გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
120210119003208377
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3208377-2/616-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--’’

წ---------------–- - ა-----------–---–ი, გ---------------–---–ი

მოპასუხე - მ------ ნ----ე

წ---------------–- - დ--–- ნ----ე

მოპასუხე - დ--–- ნ----ე

წ---------------–- (ადვოკატი)- დ----------–--–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე დ--–- ნ----ეს სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების მიხედვით დავალიანების თანხის - 2915.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1972.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 871.79 ლარი, პირგასამტეხლო - 64.82 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 3.87 ლარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტის, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვის საფასური - 2.83 ლარი.

1.2. მოპასუხე დ--–- ნ----ეს სს ,, ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ, 2018 წლის 04 სექტემბრის #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს დავალიანების თანხის - 3090.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2239.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 714.26 ლარი, პირგასამტეხლო - 132.34 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.33 ლარი.

1.3. მოჩვენებითი გარიგების გამო, ბათილად იქნეს ცნობილი დ--–- ნ----ესა და მ------ ნ----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დ--–- ნ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5-- ფიქტიურად გადავიდა მ------ ნ----ის საკუთრებაში და კვლავ აღუდგეს საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე და აღირიცხოს პირვანდელი მფლობელის დ--–- ნ----ის სახელზე.

1.4. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--ს’’- გან სესხად მიიღო 4 000.00 (ოთხი ათასი) ლარი, 24.04.2018 - დან 20.04.2021-მდე, ანუ 1092 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.00% - ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

2018 წლის 04 სექტემბერს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--ს’’ - გან სესხად მიიღო 2 500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი, 04.09.2018 - დან 20.08.2020-მდე, ანუ 716 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.00%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00% -ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორცილედება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

2018 წლის 24 აპრილს N3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებისა და 2018 წლის 04 სექტემბრის #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველი: სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ----------–-----ი’’, დამზღვევი დ--–- ნ----ე, ხოლო მოსარგებლე სს ,,ფ----------------------–--’’, საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 4 000.00 ლარითა და 2 500.00 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1 პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად, შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.

ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასღულებლად.

2018 წლის 20 დეკემბერს დ--–- ნ----ესა და მ------ ნ----ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5--, დ--–- ნ----ემ ფიქტიურად საკუთრებასი გადასცა ჩვენი ინფორმაციით თავისივე შვილს მ------ ნ----ეს. ამის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომელსაც მანამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა.

მოპასუხეს ბანკის მიმართ 2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით დავალიანება აქვს: 2915.58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 1972.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 871.79 ლარი, პირგასამტეხლო 64.82 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 3.87 ლარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტის, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვის საფასური 2.83 ლარი.

მოპასუხეს ბანკის მიმართ 2018 წლის 04 სექტემბრის N3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით დავალიანება აქვს: 3090.27 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 2239.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი 714.26 ლარი, პირგასამტეხლო - 132.34 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.33 ლარი.

ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: მ------ ნ----ეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, შემდეგი მახასიათებლებით: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5--.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე დ--–- ნ----ემ დაადასტურა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი ძირი თანხის ნაწილში, თუმცა დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ სცნო.

მოპასუხე დ--–- ნ----ემ მიუთითა, რომ მასსა და თავის შვილს მ------ ნ----ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკურლება და არა ჩუქების ხელშეკრულება. საკუთრების უფლება არის მისი კონსტიტუციური უფლება, ისევე როგორც მისი შვილის უფლება. შესაბამისად მას უფლება აქვს მის კუთვნილებაში არსებული ქონება გავასხვისოს ისეთი ფორმით, როგორიც სურს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პიროვნებას. თუკი ბანკს სურდა, რომ მაინცდამაინც მის მიერ მითითებული ქონებიდან გაეკეთებინა უზრუნველყოფა, მაშინ მას ეს ხელშეკრულებაში უნდა ჩაეწერა, ვინაიდან სწორედ მათ შეადგინეს ხელშეკრულება და ახლა მისი შვილის ქონებით მისი ვალების გასტუმრება სურს. დ--–- ნ----ემ არ უარყო, რომ მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონებაც 2018 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიჰყიდა შვილს მ------ ნ----ეს, თუმცა ნასყიდობის საფასური არ მიუღია და მ------ ნ----ემ თანხა გადასცა მის მამას, რომელმაც შეასრულა თავისი ვალდებულებები სხვა პირების მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--ს’’- გან სესხად მიიღო 4 000.00 (ოთხი ათასი) ლარი, 24.04.2018 - დან 20.04.2021-მდე, ანუ 1092 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.00% - ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების ასლი;

სესხის გადახდის გრაფიკის ასლი;

 

3.1.2. 2018 წლის 04 სექტემბერს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 2 500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი, 04.09.2018 - დან 20.08.2020-მდე, ანუ 716 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.00%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00% -ს, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორცილედება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების ასლი;

სესხის გადახდის გრაფიკის ასლი;

 

3.1.3. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასღულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების 4.9. პუნქტი;

 

3.1.4. 2018 წლის 20 დეკემბერს, სესხის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის დღეს, დ--–- ნ----ესა და მ------ ნ----ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5--, დ--–- ნ----ემ 10 000 აშშ დოლარად მიჰყიდა თავისივე შვილს მ------ ნ----ეს. იმავე მსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომელსაც მანამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა.

ასევე, 2018 წლის 20 დეკემბერს დ--–- ნ----ემ მის სახელზე რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონებაც მიჰყიდა შვილს მ------ ნ----ეს. ამჟამად დ--–- ნ----ის სახელზე სხვა უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნასყიდეობის ხელშეკრულების ასლი;

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2018 წლის 24 აპრილს N3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულებისა და 2018 წლის 04 სექტემბრის #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველი: სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ----------–-----ი’’, დამზღვევი დ--–- ნ----ე, ხოლო მოსარგებლე სს ,,ფ----------------------–--’’, საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 4 000.00 ლარითა და 2 500.00 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1. პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად, შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაზღვევის პოლისები;

 

3.2.2. მოპასუხე დ--–- ნ----ის დავალიანება ბანკის მიმართ 2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 2915.58 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 1972.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 871.79 ლარი, პირგასამტეხლო 64.82 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 3.87 ლარი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტის, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვის საფასური 2.83 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის გადახდის ისტორია;

 

3.2.3. მოპასუხე დ--–- ნ----ის ვალდებულება ბანკის მიმართ 2018 წლის 04 სექტემბრის N3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების თანახმად შეადგენს: 3090.27 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2239.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი 714.26 ლარი, პირგასამტეხლო - 132.34 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.33 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის გადახდის ისტორია;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–--ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56, 316-317-ე, 361-ე, 416-417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 24 აპრილის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--საგან'' ისესხა 4000 ლარი, 1092 დღის ვადით.

ასევე, 2018 წლის 4 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დ--–- ნ----ემ სს ,,ფ----------------------–--საგან'' ისესხა 2500 ლარი, 716 დღის ვადით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

დადგენილია, რომ მოპასუხე დ--–- ნ----ემ ცნო სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - მხოლოდ ძირი თანხისა 6005,85 ლარის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ მოთხოვნის ცნობის გამო.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 24 აპრილის და 2018 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში განისაზღვრა 32%-ით (ხელშეკრულების 2.4 პუნქტი), რაც შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას.

ამავე ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მსეხებელი ვალდებულია დაიცვას ბანკის მიერ დადგენილი ყველა წესი და პროცედურა ... ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით, მსესხებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს საკრედიტო ციკლის ბოლომდე გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც განსაზღვრულია 2.4. პუნქტით და რომლის ჯამური ოდენობა მითითებულია სესხის დაფარვის გრაფიკში.

ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა განიხილება როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი წერილობით ატყობინებს მსესხებელს, რომელიც შეყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, აგრეთვე სეხის გადახის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი.

_ დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2018 წლის დეკემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეს გაფრთხილების წერილით ეცნობა დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვა თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით დ--–- ნ----ეს დავალიანება საპროცენტო განაკვეთის ნაწილში სს ,,ფ----------------------–--ს'' წინაშე შეადგენს 871,79 და 714,26 ლარს.

მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა მათ შორის გაფორმებული სესხის ვადამდე დაფარვა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, იგი განისაზღვრა ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებს და არ აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ ოდენობას - წლიურ 100 პროცენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცენტის თანხის მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს სრულად.

6.4. მხარეთა შორის 2018 წლის 24აპრილის და 2018 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს და საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. (ხელშეკრუელბის 3.1 პუნქტი).

ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა განიხილება როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი წერილობით ატყობინებს მსესხებელს, რომელიც შეყობინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში ვალდებულია მთლიანად დაფაროს არსებული სესხი, აგრეთვე სეხის გადახის გრაფიკით გათვალისწინებული სრული სარგებელი და შესაძლო საურავი.

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით დ--–- ნ----ის დავალიანება პირგასამტეხლოს ნაწილში სს ,,ფ----------------------–--ს'' წინაშე შეადგენს 132,34 და 64,82 ლარს.

საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამში - 197,18 ლარის ოდენობით, შეესაბამება კანონის მოთხოვნას, ამასთან სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრულია.

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.

ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცეს მისი კუთვნილი ქონება და მიიღოს ნასყიდობის საგნის საფასური.

განსახილველ შემთხევაში, დადგენილია, რომ მსეხებელმა დ--–- ნ----ემ სს ,,ფინსა ბანკი საქართველოს'' დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2018 წლის 20 დეკემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და სწორედ ამ დღეს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება მ------ ნ----ესთან უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, თუმცა ქონების გაყიდვის მიზანი არ იყო მესამე პირებისათვის ვალდებულების სესრულება..

დადგენილია, რომ შეთანხმების საბოლოოდ დარღვევის შემდეგ ბანკმა კვლავ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები თანხის ამოღების მიზნით, გადაამოწმეს დ--–- ნ----ის ქონებრივი მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დ--–- ნ----ემ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით 6-.0-.0-.0--.0-/5-- გაასხვისა თავის შვილზე მ------ ნ----ეზე. ამასთან, ამავე დროს მ------ ნ----ეს მიჰყიდა ასევე მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონებაც.

ამდენად, საქმის მასალებითა და განხილვის შედეგად სრულიად ნათლად და ლოგიკური თანმიმდევრობით დადგინდა გარემოებები იმის თაობაზე, რომ დ--–- ნ----ემ დააღვია ხელშეკრულება, შეწყვიტა სესხის თანხის გადახდა. ამის შემდეგ ბანკის წარმომადგენლებმა დაიწყეს პროცედურები პრობლემური სესხის ამოსაღებად, როგორც წესი მრავალჯერ დაუკავშირდნენ მსესხებელს, შესთავაზეს სხვადასხვა გზები ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის ვალის რესტრუქტურიზაცია. ამასთან გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორცილების თაობაზე. ამის შემდეგ ბანკმა კვლავ დაიწყო იურიდიული პროცედურები მსესხებლისაგან თანხის მისაღებად და შეუდგა დ--–- ნ----ის ქონებების მოძიებას, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მას ამ პერიოდში შვილზე გაასხვისა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამდენად, დ--–- ნ----ესა და მ------ ნ----ეს შორის 2018 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ დ--–- ნ----ეს თავიდან აეცილებინა სს ,,ფ----------------------–--ს'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება, აერიდებინა დავალიანების ამოღების მიზნით მისი ქონებაზე იძულებითი აღსრულება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმოდგენილ ვერსიას, რომ მ------ ნ----ის ოჯახური პრობლემების გამო, დ--–- ნ----ემ ,,გადაუფორმა" მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალიშვილს, ვინაიდან მისი თანაცხოვრება მეუღლესთან საფრთხის ქვეშ იყო. ამ გარემოების გაზიარების პირობებშიც ნათელია მოპასუხე მხარის მიზანი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად არ გულისხმობდა მყიდველისათვის ქონების მიღებას, ხოლო გამყიდველისათვის შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, მიმართული იყო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის ასარიდებლად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, გადაწყვეტილება ფულადი ვალდებულების შესრულების მოპასუხე დ--–- ნ----ისათვის დაკისრების მოთხოვნით უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაც შეეხება მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნას ამ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შუამდგომლობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამ გარემოების მომწესრიგებელ ნორმათა იმპერატიული მოთხოვნებიდან.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ს მუხლის პირველი ნაწილის ,,ე''ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს; (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“ საკონსტიტუციო სასამრთლოს 29.12.2016 N 2/6/623 გადაწყვეტილება)

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებიდან 180 ლარი და 18 თეთრი გადახდილია მოპასუხე დ--–- ნ----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნაზე, საიდანაც მოსამზადებელ სხდომაზე მან სცნო სარჩელი ძირი თანხის 4211,61 ლარის ნაწილში, შესამისად, ამ თანხის ბაჟი 126 ლარი და 34 თეთრი მოსარჩელს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი 53 ლარი და 84 თეთრი დ--–- ნ----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე (ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება მოპასუხეებს დ--–- ნ----ესა და მ------ ნ----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ------ ნ----ეს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, შემდეგი მახასიათებლებით: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5--. საქმის შედეგის მიხედვით უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ფ----------------------–--ს'' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე დ--–- ნ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–--ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 აპრილს #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების მიხედვით დავალიანების თანხის - 2915.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1972.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 871.79 ლარი, პირგასამტეხლო - 64.82 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 3.87 ლარი.

მოპასუხე დ--–- ნ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–--ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 04 სექტემბრის #3-----.3---.0-- სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს დავალიანების თანხის - 3090.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2239.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 714.26 ლარი, პირგასამტეხლო - 132.34 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.33 ლარი.

3. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს დ--–- ნ----ესა(პ/ნ 11----------) და მ------ ნ----ეს(პ/ნ 1----------) შორის დადებული 2018 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დ--–- ნ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბ---------ი, ქუჩა დ-----------–------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-.0-.0-.0--.0-.5-- დარეგისტრირდა მ------ ნ----ის საკუთრებაში და დ--–- ნ----ეს კვლავ აღუდგეს საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე და აღირიცხოს პირვანდელი მფლობელის დ--–- ნ----ის სახელზე.

4. მოპასუხე დ--–- ნ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–--ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის ნაწილის 53 ლარისა და 84 თეთრის გადახდა, ხოლო 126 ლარი და 34 თეთრი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან (საგადახდო დავალება N9-------, თარიღი 2019.04.19, კოდი 3--------).

5. მოპასუხეებს დ--–- ნ----ეს (პ/ნ 11----------) და მ------ ნ----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,ფ----------------------–--ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვის საფასური - 2.83 ლარი.

6. 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

7. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში).

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი