონე ელსადენი, რომელიც ბოლოვდება მოლურჯო ფერის ელექტროქსელში ჩამრთველით. ელექტრომადუღარას შუა ნაწილში გარედან მიკრული აქვს მოყავისფრო სარეკლამო ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც ლათინური ასოებით ეწერა „kefal plastic”, ასევე ქართული შრიფტით შესრულებული წარწერები, რომელთა გარჩევა შეუძლებელია. შ----ა შ---–----ის განმარტებით, ბრალდებულმა ზუ---- სუ-–------მა განუმარტა, რომ აღნიშნული ელექტრომადუღარით შეასხა ცხელი წყალი ა-----------იმ უ-–----ს. დათვალიერების ოქმს ხელი მოაწერა გამომძიებელმა თ----რ ჭ-------მ და მოწმემ შ----ა შა--–----ემ, მას ასევე ჩაბარდა ოქმის ასლი.
2.21. 2--- წლის 23 იანვრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად ზუ---- სუ-–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 06 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე , მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი)საათის ოდენობით. ზუ---- სუ-–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 20-- წლის 12 დ-------იდან.
აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმეები დაიკითხნენ, ხოლო ნაწილი კი მოხსნა თავად ბრალდება, ბრალდებულის მიერ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები ცნობილ იქნა უდადოდ. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლელული არ ყოფილა.
2.22. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ზუ---- სუ-–------ის მიერ, ა-----------იმ უ-–----ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი.
2.23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრი-- სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრი-- დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრი-- სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრი-- სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
2.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დ-------ის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ზუ---- სუ-–------ის მიერ ა-----------იმ უ-–----ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3. სამართლებრი-- შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრი-- პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრი-- დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრი-- დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის, ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლი-- მოშლა, გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ა-----------იმ უ-–----ის, მოწმეების ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, ვიდეოჩანაწერით) დადასტურებულია, რომ 20-- წლის 14 დ--------ს ქ.ქუთაისში, ხ--------ს ქუჩა 85-ში მდებარე N- პენიტენციური დაწესებულების “F“ კორპუსის 2---ე საკანში მოთავსებულმა ბრალდებულმა ზუ---- სუ-–------მა განაწყენების ნიადაგზე, თანასაკნელს საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-----------იმ უ-–----ს ელექტრო მადუღაროდან განზრახ შეასხა მდუღარე წყალი და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სცემა ხელებით და ფეხებით. რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანება, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლი-- მოშლით. ძალადობრი-- ქმედება მიზეზობრივ კავშირშია ა-----------იმ უ-–----ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება, რომ ნაკლდებად მძიმე ხარისხის იყო და გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლი-- მოშლა დადასტურებულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა ნ-----–--ემ. დადასტურებულ იქნა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა საკანში, ასევე, მოწმეების მიერ დადასტურებულ იქნა, რომ სწორედ ზუ---- სუ-–------მა შეასხა მდუღარე წყალი მძინარე დაზარალებულს და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელებით და ფეხებით. მადუღარის საკანში არსებობის ფაქტი დადასტურებულ იქნა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ამოღების ოქმითაც. ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ იგი ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საკნის გარეთ დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერებიც, სადაც, ჩანს ზუ---- სუ-–------ის მიერ დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ---- სუ-–------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტი-- და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდი--დუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდი--დუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუ---- სუ-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ - ზუ---- სუ-–------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ზუ---- სუ-–------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრი-- ხასიათის, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ზუ---- სუ-–------მა თანასაკნელს საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებულ თურქეთის მოქალაქეს ა-----------იმ უ-–----ს ელექტრომადუღარიდან განზრახ შეასხა ადუღებული წყალი და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაუწყო ხელებით და ფეხებით ცემა), ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ა-----------იმ უ-–----ისთვის).
4.6. ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდი--დუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ ზუ---- სუ-–------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა-თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით,ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.ასევე,საქართველოს სსკ-ის 41-44 მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განისაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუ---- სუ-–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრი-- საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, ელექტრო მადუღარა, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუ---- სუ-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განისაზაღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 41-44-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განისაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
3. ზუ---- სუ-–------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან-2017 წლის 12 დეკემბრიდან.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ელექტრო მადუღარა, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი