გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.12.2019
საქმის ნომერი
190310019003030847
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.12.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ზ-----------–--ე

წარმომადგენელი - ბ--–--------ე

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნ-----------------ე

 

მესამე პირი - ვ----–-----ე

წარმომადგენელი - რ----------ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 მაისს №1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

1.3 დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღება, ზ-----------–--ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მიერ არ გამოკვლეულა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მესამე პირის, ვ----–-----ის მიერ წარდგენილ 1998 წლის 13 მარტის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში უძრავი ნივთის ადგილმდებარეობად მითითებულია სოფელი ფ---–------------ი, მაშინ როდესაც 2008 წლამდე სოფელ ფ---–------------ს ერქვა სოფელი გ-----ი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის ვ----–-----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1 2018 წლის 20 ნოემბერს ზ-----------–--ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №9----------- სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა გ-------ნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---–------------ში მდებარე 483 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა 1997 წლის 29 დეკემბრის N6-- მებაღის წიგნაკი, სადაც უძრავი ქონების მისამართად მითითებულია: გ-------ნის რაიონი სოფელი ფ---–------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№9----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ 65-72)

 

4.1.2. 2018 წლის 27 ნოემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მებაღის წიგნაკით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რა მიზნითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 ნოემბრის №4----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№9------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 73)

-2018 წლის 27 ნოემბრის №4----- წერილი (ს.ფ. 82)

 

4.1.3. გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 დეკემბრის N0------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დადგინდა ზ-----------–--ის გამოუცხადებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 დეკემბრის N0------- მიმართვა (ს.ფ. 83)

 

4.1.4 2018 წლის 20 დეკემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ განმეორებით მიმართა გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიას №5----- წერილით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მებაღის წიგნაკით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------05 (20.12.2018) გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №9------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 74)

-2018 წლის 20 დეკემბრის №5----- წერილი (ს.ფ. 84)

 

4.1.5. 2019 წლის 18 იანვარს ვ----–-----ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №2------- განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო ზ-----------–--ის №9----------- სარეგისტრაციო განცხადება.

განცხადებას თანდაურთო ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2018 წლის 12 დეკემბრის N------ საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ვ----–-----ეს „ფ---–------------ი“-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N6--, ფართით 500 კვ.მ.

ამავე განცხადებაზე თანდართულია ასევე, 1998 წლის 13 მარტის N2- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ვ----–-----ემ სარგებლობაში მიიღო N6-- მიწის ნაკვეთი 0.05 ჰა-ს ოდენობით, მდებარე ფ---–------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 იანვრის ვ----–-----ის განცხადება (ს.ფ. 87-91)

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 89)

- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 90)

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 თებერვლის N----- წერილით ვ----–-----ეს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული განცხადება არ წარმოადგენდა ზ-----------–--ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ამავე წერილით, მესამე პირს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება გადაგზავნილ იქნა გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურებისას კომპეტენციის ფარგლებში განხილვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 04 თებერვლის N----- წერილი (ს.ფ. 92-93)

 

4.1.7. გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 თებერვლის N04/1051 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით იყო შეუძლებელი, ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი აქვს როგორც ზ-----------–--ეს ასევე ვ----–-----ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 07 თებერვლის N04/1051 წერილი (ს.ფ. 86)

 

4.1.8. 2019 წლის 14 თებერვალს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა №9------------09 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ზ-----------–--ეს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის (№6--) იდენტურობის დადგენა აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მითითებულ ეტაპზე იყო შეუძლებელი, რადგან ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა როგორც ზ-----------–--ეს, ასევე, ვ----–-----ეს. შესაბამისად, მოსარჩელეს მოეთხოვა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №9------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 78)

 

4.1.9. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მოსარჩელის მიერ, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მოპასუხე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ" პუნქტის საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№9------------11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 80)

4.1.10. 2019 წლის 18 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით, მოსარჩელე ზ-----------–--ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№1-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 94-103)

 

4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ 2019 წლის 16 მაისს N1----- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 16 მაისს N1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 112)

 

4.1.12. საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 03 ოქტომბრის N1-------- მომართვით დგინდება, რომ რუსთავის მეტლურგიული ქარხნის მოსამსახურეთა მებაღეობის (ამხანაგობის) წევრთა დოკუმენტები, სიები და გადაწყვეტილებები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2019 წლის 17 ოქტომბრის N----- საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ პ---------ს მცხოვრებს ა----–-----–---------ში „ფ---–------------ი“-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N6--, რომელიც შემდგომ გადაფორმდა შვილზე ვ---------ზე (დოკუმენტში სახელები და მამის სახელები ინიციალებითაა მითითებული).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 03 ოქტომბრის N1-------- მომართვა (ს.ფ. 179)

- 2019 წლის 17 ოქტომბრის N----- საარქივო ცნობა (ს.ფ. 198-201)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 №9----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით არსებობს ორი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

1. ზ-----------–--ის მიმართ გაცემული 1997 წლი 29 დეკემბრის N6-- მებაღის წიგნაკი, სადაც უძრავი ქონების მისამართად მითითებულია: გ-------ნის რაიონი სოფელი ფ---–------------ი.

2. ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2018 წლის 12 დეკემბრის N------ საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ვ----–-----ეს „ფ---–------------ი“-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N6--, ფართით 500 კვ.მ.

ასევე, 1998 წლის 13 მარტის N2- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ვ----–-----ემ სარგებლობაში მიიღო N6-- მიწის ნაკვეთი 0.05 ჰა-ს ოდენობით, მდებარე ფ---–------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1997 წლი 29 დეკემბრის N6-- მებაღის წიგნაკი (ს.ფ 69-72)

-2018 წლის 12 დეკემბრის N------ საარქივო ცნობა (ს.ფ 89)

-1998 წლის 13 მარტის N2- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 90-91)

 

4.2.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო სადავო აქტები, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება

4.2.3. 2019 წლის 28 ივნისის სიტუაციური ნახაზით, №9----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ უძრავ ნივთზე დაუზუსტებელ - დაურეგისტრირებელ გრაფიკულ მონაცემებში ასახულია ვასილ რევაზის ძე ეგაძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 116)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:

1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;

2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

 

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.

 

7.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირი განმარტებულია, როგორც, პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს ზ-----------–--ემ №9----------- სარეგისტრაციო განცხადებით და მოითხოვა გ-------ნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---–------------ში მდებარე 483 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა 1997 წლის 29 დეკემბრის N6-- მებაღის წიგნაკი, სადაც უძრავი ქონების მისამართად მითითებულია: გ-------ნის რაიონი სოფელი ფ---–------------ი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №9------------03 და №9------------05 გადაწყვეტილებებით, გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, სარეგისტრაციოდ, მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდნეტურობის დადგენა.

 

დადგენილია, რომ პირველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დადგინდა ზ-----------–--ის გამოუცხადებლობის გამო (2018 წლის 13 დეკემბრის N0------- მიმართვა), ხოლო მე-2 შემთხვევაში, გ-------ნის მუნიციპალიტეტის მერიამ იდენტურობის დადგენა ვერ შეძლო ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა როგორც ზ-----------–--ეს ასევე ვ----–-----ეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 18 იანვარს ვ----–-----ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №2------- განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო ზ-----------–--ის №9----------- სარეგისტრაციო განცხადება, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა №9------------09 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ზ-----------–--ეს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის (№6--) იდენტურობის დადგენა აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მითითებულ ეტაპზე იყო შეუძლებელი, რადგან ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა როგორც ზ-----------–--ეს, ასევე, ვ----–-----ეს. შესაბამისად, მოსარჩელეს მოეთხოვა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მოსარჩელის მიერ, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მოპასუხე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ" პუნქტის საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება.

 

2019 წლის 18 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით, მოსარჩელე ზ-----------–--ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ 2019 წლის 16 მაისს N1----- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ყურდღებას ამახვილებს ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2018 წლის 12 დეკემბრის N------ საარქივო ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ ვ----–-----ეს „ფ---–------------ი“-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N6--, ფართით 500 კვ.მ. საქმეში არსებობს ასევე, 1998 წლის 13 მარტის N2- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ვ----–-----ემ სარგებლობაში მიიღო N6-- მიწის ნაკვეთი 0.05 ჰა-ს ოდენობით, მდებარე ფ---–------------ში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პირის, ვ----–-----ის მიერ წარდგენილ 1998 წლის 13 მარტის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში უძრავი ნივთის ადგილმდებარეობად მითითებულია სოფელი ფ---–------------ი, მაშინ როდესაც 2008 წლამდე სოფელ ფ---–------------ს ერქვა სოფელი გ-----ი. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე, 1997 წლის 29 დეკემბრის N6-- მებაღის წიგნაკი, სადაც უძრავი ქონების მისამართად მითითებულია: გ-------ნის რაიონი სოფელი ფ---–------------ი.

 

იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში მოიპოვება ორი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ერთ მიწის ნაკვეთზე, და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ვერ განხორციელდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდნეტურობის დადგენა და ამასთანავე ვ----–-----ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სადავო არ გამხდარა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო მიუთითებს, ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2019 წლის 17 ოქტომბრის N----- საარქივო ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ პ---------ს მცხოვრებს ა----–-----–---------ში „ფ---–------------ი“-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი N6--, რომელიც შემდგომ გადაფორმდა შვილზე ვ---------ზე (დოკუმენტში სახელები და მამის სახელები ინიციალებითაა მითითებული).

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს 2019 წლის 28 ივნისის სიტუაციურ ნახაზზე, სადაც, №9----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ უძრავ ნივთზე დაუზუსტებელ - დაურეგისტრირებელ გრაფიკულ მონაცემებში ასახულია ვასილ რევაზის ძე ეგაძე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს რომ სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც №9------------11 (19.03.2019) გადაწყვეტილება კანონიერია და მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განსახილველ შემთხვევაში 2019 წლის 16 მაისს №1----- გადაწყვეტილება) ბათილად ცნობის საფუძველიც.

7.10 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი