განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
330100119002992551
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/2141-19

№0-----------

08 ნოემბერი,2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–----,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-------------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------ში (პირადი №0----------),ადვოკატი - რ------------------–---,თარჯიმანი - ხ----------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ა) საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის

„კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (რ-------------ს ეპიზოდი)

წარდგენილი ბრალდების არსი:

სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა გენდერული ნიშნით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, -

ა------------- მეუღლეს, რ------------ს, მრავალი წლის განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა, გენდერული ნიშნით. აღნიშნული გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით, ასევე, თმების მოქაჩვით, რა დროსაც რ------------- განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ასევე სცემდა და ძალადობდა, იმის გამო, რომ ის იყო ქალი და არ უნდა ემუშავა, უნდა ყოფილიყო სახლში, დამორჩილებოდა ქმარს და მოევლო ბავშვისათვის.

რ------------- 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა------------თან, რომელთანაც ჰყავს შვილი - 2009 წელს დაბადებული ზ------------. თანაცხოვრების განმავლობაში ა------------- არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა რ------------ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. 2018 წლის აგვისტოში მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება და რ------------- შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, მ---------------------------------------------------ში.

2017 წლის ივლისის თვეში, რამდენჯერმე, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში ა------------მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს, რ------------ს, დაარტყა ფეხები და ხელები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2018 წლის იანვრის თვიდან მარტის თვის ჩათვლით, კვირაში რამდენჯერმე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში ა------------მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს, რ------------ს, არაერთხელ გაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2019 წლის 1------------–ს ა------------მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს, რ------------ს, დაარტყა მუშტი მუცლის არეში, პარკეტის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, ა------------- წლების განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, რ------------ს, მიმართავდა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. აღნიშნულმა ქმედებებმა რ-------------ს ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა:

ა------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1------------–ს ა------------მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს - რ------------ს, არასრულწლოვანი შვილის ზ------------ს თანდასწრებით, მუცლის არეში დაარტყა მუშტი, თავში დაარტყა პარკეტის ნაჭერი, რის შედეგადაც მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. ა-------------ს მიერ რ-------------სათვის მიყენებულმა დაზიანებამ ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მოწმე ი------------–---მა, დაზარალებული რ-------------ს დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ თბილისი, მუ---------------------------------------------------ში ცხოვრობს ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად. მისი შვილი მეუღლეს, ა------------ს, გაშორებული არ იყო, მაგრამ მისგან განცალკევებით ცხოვრობდა, რადგან დედამთილთან უსიამოვნება ჰქონდა. 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, მათთან სტუმრად მივიდა ა-----ი, რომელმაც სხვადასხვა პროდუქტი და სასმელი მიიტანა. რ-----მ სუფრა გაშალა. ცოლ-ქმრისთვის ხელი რომ არ შეეშალა, დასაძინებლად წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ რ------ ყვირილმა - „დედა, მიშველე“-ო და ჭურჭლის მტვრევის ხმამ გააღვიძა. სამზარეულოში გასულმა დაინახა, რომ ა-----ს ერთი ხელით რ----- ჰყავდა დაჭერილი, მეორეს კი სახეში ურტყამდა. მათი გაშველება სცადა, მაგრამ ა-----მა მასაც დაარტყა სახეში მუშტი და წააქცია. როცა რ-----მ ა-----ისგან თავის გათავისუფლება შეძლო და კარისკენ გაიქცა, ა-----მა იგი თმით დაიჭირა და დერეფანში წააქცია. ამ ყველაფერს ესწრებოდა რ------ და ა-----ის 9 წლის შვილი - ზ------------, რომელიც ტიროდა და მამას დაწყნარებას სთხოვდა, მაგრამ ბრალდებული არ მშვიდდებოდა. შვილის დასაცავად, რომელსაც ა-----ი ურტყამდა, იძულებული გახდა მოძალადისათვის პარკეტის ნაჭერი ჩაერტყა თავში, თუმცა, ამან ა-----ი არ შეაჩერა, - ჯერ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი რ------კენ გაიწია. რ------თან მიახლოვების შესაძლებლობა რომ არ მიეცა, სიძე ხელებით შებოჭა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მისგან თავის გათავისუფლება შეძლო და სამზარეულოში გაქცეულ რ------ ჯერ ღვინის ბოთლის შიგთავსი დააცალა თავზე, შემდეგ კი პირში. ამ დროს ა-----ის დედა მოვიდა და შვილის დაწყნარება დაიწყო, თუმცა, ამავე დროს, მათაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით დაახლოებით ათჯერ მაინც შესწრებია სიძის მიერ რ------ უმიზეზოდ ცემის ფაქტს. ამ პერიოდში ა-----ი მეუღლეს ტელეფონით და სოციალური ქსელებით სარგებლობას უშლიდა და ეუბნებოდა, რომ ქურთების ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა მამაკაცს. როცა რ----- მეუღლეს ეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყო, რომ არ ეცემა, ა------------- პასუხობდა, რომ ტრადიცია მოითხოვდა ქმარს ქალი ეცემა და ამიტომ სცემდა.

მოწმე გ----------------მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 18-1------------–ს მ-------–-----სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, ოჯახური კონფლიქტის შესახებ ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ქ. თბილისში, მ-----------------------------------------------------ში. კონფლიქტის ადგილზე მისვლისას, გაიგონეს ფანჯრიდან ქალის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა. ვინაიდან ქალს ეტყობოდა, რომ იყო დასისხლიანებული, რაციით გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბინასთან მისულებს, შესასვლელ კართან დახვდათ მამაკაცი, როგორც აღმოჩნდა - ა-------------, რომელსაც თავიდან და მარცხენა ხელის მტევნიდან სდიოდა სისხლი. ბინაში იატაკი და კედლები მოსვრილი იყო სისხლით. ა------------მა მათ განუმარტა, რომ მეუღლემ - რ------------მა და სიდედრმა - ი------------–---მა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ, პარკეტი ურტყეს თავში და თეფშის ნამსხვრევებით გაუჭრეს ხელი. ი------------–---მა და რ------------მა კი, თავის მხრივ, განმარტეს, რომ თავად ა------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და პარკეტით სცემა მათ. ადგილზე მოვიდა პოლიციის დამხმარე ეკიპაჟი, დ---------–---ის და რ-------------------ის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე გამოცხადდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომელთა გადაწყვეტილებითაც დაშავებულები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში. ოჯახური ძალადობის ფაქტზე მოხდა ა-------------ს, ი------------–---ის და რ-------------ს ბრალდებულთა სახით დაკავება. ადგილზე გამოიძახეს შსს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო სამსახური.

მოწმე გ----------------ს ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება პატრულ-ინსპექტორ მ-------–-----ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული.

მოწმე დ---------–---მა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 18-1------------–ს რ-------------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისი, მ---------------------------------------------------ში გამოცხადებული ეკიპაჟის წევრები - გ---------------- და მ-------–----- ითხოვდნენ დახმარებას. მითითებულ ბინაში მისვლისას, ბინის იატაკი და კედლები სისხლით მოსვრილი დახვდათ, სახლში იმყოფებოდა ა-------------, რომელსაც თავიდან და მარცხენა ხელის მტევნიდან სდიოდა სისხლი. იგი განმარტავდა, რომ მეუღლესთან, რ------------თან და სიდედრთან - ი------------–---თან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მათ ურტყეს პარკეტის ნაჭრები და თეფშის ნამტვრევით დაუზიანეს ხელი. რ------------- და ი------------–---ი კი განმარტავდნენ, რომ თავად ა------------მა მიაყენა მათ დაზიანებები. ადგილზე გამოცხადებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ა-------------, რ------------- და ი------------–---ი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

მოწმე დ---------–---ის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება პატრულ-ინსპექტორ რ-------------------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1------------–ს, 03:35 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მ-------–-----ს მიერ ქ. თბილისში, თ---------------------------–----------––-----------–-–-----------–------------------------–ი“, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკავებული იქნა რ-------------. ვიზუალური დათვალიერებით, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები (თავის არეში - ჭრილობა, მარცხენა ხელზე და წელის არეში - ნაკაწრები), რომლებიც, მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე მეუღლესთან ჩხუბის დროს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „მ------–--------------------------------–----------–----–------------- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით რ------------ს კლინიკისთვის მიუმართავს 19.02.19 წ. 02.24 სთ., საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: სკალპის ზედაპირული ტრავმა, სკალპის ღია ჭრილობა, მარჯვენა მტევნის სახსრების და იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა, მარცხენა მხრის სარტყლისა და მხრის დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, რ------------ს თხემის არეში, მარცხნივ, აღენიშნებოდა სისხლმდენი ნახეთქი ჭრილობა და კანქვეშა ჰემატომა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ბრალდებულმა ა------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ რ------------- მისი მეუღლეა, მასთან განქორწინებული არ არის. რ------ დედამთილთან ჩხუბი მოუვიდა, რის გამოც ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან - ი------------–---თან. რ----- ხშირად უკავშირდებოდა და მათთან მისვლას სთხოვდა. ისიც ხშირად დადიოდა სიდედრთან ცოლ-შვილის სანახავად. 2019 წლის 1------------–ს რ------თან შეკამათდა, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ი------------–---ი თავად დაესხა თავს და სცემდა, კბენდა, კაწრავდა და პარკეტის ნაჭერს ურტყამდა თავში. არ დაუნახავს, თუმცა, ვარაუდობს, რომ მას რ-----ც ურტყამდა. ბრალდებულმა ა------------მა ასევე აღნიშნა, რომ ცოლი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით არასდროს დაუჩაგრავს და მისთვის სწავლის და მუშაობის შესაძლებლობაც არასოდეს შეუზღუდავს.

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------------ს პოზიცია მისი სრული უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, რადგან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ შესაძლებლობას იძლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 1------------–ს ა------------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ------------ზე.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა რ------------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მეუღლის მამხილებელი ჩვენება, - მას ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარუყვია (სასამართლო სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას რ------------მა განმარტა, რომ უარი მეუღლის წინაღმდეგ ჩვენების მიცემაზე განპირობებული იყო მის მიერ ჩადენილი ქმედების პატიებით). აღსანიშნავია, რომ საქმეში მოიპოვება რ-------------ს მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც შეიცავს დაზარალებულის განცხადებას ა-------------ს მხრივ მასზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე. ამგვარ მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდებულის სახით რ-------------ს დაკავების ოქმი, რომლის თანახმადაც შემთხვევის დღეს დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და მათ არსებობას იგი უკავშირებდა მეუღლის - ა-------------ს მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს.

დაზარალებული რ-------------ს მიერ გაცხადებული ძალადობის ფაქტი დგინდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ინციდენტის დღეს რ------------ს აღენიშნებოდა დაზიანებები - სკალპის ზედაპირული ტრავმა, სკალპის ღია ჭრილობა, მარჯვენა მტევნის სახსრების და იოგების დაჭიმულობა და გადაძაბვა, მარცხენა მხრის სარტყლისა და მხრის დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, ა-------------ს მიერ რ------------ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს კონფლიქტის უშუალო მონაწილის, ბრალდებულის სიდედრის - ი------------–---ის ჩვენება, რომელმაც დაწვრილებით აღწერა 2019 წლის 19 თებერვლის ინციდენტი და ა-------------ს მიერ რ-------------ს ფიზიკური შეურაცხყოფის (სახეში მუშტის დარტყმა, თმით თრევა, თავში პარკეტის ნაჭრის ჩარტყმა) და მისი სხვაგვარად დამცირების (ღვინის თავზე გადასხმა, ბოთლის ძალით პირში ჩატენვა) დეტალები.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 1------------–ს ა------------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ------------ზე, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა მას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც შეეხება ა-------------ს მიერ მეუღლეზე გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით სისტემატური ძალადობის განხორციელებას, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული, - აღნიშნული საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილი ვერ იქნა, რადგან დადასტურდა მხოლოდ ერთი მტკიცებულებით - ი------------–---ის ჩვენებით. მტკიცების საგანში შემავალი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა კი ერთადერთი მტკიცებულების საფუძველზე წინააღმდეგობაში მოდის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის კანონით დადგენილ, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21).

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 120-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრად.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------მა მეუღლეს, რ------------ს განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, ა-------------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რის შედეგადაც ა------------ს ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

ბ) საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

წარდგენილი ბრალდება (ი------------–---ის ეპიზოდი)

სასამართლომ დაადგინა:

ა------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1------------–ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ---------------------------------------------------ში ა------------მა არასრულწლოვანი შვილის ზ------------ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს - ი------------–---ს. კერძოდ, ა------------მა მას მუშტი დაარტყა სახისა და მკერდის არეში, წაქცეულს ხელ-ფეხი ურტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, თეფში გადაამტვრია თავზე, პარკეტის ნაჭერი დაარტყა თავში და მის მიმართ სხვა ძალმომრეობითი ქმედებებიც განახორციელა, რამაც შედეგად ი------------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა ი------------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 1------------–ს სიძეს - ა------------ს და ქალიშვილს - რ------------ს შორის დაწყებულ კონფლიქტში, რომლის დროსაც ა-----ი მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ჩაერთო ამ უკანასკნელის დასაცავად. სიძის მოგერიების მიზნით მას პარკეტის ნაჭერი ჩაარტყა თავში, რამაც შედეგი არ გამოიღო, ა-----მა რ------ ცემა განაგრძო და მასაც სასტიკად გაუსწორდა. ა------------მა მას მუშტი დაარტყა სახესა და მკერდში, შემდეგ ფეხი დაარტყა და წაქცეულს წიხლები ურტყა. გარდა ამისა, ფანჯარასთან იმ მიზნით მისულს, რომ საშველად ვინმესთვის ეხმო, ა-----ი თმაში წვდა, გაათრია და ჯერ მაგიდიდან აღებული ჭიქა მიადო მთელი ძალით პირსა და ნიკაპზე, რა დროსაც აგინებდა და ეუბნებოდა, რომ წყალი დაელია, შემდეგ კი თეფში გადაამტვრია თავზე. პოლიციის თანამშრომლების გამოცხადებამდე, ა-----ი ფიზიკურად უსწორდებოდა და დასცინოდა მას და მის ქალიშვილს და ეტყობოდა, რომ მათი წვალება სიამოვნებას ჰგვრიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ძალადობის ფაქტს შეესწრო რ------ და ა-----ის 9 წლის შვილი - ზ------------.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - გ----------------ს და დ---------–---ის ჩვენებებით და პატრულ-ინსპექტორების - მ-------–-----ს და რ-------------------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს იქ დახვდათ ა-------------, რ------------- და ი------------–---ი. ამ უკანასკნელს თავსა და სხეულზე აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. რ-------------სა და ი------------–---ის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მათ ა------------მა მიაყენა.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1------------–ს, 03:45 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ რ-------------------ის მიერ, ქ. თბილისში, თ---------------------------–----------––-----------–-–-----------–------------------------–ი“, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკავებული იქნა ი------------–---ი. ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები (თავის არეში - ჭრილობები, ხელ-ფეხზე, მუცელზე, გულმკერდსა და ზურგზე - ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები), რომლებიც, მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე სიძესთან ჩხუბის დროს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ------–-----------------------–----------–----–------------- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ი------------–---ს 2019 წლის 1------------–ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის მიდამოს ზედაპირული დაზიანება, არტერიული ჰიპერტენზია III. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ი------------–---ს თავის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა და ჭრილობა. დაზიანება მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ჭრილობების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, თავის ტვინის შერყევა და ჰემატომა კი განვითარებული აღმოჩნდა რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით ირკვევა, რომ 2019 წლის 1------------–ს, 07:35-09:50 სთ. პერიოდში, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--ს გამომძიებელ დ----------------ს მიერ, ექსპერტებისა და გ-–-----------–------ს გამგეობის საუბნო განყოფილების უფროსის მონაწილეობით, დათვალიერდა ი------------–---ის და რ-------------ს საცხოვრებელი ბინა (თბილისი, მუ--------------------------------------------------). საგამოძიებო მოქმედებისას ბინის დერეფნის, სამზარეულოს და ოთახების იატაკზე, კედლებზე, ავეჯსა და ჭურჭელზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, წანაცხების და ნაწვეთების სახით. ასევე აღმოჩენილი იქნა ასეთი ლაქების მქონე ხის სამი ნაჭერი.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N00------- დასკვნის თანახმად, „სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქაღალდის კონვერტებსა და მუყაოს კონტეინერებში მოთავსებულ (პაკეტი, წარწერით: „..ობ, N1,2,3,4,5,6 მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები ამოღებული სტერ. ბიოლ, ჩხირებით. 6 (ექვსი) ნიმუში ...) სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა------------ს (ობ. N41; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებული ა------------- გიორგის ძე...);

- პაკეტში, წარწერით: „...თეფშის ნატეხები მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ სხვადასხვა ზომის, თეფშის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N7-10) წარმოადგენს ადაშიანის სისხლს და ეკუთვნის ა------------ს (ობ. N41);

- პაკეტში, წარწერით: „...ობ N8 და N9, ორი ცალი ხის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ორ ცალ, ხისმაგვარი მასალის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N11-14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------ს (ობ.N41); ხოლო ერთ-ერთ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N14) ეკუთვნის ი------------–---ს (ობ. N42; პაკეტი, წარწერით: "ნერწყვის ნიმუში...დაზარალებული ი--------------------------–---ი);

- პაკეტში, წარწერით: „...ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით და ხის ნაჭერი მოწ. ფერის ლაქებით. (ობ N7)...“ მოთავსებულ ხისმაგვარი მასალის ფრაგმენტზე (ობ. N15,16) და ბალიშის შალითაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N17-19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა------------ს (ობ.N41),- პაკეტში, წარწერით: „...ა-------------ს ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე და ქამარზე (ობ. N20-24), წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N25-28), წყვილ წინდაზე (ობ. N29,30) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა------------ს (ობ. N41);

- პაკეტში, წარწერით: „...ი------------–---ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე (N31,32), სვიტერზე (ობ. N34,35) და ქვედაბოლოზე (ობ.N36) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N31,34-36-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------ს (ობ.N41); ობ. N32-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ი------------–---ს (ობ. N42), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------------ს (ობ. N41). მაისურზე არსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქა (ობ. N33) სისხლი არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „...რ-------------ს ტანსაცმელი. ..“ მოთავსებულ: კაპიუშონიან მოსაცმელზე (ობ.N37,38,38ა) და სპორტულ შარვალზე (ობ.N39,40) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N37,38,38ა,40 -ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------ს (ობ.N41); ობ.N39-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ა-------------ს (ობ. N41) თანამონაწილეობა. ობ. N39-ის შერეულ გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ი------------–---ის (ობ.N42) და რ-------------ს (ოზ.N43) გენეტიკური პროფილის ალელები.“

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1------------–ს, 03:50 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ----------------ს მიერ ქ. თბილისში, გ--------------------ში მდებარე „ქა-------–-----–--------------------–ში“, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დაკავებული იქნა ა-------------. ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები (მარჯვენა ხელის მტევანსა და თავის არეში - ჭრილობები, ხელებსა და ფეხებზე - სისხლნაჟღენთები და სილურჯეები, მარცხენა მხარზე - ნაკაწრები), რომლებიც, მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე სიდედრთან ჩხუბის დროს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ქა-------–-----–---------------------–-ს“ სტაციონარული პაციენტის N1--- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, 2019 წლის 1------------–ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ა------------ს დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის I თითის მოტეხილობა; მარცხენა მტევნის I თითის მომხრელი მყესის დაზიანება; თ.ტ. შერყევა. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ა------------ს თავის და მარცხენა მტევნის პირველი თითის მიდამოში აღენიშნებოდა ჭრილობები. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, მარცხენა მტევნის პირველი თითის მიდამოში მდებარე ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ბრალდებულმა ა------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1------------–ს ი------------–---ის მიმართ ძალადობის განხორციელების სურვილი არ ჰქონია, მხოლოდ თავს იცავდა მისგან, რადგან მას თავად სიდედრი სცემდა, კბენდა, კაწრავდა და პარკეტის ნაჭერს ურტყამდა თავში.

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ბრალდებულმა ა------------მა სიდედრს, ი------------–---ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შედეგად ამ უკანასკნელის სხეულის დაზიანება და ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ი------------–---ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ა-------------ს მამხილებელ ძირითად მტკიცებულებას, ცხადია, პირველ რიგში, თავად დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს, რომლის თანახმადაც შვილის, რ-------------ს დაცვის მიზნით ა------------თან კონფლიქტში ჩართულს, ა------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მისთვის სახესა და მკერდში მუშტის დარტყმაში, წაქცეულისთვის წიხლების რტყმაში, თმით თრევაში, თავში პარკეტის ნაჭრის და თეფშის ჩარტყმასა და სხვაგვარ ძალმომრეობით მოქმედებებში გამოიხატა.

ა-------------ს მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ი------------–---ის ჩვენების მართებულობა სრულად დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ზ------------ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილზე ი------------–---ის დაკავების ოქმით, რომლის თანახმადაც ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები - ჭრილობები, ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები თავის არეში, ხელ-ფეხზე, მუცელზე, გულმკერდსა და ზურგზე; ასევე - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ი------------–---ს შემთხვევის დღეს, ინციდენტის შემდეგ თავის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა და ჭრილობა და დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ღია ჭრილობა და გულმკერდის მიდამოს ზედაპირული დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები ი------------–---ს სწორედ ა------------მა მიაყენა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება თავად ბრალდებულის აღიარებითაც, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ სიდედრისთვის სხეულის დაზიანებათა მიყენების განზრახვა არ ჰქონია და მისი ქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ თავის დაცვის მიზანს.

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებული ა-------------ს ვერსიას, იმასთან დაკავშირებით, რომ სიდედრს მისი თავდასხმის მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა დაზიანებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ზემოაღნიშნული განმარტება განპირობებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილით, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.“

ბრალდებული ა-------------ს განმარტება, რომ ი------------–---მა მასზე განახორციელა თავდასხმა, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის, რადგან იგი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გამოკვლეული მტკიცებულებებით და თავად ი------------–---ის ჩვენებითაც დადგინდა, რომ დაზარალებულმა ა------------ს მართლაც მიაყენა თავის არეში დაზიანება, თუმცა, აღნიშნულს წინ უსწრებდა მასზე და მის ქალიშვილზე - რ------------ზე, ბრალდებულის თავდასხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-------------ს სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ი------------–---ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რადგან მისი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესობით და მიმართული იყო ა-------------ს მხრიდან მომდინარე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი ხელყოფის მოგერიებაზე. რაც შეეხება ა-------------ს ქმედებებში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობას, სასამართლო განმარტავს, რომ მსხვერპლის მართლზომიერ, თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან შესაბამის თავდაცვით ქმედებებზე საპასუხო აუცილებელი მოგერიების უფლებას კანონი არ ცნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა ოჯახის წევრს ი------------–---ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 120-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, მეუღლის მშობელი ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრად.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------მა მეუღლის მშობელს, ი------------–---ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, ა-------------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება ბრალადშერაცხული, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მომართ. ზემოაღნიშნულის გამო, ა------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

გ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

წარდგენილი ბრალდება

 

დ) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

წარდგენილი ბრალდება

წარდგენილი ბრალდების არსი:

გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, -

ა------------- წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ------------ს. კერძოდ, 2017 წლის ივლისის თვეში, 2018 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით, ასევე 2019 წლის 1------------–ს, ქ. თბილისში, მ---------------------------------------------------ში ა------------- სიტყვიერი შელაპარაკების დროს, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, -

2019 წლის 1------------–ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ---------------------------------------------------ში ა------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ზ-----------ს, პარკეტის ხის ნაჭერი დაარტყა მას მარცხენა ხელში, რის შედეგადაც ზ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ა-------------ს ქმედებით ზ-----------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა-------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში იგი უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-------------ს მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

მოწმე ი------------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 19 თებერვლის ინციდენტისას, რომლის დროსაც ა------------მა მას და რ------------ს სხეულის დაზიანებები მიაყენა, არასრულწლოვანი ზ------------ც დაშავდა. კერძოდ, არასრულწლოვანს, - რომელიც მამის დაწყნარებას ცდილობდა და მისი დედის და ბებიის ცემის შეწყვეტას სთხოვდა, - ხელზე მოხვდა ა-------------ს მიერ მოქნეული პარკეტის ნაჭერი.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 21.02.2019 წ. პირადი შემოწმებისას, ზ-----------ს აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის და მარცხენა მტევნის პირველი თითის მიდამოში ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 1------------–ს.

ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ „შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 1------------–ს, საღამოს საათებში, მამა ეჩხუბებოდა დედას და ბებიას, ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც მიიღო დაზიანება მარცხენა ზემო კიდურის მიდამოში /შესამოწმებლის გადმოცემით, მამა ცდილობდა პარკეტის ნაჭრის დარტყმას, რა დროსაც ხელი აიფარა და მოხვდა მარცხენა ზემო კიდურის მიდამოში/“.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ზ-----------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მამის მამხილებელი ჩვენება,ბრალდებულმა ა------------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 19 თებერვლის ინციდენტისას, რომლის დროსაც ა------------- სხეულის დაზიანებებს აყენებდა რ------------ს და ი------------–---ს, ბრალდებულმა მსუბუქი ხარისხს დაზიანება მიაყენა არასრულწლოვან შვილს - ზ-----------საც; თუმცა, ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოგანხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მოპოვებული ინფორმაცია ორაზროვანია და არ იძლევა იმ ფაქტის ცალსახად დადგენის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვნის დაზიანება წარმოადგენდა ა-------------ს მხრიდან შვილის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედების და არა გაუფრთხილებლობის შედეგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------------ს მიერ არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილი ვერ იქნა რ-------------ს მიმართ ა-------------ს მიერ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გაჟღერების ფაქტიც, რადგან სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე რაიმე მითითებას.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ა-------------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ჩადენილი ქმედების სპეციფიკა (ოჯახური დანაშაულისათვის დამახასიათებელია განმეორებითობა), ა-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება (დანაშაულთა ჩადენა ოჯახის წევრთა მიმართ, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არარსებობის ფაქტი და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი, ისევე, როგორც სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრივ გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს ა-------------ს გამოსწორებას და დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ა-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ა------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: რ-------------ს და ი------------–---ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ-------------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი------------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი------------–---ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ-------------ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 თებერვლიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ექვსი ცალი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი, ხის ნაჭრები, თეფშის ნატეხები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

ბალიშის პირი, ი------------–---ის, რ-------------ს და ა-------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი