გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
020210019002895541
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210019002895541 (2/335-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.11.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლ ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) შპს ,,ნა---------------ი"

წარმომადგენელი ზა------------ე (დირექტორი), ეკ---–-------ა

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) სსიპ ერ-------–-------------------ო

წარმომადგენელი მიხ---–-----–---–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელით)

პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ძირითადი სარჩელის მოთხოვნა: ა) ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის დაკვეთით სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში არსებული სკოლებისთვის დამზადებული და მიწოდებული შეშის ღირებულების ანაზღაურება 69 488,96 ლარის ოდენობით და ბ) თანხის ჩარიცხვის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება 9000 ლარის ოდენობით.

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა: ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება 11925,08 ლარის ოდენობით

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

1. სსიპ ერ-------–-------------------ო არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია ტექნიკური დავალების შესაბამისად.

 

2. შპს ,,ნა---------------ი" არ ცნობს შეგებებულ სარჩელს. ის აღიარებს, რომ ჭრა არ განხორციელებულა ტექნიკური დავალების შესაბამისად, რადგან კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო მონიშნული (გამოყოფილი) ტყეკაფის ათვისება. თუმცა, ხელშეკრულების არსებითი პირობა - სკოლების შეშით მომარაგება შეთანხმებულ ვადაში განხორციელდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა შპს ,,ნა---------------ს" შორის 17.07.2018 წ დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

-ტექნიკური დავალება (დანართი #1)

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2161 მ3 ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა, ამ ხელშეკრულების პირობებისა და ამავე ხელშეკრულების დანართი #1 ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ტექნიკური დავალების შესაბამისად ხე-ტყის დამზადება უნდა განხორციელებულიყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბანში, ხეთის სატყეოში, მე-11 კვარტლის მე-5 ლიტერში (ტყეკაფის ნომერი 008-09-0026909).

 

დამზადებული ხე-ტყე უნდა მიეწოდებინათ სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საჯარო სკოლებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

-ტექნიკური დავალება (დანართი #1)

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 181 048,58 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

1 მ3 ხე-ტყის დამზადების, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების ღირებულება შეადგენს 83,78 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

-ტექნიკური დავალება (დანართი #1)

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.4. გამოყოფილი ტყეკაფის გამოყენება არ მომხდარა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხე-ტყე დამზადებულია და ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მიტანილია საბოლოო ტრანსპორტირების ადგილამდე. კერძოდ, ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებაში მითითებულ 104 სკოლისთვის მიწოდებულია 216 მ3 მერქნული რესურსი (შეშა), რაც დადასტურებულია სკოლებთან ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

-ტექნიკური დავალება (დანართი #1)

- საშეშე მერქნის მიღება-ჩაბარების აქტები სკოლის დირექტორებთან

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები სხდომის ოქმი

 

3.5. მოპასუხეს გადახდილი აქვს შესრულებული სამუშაოს ნაწილი 120 559,62 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის 60 488,96 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს, იმ საფუძვლით რომ მოპასუხემ საშეშე მერქნის მოსაპოვებლად არ გამოიყენა მონიშნული ტყეკაფი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

-ტექნიკური დავალება (დანართი #1)

- მიღება-ჩაბარების აქტები სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან

-შპს ,,ნა---------------ისთვის" თანხის გადარიცხვის დოკუმენტები

- საშეშე მერქნის მიღება-ჩაბარების აქტები სკოლის დირექტორებთან

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები სხდომის ოქმი

-სსიპ ერ-------–-------------------ოს შიდა კონტროლის სამსახურის დასკვნა #21, 28.01.2019 წ

-სსიპ ერ-------–-------------------ოს მომართვა #01/6315, 03.05.2019 წ

 

3.6. სახელმწოფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 პუნქტით, გაწერილია მხარეთა პასუხისმგებლობა.

 

შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურეობის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულბელი ვალდებულების ღირებულების 0,1 % პროცენტის ოდენობით.

 

შემსყიდველის მიერ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შესაგებელი

-შეგებებული სარჩელი

-შეგებებული სარჩელის შესაგებელი

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #131, 17.07.2018

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე,103-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხემ აღიარა საშეშე მერქნის სრულად მიწოდება, აღნიშნული მიწოდება დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობითაც, შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს მიწოდების და მომსახურების ღირებულების ის ნაწილი, რომლის გადახდაზეც მოპასუხე უსაფუძვლოდ აცხადებს უარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

იმავე კოდექსის 418-ე მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ძირითადი სარჩელის მოპასუხე შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვას არ ითვალისწინებს, შესაბამისად მას პირგასამტეხლოს მოთხოვნა ვერ წარეგინება. რაც შეეხება შემსრულებელს, მისი ვალდებულებების დარღვევა ხელშეკრულებით ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას და შეგებებული სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 11925,08 ლარიდან უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 5000 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს 1814,70 ლარი, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 270 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1544,7 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი აქვს 357,75 ლარი, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით შპს ,,ნა---------------ს" შპს ,,ეროვნული სატყეო სამმართველოს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარი, ხოლო სახ. ბაჟის დანარჩენი ნაწილი 207,75 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ნა---------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შპს ,,ნა---------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 69488,96 ლარი.

3. შპს ,,ნა---------------ის" სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 270 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1544,7 ლარი მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. შპს ,,ერ-------–-------------------ოს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

6. შპს ,,ნა---------------ს" შპს ,,ეროვნული სატყეო სამმართველოს" სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარი.

 

7. შპს ,,ნა---------------ს" შპს ,,ეროვნული სატყეო სამმართველოს" სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარი, ხოლო სახ. ბაჟის დანარჩენი ნაწილი 207,75 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა