განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
330100119002930235
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1449-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ გ--------------–---–-ს, ა----------–---–-ს, ხ-------------–---–-ს,ბრალდებულების _ ლ-–-------------–-ს, თ-------------–--–---–-ს,ადვოკატების _ ლ-–----------–---–-ს, ი-----------–--ს, მ----------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ--------------------------–--–---–-ს (დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისში, გ-–----------------------ს, N------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, გ-–---------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო;

ბრალდებულ ლ-–-----------------------–-ს (დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ------------------------–------–-, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, გ-–--------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, თბილისში, მ----------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, თ-------------–--–---–- და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ლ-–-------------–- თავს დაესხნენ ა--------------–--ს.

2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, თბილისში, მ----------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლით, თ-------------–--–---–მა ა--------------–--ს მიაყენა მარჯვენა მტევნის გამჭოლი ჭრილობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მისი ხანგრძლივი მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან:

 

თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულ ა--------------–--ს ჩვენებით, საკუთრებაში ჰყავს „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, რითაც ტაქსაობს პერიოდულად. 2019 წლის 21 თებერვალს მოძრაობდა „ა-------–-----------ის“ მიმართულებით, რა დროსაც გააჩერა ორმა მამაკაცმა, რომლებმაც სთხოვეს თ---–--–-------------------------------ში წაყვანა. ერთ-ერთი დაჯდა მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, ხოლო მეორე - უკანა მარჯვენა სავარძელზე. ადგილზე მისვლისას, კლიენტების მითითებით შევიდა ჩიხში, სადაც მთავრდებოდა სამანქანო გზა. თავდამსხმელებმა მოსთხოვეს ავტომანქანის ჩაქრობა და ფულადი თანხის გადაცემა. უარის თქმის შემდგომ, წინ მჯდომმა მამაკაცმა, რომელშიც ამოიცნო ბრალდებული თ-------------–--–---–- ამოიღო იარაღი, მიუშვირა მას და მოსთხოვა თანხის გადაცემა. შეეცადა იარაღის ლულის გაწევას, რა დროსაც თ-------------–--–---–მა განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო ხელის არეში და სდიოდა სისხლი. შეძლო ავტომანქანიდან გაქცევა და სტადიონზე მყოფ ბიჭებს სთხოვა დახმარება. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. დაზარალებულის განმარტებით, მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–-, რომლებსაც მომხდარ ფაქტამდე არ იცნობდა. არც ტელეფონით უსაუბრია მათთან და ვერ ხსნის თუ როგორ დაფიქსირდა მისი მეუღლის ტელეფონიდან ზარი თ-------------–--–---–-ს ტელეფონის ნომერზე.

მოწმე ლ-----------–--ს ჩვენებით, საკუთრებაში ჰყავს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რითაც პერიოდულად ტაქსაობს როგორც თავად, ისე მამამისი - ა--------------–--. 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეატყობინა, რომ ა--------------–-- იყო ხელში დაჭრილი და იმყოფებოდა „მ---------ს“ კლინიკაში. საავადმყოფოში მისვლისას თავად ნახა, რომ ა--------------–--ს მარჯვენა ხელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჰქონდა ჭრილობა. როგორც მამისგან გადმოცემით იცის, ტაქსაობის დროს იგი გააჩერა ორმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთ-ერთი დაჯდა მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, ხოლო მეორე - უკანა მარჯვენა სავარძელზე და მოსთხოვეს თ---–--–-------------------------------ში წაყვანა. ადგილზე მისვლისას, წინ მჯდომმა მამაკაცმა დაუმიზნა იარაღი და მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ა--------------–-- შეეცადა იარაღის გაწევას. ამ დროს თავდამსხმელმა განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ა--------------–--მ მიიღო გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ხელის მტევანზე. მოწმის განმარტებით, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს სისხლის კვალი.

მოწმე გ------------------ის ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს, თანამშრომელ დ----------–---მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 21 თებერვალს, თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები იყვნენ: თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–-, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში, გ-–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პირების შესაბამის ბაზაში გადამოწმების შემდგომ, თანამშრომლებთან: ლ-----------–---–თან, თ--------------–---–თან და ზ---------------–---–თან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას შენიშნა კორპუსის გვერდით მდგომი ორი პიროვნება, რომლებიც აღმოჩნდნენ ლ-–-------------–- და თ-------------–--–---–-. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. თავად მიიღო მონაწილეობა ამოცნობის ჩატარებაში, რა დროსაც დაზარალებულმა ა--------------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ-------------–--–---–- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხა და დაზიანება მიაყენა ხელის არეში.

მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს, თანამშრომელ დ----------–---მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 21 თებერვალს, თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები იყვნენ: თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–-, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში, გ-–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პირების შესაბამის ბაზაში გადამოწმების შემდგომ, თანამშრომლებთან: გ------------------ესთან, თ--------------–---–თან და ზ---------------–---–თან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას შენიშნა კორპუსის გვერდით მდგომი ორი პიროვნება, რომლებიც აღმოჩნდნენ ლ-–-------------–- და თ-------------–--–---–-. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც თ--------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ-------------–--–---–-ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს ორი ვაზნა, რასაც ეტყობოდა გასროლის კვალი. ჩხრეკის დასრულების შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ა--------------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–-, რის შემდეგაც მოხდა მათი ბრალდებულის სახით დაკავება.

მოწმე გ-----------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ლ-–-------------–- და თ-------------–--–---–-, მათ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ სისხლიან ტანსაცმელს და იარაღს, რაც გამოყენებულ იქნა ა--------------–--ს დაყაჩაღების დროს. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე შ--–------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 23 თებერვალს მონაწილეობა მიიღო თბილისში, გ-–----------------------------------------------------ში მდებარე თ-------------–--–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოიღეს თ--------------–--–---–-ს კუთვნილი ორი შარვალი და ერთი სვიტრი. ამოღებული ნივთები დალუქეს კანონით დადგენილი წესით და გადასცეს გამომძიებელს.

მოწმე დ----------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 21 თებერვალს მომხდარ, ა--------------–--ს დაყაჩაღებაში მონაწილეობას იღებდნენ: თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–-, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში, გ-–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ იარაღი, რაც გამოიყენეს დაყაჩაღების დროს. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ლ-–------–---ს ჩვენებით, 2019 წლის 21 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა--------------–--ს დაყაჩაღების ფაქტზე. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის კვლები.

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში იმყოფებოდა სტადიონზე და თამაშობდა კალათბურთს, რა დროსაც მივიდა მამაკაცი, რომელსაც ხელიდან სდიოდა სისხლი და ითხოვდა დახმარებას. მამაკაცის განმარტებით, იგი იყო ტაქსის მძღოლი და ორი პიროვნება შეეცადა მის დაყაჩაღებას, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მიაყენა ჭრილობა. მეგობრის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით, 2019 წლის 03 აპრილს გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ა--------------–--ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტთან დაკავშირებით, თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: L-----, წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლები იდენტურია ბრალდებულებისგან: ლ-–-------------–-სგან და თ-------------–--–---–-სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ კ-----------ის ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ-----------–-------სთან ერთად გამოცხადდა თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ავტომანქანის წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა სავარძლიდან აიღო სუნის კვლები, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს მეწყვილე ლ---------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის დათვალიერებაში, საიდანაც აიღეს მოწითალო ანაწმენდები და ხელის კვლები. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს მასრა, რაც დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცეს გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ------–--–-------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 22 თებერვალს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი კვლები N1, N2, N3, N4 და N5 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.

ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 51X52 მმ, 35X39 მმ. და 51X52 მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი N1 (ამოღებული ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის შიდა სახელურის შიდა ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული, 1----–-–----------ს დაბადებული ლ-–-----------------------–-ს მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის.

პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი N5 (ამოღებული ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურის შიდა ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1----–-–-------------ს დაბადებული თ--------------------------–--–---–-ს მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის.

პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის N2, N3 და N4 კვლების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-----------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 24 მაისს გასცა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: L--------, „სალონში ჭერიდან” აღებულ ანაწმენდზე, დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, ა--------------–--ს დუტის ქურთუკის, მოწითალო სვიტერის, მუქი მოყავისფრო სვიტერის, მუქი მოლურჯო გრძელსახელოებიანი მაისურის, მოჩალისფრო გრძელსახელოებიანი მაისურის, შარვლის, წყვილი წინდის და წყვილი ფეხსაცმლის ზედაპირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, „თ-------------–--–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული“ ორი ჯინსის შარვლის ზედაპირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, პაკეტში წარწერით: „ამოღებულია ერთი მასრა... „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--------“, მოთავსებულ მასრაში აღინიშნება დენთის ნაწილობრივ და ძლიერ დამწვარი მიკრონაწილაკები.

ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ერთი მასრა და ერთი ვაზნა“, მოთავსებულ მასრაში აღინიშნება დენთის ნაწილობრივ და ძლიერი დამწვარი მიკრონაწილაკები.

ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტებში წარწერით: „ამოღებულია ერთი მასრა... „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--------“ და „ერთი მასრა და ერთი ვაზნა“, მოთავსებულ მასრებში აღინიშნება მხოლოდ დენთის ნაწილობრივ და ძლიერ დამწვარი მიკრონაწილაკები. აღნიშნულ ნაწილაკებზე დაყრდნობით მორფოლოგიური ნიშნების არასაკმარისობის და არაიდენტიფიცირებული ქიმიური ნივთიერებების დეტექტირების შეუძლებლობის გამო, მათი სახეობის დადგენა და ურთიერთშედარება შეუძლებელია.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-------------------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 20 ივნისს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ამოღებულია ერთი მასრა“, მოთავსებულ მასრაზე (ობ. N1) გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში წარწერით: „ამოღებულია მოწითალო ლაქის 15 ანაწმენდი“ მოთავსებულ ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N2-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------------–--ს.

პაკეტში წარწერით: „ამოღებულია 06 ანაწმენდი 12 სტერილურ ჩხირზე“ მოთავსებულ ერთ-ერთ ანაწმენდზე, მანქანის წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N18-ის გენეტიკური პროფილი და მეორე ანაწმენდზე, უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა--------------–--ს (ობ. N43). ამავე პაკეტში, მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N17, 19, 21, 22) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში წარწერით: „თ-------------–--–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ჯინსის შარვალი“, მოთავსებულ ორ ჯინსის შარვალზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქებში (ობ. N23-25 და ობ. N26-28) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N26-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ-------------–--–---–ს. ობ. N26-ში არ ვლინდება ლ-–-------------–-სა და ა--------------–--ს გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N27-ზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და არ ეკუთვნის თ-------------–--–---–ს, ლ-–------------ლს და ა--------------–--ს. ობ. N27-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის თ-------------–--–---–ს. ობ. N23-25, 28-ზე გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში წარწერით: „ა--------------–--ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შავ ქურთუკზე, მოყავისფრო ჯინსის შარვალზე, მოწითალო სვიტერზე, ლურჯ მაისურზე, მოყავისფრო სვიტერზე, ღია მოყავისფრო მაისურზე, წყვილ წინდასა და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------------–--ს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს გასცა სამედიცინო ექსპერტიზის N3--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „ქ--------–-----–---------------------–-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან, ა--------------–-- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებული იყო 2019 წლის 21 თებერვალს, 23:38 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის გამჭოლი ჭრილობა I თითის მომხრელი მყესის და კუნთების დაზიანებით, მტევნის დონეზე.

2019 წლის 07 მარტს, მოქალაქე ა--------------–--ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ წინა ზედაპირზე, გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების სახით. (სამედიცინო დოკუმენტაციით მარჯვენა მტევნის I თითის ამაღლების გამჭოლი ჭრილობა, უსწორო კიდეებით).

მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ უკანა ზედაპირზე არსებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, მარჯვენა მტევნის I თითის მომხრელი მყესის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

ბრალდებულ თ-------------–--–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის ოქტომბერში ტაქსით მგზავრობის დროს გაიცნო ა--------------–--. გაცვალეს ტელეფონის ნომრები და ტაქსის საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდა მას. 2019 წლის 21 თებერვალს, ლ-–------------ლთან ერთად იმყოფებოდა „ა-------–-----------თან“ და აპირებდა მეგობართან წასვლას, რა დროსაც შემთხვევით გააჩერა ა--------------–--ს ავტომანქანა. წავიდნენ მ----------------- მ/რაიონის მიმართულებით. გზაში შეკამათება მოუვიდა ა--------------–--სთან, რომელმაც მანქანის ე.წ. „ბარიდან“ ამოიღო სახრახნისი. შეეშინდა რომ არ მიეყენებინა დაზიანება და შეეცადა მის წართმევას. ა--------------–--მ გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც შენიშნა მის ხელზე სისხლის კვალი. შესთავაზა დახმარება, თუმცა ა-------–-ამ უარი განუცხადა და დაემუქრა, რომ ამას არ შეარჩენდა. ამის შემდგომ, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სახლში. მომხდარი ფაქტიდან ორ დღეში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ბრალდებულ ლ-–-------------–-ს ჩვენებით, 2018 წლის ნოემბერში, თ-------------–--–---–თან ერთად ტაქსით მგზავრობის დროს გაიცნო ა--------------–--, რომელსაც გაუცვალა ტელეფონის ნომერი. 2019 წლის 21 თებერვალს, თ-------------–--–---–თან ერთად იმყოფებოდა „ა-------–-----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მ------ში წასვლას, რა დროსაც შემთხვევით გააჩერეს ა--------------–--ს ავტომანქანა. წავიდნენ მ----------------- მ/რაიონის მიმართულებით. მგზავრობის დროს ა--------------–--ს და თ-------------–--–---–ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც ა--------------–--მ მანქანის ე.წ. „ბარიდან“ ამოიღო რაღაც საგანი, რის წართმევასაც ცდილობდა თ--------. თავდაპირველად ვერ მიხვდა რა იყო, თუმცა მანქანიდან გადასვლის შემდგომ ნახა, რომ თ-------------–--–---–ს ხელში ეჭირა სახრახნისი, ე.წ. „ატვიორკა“, რაც გამოართვა და მოგვიანებით გადააგდო ნაგვის ურნაში, ხოლო ა--------------–--ს ხელზე შენიშნა სისხლი. შესთავაზა დახმარება, თუმცა ა-------–-ამ უარი განუცხადა და დაემუქრა, რომ ბიჭებთან ერთად ნახავდა მოგვიანებით, რის შემდეგაც თ--------სთან ერთად დაბრუნდა სახლში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარედ. ავტოფარეხების ჩიხის ბოლოს დგას თეთრი „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც განათებული აქვს ტაქსის აღმნიშვნელი ე.წ. „ტრაფარეტი“. ავტომანქანის შიგნით და გარეთ, ასფალტის ზედაპირზე, ასევე საჭეზე და წინა მარცხენა სავარძელზე არის მოწითალო ლაქები. ავტომანქანის ე.წ. „ბარზე“, წინა სავარძლებს შორის და წინა მარცხენა კარის შუშაში აღინიშნება მოწითალო ლაქები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუშები, მოწითალო ლაქების ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ერთი მასრა.

პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, ლ-–-------------–-ს მოლურჯო ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი მობილური ტელეფონი, ხოლო წინა მარცხენა ჯიბიდან - მოყავისფრო ტყავისმაგვარი მასალის საფულე, რაშიც მოთავსებული იყო აიდი ბარათი, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და სხვადასხვა ბარათი. ლ------------–-ს მარჯვენა ხელის მაჯიდან ასევე ამოღებულ იქნა სამაჯური, ბეჭედი და სხვადასხვა სახის პირადი ნივთი.

პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ-------------–--–---–-ს ტანთცმული ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ვაზნისმაგვარი საგანი, რომლებსაც თავზე აქვთ მწვანე პლასტმასის დეტალი. ერთი ვაზნისმაგვარი ნივთის მწვანე დეტალი არის გახსნილი, ხოლო ძირზე ამოტვიფრულია წარწერა: „B-----------“. შუა ცენტრში აღენიშნება წერტილოვანი ჩაჭყლეტვის კვალი, ხოლო მეორე ვაზნის მწვანე დეტალი არის დაუზიანებელი. თ-----–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის პირადი ნივთი.

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-------------–--–---–-ს საძინებელ ოთახში ნანახი და ამოღებულ იქნა ორი მოლურჯო ჯინსის შარვალი და შავი გრძელსახელოებიანი სვიტრი.

პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ა--------------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი - ლ-–-------------–- და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ის, ვინც 2019 წლის 21 თებერვალს, მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს იჯდა მისი ავტომანქანის უკანა სავარძელზე. ა--------------–--მ ბრალდებული ლ-–-------------–- ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, თვალის ფერით, ხშირი რკალისებრი დაშორებული წარბებით, გრძელი სწორი ცხვირით, თხელი ტუჩებით, გამოკვეთილი ნიკაპით და ქურთუკით.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ა--------------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველი მდგომი პირი - თ-------------–--–---–- და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომელმაც გააჩერა ავტომანქანით გადაადგილების დროს თბილისში, გ-–---------- მ/რაიონში და წაიყვანა მ----------------- მ/რაიონის მიმართულებით, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა იარაღის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, ხოლო უარის მიღების შემდგომ, იარაღიდან გასროლით მიაყენა ჭრილობა ხელის არეში. ა--------------–--მ თ-------------–--–---–- ამოიცნო სიმაღლით, მოშავო მოგრძო გადაწეული თმით, ოდნავ შემელოტებული შუბლით, რკალისებრ დაშორებული თხელი წარბებით, თაფლისფერი თვალებით, სწორი ცხვირით, გაყოფილი ნიკაპით, სქელი ტუჩებით და სახის ზოგადი მოყვანილობით.

 

ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ლ-–-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განაჩენით, ლ-–-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ლ-–-------------–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად დანიშნულმა დამატებითმა სასჯელმა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამ 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, ლ-–------------ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 05 მაისის განაჩენით, ლ-–-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 05 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ლ-–------------ლს განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

მსჯავრდებულ ლ-–------------ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 01 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ლ-–-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ლ-–-------------–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 06 (ექვსი) თვის ვადით, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 05 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით და პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 07 (შვიდი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 08 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

მსჯავრდებულ ლ-–------------ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

მსჯავრდებულმა ლ-–------------ლმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაასრულა 2018 წლის 28 სექტემბერს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------------–--–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ-–-------------–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

სასამართლო განმარტავს, რომ ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს მიერ ძალადობის გამოყენებით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით ა--------------–--ზე შეიარაღებულ თავდასხმაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ის ფაქტი, რომ თ-------------–--–---–- და ლ-–-------------–- სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით თავს დაესხნენ ა--------------–--ს, დასტურდება როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ა--------------–--მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში სრული სიზუსტით აღწერა თავდამსხმელთა მიერ შესრულებული ქმედებები უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებამდე და ქმედების შემდგომ. დაზარალებულმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებულებმა: თ-------------–--–---–მა და ლ-–------------ლმა, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა, ხოლო მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას, თ-------------–--–---–მა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლით მიაყენა გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში. დაზარალებულ ა--------------–--ს ჩვენებით, 2019 წლის 21 თებერვალს საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა „ა-------–-----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააჩერეს თ-------------–--–---–მა და ლ-–------------ლმა და მოსთხოვეს თ---–--–-------------------------------ის მიმართულებით წაყვანა. ადგილზე მისვლისას იგი შეიყვანეს ერთ-ერთ ჩიხში, საიდანაც აღარ გრძელდებოდა სამანქანო გზა და თ-------------–--–---–მა იარაღის დამიზნებით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. შეეცადა დამიზნებული იარაღის მოშორებას, რა დროსაც თ-----–--–--ლმა იარაღიდან გასროლით მიაყენა ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში.

დაზარალებულ ა--------------–--ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ლ-----------–--ს ჩვენებასთან, რომელმაც პოლიციის თანამშრომლისგან შეიტყო მამის დაჭრის ფაქტი, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისას ა--------------–--მ თავად უამბო მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დეტალები. დაზარალებულს მარჯვენა ხელის არეში აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, რაზეც ა--------------–--მ განუმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა განახორციელა გასროლა, რამაც გამოიწვია მისი მარჯვენა ხელის დაზიანება.

მოწმეების: გ-----------------–---–-ს და დ----------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, 2019 წლის 21 თებერვალს, ა--------------–--ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი ჰქონდათ თ-------------–--–---–ს და ლ-–------------ლს, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში, გ-–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საცხოვრებელ სახლებში კი ინახავდნენ სისხლიან ტანსაცმელს და იარაღს, რაც გამოიყენეს ყაჩაღობის დროს.

მოწმეებმა: გ------------------ემ და ლ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე, თბილისში, გ-–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს ყოფნის ფაქტი, რომლებსაც წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და თ-----–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორი ვაზნისმაგვარი საგანი.

დაზარალებულ ა--------------–--ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების: თ-------------–--–---–-ს და ლ-–-------------–-ს უშუალო მონაწილეობას ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ ა--------------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლებით ამოიცნო ლ-–-------------–- და თ-------------–--–---–-, რომლებმაც 2019 წლის 21 თებერვალს, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით განახორციელეს მასზე თავდასხმა და თ-----–--–--ლმა მიაყენა გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა--------------–--ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტთან დაკავშირებით, თ---–--–-------------------------------ის, N---- კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: L--------, წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: ლ-–-------------–-სგან და თ-------------–--–---–-სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას დგინდება, რომ ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის შიდა სახელურის შიდა ზედაპირიდან აღებული კვალი იდენტურია ბრალდებულ ლ-–-------------–-ს მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის, ხოლო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურის შიდა ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი იდენტურია თ-------------–--–---–-ს მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ა--------------–--ს სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ ა--------------–--ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ა--------------–--ს სხეულზე არსებული დაზიანება - მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ უკანა ზედაპირზე არსებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, მარჯვენა მტევნის I თითის მომხრელი მყესის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ---–--------------–---–-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ დაზარალებულ ა--------------–--ს პირადი შემოწმება ჩაუტარდა 2019 წლის 07 მარტს, რა დროსაც მას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მტევნის პირველი და მეორე ნების ძვლების საპროექციოდ წინა ზედაპირზე, გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების სახით. სამედიცინო დოკუმენტაციით კი დასტურდებოდა, რომ მას ჰქონდა მარჯვენა მტევნის I თითის ამაღლების გამჭოლი ჭრილობა, უსწორო კიდეებით. მისივე ჩვენებით, ა--------------–-- შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალში“ მოათავსეს 2019 წლის 21 თებერვალს, 23:38 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის გამჭოლი ჭრილობა I თითის მომხრელი მყესის და კუნთების დაზიანებით, მტევნის დონეზე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ნივთიერებათა, მცენარეთა, მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: L--------, ამოღებულ ერთ მასრაში აღინიშნება დენთის ნაწილობრივ და ძლიერ დამწვარი მიკრონაწილაკები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: L--------, „სალონში ჭერიდან” აღებულ ანაწმენდზე, თ-------------–--–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ჯინსის შარვლის ზედაპირებზე და ა--------------–--ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა, ექსპერტმა ლ----------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დენთის კვლის დატოვება და მისი ხანდაზმულოობა დამოკიდებულია ბევრ გარემო ფაქტორზე და თუ კვალი არ აღმოჩნდა ობიექტზე, ეს არ გამორიცხავს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება მასზედ, რომ თითქოს ა--------------–--მ მარჯვენა ხელის არეში დაზიანება მიიღო სახრახნისის გამოყენების დროს, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, მაშინ, როდესაც ბრალდებულ თ-------------–--–---–-ს ჩვენებით, სახრახნისი ტარით ეჭირა ა--------------–--, თავად სახრახნისის პირზე ეკიდა ხელი და ისე ცდილობდა მის წართმევას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ-------------–--–---–-ს ტანთცმული ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრის იდენტური ორი ვაზნა, რაც თავის მხრივ დაადასტურა მოწმე ლ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში და განმარტა, რომ თ--------------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ-------------–--–---–-ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს ორი ვაზნა, რასაც ეტყობოდა გასროლის კვალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს თ-------------–--–---–-ს და ლ-–-------------–-ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დაზარალებულ ა--------------–--ს კუთვნილი ფულადი თანხა, რისთვისაც თ-------------–--–---–მა იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ა--------------–--ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს პირის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლობა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

ვინაიდან, ლ-–------------ლს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 07 (შვიდი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 08 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კვლავ 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2019 წლის 21 თებერვალს და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რომან ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლობის პირობებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ თ-------------–--–---–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ-–-------------–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თ-------------–--–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ხოლო ლ-–------------ლმა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–------------ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ბრალდებულ თ-------------–--–---–ს კი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

თ-------------–--–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან - გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ლ-–-------------–-სთვის ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-------------–--–---–-ს და ლ-–-------------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, თ-------------–--–---–ს სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო ლ-–------------ლს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. ამასთან, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილებით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ლ-–-------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ლ-–-------------–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 06 (ექვსი) თვის ვადით, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 05 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით და პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 07 (შვიდი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 08 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

მსჯავრდებულ ლ-–------------ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან. 2018 წლის 28 სექტემბერს კი დაასრულა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა.

შესაბამისად, ლ-–-------------–-ს მიმართ სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, იგი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, კერძოდ, 2019 წლის 21 თებერვალს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით ნასამართლობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა--------------–--ს და თ-------------–--–---–-ს ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

თ-------------–--–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ვაზნა; სისხლის ლაქების ანაწმენდები; ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე; ქსოვილის საკონტროლო ნიმუშები; ანაწმენდები გამოხდილი წყლით; ლითონის მასრა; ა--------------–--ს ნერწყვის ნიმუში; ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ორი ნიმუში; ხელის კვლების ნიმუშები; თ-------------–--–---–-ს და ლ-–-------------–-ს სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–-------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 12 (თორმეტი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ლ-–------------ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლის 02:31 საათიდან.

თ-------------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

თ-------------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ თ-------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლის 03:13 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა--------------–--ს და თ-------------–--–---–-ს ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

თ-------------–--–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ვაზნა; სისხლის ლაქების ანაწმენდები; ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე; ქსოვილის საკონტროლო ნიმუშები; ანაწმენდები გამოხდილი წყლით; ლითონის მასრა; ა--------------–--ს ნერწყვის ნიმუში; ლ-–-------------–-ს და თ-------------–--–---–-ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ორი ნიმუში; ხელის კვლების ნიმუშები; თ-------------–--–---–-ს და ლ-–-------------–-ს სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე