განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003300168
N 1/305-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თე--------ე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - მა---------------------–--------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------–---------------------------); აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებული
2. ბრალდებული - და------–----------------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ------–-----------------------); აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებული
ადვოკატი - ამირან მაზმიშვილი
კვალიფიკაცია მა-------------–---–ის მიმართ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: კომერციული მოსყიდვა, ე.ი იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას და რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ თავის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის და სხვა პირის ინტერესებისათვის.
ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, ე.ი ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება.
კვალიფიკაცია და------------–-–---–ის მიმართ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ყალბი დოკუმენტის გასაღება, ე.ი ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის გასაღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მა-------------–---–ის მიმართ: შპს "ს-----–-" (ს.ნ 4--------) მედრეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა მა------------–---–ი, რომელსაც ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ქალაქ ყვარელში მცხოვრებ და------------–-–---–თან, რომელმაც 2019 წლის 17 თებერვალს, ქალაქ ყვარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მა------------–---–ი შეახვედრა და-------------–---–ს და აუხსნა, რომ და-------------–---–ს თავისი ახლობლისთვის სურდა ორი ცალი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2019 წლის 17 თებერვალს ქალაქ ყვარელში, კუდიგორის ქუჩა N29-ში მდებარე და-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მა------------–---–მა თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, შპს "ს------"-ს სახელით, და-------------–---–ის მიერ დასახელებული პირების -ივ---------------–ის და და--------------ის სახელზე დაამზადა 2019 წლის 18 თებერვლით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა, ყალბი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ე.წ ფსიხო), სადაც მითითა, რომ ორივე პირი ვარგისია "B", "C" კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად. ივ---------------–ის სახელზე დამზადებულ ფორმა N100-ს მიანიჭა რეგისტრაციის ნომერი 2/98, ხოლო და--------------ის სახელზე დამზადებულ ფორმა N100-ს - 2/99, ცნობები წინასწარ ჰქონდა შპს "ს------"-ს (ს.ნ 4--------) მრგვალი ბეჭდით და შტამპით დამოწმებული. აღნიშნული დოკუმენტები მა------------–---–მა და და-----------–-–---–მა 70 ლარად გაასაღეს და-------------–---–ზე. 118
1.2. და------------–-–---–ის მიმართ: და-----------–-–---–ს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მა------------–---–თან, რომელიც მუშაობდა შპს "ს-----–-" (ს.ნ 4--------) მედრეგისტრატორის პოზიციაზე. 2019 წლის თებერვლის თვეში, და-----------–-–---–ი შეხვდა და-------------–---–ს, რომელსაც აუხსნა, რომ მას შეეძლო თავისი ახლობლისთვის, მა------------–---–ისთვის ეთხოვა, რომ ნებისმიერი პირის სახელზე დაემზადებინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო თითოეულ ცნობაში მოითხოვა 35 ლარის გადახდა. აღნიშნულის გამო, და-----------–-–---–მა 2019 წლის 17 თებერვალს, ქალაქ ყვარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა------------–---–ი შეახვედრა და-------------–---–ს და აუხსნა, რომ და-------------–---–ს თავისი ახლობლებისთვის სურდა ორი ცალი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2019 წლის 17 თებერვალს, ქალაქ ყვარელში, კუდიგორის ქუჩა N29-ში მდებარე და-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მა------------–---–მა შპს "ს------"-ს სახელით და-------------–---–ის მიერ დასახელებული პირების -ივ---------------–ის და და--------------ის სახელზე დაამზადა 2019 წლის 18 თებერვლით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა, ყალბი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ე.წ ფსიხო), სადაც მიუთითა, რომ ორივე პირი ვარგისია "B", "C" კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად. ივ---------------–ის სახელზე დამზადებულ ფორმა N100-ს მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 2/98, ხოლო და--------------ის სახელზე დამზადებულ ფორმა N100-ს - 2/99. იმავე დღეს, აღნიშნული დოკუმენტები მა------------–---–მა და და-----------–-–---–მა 70 ლარად გაასაღეს და-------------–---–ზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მა-------------–---–ის და და-----------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას გარდა თავად ბრალდებულების აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: ინსპექტორ-გამომძიებლის და-------------–---–ის პატაკი; მოწმეების და-------------–---–ის , ნუგზარ დადიანის, მა------------–---–ის, და-----------–-–---–ის, რა------–-------ის, და-----------–-–---–ის, გი-------–-–---–ის, მა--------------–---–ის, დი------------------ვის, ირ---–--------–---–ის, ან----------ას გამოკითხვის ოქმები; ელექტრონული ვებ-გვერდების დათვალიერების ოქმები და ინფორმაცია,; დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი; ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები; პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები; დადგენილება განსაიდუმლოების შესახებ; განსაიდუმლოებული მასალების დათვალიერების ოქმი; დადგენილება ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე; დადგენილება საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე; პატაკი თანხის გამოთხოვაზე; შუამდგომლობა და განჩინება ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის შესახებ; მიმართვის წერილი ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს; ივ---------------–ის ხელწერილი; და--------------ის ხელწერილი; ოქმი საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ; მიმართვის წერილი საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან; ცნობა-ანოტაცია N14; შუამდგომლობა და განჩინება ამოღების ჩატარების შესახებ; ამოღების ოქმი და დოკუმენტები; ივ---------------–ის ამბულატორიული ბარათი N2198; და--------------ის ამბულატორიული ბარათი N2199; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების აღრიცხვის ჟურნალი; დადგენილება ხელწერის ექსპერტიზის დანიშვის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა; ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი N31; ამოღების ოქმი და დოკუმენტები; ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მა------------–---–ის და და-----------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1- 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებული და დასჯადია კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის დაპირების, შეთავაზების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტს წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობათა სფერო. ქმედების ამსრულებელი არის პირი, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში. ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარე -ქმედება - განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება სუბიექტის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის დაპირების, შეთავაზების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნას ან მიღებაში, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, ქმედება აუცილებლად გულისმობს სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევას. ქმედების სუბიექტური შემადგენლობას წარმოადგენს პირდაპირ განზრახვა- როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მოტივი და მიზანი კი არის ანგარებითი. ქმედება წარმოადგენს შედეგგარეშე ანუ ფორმალური შემადგენლობის დელიქტს და დამთავრებულია დისპოზიციაში მითითებული რომელიმე ქმედების ჩადენის მომენტიდან.
3.2. სასამართლო განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღებისათვის. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტს წარმოადგენს ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი მმართველობის წესს. ქმედების საგანს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტი- კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარე -ქმედება - განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში და გასაღებაში. დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადება, ის, ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება (ტექსტის ნაწილის გადასწორება, დამატებითი მონაცემის შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, რიცხვის, ნომრის შეცვლა ნებისმიერი ფორმით და სხვა). ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ფორმალური შემადგენლობის მქონე დელიქტს და თავისთავად დამთავრებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. ყალბი დოკუემტნის გასაღება გულისხმობს მის გაყიდვას, გაჩუქებას, გაცვლას ან სხვა გზით გასხვისებას და ეს ქმედებაც ფორმალური შემადგენლობის დელიქტს წარმოადგენს. ქმედების სუბიექტური შემადგენლობას წარმოადგენს პირდაპირი განზრახვა- როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მოტივს და ქმედების სუბიექტური შემადგენლობის სხვა ელემენტებს ამ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - ინსპექტორ-გამომძიებლის და-------------–---–ის პატაკი; მოწმეების და-------------–---–ის , ნუგზარ დადიანის, მა------------–---–ის, და-----------–-–---–ის, რა------–-------ის, და-----------–-–---–ის, გი-------–-–---–ის, მა--------------–---–ის, დი------------------ვის, ირ---–--------–---–ის, ან----------ას გამოკითხვის ოქმები; ელექტრონული ვებ-გვერდების დათვალიერების ოქმები და ინფორმაცია,; დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი; ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები; პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები; დადგენილება განსაიდუმლოების შესახებ; განსაიდუმლოებული მასალების დათვალიერების ოქმი; დადგენილება ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე; დადგენილება საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე; პატაკი თანხის გამოთხოვაზე; შუამდგომლობა და განჩინება ფარული ვიდეოჩაწერის და აუდიოჩაწერის შესახებ; მიმართვის წერილი ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს; ივ---------------–ის ხელწერილი; და--------------ის ხელწერილი; ოქმი საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ; მიმართვის წერილი საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან; ცნობა-ანოტაცია N14; შუამდგომლობა და განჩინება ამოღების ჩატარების შესახებ; ამოღების ოქმი და დოკუმენტები; ივ---------------–ის ამბულატორიული ბარათი N2198; და--------------ის ამბულატორიული ბარათი N2199; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების აღრიცხვის ჟურნალი; დადგენილება ხელწერის ექსპერტიზის დანიშვის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა; ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი N31; ამოღების ოქმი და დოკუმენტები; ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით - უტყუარად დასტურდება განაჩენის 1.1-.1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მა-------------–---–ისა და და------------–-–---–ის მიმართ.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-------------–---–ის მიმართ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი, ხოლო და------------–-–---–ის მიმართ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულების მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ -
მა------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ;
და-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
4.2. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მა------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, თითოეული ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს, სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არ არის ნასამართლევი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, კანონშესაბამის, ზრდილობიან ქცევას სასამართლო სხდომებზე, ითვალისწინებს მის ასაკს, მის მძიმე ოჯახურ მდგომარეობას- ჰყავს ავადმოყოფი ოჯახის წევრები -დედა და მამა, რომელსაც უვლის ბრალდებული, ასევე, ჰყავს სტუდენტი შვილი, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის ან და შინაპატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ზედმეტად მკაცრი. ხოლო არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი კი მიიღებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს, იქნება სასჯელის მიზნების მიღმა და ობიექტურად ვერ იქნება მიმართული ვერც დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევისაკენ, ხელს ვერ შეუწყობს ვერც დანაშაულის შემცირებას, ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, და, მით უმეტეს, ვერც ბრალდებულის რესოციალიზაციას, რადგან გამოიწვევს ბრალდებულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისაგან დისტანცირებას, ვერ განმსჭვალავს ბრალდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ გახდება ბრალდებულის შემდგომი მართლზომიერი ქცევის გარანტი. მა------------–---–ის მიმართ თითოეული დანაშაულისათვის გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი თითოეული ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, თითოეული დანაშაულისათვის, რაც არის ადეკვატური, პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და აეკრძალოს სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.
მა------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მა------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და აეკრძალოს სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.
4.3. სასამართლო და------------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს, სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არ არის ნასამართლევი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, კანონშესაბამის, ზრდილობიან ქცევას სასამართლო სხდომებზე, ითვალისწინებს მის ასაკს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ზედმეტად მკაცრი. ხოლო არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი კი მიიღებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს, იქნება სასჯელის მიზნების მიღმა და ობიექტურად ვერ იქნება მიმართული ვერც დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევისაკენ, ხელს ვერ შეუწყობს ვერც დანაშაულის შემცირებას, ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, და, მით უმეტეს, ვერც ბრალდებულის რესოციალიზაციას, რადგან გამოიწვევს ბრალდებულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისაგან დისტანცირებას, ვერ განმსჭვალავს ბრალდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ გახდება ბრალდებულის შემდგომი მართლზომიერი ქცევის გარანტი. და------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი თითოეული ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ და------------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-------------–---–ისათვის და და------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული თითოეული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები, არსებული ერთ ცალ CD დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა-------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს- საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და აეკრძალოს სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.
3. მა-------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მა-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
5. მა-------------–---–ს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და აეკრძალოს სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.
6. მა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. და------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. და------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
9. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულების მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისსა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მა-------------–---–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება აკრძალვის აღსრულებაზე შემდგომი კონტროლი დაევალოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები, არსებული ერთ ცალ CD დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე