გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210019003012510
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1160-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------

წარმომადგენელი - ნ------------–---–-

 

მოპასუხე - შპს ,,რ-----------–--–--ს“

წარმომადგენელი - რ------–-------ე, ლ--------------–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ივლისის N30-01181972833 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ა----ის ქუჩა #11 ჩასახვევი და ა----ის 6-8, სამუშაოს შესრულების ვადის 9 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 3,379.84 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 20 ივნისის N30-011811713133 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ვ-–----–----–--------ე კვ. N25 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 2 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 751.08 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 თებერვლის N30–0118037720 წერილით განსაზღვრულ მისამართზე მ----–---–ის N22 სამუშაოს შესრულების ვადის 5 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 1 877.69 ლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 თებერვლის N30-0118037723 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ნ--–-----ის 3 მ/რ 3 კვ. N10 და N 8 კორპუსების მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 13 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 4 881.99 ლარის გადახდა.

 

1.5. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 თებერვლის N30-0118037729 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ნ--–-----ის 3 მ/რ 3 კვ. N11 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 15 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 5633.07ლარის გადახდა.

 

1.6. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 1 აგვისტოს N30-01-8213252 / წერილით განსაზღვრულ მისამართზე ბ-------–---–ის ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 23 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 8 637.37 ლარის გადახდა.

 

1.7. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 თებერვლის N30-011803770 წერილით განსაზღვრულ მისამართზე პ------ს ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 10 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 3 755.38 ლარის გადახდა.

 

1.8. 2018 წლის 25 მაისის N30-01181451562 წერილით განსაზღვრულ მისამართზე წყნეთი, რ---------–ის 1 შესახვევში სამუშაოს შესრულების ვადის 14 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 5 257,53 ლარის გადახდა.

 

1.9. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ივლისის N30-01181972833 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ტ----ის 1, #124 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 49 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 18 401.36 ლარის გადახდა.

 

1.10. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 თებერვლის N30-0118037720 წერილით განსაზღვრულ მისამართზე უ-----–---–ის ქუჩის N1 და 3 შესახვევებში შესასრულებელი სამუშაოს შესრულების ვადის 17 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 6 384,15 ლარის გადახდა.

 

1.11. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 29 აგვისტოს N30-01-82411424 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ლ-------–------–----–--ის ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 27 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 10 139.53 ლარის გადახდა.

 

1.12. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 17 აგვისტოს N30-01182292398 წერილით განსაზღვრულ მისამართზე ც-------ის ქ.N1 სამუშაოს შესრულების ვადის 29 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 10 890.60 ლარის გადახდა.

 

1.13. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 აპრილის N30-011810648 წერილით განსაზღვრულ მისამართზე პ---–------------ს ქუჩა #9ა-ზე სამუშაოს შესრულების ვადის 20 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 7 510.76 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 01 თებერვალს ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------ს და შპს ,,რ-----------–--–--"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------ის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 877 689,84 ლარს. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად ეტაპობრივად, 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დეფექტური აქტი და სამუშაოსთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემოდა წერილობით. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის შესაბამისად ვადაგადაცილებული 1 დღისთვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 16 ივლისის წერილით მიმწოდებელს ა----ის ქ. 11 ჩასახვევი და ა----ის 6-8 მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 08 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 9 კალენდარული დღით. თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 375.50 ლარს, 9 დღისთვის 3 379.08 ლარს.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 20 ივნისის წერილით მიმწოდებელს ვ-–----–----–--------ე კვ. N25 კორპუსის მიმდებარედ მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 27 ივნისი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 29 ივნისს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 02 კალენდარული დღით. 02 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 751.68 ლარს.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 2 თებერვლის წერილით მიმწოდებელს მ----–---–ის 22-ის ეზო მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 22 თებერვალი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 07 მარტს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 15 კალენდარული დღით. 05 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1,877.69 ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 6 თებერვლის წერილით მიმწოდებელს ნ--–-----ის 3მ/რ 3კვ. N19 და N8 კორპუსების მიმდებარედ მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 3 აპრილი, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 26 აპრილს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 13 კალენდარული დღით. 13 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 4,881.99 ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 6 თებერვლის წერილით მიმწოდებელს ნ--–-----ის 3მ/რ 3კვ. N11 კორპუსის მიმდებარედ მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 26 მარტი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 10 აპრილს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 15 კალენდარული დღით.15 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5633.07ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 1 აგვისტოს წერილით მიმწოდებელს ბ-------–---–ის ქუჩა მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 589.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 22 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 23 კალენდარული დღით. 23 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8 637.37ლარს.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 6 თებერვლის წერილით მიმწოდებელს პ------ს ქუჩა მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 02 მარტი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 20 მარტს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 10 კალენდარული დღით. 10 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 3 755.38 ლარს.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 25 მაისის წერილით მიმწოდებელს / წყნეთი, რ---------–ის 1 შესახვევი მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 20 ივნისი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 14 ივლისს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 14 კალენდარული დღით. 14 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5 257.53 ლარს.

 

ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის 2018 წლის 16 ივლისის წერილით მიმწოდებელს ტ----ის N24 კორპუსის მიმდებარედ მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 20 აგვისტო. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 8 ოქტომბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 49 კალენდარული დღით. 49 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 18 401.36 ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 6 თებერვლის წერილით მიმწოდებელს უ-----–---–ის ქუჩის 1 და 3 შესახვევები მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 3 აპრილი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 6 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 17 კალენდარული დღით, 17 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 6 384.15 ლარს.

 

ვ-----------------------ის N30-01182411424 წერილით მიმწოდებელს ლ-------–------–----–--ის ქუჩაზე, სამუშაოების მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 26 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 27 კალენდარული დღით. 27 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 10 139.53 ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 17 აგვისტოს წერილით მიმწოდებელს ც-------ის ქუჩა სამუშაოების მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 877 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 28 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 29 კალენდარული დღით. 29 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 10,890.60 ლარს.

 

ვ-----------------------ის 2018 წლის 16 აპრილის წერილით მიმწოდებელს პ---–------------ს ქუჩა 9ა-ზე განხორციელებული სამუშაოების მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 7 მაისი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 1 8777 689.84 ლარს. სამუშაოს დასრულება მოხდა 2018 წლის 19 სექტემბერს. სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იქნა 20 კალენდარული დღით. 20 დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 7 510.76 ლარს.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, შპს „რ-----------–--–--“-ს 2018 წლის 4 დეკემბერს გაეგზავნა შეტყობინება ერთი თვის ვადაში გადაეხადა პირგასამტეხლო და წარმოედგინა ქვითარი, თუმცა მას პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დღემდე გამგეობაში არ წარმოუდგენია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ის“ წარმომადგენელმა ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია არ უარყოფს შპს ,,რ-----------–--–--ის“ მიერ 2018 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტს, თუმცა ითხოვს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებას, რადგან მიაჩნია, რომ მისი ოდენობა არ არის გონივრული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 01 თებერვალს ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------ს და შპს ,,რ-----------–--–--"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------ის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 877 689,84 ლარს.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად ეტაპობრივად, 2018 წლის 30 აგვისტო. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დეფექტური აქტი და სამუშაოსთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემოდა წერილობით.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის შესაბამისად ვადაგადაცილებული 1 დღისთვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25);

- დანართი #1 (შეკეთების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა) (ს.ფ. 26-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.2. 2018 წლის 30 ნოემბერს, ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------ს და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის დაიდო შეთანხმება #01 01 12/30/12-1, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან, „რ-----------–--–--სმა“ დაასრულა ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------სთან 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვ------------ის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების, ასფალტის, საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების და საერთო სამუშაოების ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა 1 797 891.83 ლარი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - შემსყიდველი და მიმწოდებელი, შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილების განხორციელებაზე: 1. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 797 891,83 ლარს.“ 1.2 შეთანხმებას თან ახლავს სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების თავში მითითებული თარიღიდან. 3. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ვ------------------------სა და შპს „რ-----------–--–--ს“-ს შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული N 01 01 12/30/12 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. 4. ხელშეკრულების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 30 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 32);

- დანართი #1, ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 33-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: თბილისი, ა----ის მე-2 ჩასახვევი და ა----ის 6-8, სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 30 აგვისტოსი.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართებზე: 1. თბილისი, ა----ის მე-2 ჩასახვევი და ა----ის 6-8 სამუშაოები; 2. უ-----–---–ის 1-3 ჩასახვევი, დაასრულა 2018 წლის 08 სექტემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 112218.87 ლარი (107 999.77 ლარი+4219.10 ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 09 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი #18 (ს.ფ. 37);

- მიღება-ჩაბარების აქტი #19 (ს.ფ. 43);

- 24/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 44);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #34 (ს.ფ. 45-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ვ-–----–----–------- კვარტალი, #25 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 27 ივნისი.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: ვ-–----–----–------- კვარტალი, 25-ე კორპუსი სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 29 ივნისს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 26 503.65 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 02 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 51);

- მიღება-ჩაბარების აქტი #10 (ს.ფ. 52);

- 17/07/2018 წლის წერილი (ს.ფ. 53);

- შესრულებული სამუშაოების აქტები #20-21 (ს.ფ. 54-55);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: თბილისი, მ----–---–ის ქუჩა #22 სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 22 თებერვალი, რომელიც მოგვიანებით გაზრდილი იქნა არაუგვიანეს 2018 წლის 02 მარტისა.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: თბილისი, მ----–---–ის ქუჩა #22 სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 07 მარტს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 7368.68 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 05 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14/03/2018 წლის წერილი (ს.ფ. 58);

- მიღება-ჩაბარების აქტი #1 (ს.ფ. 59);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #1 (ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ნ--–-----ის მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, #10 და #8 კორპუსების მიმდებარედ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 3 აპრილი, რომელიც მოგვიანებით გაზრდილი იქნა არაუგვიანეს 2018 წლის 13 აპრილისა.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: თბილისი, ნ--–-----ის მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, #10 და #8 კორპუსების მიმდებარედ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 26 აპრილს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94064.22 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 13 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03/04/2018 წლის წერილი (ს.ფ. 63);

- მიღება-ჩაბარების აქტი #5 (ს.ფ. 64);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #9 (ს.ფ. 65-66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.7. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ნ--–-----ის მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, #11 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 26 მარტი.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: თბილისი, ნ--–-----ის მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, #11 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 10 აპრილს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 47 058.46 ლარი(33 765.03 ლარი+ 13 293.43 ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 15 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06/02/2018 წლის წერილი (ს.ფ. 67);

- მიღება-ჩაბარების აქტი #8 (ს.ფ. 70);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #14 (ს.ფ. 72-73);

- 29/08.2018 წლის წერილი (ს.ფ. 76);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #30 (ს.ფ. 77);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: თბილისი, ვ------------ი, ბ-------–---–ის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 30 აგვისტო.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: თბილისი, ბ-------–---–ის ქუჩაზე წარმოებული სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 22 სექტემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 104 377.76 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 23 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01/08/2018 წლის წერილი (ს.ფ. 78);

- მიღება-ჩაბარების აქტი #22 (ს.ფ. 79);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #38 (ს.ფ. 81-85);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: პ------ს ქუჩის ზედა ნაწილზე სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 02 მარტი, რომელიც მოგვიანებით გაგრძელებული იქნა 10 მარტამდე. სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 20 მარტს.

 

შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა საქმეში კონკრეტული მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო ვერ იქნა კონკრეტულად განსაზღვრული. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 10 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27/02/2018 წლის წერილი (ს.ფ. 88);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.10. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: წყნეთი, რ---------–ის #1 შესახვევი სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივნისი, რომელიც მოგვიანებით გაგრძელებული იქნა 30 ივნისამდე.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: წყნეთი, რ---------–ის #1 შესახვევი სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 14 ივლისს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 137 552.37 ლარი (132872.12.ლარი+1906.34ლარი+2 773.91ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 14 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20/06/2018 წლის წერილი (ს.ფ. 92);

- მიღება-ჩაბარების აქტი #11 (ს.ფ. 93);

- #02/08/2018 წლის წერილი (ს.ფ. 94);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #22 (ს.ფ. 95);

- მიღება-ჩაბარების აქტი #12 (ს.ფ. 96);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #24 (ს.ფ. 97-98);

- მიღება-ჩაბარების აქტი #28 (ს.ფ. 99);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #49 (ს.ფ. 95);

- 07/11/2018 წლის წერილი (ს.ფ. 101);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.11. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ტ----ის ქ. #124 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტო.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: ტ----ის ქ. #124 დაასრულა 2018 წლის 08 ოქტომბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 73728.91 ლარი (50 838.03 ლარი+3759.09 ლარი+19 131.79 ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 49 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16/07/2018 წლის წერილი (ს.ფ. 106);

- მიღება-ჩაბარების აქტი #26 (ს.ფ. 107);

- #16/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 108);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #45 (ს.ფ. 109-113);

- 07/11/2018 წლის წერილი (ს.ფ. 101);

- მიღება-ჩაბარების აქტი #27 (ს.ფ. 115);

- #16/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 116);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #47 (ს.ფ. 117-121);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #40 (ს.ფ. 122-126);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.12. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: უ-----–---–ის ქუჩის 1 და 3 შესახვევები, სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 03 აპრილი. ხოლო, მოგვიანებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტო.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: უ-----–---–ის 1-3 შესახვევი, სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 26 სექტემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 74 699.06 ლარი (64 522.10+6977.51ლარი+3199.45ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 17 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.02.2018 წლის წერილი ((ს.ფ. 129);

- 16/07/2018 წლის წერილი (ს.ფ. 129);

- მიღება-ჩაბარების აქტი #19 (ს.ფ. 130);

- #24/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 131);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #35 (ს.ფ. 132-136);

- მიღება-ჩაბარების აქტი #20 (ს.ფ. 137);

- #25/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 138);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #36 (ს.ფ. 139-141);

- მიღება-ჩაბარების აქტი #24 (ს.ფ. 142);

- #28/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 143);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #42 (ს.ფ. 144-148);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.13. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ბილფელდის ქუჩის და ბილფელდის პირველი, მეორე და მეოთხე ჩიხების სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 30 აგვისტო.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: ბილფელდის ქუჩის და ბილფელდის პირველი, მეორე და მეოთხე ჩიხების სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 26 სექტემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 124 369.76 ლარი (13 681.38 ლარი+110 688.38 ლარი). სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 27 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29/07/2018 წლის წერილი (ს.ფ. 149);

- მიღება-ჩაბარების აქტი #25 (ს.ფ. 150);

- #02/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 151);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #43 (ს.ფ. 152-156);

- მიღება-ჩაბარების აქტი #23 (ს.ფ. 157);

- #28/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 158);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #41 (ს.ფ. 159-163);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.14. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: ნ. ც-------ის #1 ეზოს სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 30 აგვისტო.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: ნ. ც-------ის #1 ეზოს სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 28 სექტემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2846.35 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 29 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17/08/2018 წლის წერილი (ს.ფ. 164);

- მიღება-ჩაბარების აქტი #25 (ს.ფ. 166);

- 12/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 167);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #44 (ს.ფ. 168-172);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.15. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-------------ას და შპს ,,რ-----------–--–--ს“ შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე: პ---–------------ს #9ა, სამუშაოების დასრულების ვადა იყო არაუგვიანეს 2018 წლის 27 მაისი.

 

შპს ,,რ-----------–--–--სმა“ მისამართზე: პ---–------------ს #9ა, სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 19 სექტემბერი. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 29 288.35 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 20 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16/04/2018 წლის წერილი (ს.ფ. 173);

- მიღება-ჩაბარების აქტი #21 (ს.ფ. 174);

- 27/09/2018 წლის წერილი (ს.ფ. 175);

- შესრულებული სამუშაოების აქტი #37 (ს.ფ. 176-180);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო გარემოებები დადგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2018 წლის 01 თებერვალს ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------------------ს და შპს ,,რ-----------–--–--"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ--–--------–----------–----–------ის ვ------------ის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 877 689,84 ლარს. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად ეტაპობრივად, 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დეფექტური აქტი და სამუშაოსთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემოდა წერილობით. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები, თუმცა ვადის დარღვევებით. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის არა შესრულებული სამუშაოების ვადის გადაცილების ფაქტებს. მოპასუხე შედავებას ახდენს მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით და ითხოვს მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ 2018 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ ვადის დარღვევით, რის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.02%-ის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 87 509.76 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გაანგარიშდეს, არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ოდენობიდან, არამედ კონკრეტულ მისამართებზე წარმოებული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს პროცენტულ ოდენობას - 0.02%-ს, იგი გონივრული ოდენობისაა და სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის შემცირებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ისთვის“ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხების ოდენობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თითოეულ მისამართზე სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისთვის ცალ-ცალკე, რაც გონივრული და სამართლიანი გამოთვლის პრინციპს წარმოადგენს და მისი ოდენობა შეადგენს კონკრეტულ დარღვევებზე შემდეგს:

 

· მისამართზე: ა----ის ქუჩა #11 და ათენის ქუჩის 6-8-ზე წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 107 999.77 ლარს, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 4219.10 ლარს) 09 დღით ვადაგადაცილებისთვის მოპასუხე მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 201.99 ლარის ოდენობით;

· მისამართზე: ვ-–----–----–------- კვარტალი, 25-ე კორპუსი, წარმოებული სამუშაოების (სამუშაოების ღირებულება 26 503.65 ლარი) 02 დღით ვადაგადაცილებისთვის, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 10.60 ლარის ოდენობით;

· მისამართზე: მ----–---–ის ქ. #22, წარმოებული სამუშაოების (სამუშაოების ღირებულება 7368.68 ლარი) 05 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 7.37 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ნ--–-----ის მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, #10-8 მიმდებარედ, წარმოებული სამუშაოების (სამუშაოების ღირებულება 94 064.22 ლარი) 13 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 244.57 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ნ--–-----ის მე-3 მ/რ, #11 კორპუსის მიმდებარედ, წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 33 765.03 ლარი, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 13 293.4 ლარი) 15 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 141 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ბ-------–---–ის ქუჩა, წარმოებული სამუშაოების (სამუშაოების ღირებულება 104 377.76 ლარი) 23 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 480.14 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: წყნეთი, რ---------–ის პირველი შესახვევი, წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 132 872.12 ლარს, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 1906.34 ლარს, მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 2773.91 ლარს) 14 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 385.15 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ტ----ის #24 წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 50 838.03 ლარს, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 759.09 ლარს, მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 131.79 ლარს) 49 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 722.54 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: უ-----–---–ის ქუჩის პირველი და მესამე შესახვევი, წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 64 522.10 ლარს, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 6 977.51 ლარს, მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3199.45 ლარს) 17 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 253.98 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ლ-------–------–----–--ის ქუჩაზე წარმოებული სამუშაოების (პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 13 681.38 ლარს, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 110 688.38 ლარს) 27 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 671.60 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: ც-------ის ქუჩაზე წარმოებული სამუშაოების (სამუშაოს ღირებულება შეადგენს 2846.35 ლარს) 17 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 16.51 ლარის ოდენობით.

· მისამართზე: პ---–------------ს ქუჩაზე წარმოებული სამუშაოების (სამუშაოს ღირებულება შეადგენს 29 288.35 ლარს) 20 დღით ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 117.15 ლარის ოდენობით.

აქვე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი განმარტება გააკეთოს შპს ,,რ-----------–--–--ის“ მიერ პ------ს ქუჩაზე წარმოებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ვინაიდან ამ კონკრეტულ ქუჩასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებული სამუშაოების აქტი, სასამართლო 10 დღიან ვადაგადაცილებაზე, თითოეულ გადაცილებულ დღეზე განსაზღვრავს პირგასამტეხლოს 10 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ კონკრეტულ ქუჩასთან მიმართებაში, შპს ,,რ-----------–--–--ს“ წარმოებული სამუშაოების ვადაგადაცილებისთვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--ს“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ჯამში 3352.78 ლარის გადახდა, ხოლო 84 156.98 ლარის ნაწილში, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 100.54 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ,,რ-----------–--–--“ მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 3352.78 ლარის გადახდა.

 

3. ქ--–--------–----------–----–------ის ვ-----------------------ის სასარჩელო მოთხოვნა 84 156.98 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე შპს "რ-----------–--–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100.54 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე