განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4815-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ დ------–----–---–-ს, ზ--------------–---–-ს,ბრალდებულ _ ვ---------------ს,ადვოკატ _ ლ-------------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ვ-----------–-----------------ს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–-------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ---------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: ს--------–--------------ის, რ---------------ს, ე---------------------ს, დაზარალებულ თ-----------–---ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ვ---------------ს მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დაკავების ოქმით; პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; ამოცნობის ოქმებით; დათვალიერების ოქმით; ნივთმტკიცებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ---------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 აგვისტოდან - პირველ სექტემბრამდე დროის შუალედში, თბილისში, ც----------------------------ის, N-------------------------ში მდებარე თ-----------–---ს კუთვნილი ბინიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ---------------, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ოჯახის წევრების კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, ბიჟუტერიას, „ასერის“ ფირმის ლეპტოპს, „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატს, 300 ლარის ოდენობით ფულად თანხას და ჩანთას, რითაც დაზარალებულ თ-----------–---ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
ვ---------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და მჭიდს. აღნიშნული იარაღი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის 09 მმ. ნომინალური კალიბრის „R------------“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას;
2019 წლის 02 სექტემბერს, 17:04 საათზე, ზ------------------------------–----------ს ცენტრალურ მაგისტრალზე ჩატარებული ვ---------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 09 მმ. ნომინალური კალიბრის „R------------“-ის მოდელის პისტოლეტი მჭიდთან ერთად.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ---------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ვ---------------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება კი, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, ვ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მოცემულ შემთხვევაში, ვ---------------ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ვ---------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი წესით, რომელთა მიხედვითაც, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ყულაბა და ზარდახშა, რომლებიც გადაგზავნილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში, ასევე ნაცრისფერი ჩანთა, მასში მოთავსებული „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატით და „ასერის“ ფირმის ლეპტოპით, დამტენით; ქისა მასში მოთავსებული სამკაულებით; საათი; ლეპტოპის ჩასადები ორი ჩანთა; წნევის აპარატი; „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი დამტენით; საფულე მასში მოთავსებული ვ---------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, პლასტიკური ბარათებითა და სხვა პირადი ნივთებით; მაისური; ვერცხლისფერი ლითონის მომცრო ზომის ყვავილის ფორმის საყურე; ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი სამი ქვის ადგილით, ქვების გარეშე; „Calvin Klein“-ის ფირმის ოქროსფერი ლითონის მაჯის საათი; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი; ოქროსფერი ლითონის ბრტყელი ფორმის სამაჯური მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო-მოოქროსფრო ლითონის წვრილი ნაქსოვი ჯაჭვი, შესაკრავზე წარწერით: „Italy 925“; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი შიგნით ჩაქსოვილი თეთრი ქვებით; მოვერცხლისფრო ლითონის გულის ფორმის გულსაკიდი, ასეთივე მოვერცხლისფრო ლითონის საკიდის ფრაგმენტით; ერთი წყვილი მოვერცხლისფრო ლითონის საყურე თეთრი მრგვალი ფორმის ქვებით და მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო ლითონის საყურე მომცრო ზომის შავი ცრემლის ფორმის ქვით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი შავი ზოლებით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი ორი მართკუთხა და ერთი ოვალური ფორმის ქვით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელისა და სუნის კვლის ნიმუშები; ვ---------------სგან აღებული სუნის ნიმუში; გასაშლელი დანა და ქაღალდი მასში მოთავსებული მომწვანო მასით, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, ასევე ვ---------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი მჭიდით, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს ს----------–----–-------------------------------–----------ის სამსახურს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე და ე---------------------სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ვ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ვ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168 (ას სამოცდარვა) საათის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ---------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ---------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 168 (ას სამოცდარვა) საათის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 სექტემბრის განჩინებით, ვ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ვ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 სექტემბრის 17:45 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ყულაბა და ზარდახშა, რომლებიც გადაგზავნილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში, ასევე ნაცრისფერი ჩანთა, მასში მოთავსებული „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატით და „ასერის“ ფირმის ლეპტოპით, დამტენით; ქისა მასში მოთავსებული სამკაულებით; საათი; ლეპტოპის ჩასადები ორი ჩანთა; წნევის აპარატი; „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი დამტენით; საფულე მასში მოთავსებული ვ---------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, პლასტიკური ბარათებითა და სხვა პირადი ნივთებით; მაისური; ვერცხლისფერი ლითონის მომცრო ზომის ყვავილის ფორმის საყურე; ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი სამი ქვის ადგილით, ქვების გარეშე; „Calvin Klein“-ის ფირმის ოქროსფერი ლითონის მაჯის საათი; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი; ოქროსფერი ლითონის ბრტყელი ფორმის სამაჯური მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო-მოოქროსფრო ლითონის წვრილი ნაქსოვი ჯაჭვი, შესაკრავზე წარწერით: „Italy 925“; ოქროსფერი ლითონის ჯაჭვი შიგნით ჩაქსოვილი თეთრი ქვებით; მოვერცხლისფრო ლითონის გულის ფორმის გულსაკიდი, ასეთივე მოვერცხლისფრო ლითონის საკიდის ფრაგმენტით; ერთი წყვილი მოვერცხლისფრო ლითონის საყურე თეთრი მრგვალი ფორმის ქვებით და მომცრო ზომის ბრჭყვიალა თვლებით; მოვერცხლისფრო ლითონის საყურე მომცრო ზომის შავი ცრემლის ფორმის ქვით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი შავი ზოლებით; მოვერცხლისფრო ლითონის ბეჭედი ორი მართკუთხა და ერთი ოვალური ფორმის ქვით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელისა და სუნის კვლის ნიმუშები; ვ---------------სგან აღებული სუნის ნიმუში; გასაშლელი დანა და ქაღალდი მასში მოთავსებული მომწვანო მასით, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, ასევე ვ---------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი მჭიდით, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს ს----------–----–-------------------------------–----------ის სამსახურს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე და ე---------------------სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე